პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის 23 წლის ქართველი გოგონა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამომავალი ლიდერის ტიტულით დააჯილდოვა
ვინ არის 23 წლის ქართველი გოგონა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამომავალი ლიდერის ტიტულით დააჯილდოვა

აშშ-ის ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის 10 ახალ­გაზ­რდა ამო­მა­ვა­ლი ლი­დე­რის ტი­ტუ­ლით და­ა­ჯილ­დო­ვა. და­ჯილ­დო­ვე­ბუ­ლებს შო­რი­საა 23 წლის ნინო ნა­ნი­ტაშ­ვი­ლი - სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ჯგუ­ფი - google developer group-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი. ნინო პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლია, რო­მელ­მაც აფხა­ზი ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­შე­ბი შექ­მნა.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ამე­რი­კის ხმის" ქარ­თუ­ლი რე­დაქ­ცია და­ჯილ­დო­ვე­ბის ცე­რე­მო­ნი­ას და­ეს­წრო და გთა­ვა­ზობთ მათ მიერ მომ­ზა­დე­ბულ რე­პორ­ტაჟს:

"ნინო, ეს ჯილ­დო გად­მო­გე­ცე­მა იმ ძა­ლის­ხმე­ვის­თვის, რაც შენს ქვე­ყა­ნა­ში მშვი­დო­ბის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის გა­წიე, ამ საქ­მე­ში ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და შენი უნა­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის და 400-მდე ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის. გი­ლო­ცავთ!" - ევან რა­ი­ა­ნი, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის თა­ნა­შემ­წე.

სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა ამო­მა­ვა­ლი ლი­დე­რის ჯილ­დო წელს 10 ახალ­გაზ­რდას გა­დას­ცა. ათი­ვე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მის ირ­გვლივ სო­ცი­ა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის მიღ­წე­ვას ინო­ვა­ცი­უ­რი გზე­ბით ცდი­ლობს. ახალ­გაზ­რდებს ჯილ­დო სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მო­ად­გი­ლემ რი­ჩარდ სტენ­გელ­მა გა­დას­ცა.

"ლი­დე­რო­ბა იშ­ვი­ა­თო­ბაა. ლი­დე­რო­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი რომ იყოს, მის­თვის ჯილ­დოს არ მი­ი­ღებ­დით. ამ ჯილ­დოს გა­და­ცე­მით ჩვენ ხაზს ვუს­ვამთ იმას, რომ ეს ახალ­გაზ­რდე­ბი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვე­ბი არი­ან. აბ­რა­ამ ლინ­კოლნმა ერთხელ თქვა - მო­რა­ლუ­რი გამ­ბე­და­ო­ბა ბევ­რად მე­ტია, ვიდ­რე ფი­ზი­კუ­რი გამ­ბე­და­ო­ბა. სწო­რედ მო­რა­ლუ­რი გამ­ბე­და­ო­ბაა სა­ჭი­რო ლი­დე­რო­ბის­თვის. ამ ჯილ­დო­თი თქვენს გამ­ბე­და­ო­ბას და მიღ­წე­ვებს წა­ვა­ხა­ლი­სებთ" - რი­ჩარდ სტენ­გე­ლი, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მო­ად­გი­ლე.

გამ­ბე­და­ო­ბას­თან ერ­თად ის, რაც გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს აკავ­ში­რებს - მათ ქვეყ­ნებ­ში მშვი­დო­ბის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის გა­წე­უ­ლი ძა­ლის­ხმე­ვაა, ამ­ბობს ევან რა­ი­ა­ნი, სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის თა­ნა­შემ­წე: "მათ და­დე­ბი­თი გავ­ლე­ნა აქვთ მათ ირ­გვლივ არ­სე­ბულ გა­რე­მო­ზე. ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ მათი საქ­მი­ა­ნო­ბა აღ­ნიშ­ვნის ღირ­სია, რად­გან ახალ­გაზ­რდებს შე­უძ­ლი­ათ ცვლი­ლე­ბე­ბის მო­ტა­ნა, როცა საქ­მე მათ თემს თუ ქვე­ყა­ნას ეხე­ბა. მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ ამ ცე­რე­მო­ნი­ა­ზე მათი საქ­მი­ა­ნო­ბის წარ­მო­ჩე­ნა შევ­ძე­ლით. ძა­ლი­ან ვა­მა­ყობთ ნი­ნო­თი და მისი საქ­მი­ა­ნო­ბით. მიგ­ვაჩ­ნია, რომ მის­მა შრო­მამ ნამ­დვი­ლად გა­მო­ი­ღო და­დე­ბი­თი შე­დე­გი სა­ქარ­თვე­ლო­ში."

ნინო ნა­ნი­ტაშ­ვი­ლი პრო­ფე­სი­ით სო­ცი­ო­ლო­გია. ადა­მი­ა­ნებ­თან და­სა­კავ­ში­რებ­ლად, გან­სა­კუთ­რე­ბით კი კონ­ფლიქ­ტით და­შო­რე­ბულ თა­ნა­ტო­ლებ­თან და­სა­ახ­ლო­ებ­ლად ყვე­ლა­ზე ხში­რად ის ტექ­ნო­ლო­გი­ებს მი­მარ­თავს. ამის ერთ-ერთი მა­გა­ლი­თი ქარ­თვე­ლი და აფხა­ზი ბავ­შვე­ბის­თვის შექ­მნი­ლი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­შია: "პირ­ველ რიგ­ში და­ვამ­ტკი­ცეთ, რომ ისი­ნი არ არი­ან ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი, მათ აკავ­ში­რებთ სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი. რე­ა­ლუ­რად და­ვარ­ღვი­ეთ სტე­რე­ო­ტი­პი, რომ ისი­ნი გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ვაჩ­ვე­ნეთ, რომ სა­სი­ა­მოვ­ნოა ინ­ტე­რაქ­ცია მა­შინ, როცა არ სა­უბ­რობ პო­ლი­ტი­კა­ზე და კონ­ფლიქტზე და უბ­რა­ლოდ ცდი­ლობ კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბას და ერ­თმა­ნე­თის გაც­ნო­ბას, ეს ხალ­ხთა შო­რის დი­ა­ლო­გის ნა­წი­ლი გახ­და" - ამ­ბობს ნინო.

სწო­რედ მშვი­დო­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ში ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ინო­ვა­ცი­უ­რი გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის მი­ა­ნი­ჭა ნი­ნოს ახალ­გაზ­რდა ლი­დე­რის ჯილ­დო შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა:

"არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გან­ცდაა, როცა ხვდე­ბი, რომ შენს გა­კე­თე­ბულ საქ­მეს აფა­სებს ამე­რი­კის მთავ­რო­ბა. მე ვარ უბ­რა­ლოდ ერთ-ერთი ახალ­გაზ­რდა, რო­მე­ლიც ცდი­ლობს რა­ღაც შეც­ვა­ლოს უკე­თე­სო­ბის­კენ. ჩემ­თვის ეს არის კი­დევ უფრო დიდი ბიძ­გი, რომ უფრო მეტი გა­ვა­კე­თო. დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რომ შე­მიძ­ლია სა­ქარ­თვე­ლო წარ­მო­ვად­გი­ნო ასეთ სა­ერ­თა­შო­რი­სო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე", - დას­ძენს ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი ლი­დე­რი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ვინ არის 23 წლის ქართველი გოგონა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამომავალი ლიდერის ტიტულით დააჯილდოვა

ვინ არის 23 წლის ქართველი გოგონა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამომავალი ლიდერის ტიტულით დააჯილდოვა

აშშ-ის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 10 ახალგაზრდა ამომავალი ლიდერის ტიტულით დააჯილდოვა. დაჯილდოვებულებს შორისაა 23 წლის ნინო ნანიტაშვილი - საქართველოში პირველი ტექნოლოგიური ჯგუფი - google developer group-ის დამფუძნებელი. ნინო პირველი ქართველია, რომელმაც აფხაზი ახალგაზრდებისთვის კომპიუტერული თამაშები შექმნა.

იხილეთ ვიდეო

"ამერიკის ხმის" ქართული რედაქცია დაჯილდოვების ცერემონიას დაესწრო და გთავაზობთ მათ მიერ მომზადებულ რეპორტაჟს:

"ნინო, ეს ჯილდო გადმოგეცემა იმ ძალისხმევისთვის, რაც შენს ქვეყანაში მშვიდობის მშენებლობისთვის გაწიე, ამ საქმეში ტექნოლოგიების და შენი უნარების გამოყენებისთვის და 400-მდე ღონისძიების ორგანიზებისთვის. გილოცავთ!" - ევან რაიანი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე.

სახელმწიფო დეპარტამენტმა ამომავალი ლიდერის ჯილდო წელს 10 ახალგაზრდას გადასცა. ათივე გამარჯვებული მის ირგვლივ სოციალური ცვლილებების მიღწევას ინოვაციური გზებით ცდილობს. ახალგაზრდებს ჯილდო სახელმწიფო მდივნის მოადგილემ რიჩარდ სტენგელმა გადასცა.

"ლიდერობა იშვიათობაა. ლიდერობა ჩვეულებრივი ამბავი რომ იყოს, მისთვის ჯილდოს არ მიიღებდით. ამ ჯილდოს გადაცემით ჩვენ ხაზს ვუსვამთ იმას, რომ ეს ახალგაზრდები არაჩვეულებრივები არიან. აბრაამ ლინკოლნმა ერთხელ თქვა - მორალური გამბედაობა ბევრად მეტია, ვიდრე ფიზიკური გამბედაობა. სწორედ მორალური გამბედაობაა საჭირო ლიდერობისთვის. ამ ჯილდოთი თქვენს გამბედაობას და მიღწევებს წავახალისებთ" - რიჩარდ სტენგელი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე.

გამბედაობასთან ერთად ის, რაც გამარჯვებულებს აკავშირებს - მათ ქვეყნებში მშვიდობის მშენებლობისთვის გაწეული ძალისხმევაა, ამბობს ევან რაიანი, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე: "მათ დადებითი გავლენა აქვთ მათ ირგვლივ არსებულ გარემოზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათი საქმიანობა აღნიშვნის ღირსია, რადგან ახალგაზრდებს შეუძლიათ ცვლილებების მოტანა, როცა საქმე მათ თემს თუ ქვეყანას ეხება. მოხარულები ვართ, რომ ამ ცერემონიაზე მათი საქმიანობის წარმოჩენა შევძელით. ძალიან ვამაყობთ ნინოთი და მისი საქმიანობით. მიგვაჩნია, რომ მისმა შრომამ ნამდვილად გამოიღო დადებითი შედეგი საქართველოში."

ნინო ნანიტაშვილი პროფესიით სოციოლოგია. ადამიანებთან დასაკავშირებლად, განსაკუთრებით კი კონფლიქტით დაშორებულ თანატოლებთან დასაახლოებლად ყველაზე ხშირად ის ტექნოლოგიებს მიმართავს. ამის ერთ-ერთი მაგალითი ქართველი და აფხაზი ბავშვებისთვის შექმნილი კომპიუტერული თამაშია: "პირველ რიგში დავამტკიცეთ, რომ ისინი არ არიან ერთმანეთისგან განსხვავებულები, მათ აკავშირებთ საერთო ინტერესები. რეალურად დავარღვიეთ სტერეოტიპი, რომ ისინი განსხვავებულები არიან. ვაჩვენეთ, რომ სასიამოვნოა ინტერაქცია მაშინ, როცა არ საუბრობ პოლიტიკაზე და კონფლიქტზე და უბრალოდ ცდილობ კავშირების დამყარებას და ერთმანეთის გაცნობას, ეს ხალხთა შორის დიალოგის ნაწილი გახდა" - ამბობს ნინო.

სწორედ მშვიდობის მშენებლობაში ტექნოლოგიების ინოვაციური გამოყენებისთვის მიანიჭა ნინოს ახალგაზრდა ლიდერის ჯილდო შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა:

"არაჩვეულებრივი განცდაა, როცა ხვდები, რომ შენს გაკეთებულ საქმეს აფასებს ამერიკის მთავრობა. მე ვარ უბრალოდ ერთ-ერთი ახალგაზრდა, რომელიც ცდილობს რაღაც შეცვალოს უკეთესობისკენ. ჩემთვის ეს არის კიდევ უფრო დიდი ბიძგი, რომ უფრო მეტი გავაკეთო. დიდი ბედნიერებაა, რომ შემიძლია საქართველო წარმოვადგინო ასეთ საერთაშორისო ღონისძიებაზე", - დასძენს ახალგაზრდა ქართველი ლიდერი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია