პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიხარული და მწუხარება ტყუპი ძმებივით დადიან ერთად" - ილია მეორის ქადაგება ბზობის დღესასწაულზე
"სიხარული და მწუხარება ტყუპი ძმებივით დადიან ერთად" - ილია მეორის ქადაგება ბზობის დღესასწაულზე

სი­ხა­რუ­ლი და მწუ­ხა­რე­ბა თით­ქოს ტყუ­პი ძმე­ბი­ვით და­დი­ან ერ­თად, - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პოს­მა და ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლიტ­მა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ დღე­ვან­დე­ლი ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და. პატ­რი­არ­ქმა მრევლს ბზო­ბის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­უ­ლი მი­უ­ლო­ცა და ამ დღის შე­სა­ხებ იქა­და­გა.

"ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა სა­ოც­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. დრო­ნი იც­ვლე­ბი­ან და ჩვენც მას­თან ერ­თად ვიც­ვლე­ბით. სი­ხა­რუ­ლი და მწუ­ხა­რე­ბა თით­ქოს ტყუ­პი ძმე­ბი­ვით და­დი­ან ერ­თად. რო­გორც ერთი ბრძე­ნი ადა­მი­ა­ნი ამ­ბობ­და, დი­დე­ბი­დან მწუ­ხა­რე­ბამ­დე ერთი ნა­ბი­ჯია. დღეს ვდღე­სას­წა­უ­ლობთ უფ­ლი­სა ჩვე­ნი­სა იესო ქრის­ტეს ზე­ი­მით შეს­ვლას იე­რუ­სა­ლიმ­ში, სა­დაც მას ხალ­ხი უგებ­და ტან­საც­მელს და ხის ტო­ტებს. უფა­ლი ტი­რო­და, იმი­ტომ, რომ ხე­დავ­და იმ ხალ­ხის სი­სუს­ტეს. იგი­ვე ხალ­ხი, რო­მე­ლიც ადი­დებ­და უფალს და უგა­ლობ­და ოსა­ნას, რამ­დე­ნი­მე დღე­ში იყ­ვი­რებ­და "ჯვარს აცვი იგი". ასე­თი ცვა­ლე­ბა­დია ადა­მი­ა­ნი და ჩვენ შევ­თხოვთ უფალს გაგ­ვაძ­ლი­ე­როს ჩვენს სი­კე­თე­ში, გაგ­ვაძ­ლი­ე­როს ჭეშ­მა­რიტ რწმე­ნა­ში, მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა­ში, ასე­ვე გა­აძ­ლი­ე­როს ჩვენ­ში სიყ­ვა­რუ­ლი, მიმ­ტე­ვებ­ლო­ბა და ცოდ­ვა­თა ჩვენ­თა გან­ცდა", - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა.

მისი თქმით, აღ­დგო­მის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­უ­ლამ­დე ერთი კვი­რა დარ­ჩა და იგი ღმერ­თს შეს­თხოვს, რომ ამ ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ღირ­სე­უ­ლად მო­ვემ­ზა­დოთ ამ დი­დე­ბუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლის შე­სახ­ვედ­რად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

"სიხარული და მწუხარება ტყუპი ძმებივით დადიან ერთად" - ილია მეორის ქადაგება ბზობის დღესასწაულზე

"სიხარული და მწუხარება ტყუპი ძმებივით დადიან ერთად" - ილია მეორის ქადაგება ბზობის დღესასწაულზე

სიხარული და მწუხარება თითქოს ტყუპი ძმებივით დადიან ერთად, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი ქადაგებისას განაცხადა. პატრიარქმა მრევლს ბზობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და ამ დღის შესახებ იქადაგა.

"ადამიანის ცხოვრება საოცრად განსხვავებულია. დრონი იცვლებიან და ჩვენც მასთან ერთად ვიცვლებით. სიხარული და მწუხარება თითქოს ტყუპი ძმებივით დადიან ერთად. როგორც ერთი ბრძენი ადამიანი ამბობდა, დიდებიდან მწუხარებამდე ერთი ნაბიჯია. დღეს ვდღესასწაულობთ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ზეიმით შესვლას იერუსალიმში, სადაც მას ხალხი უგებდა ტანსაცმელს და ხის ტოტებს. უფალი ტიროდა, იმიტომ, რომ ხედავდა იმ ხალხის სისუსტეს. იგივე ხალხი, რომელიც ადიდებდა უფალს და უგალობდა ოსანას, რამდენიმე დღეში იყვირებდა "ჯვარს აცვი იგი". ასეთი ცვალებადია ადამიანი და ჩვენ შევთხოვთ უფალს გაგვაძლიეროს ჩვენს სიკეთეში, გაგვაძლიეროს ჭეშმარიტ რწმენაში, მართლმადიდებლობაში, ასევე გააძლიეროს ჩვენში სიყვარული, მიმტევებლობა და ცოდვათა ჩვენთა განცდა", - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

მისი თქმით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე ერთი კვირა დარჩა და იგი ღმერთს შესთხოვს, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში ღირსეულად მოვემზადოთ ამ დიდებული დღესასწაულის შესახვედრად.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია