სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შალვა რამიშვილი "იმედის" დირექტორთან მის მიმოწერას ასაჯაროვებს
შალვა რამიშვილი "იმედის" დირექტორთან მის მიმოწერას ასაჯაროვებს

ჟურ­ნა­ლის­ტი შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ მას 2015 წლის დე­კემ­ბერ­ში ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" დი­რექ­ტორ­მა გი­ორ­გი ბახ­ტა­ძემ ეთერ­ში მო­სა­მარ­თლე ლე­ვან მუ­რუ­სი­ძის მიწ­ვე­ვა მოს­თხო­ვა. შალ­ვა რა­მიშ­ვილ­მა დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ გი­ორ­გი ბახ­ტა­ძე ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედს" ფიქ­ტი­უ­რად მარ­თავს, მისი ნამ­დვი­ლი მმარ­თვე­ლი კი ირაკ­ლი რუ­ხა­ძეა.

"2015 წლის დე­კემ­ბერ­ში და­მი­კავ­შირ­და გი­ორ­გი ბახ­ტა­ძე და მომ­თხო­ვა (ჯერ მთხო­ვა), ეთერ­ში მოგ­ვეწ­ვია ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი ბა­ტო­ნი მუ­რუ­სი­ძე და რამ­დე­ნი­მე მოქ­მე­დი მო­სა­მარ­თლე, რომ­ლე­ბიც მას და­უს­ვამ­დნენ შე­კი­თხვებს. ამის შემ­დეგ შედ­გა "ვა­ი­ბერ" მი­მო­წე­რა. ამ მი­მო­წე­რი­დან ძა­ლი­ან კარ­გად ჩანს, თუ რო­გორ ახორ­ცი­ე­ლებს "იმე­დის" დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი ბახ­ტა­ძე ჩემ­ზე ზე­წო­ლას, რო­გორ ვი­ცავ თავს, რო­გორ არ მინ­და მუ­რუ­სი­ძის და ცნო­ბი­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის მოწ­ვე­ვა, რად­გან ეს არის დად­გმუ­ლი სპექ­ტაკ­ლი და ეს გახ­დე­ბა აშ­კა­რა და მე არ მინ­და ამა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მაგ­რამ ის მა­ინც და­ბე­ჯი­თე­ბით მთა­ვა­ზობს, რომ ეს უნდა გა­ვა­კე­თო, მაძ­ლევს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის სიას", - გა­ნა­ცხა­და შალ­ვა რა­მიშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო| შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი "იმე­დის" დი­რექ­ტორს ზე­წო­ლა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს - რა მის­წე­რა "ვა­ი­ბერ­ში" გი­ორ­გი ბახ­ტა­ძემ შო­უ­მენს

მი­სი­ვე თქმით, ამის შემ­დეგ გი­ორ­გი ბახ­ტა­ძემ და­უ­რე­კა და გა­რან­ტია მის­ცა, რომ ეთე­რი სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და და მო­სა­მარ­თლე­ე­ბი კრი­ტი­კულ კი­თხვებს დას­ვამ­დნენ. შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი იხ­სე­ნებს, რომ ეთე­რი წა­რი­მარ­თა "სა­შინ­ლად" და ეს იყო მისი ყვე­ლა­ზე ცუდი ეთე­რი, რის გა­მოც სა­ზო­გა­დო­ე­ბას ბო­დი­ში მო­უ­ხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ყვე­ლამ ნათ­ლად და­ი­ნა­ხა, რომ ეს იყო სპექ­ტაკ­ლი. რა­მიშ­ვილ­მა ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტის შე­სა­ხებ იცოდ­ნენ მან და ბახ­ტა­ძემ, თე­ო­ნა გე­გე­ლია და და­ნარ­ჩე­ნი "სტა­ფი" კი არა­ფერ შუ­ა­ში იყ­ვნენ. მი­სი­ვე თქმით, გი­ორ­გი ბახ­ტა­ძეს კა­ტე­გო­რო­უ­ლად უთხრა, რომ ასე­თი რამ აღარ გა­მე­ო­რე­ბუ­ლი­ყო.

დღეს­ვე ტე­ლე­წამ­ყვან­მა მე­დი­ას აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს მიერ და­მოწ­მე­ბუ­ლი "ვა­ი­ბერ" მი­მო­წე­რა წა­რუდ­გი­ნა, სა­დაც მისი თქმით, მას­სა და გი­ორ­გი ბახ­ტა­ძეს შო­რის დი­ა­ლო­გი არის ასა­ხუ­ლი. ეს მი­მო­წე­რა რა­მიშ­ვილ­მა ცოტა ხნის წინ ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

გი­ორ­გი ბახ­ტა­ძე - ტე­ლე­ი­მე­დის დი­რექ­ტო­რი:

მო­სა­მარ­თლე­ე­ბი ტყა­ვა­ძე, გვრი­ტიშ­ვი­ლი. საბ­ჭოს (იგუ­ლის­ხმე­ბა იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭო) წევ­რე­ბი ალა­ნია, გა­ბი­ნაშ­ვი­ლი.

შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი:

ესე­ნი უპი­რის­პირ­დე­ბი­ან მუ­რუ­სი­ძეს?

გი­ორ­გი ბახ­ტა­ძე:

თა­მარ ალა­ნია (ტელ ნო­მე­რი) მე­რაბ გა­ბი­ნაშ­ვი­ლი (ტელ ნო­მე­რი) დი­მიტ­რი გვრი­ტიშ­ვი­ლი (ტელ ნო­მე­რი) გი­ორ­გი ტყა­ვა­ძე (ტელ ნო­მე­რი) ექ­სპერ­ტე­ბი... წე­სით კი

შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი:

რა ექ­სპერ­ტე­ბი??? ესე­ნი კონ­ტრა­ში უნდა იყ­ვნენ. მხო­ლოდ ამ შემ­თხვე­ვა­ში აქვს აზრი... ისე არა! ესე­ნი საბ­ჭოს წევ­რე­ბი არი­ან. თუ მუ­რუ­სი­ძის კა­მან­დაა რა პონ­ტში მო­ვიყ­ვა­ნოთ???

გი­ორ­გი ბახ­ტა­ძე:

და­უ­პი­რის­პირ­დე­ბი­ან

შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი:

ოკ მა­შინ კარ­გია (ცოტა ხნის შემ­დეგ) გიო, ესე­ნი არი­ან მა­გა­თი გუნ­დის წევ­რე­ბი. არა­ნა­ი­რი კი­თხვა მა­გას­თან (იგუ­ლის­ხმე­ბა მუ­რი­სი­ძე) არა აქვთ. ტე­ხავს მათი მოწ­ვე­ვა. ძა­ლი­ან გა­უკ­ვირ­და შე­კი­თხვა უნდა მქონ­დე­სო... მა­გის გუნ­დის წევ­რი ვარო. ალა­ნი­ას და­ვუ­რე­კე ჯერ. მაგ­რამ და­ნარ­ჩე­ნებ­თა­ნაც იგი­ვე სი­ტუ­ა­ცი­აა. ახლა მუ­რუ­სი­ძის ბე­ნე­ფი­სის მო­წყო­ბა იმე­დია არ გვინ­და!!!

გი­ორ­გი ბახ­ტა­ძე:

ბე­ნე­ფი­სი არა რა თქმა უნდა. მო­სა­მარ­თლე­ე­ბი და­ი­ბა­რეთ ვინც მოგ­წე­რე. ესე­ნი და­უ­პი­რის­პირ­დე­ბი­ან.

შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი:

ესე­ნი მუ­რუ­სი­ძეს­თან კრი­ტი­კუ­ლი კი­თხვა არა გვაქ­ვსო ამის კა­მან­დაა

გი­ორ­გი ბახ­ტა­ძე:

რომ­ლე­ბი? მო­სა­მარ­თლე­ე­ბი?

შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი:

კი... კი... ერ­თმა კონ­კრე­ტუ­ლად მი­თხრა

გი­ორ­გი ბახ­ტა­ძე:

მა­ცა­დე

შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი: რომ ლე­ვა­ნი მე­ლა­პარ­კაო, რომ და­გი­რე­კა­ვე­ნო იმე­დი­და­ნო, მა­რაო მე სხვა რა­მეს ვე­ლო­დიო. ეს არის მა­გის გუნ­დის წევ­რი. მე­ო­რემ მი­თხრა ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დე­ბი რა შე­კი­თხვა უნდა მქონ­დე­სო და და­გი­რე­კა­ვო. მარა მა­გის კა­მან­დაა

გი­ორ­გი ბახ­ტა­ძე: გვა­რე­ბით მი­თხა­რი ვინ რა გი­თხრა

შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი: ალა­ნი­ამ მი­თხრა მეო არა­ფე­რი არ მაქვს საკ­რი­ტი­კე­ბე­ლი და მა­გის გუნ­დის წევ­რი ვარო, გვრი­ტიშ­ვილ­მა მეო ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე კი მე­ბაზ­რა, რომ იმე­დი­დან და­გი­რე­კა­ვე­ნო, მა­რაო მეო არა მაქვს კრი­ტი­კუ­ლი კი­თხვაო... მხარს ვუ­ჭე­რო. ტყა­ვა­ძემ მი­თხრა მეო ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დე­ბი რა შე­კი­თხვა მაქვს კრი­ტი­კუ­ლი და და­გი­რე­კა­ვო.

მარა სი­ა­ბან­დია ეგ რიჟა ბა­ზა­რია არ უპი­რის­პირ­დე­ბი­ან მა­გის სას­ტა­ვია

გი­ორ­გი ბახ­ტა­ძე: მო­ძებ­ნი­ან ახლა სხვებს

შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი: გიო რა­ღაც დეტსკი სა­დია.. ტრუ­ხა ბა­ზა­რია

გი­ორ­გი ბახ­ტა­ძე: ოკ მა­ცა­დე

შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი: შენ მოგ­ცეს მუ­რუ­სი­ძის მო­ცე­მუ­ლი გვა­რე­ბი. სხვე­ბი მე ვიცი ვინ არი­ან. გიო არც ერთი მოქ­მე­დი მო­სა­მარ­თლე მა­გას არ უპი­რის­პირ­დე­ბა. ვერც და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. ერ­თად აქვთ ნა­ჭა­მი ტო­ნო­ბით. გა­ვეშ­ვათ, რა­ღაც დეტსკი ბა­ზა­რია.

გი­ორ­გი ბახ­ტა­ძე: მოკ­ლედ ხა­ტი­აშ­ვი­ლის გარ­და თქვენ შე­არ­ჩი­ეთ ვინ­მე ოპო­ნენ­ტი და და­უს­ვით. ერთი ამ სი­ი­დან ერთი ოპო­ნენ­ტი. ქუც­ნაშ­ვი­ლიც უპი­რის­პირ­დე­ბო­და.

შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი: ქუც­ნამ უარი თქვა. ამ სი­ი­დან არა­ვინ არ უპი­რის­პირ­დე­ბა.

გი­ორ­გი ბახ­ტა­ძე: ოკ. და­უს­ვით რე­ა­ლუ­რი ოპო­ნენ­ტი და ერთი ამ სი­ი­დან.

შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი: ამ სი­ი­დან არ არის არა­ვინ ვი­საც კრი­ტი­კუ­ლი კი­თხვა აქვს და რა პონ­ტში და­უს­ვათ

გი­ორ­გი ბახ­ტა­ძე: მი­თხა­რი ვინ გინ­და და ექ­ნე­ბა! (იგუ­ლის­ხმე­ბა კრი­ტი­კუ­ლი კი­თხვა) გვა­რი მი­თხა­რი

შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი: არა­ვინ არ მინ­და. მყავს შავ­გუ­ლი­ძე და ბა­რა­თაშ­ვი­ლი რო­მაა ად­ვო­კა­ტი ის. ქუც­ნა კარ­გი იქ­ნე­ბო­და მარა ჩა­ი­ჯვა. მეო დო­კუ­მენ­ტე­ბი არ მაქვს ჯერო. ვე­ლო­დე­ბიო სტრას­ბურ­გი­დან უნდა მო­მი­ვი­დე­სო. ეგ ხო იცი რო­გო­რი ბა­ზა­რია. ეს ხა­ტი­აშ­ვი­ლი არც ჩვენ გვინ­და. საია არ იქ­ნე­ბო­და ცუდი... ჩა­აჯმე­ი­ნებ­და.

ცოტა ხნის­შემ­დეგ...

შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი: გცა­ლია?

გი­ორ­გი ბახ­ტა­ძე: მომ­წე­რე

შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი: სხვა მო­სა­მარ­თლემ და­მი­რე­კა, არა - ალა­ნი­ამ. ვიმ­სჯე­ლეთ კო­ლე­გებ­მა და შე­იძ­ლე­ბა და­ვუს­ვა შე­კი­თხვაო. ხვალ მომ­წერს ამ კი­თხვას. დი­მიტ­რი გვრი­ტიშ­ვი­ლი იყო ეს

გი­ორ­გი ბახ­ტა­ძე: მერე?

შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი: არა­ფე­რი.. მო­ვიყ­ვან მა­გას

გი­ორ­გი ბახ­ტა­ძე: ალა­ნია თუ გინ­დათ და­უ­რე­კეთ თქვენ თვი­თონ. თუ ეგ გა­წყობს ოკ

შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი: ოკ

გი­ორ­გი ბახ­ტა­ძე: ოკ

2015 წლის 18 დე­კემ­ბე­რი

შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი: გი­ორ­გი ახლა ვე­ლა­პა­რა­კე იმ მო­სა­მარ­თლეს - გვრი­ტიშ­ვილს. შე­კი­თხვას დავ­სავ შემ­დეგ­სო: არის მო­საზ­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შიო, რომ თქვენს მო­სა­მარ­თლედ და­ნიშ­ვნას იმი­ტომ ლო­ბი­რებს მთავ­რო­ბაო, რომ მერე სა­არ­ჩევ­ნო და­ვებ­ში მას მხა­რი და­უ­ჭი­რო­თო და მე მა­ინ­ტე­რე­სებს თქვე­ნი კო­მენ­ტა­რიო. ანუ ეს არა­კონ­კრე­ტუ­ლი კი­თხვაა, რო­მელ­საც დას­ვავს ნე­ბის­მი­ე­რი. არა­სა­ინ­ტე­რე­სო არა­კონ­კრე­ტუ­ლი კი­თხვაა ეს. რო­გორც უკვე გი­თხა­რი ეს მო­სა­მარ­თლე­ე­ბი არის მუ­რუ­სი­ძის სას­ტა­ვი. არა­ნა­ი­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მათ შო­რის არაა. მოკ­ლედ ძა­ლი­ან დუ­რა­კუ­ლად გა­მოჩ­ნდე­ბა ასე­თი "მძაფ­რი" შე­კი­თხვა. მე ვფიქ­რობ მა­გა­რი დამ­წვა­რი პონ­ტია. რა ვქნათ?

(გა­სულ-შე­მო­სუ­ლი ზა­რე­ბი, რო­მელ­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ბახ­ტა­ძე მარ­წმუ­ნებს, რომ მო­სა­მარ­თლე­ებს აქვთ კრი­ტი­კუ­ლი შე­კი­თხვე­ბი და მათი მოწ­ვე­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია)

ცოტა ხნის შემ­დეგ

გი­ორ­გი ბახ­ტა­ძე: გა­ბი­ნაშ­ვი­ლი + ტყა­ვა­ძე და შავ­გუ­ლი­ძე

შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი: ხო

2015 წლის 19 დე­კემ­ბე­რი

გი­ორ­გი ბახ­ტა­ძე: რო­გორ ჩა­ი­ა­რა?

შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი: და­გი­რე­კავ

გი­ორ­გი ბახ­ტა­ძე: ოკ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

შალვა რამიშვილი "იმედის" დირექტორთან მის მიმოწერას ასაჯაროვებს

შალვა რამიშვილი "იმედის" დირექტორთან მის მიმოწერას ასაჯაროვებს

ჟურნალისტი შალვა რამიშვილი აცხადებს, რომ მას 2015 წლის დეკემბერში ტელეკომპანია "იმედის" დირექტორმა გიორგი ბახტაძემ ეთერში მოსამართლე ლევან მურუსიძის მიწვევა მოსთხოვა. შალვა რამიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გიორგი ბახტაძე ტელეკომპანია "იმედს" ფიქტიურად მართავს, მისი ნამდვილი მმართველი კი ირაკლი რუხაძეა.

"2015 წლის დეკემბერში დამიკავშირდა გიორგი ბახტაძე და მომთხოვა (ჯერ მთხოვა), ეთერში მოგვეწვია ყველასთვის ცნობილი ბატონი მურუსიძე და რამდენიმე მოქმედი მოსამართლე, რომლებიც მას დაუსვამდნენ შეკითხვებს. ამის შემდეგ შედგა "ვაიბერ" მიმოწერა. ამ მიმოწერიდან ძალიან კარგად ჩანს, თუ როგორ ახორციელებს "იმედის" დირექტორი გიორგი ბახტაძე ჩემზე ზეწოლას, როგორ ვიცავ თავს, როგორ არ მინდა მურუსიძის და ცნობილი მოსამართლეების მოწვევა, რადგან ეს არის დადგმული სპექტაკლი და ეს გახდება აშკარა და მე არ მინდა ამაში მონაწილეობა, მაგრამ ის მაინც დაბეჯითებით მთავაზობს, რომ ეს უნდა გავაკეთო, მაძლევს მოსამართლეების სიას", - განაცხადა შალვა რამიშვილმა.

იხილეთ ვიდეო| შალვა რამიშვილი "იმედის" დირექტორს ზეწოლაში ადანაშაულებს - რა მისწერა "ვაიბერში" გიორგი ბახტაძემ შოუმენს

მისივე თქმით, ამის შემდეგ გიორგი ბახტაძემ დაურეკა და გარანტია მისცა, რომ ეთერი საინტერესო იქნებოდა და მოსამართლეები კრიტიკულ კითხვებს დასვამდნენ. შალვა რამიშვილი იხსენებს, რომ ეთერი წარიმართა "საშინლად" და ეს იყო მისი ყველაზე ცუდი ეთერი, რის გამოც საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

მისივე თქმით, ყველამ ნათლად დაინახა, რომ ეს იყო სპექტაკლი. რამიშვილმა ყურადღება გაამახვილა, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ იცოდნენ მან და ბახტაძემ, თეონა გეგელია და დანარჩენი "სტაფი" კი არაფერ შუაში იყვნენ. მისივე თქმით, გიორგი ბახტაძეს კატეგოროულად უთხრა, რომ ასეთი რამ აღარ გამეორებულიყო.

დღესვე ტელეწამყვანმა მედიას აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დამოწმებული "ვაიბერ" მიმოწერა წარუდგინა, სადაც მისი თქმით, მასსა და გიორგი ბახტაძეს შორის დიალოგი არის ასახული. ეს მიმოწერა რამიშვილმა ცოტა ხნის წინ ფეისბუქის პირად გვერდზე გამოაქვეყნა:

გიორგი ბახტაძე - ტელეიმედის დირექტორი:

მოსამართლეები ტყავაძე, გვრიტიშვილი. საბჭოს (იგულისხმება იუსტიციის საბჭო) წევრები ალანია, გაბინაშვილი.

შალვა რამიშვილი:

ესენი უპირისპირდებიან მურუსიძეს?

გიორგი ბახტაძე:

თამარ ალანია (ტელ ნომერი) მერაბ გაბინაშვილი (ტელ ნომერი) დიმიტრი გვრიტიშვილი (ტელ ნომერი) გიორგი ტყავაძე (ტელ ნომერი) ექსპერტები... წესით კი

შალვა რამიშვილი:

რა ექსპერტები??? ესენი კონტრაში უნდა იყვნენ. მხოლოდ ამ შემთხვევაში აქვს აზრი... ისე არა! ესენი საბჭოს წევრები არიან. თუ მურუსიძის კამანდაა რა პონტში მოვიყვანოთ???

გიორგი ბახტაძე:

დაუპირისპირდებიან

შალვა რამიშვილი:

ოკ მაშინ კარგია (ცოტა ხნის შემდეგ) გიო, ესენი არიან მაგათი გუნდის წევრები. არანაირი კითხვა მაგასთან (იგულისხმება მურისიძე) არა აქვთ. ტეხავს მათი მოწვევა. ძალიან გაუკვირდა შეკითხვა უნდა მქონდესო... მაგის გუნდის წევრი ვარო. ალანიას დავურეკე ჯერ. მაგრამ დანარჩენებთანაც იგივე სიტუაციაა. ახლა მურუსიძის ბენეფისის მოწყობა იმედია არ გვინდა!!!

გიორგი ბახტაძე:

ბენეფისი არა რა თქმა უნდა. მოსამართლეები დაიბარეთ ვინც მოგწერე. ესენი დაუპირისპირდებიან.

შალვა რამიშვილი:

ესენი მურუსიძესთან კრიტიკული კითხვა არა გვაქვსო ამის კამანდაა

გიორგი ბახტაძე:

რომლები? მოსამართლეები?

შალვა რამიშვილი:

კი... კი... ერთმა კონკრეტულად მითხრა

გიორგი ბახტაძე:

მაცადე

შალვა რამიშვილი: რომ ლევანი მელაპარკაო, რომ დაგირეკავენო იმედიდანო, მარაო მე სხვა რამეს ველოდიო. ეს არის მაგის გუნდის წევრი. მეორემ მითხრა ჩამოვყალიბდები რა შეკითხვა უნდა მქონდესო და დაგირეკავო. მარა მაგის კამანდაა

გიორგი ბახტაძე: გვარებით მითხარი ვინ რა გითხრა

შალვა რამიშვილი: ალანიამ მითხრა მეო არაფერი არ მაქვს საკრიტიკებელი და მაგის გუნდის წევრი ვარო, გვრიტიშვილმა მეო ლევან მურუსიძე კი მებაზრა, რომ იმედიდან დაგირეკავენო, მარაო მეო არა მაქვს კრიტიკული კითხვაო... მხარს ვუჭერო. ტყავაძემ მითხრა მეო ჩამოვყალიბდები რა შეკითხვა მაქვს კრიტიკული და დაგირეკავო.

მარა სიაბანდია ეგ რიჟა ბაზარია არ უპირისპირდებიან მაგის სასტავია

გიორგი ბახტაძე: მოძებნიან ახლა სხვებს

შალვა რამიშვილი: გიო რაღაც დეტსკი სადია.. ტრუხა ბაზარია

გიორგი ბახტაძე: ოკ მაცადე

შალვა რამიშვილი: შენ მოგცეს მურუსიძის მოცემული გვარები. სხვები მე ვიცი ვინ არიან. გიო არც ერთი მოქმედი მოსამართლე მაგას არ უპირისპირდება. ვერც დაუპირისპირდება. ერთად აქვთ ნაჭამი ტონობით. გავეშვათ, რაღაც დეტსკი ბაზარია.

გიორგი ბახტაძე: მოკლედ ხატიაშვილის გარდა თქვენ შეარჩიეთ ვინმე ოპონენტი და დაუსვით. ერთი ამ სიიდან ერთი ოპონენტი. ქუცნაშვილიც უპირისპირდებოდა.

შალვა რამიშვილი: ქუცნამ უარი თქვა. ამ სიიდან არავინ არ უპირისპირდება.

გიორგი ბახტაძე: ოკ. დაუსვით რეალური ოპონენტი და ერთი ამ სიიდან.

შალვა რამიშვილი: ამ სიიდან არ არის არავინ ვისაც კრიტიკული კითხვა აქვს და რა პონტში დაუსვათ

გიორგი ბახტაძე: მითხარი ვინ გინდა და ექნება! (იგულისხმება კრიტიკული კითხვა) გვარი მითხარი

შალვა რამიშვილი: არავინ არ მინდა. მყავს შავგულიძე და ბარათაშვილი რომაა ადვოკატი ის. ქუცნა კარგი იქნებოდა მარა ჩაიჯვა. მეო დოკუმენტები არ მაქვს ჯერო. ველოდებიო სტრასბურგიდან უნდა მომივიდესო. ეგ ხო იცი როგორი ბაზარია. ეს ხატიაშვილი არც ჩვენ გვინდა. საია არ იქნებოდა ცუდი... ჩააჯმეინებდა.

ცოტა ხნისშემდეგ...

შალვა რამიშვილი: გცალია?

გიორგი ბახტაძე: მომწერე

შალვა რამიშვილი: სხვა მოსამართლემ დამირეკა, არა - ალანიამ. ვიმსჯელეთ კოლეგებმა და შეიძლება დავუსვა შეკითხვაო. ხვალ მომწერს ამ კითხვას. დიმიტრი გვრიტიშვილი იყო ეს

გიორგი ბახტაძე: მერე?

შალვა რამიშვილი: არაფერი.. მოვიყვან მაგას

გიორგი ბახტაძე: ალანია თუ გინდათ დაურეკეთ თქვენ თვითონ. თუ ეგ გაწყობს ოკ

შალვა რამიშვილი: ოკ

გიორგი ბახტაძე: ოკ

2015 წლის 18 დეკემბერი

შალვა რამიშვილი: გიორგი ახლა ველაპარაკე იმ მოსამართლეს - გვრიტიშვილს. შეკითხვას დავსავ შემდეგსო: არის მოსაზრება საზოგადოებაშიო, რომ თქვენს მოსამართლედ დანიშვნას იმიტომ ლობირებს მთავრობაო, რომ მერე საარჩევნო დავებში მას მხარი დაუჭიროთო და მე მაინტერესებს თქვენი კომენტარიო. ანუ ეს არაკონკრეტული კითხვაა, რომელსაც დასვავს ნებისმიერი. არასაინტერესო არაკონკრეტული კითხვაა ეს. როგორც უკვე გითხარი ეს მოსამართლეები არის მურუსიძის სასტავი. არანაირი დაპირისპირება მათ შორის არაა. მოკლედ ძალიან დურაკულად გამოჩნდება ასეთი "მძაფრი" შეკითხვა. მე ვფიქრობ მაგარი დამწვარი პონტია. რა ვქნათ?

(გასულ-შემოსული ზარები, რომელთა განმავლობაში ბახტაძე მარწმუნებს, რომ მოსამართლეებს აქვთ კრიტიკული შეკითხვები და მათი მოწვევა აუცილებელია)

ცოტა ხნის შემდეგ

გიორგი ბახტაძე: გაბინაშვილი + ტყავაძე და შავგულიძე

შალვა რამიშვილი: ხო

2015 წლის 19 დეკემბერი

გიორგი ბახტაძე: როგორ ჩაიარა?

შალვა რამიშვილი: დაგირეკავ

გიორგი ბახტაძე: ოკ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია