მსოფლიო

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რაც "შეღავათით" გვალაპარაკა, ორმაგად იღებს უკან!" - "მაგთის" გაზრდილი ტარიფები და აღშფოთებული აბონენტების კომენტარები
"რაც "შეღავათით" გვალაპარაკა, ორმაგად იღებს უკან!" - "მაგთის" გაზრდილი ტარიფები და აღშფოთებული აბონენტების კომენტარები

წინა კვი­რას, "მაგ­თი­კომ­მა" ტა­რი­ფე­ბის ზრდის შე­სა­ხებ შე­ა­ტყო­ბი­ნა აბო­ნენ­ტებს, თუმ­ცა, ამის შე­სა­ხებ კომ­პა­ნი­ას ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა არ გა­უვრცე­ლე­ბია და მომ­ხმა­რებ­ლებს ინ­ფორ­მა­ცია სმს შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ხით გა­უგ­ზავ­ნა. 27 აპ­რი­ლი­დან ტა­რი­ფე­ბი, ძი­რი­თა­დად "ბა­ნის" აბო­ნენ­ტე­ბის­თვის იზ­რდე­ბა. წუ­თის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 14 თეთ­რით ძვირ­დე­ბა და 10 თეთ­რის ნაც­ვლად, 24 თეთ­რი ეღი­რე­ბა. გარ­და წუ­თობ­რი­ვი სა­უბ­რის გაძ­ვი­რე­ბი­სა, ასე­ვე გაძ­ვირ­დე­ბა გარ­კვე­უ­ლი ყო­ველ­თვი­უ­რი ტა­რი­ფე­ბიც.

"მაგ­თი­ში" აცხა­დე­ბენ, რომ მცი­რე­დით იზ­რდე­ბა მხო­ლოდ პრო­მო ტა­რი­ფებ­ზე ზა­რის წა­მო­წყე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა, სხვა ტა­რი­ფე­ბი უც­ვლე­ლი რჩე­ბა ან მცირ­დე­ბა. "პა­კე­ტი "მაგ­თი 100" - 100 ლა­რი­ა­ნი პა­კე­ტი ჩა­ნაც­ვლდა 60 ლა­რი­ა­ნი პა­კე­ტით "ული­მი­ტო+"; 30 ლა­რი­ა­ნი "მაგ­თი" კი ჩა­ნაც­ვლდა 25 ლა­რი­ა­ნი "მარ­ტი­ვი 25"-ით, უც­ვლე­ლი დარ­ჩა მარ­ტი­ვი 25-ის პი­რო­ბე­ბი. სტან­დარ­ტუ­ლი ტა­რი­ფი უც­ვლე­ლი დარ­ჩა. უც­ვლე­ლი დარ­ჩა სა­ერ­თა­შო­რი­სო ტა­რი­ფიც. პრო­მო ტა­რი­ფე­ბის ფარ­გლებ­ში სა­სა­უბ­რო წუ­თე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლად 0 თეთ­რია. მცი­რე­დით გა­ი­ზარ­და ზა­რის წა­მო­წყე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა, რაც ბაზ­რის მდგო­მა­რე­ო­ბამ გან­სა­ზღვრა. რიგ პრო­მო ტა­რი­ფებ­ზე და­წეს­და შემ­დე­გი პი­რო­ბა: ერ­თი­ა­ნი უწყვე­ტი ზა­რის ყო­ვე­ლი 10 წუ­თის შემ­დეგ ჩა­მო­იჭ­რე­ბა 10 თეთ­რი. იგი­ვე ცვლი­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და კორ­პო­რა­ტი­ულ ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ტა­რიფ­ზე" - გა­ნუ­ცხა­დეს გა­ზეთ "ბან­კე­ბი და ფი­ნან­სებს" მაგ­თი­კომ­ში.

მო­ბი­ლუ­რი ოპე­რა­ტო­რის მიერ ტა­რი­ფე­ბის ზრდის შე­სა­ხებ მი­ღე­ბულ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ აბო­ნენ­ტე­ბის მწვა­ვე რე­აქ­ცია და უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია. "მაგ­თის" გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მომ­ხმა­რებ­ლე­ბის უარ­ყო­ფი­თი კო­მენ­ტა­რე­ბი მოჰ­ყვა:

"მაგ­თის გა­უ­გე­ბა­რი ქა­რაგ­მე­ბით სავ­სე მე­სი­ჯი მეც მი­ვი­ღე. აზრი ერ­თია, ტა­რი­ფი გა­ი­ზარ­და. ძა­ლი­ან ცუდი პრე­ცენ­დენ­ტია!!!"; "ბრძენ­მა" ერმა იბ­რძო­ლა 9 წლი­ა­ნი უსა­მარ­თლო­ბის, ბიზ­ნე­სის ჩაგ­ვრის წი­ნა­აღ­მდეგ და ახლა მზა­დაა გა­და­უ­ხა­დოს წუთ­ში 0,14 თეთ­რის მა­გივ­რად, 0,24 თეთ­რი შე­ვარ­დნა­ძის ჭუ­ჭყი­ან მოდ­გმას. ყო­ჩაღ, ასე გა­ვაგ­რძე­ლოთ"; "მაგ­თი ტა­რი­ფებს ზრდის, თან ჩუმ ჩუ­მად მე მა­გა­ლი­თად ყო­ველ­დღი­უ­რად რამ­დე­ნი­მე მე­სი­ჯი მომ­დის ხოლ­მე მაგ­თის­გან, აქე­დან არ­ცერ­თს არ ვკი­თხუ­ლობ და ვშლი. ასე შლის სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის 90%. კომ­პა­ნი­ამ გა­და­წყვი­ტა, რომ მე­სი­ჯით უნდა ამ­ცნოს ყვე­ლას ტა­რი­ფის გაძ­ვი­რე­ბა. მაგ­თის პო­ზი­ცია ბუნ­დო­ვა­ნი და გა­უ­გე­ბა­რია"; "სა­ში­ნე­ლი კომ­პა­ნი­აა.... მო­რი­გი სი­ურპრი­ზი მო­მი­წყეს რო­უ­მინგზე... და რა თქმა უნდა, ქოლ ცენ­ტრთან და­კავ­ში­რე­ბა­ზე არც იოც­ნე­ბოთ, უსარ­გებ­ლოა ონ­ლა­ინ დახ­მა­რე­ბაც.. არა­ვინ გი­პა­სუ­ხებთ", - წე­რენ აღ­შფო­თე­ბუ­ლი აბო­ნენ­ტე­ბი.

მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ნა­წი­ლი "მაგ­თის" ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის არა­ე­ფექ­ტუ­რო­ბას ხე­დავს, ნა­წი­ლი ში­შობს, რომ ოპე­რა­ტო­რი ბა­ზარ­ზე მო­ნო­პო­ლი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბას და­იბ­რუ­ნებს, თუმ­ცა არი­ან ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც ბო­ი­კოტს უცხა­დე­ბენ "მაგ­თის" და სხვა ქსელ­ზე და­პორ­ტი­რე­ბით აპი­რე­ბენ პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რას:

"ძლი­ე­რი მა­რე­გუ­ლი­რებ­ლის პი­რო­ბებ­ში მომ­ხმა­რებ­ლე­ბი და­ცუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან ფა­სე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რი ზრდის­გან და კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ძარ­ცვის­გან! მა­რე­გუ­ლი­რე­ბელს შე­უძ­ლია ერთხელ და სა­ბო­ლო­ოდ და­უს­ვას ფა­სე­ბის თე­მას წერ­ტი­ლი მაგ­რამ უარს ამ­ბობს, ბა­ზა­რი და­ა­რე­გუ­ლი­რებ­სო, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო სფე­რო­ში ბაზ­რის მიერ და­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი ჯან­სა­ღი ფა­სე­ბის პრე­ცენ­დენ­ტიც კი არ არ­სე­ბობს! ბა­ზა­რი მო­ნო­პო­ლი­ას და დუ­ო­პო­ლი­ას და მაქ­სი­მა­ლურ ბა­რი­ე­რებს ქმნის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ძარ­ცვის­თვის და პა­ტა­რა და პო­ტენ­ცი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის!

"მაგ­თის სილ­ქნე­ტი­ვით არ მო­უ­ვი­დეს, გა­გა­ნია კრი­ზის­ში ტა­რი­ფე­ბი რომ გა­ზარ­და. რი­გე­ბი იდგა გა­უქ­მე­ბა­ზე ოფი­სებ­ში, მათ შო­რის მეც გა­ვა­უქ­მე. ასე­ვე არ მო­უ­ვი­დეს მაგ­თი-საც. მო­ნო­პო­ლი­ის მო­პო­ვე­ბით გა­მოწ­ვე­ულ­მა ეი­ფო­რი­ამ გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი ფი­ნან­სუ­რი ზა­რა­ლი არ მო­გა­ყე­ნოთ, მე­გობ­რე­ბო!"

"რაც აქამ­დე "შე­ღა­ვა­თით" გვა­ლა­პა­რა­კა, ეხლა ორ­მა­გად იღებს უკან! და­ი­კი­დეთ ხალხნო, სა­ი­თაც იაფი იქ­ნე­ბა იქეთ გა­და­პორ­ტირ­დით, თუ არა­და მოგ­ვი­წევს აქ­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა"; "კარ­გი იქ­ნე­ბა ყვე­ლა რომ და­პორ­ტირ­დეს"; "მაგ­თი "ქარ­თულ" საქ­მეს აკე­თებს", - წე­რენ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში "მაგ­თის" მომ­ხმა­რებ­ლე­ბი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

"რაც "შეღავათით" გვალაპარაკა, ორმაგად იღებს უკან!" - "მაგთის" გაზრდილი ტარიფები და აღშფოთებული აბონენტების კომენტარები

"რაც "შეღავათით" გვალაპარაკა, ორმაგად იღებს უკან!" - "მაგთის" გაზრდილი ტარიფები და აღშფოთებული აბონენტების კომენტარები

წინა კვირას, "მაგთიკომმა" ტარიფების ზრდის შესახებ შეატყობინა აბონენტებს, თუმცა, ამის შესახებ კომპანიას ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია და მომხმარებლებს ინფორმაცია სმს შეტყობინების სახით გაუგზავნა. 27 აპრილიდან ტარიფები, ძირითადად "ბანის" აბონენტებისთვის იზრდება. წუთის ღირებულება 14 თეთრით ძვირდება და 10 თეთრის ნაცვლად, 24 თეთრი ეღირება. გარდა წუთობრივი საუბრის გაძვირებისა, ასევე გაძვირდება გარკვეული ყოველთვიური ტარიფებიც.

"მაგთიში" აცხადებენ, რომ მცირედით იზრდება მხოლოდ პრომო ტარიფებზე ზარის წამოწყების ღირებულება, სხვა ტარიფები უცვლელი რჩება ან მცირდება. "პაკეტი "მაგთი 100" - 100 ლარიანი პაკეტი ჩანაცვლდა 60 ლარიანი პაკეტით "ულიმიტო+"; 30 ლარიანი "მაგთი" კი ჩანაცვლდა 25 ლარიანი "მარტივი 25"-ით, უცვლელი დარჩა მარტივი 25-ის პირობები. სტანდარტული ტარიფი უცვლელი დარჩა. უცვლელი დარჩა საერთაშორისო ტარიფიც. პრომო ტარიფების ფარგლებში სასაუბრო წუთები პრაქტიკულად 0 თეთრია. მცირედით გაიზარდა ზარის წამოწყების ღირებულება, რაც ბაზრის მდგომარეობამ განსაზღვრა. რიგ პრომო ტარიფებზე დაწესდა შემდეგი პირობა: ერთიანი უწყვეტი ზარის ყოველი 10 წუთის შემდეგ ჩამოიჭრება 10 თეთრი. იგივე ცვლილება განხორციელდა კორპორატიულ ალტერნატიულ ტარიფზე" - განუცხადეს გაზეთ "ბანკები და ფინანსებს" მაგთიკომში.

მობილური ოპერატორის მიერ ტარიფების ზრდის შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებამ აბონენტების მწვავე რეაქცია და უკმაყოფილება გამოიწვია. "მაგთის" გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში მომხმარებლების უარყოფითი კომენტარები მოჰყვა:

"მაგთის გაუგებარი ქარაგმებით სავსე მესიჯი მეც მივიღე. აზრი ერთია, ტარიფი გაიზარდა. ძალიან ცუდი პრეცენდენტია!!!"; "ბრძენმა" ერმა იბრძოლა 9 წლიანი უსამართლობის, ბიზნესის ჩაგვრის წინააღმდეგ და ახლა მზადაა გადაუხადოს წუთში 0,14 თეთრის მაგივრად, 0,24 თეთრი შევარდნაძის ჭუჭყიან მოდგმას. ყოჩაღ, ასე გავაგრძელოთ"; "მაგთი ტარიფებს ზრდის, თან ჩუმ ჩუმად მე მაგალითად ყოველდღიურად რამდენიმე მესიჯი მომდის ხოლმე მაგთისგან, აქედან არცერთს არ ვკითხულობ და ვშლი. ასე შლის სავარაუდოდ, მოქალაქეების 90%. კომპანიამ გადაწყვიტა, რომ მესიჯით უნდა ამცნოს ყველას ტარიფის გაძვირება. მაგთის პოზიცია ბუნდოვანი და გაუგებარია"; "საშინელი კომპანიაა.... მორიგი სიურპრიზი მომიწყეს როუმინგზე... და რა თქმა უნდა, ქოლ ცენტრთან დაკავშირებაზე არც იოცნებოთ, უსარგებლოა ონლაინ დახმარებაც.. არავინ გიპასუხებთ", - წერენ აღშფოთებული აბონენტები.

მომხმარებლების ნაწილი "მაგთის" ამ გადაწყვეტილებაში მარეგულირებელი კომისიის არაეფექტურობას ხედავს, ნაწილი შიშობს, რომ ოპერატორი ბაზარზე მონოპოლიურ მდგომარეობას დაიბრუნებს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ბოიკოტს უცხადებენ "მაგთის" და სხვა ქსელზე დაპორტირებით აპირებენ პრობლემის გადაჭრას:

"ძლიერი მარეგულირებლის პირობებში მომხმარებლები დაცულები იქნებიან ფასების ხელოვნური ზრდისგან და კომპანიების მიერ მომხმარებლების ძარცვისგან! მარეგულირებელს შეუძლია ერთხელ და საბოლოოდ დაუსვას ფასების თემას წერტილი მაგრამ უარს ამბობს, ბაზარი დაარეგულირებსო, მაგრამ საქართველოში სატელეკომუნიკაციო სფეროში ბაზრის მიერ დარეგულირებული ჯანსაღი ფასების პრეცენდენტიც კი არ არსებობს! ბაზარი მონოპოლიას და დუოპოლიას და მაქსიმალურ ბარიერებს ქმნის მომხმარებლების ძარცვისთვის და პატარა და პოტენციური კომპანიებისთვის!

"მაგთის სილქნეტივით არ მოუვიდეს, გაგანია კრიზისში ტარიფები რომ გაზარდა. რიგები იდგა გაუქმებაზე ოფისებში, მათ შორის მეც გავაუქმე. ასევე არ მოუვიდეს მაგთი-საც. მონოპოლიის მოპოვებით გამოწვეულმა ეიფორიამ გამოუსწორებელი ფინანსური ზარალი არ მოგაყენოთ, მეგობრებო!"

"რაც აქამდე "შეღავათით" გვალაპარაკა, ეხლა ორმაგად იღებს უკან! დაიკიდეთ ხალხნო, საითაც იაფი იქნება იქეთ გადაპორტირდით, თუ არადა მოგვიწევს აქციების ჩატარება"; "კარგი იქნება ყველა რომ დაპორტირდეს"; "მაგთი "ქართულ" საქმეს აკეთებს", - წერენ სოციალურ ქსელებში "მაგთის" მომხმარებლები.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია