მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზურგზე ამოღებული კაბა გეცმება ჩემს დაკრძალვაზეო, მეუბნებოდა, მე დაგინახავ და მომეწონებიო…“ - განო მელითაური
"ზურგზე ამოღებული კაბა გეცმება ჩემს დაკრძალვაზეო, მეუბნებოდა, მე დაგინახავ და მომეწონებიო…“ - განო მელითაური

10 აპ­რილს კოტე თო­ლორ­და­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან ერთი წელი გა­ვი­და. მისი და განო მე­ლი­თა­უ­რის სიყ­ვა­რულ­ზე დღემ­დე ლე­გენ­დე­ბი და­დის. განო "პრა­იმ­ტა­იმ­თან" ინ­ტერ­ვი­უს დროს ტრა­გი­კულ ღა­მეს კი­დევ ერთხელ იხ­სე­ნებს.

- 10 აპ­რილს, როცა ეს ამ­ბა­ვი მოხ­და, მან­ქა­ნა­ში ვი­ჯე­ქი მე­გობ­რებ­თან ერ­თად. ამინ­დი შე­იც­ვა­ლა უცებ. მე­გო­ბარს ვუ­თხა­რი, ასე მგო­ნია, ის დღეა და ახლა ერ­თად უნდა დაგ­ვე­მარ­თოს მე და კო­ტეს ეს სა­ში­ნე­ლე­ბა-მეთ­ქი. ამა­საც მო­ე­რე­ვიო, მე­უბ­ნე­ბო­და თა­თია, ეს გა­სავ­ლე­ლი­აო. კი­თხვა გა­მიჩ­ნდა, რო­გორ გა­დაგ­ვაქვს, ცხო­ვე­ლე­ბი ვართ? არის პე­რი­ო­დი, როცა ყვე­ლა ემო­ცია ერ­თდრო­უ­ლად მო­დის, როცა სა­ერ­თოდ უე­მო­ცი­ოდ ხარ. არის პე­რი­ო­დი, როცა გა­ნი­ხი­ლავ ყვე­ლა დე­ტალს, სად და­უშ­ვი შეც­დო­მა, რო­დის რა გა­მოგრჩა, გა­მო­გე­პა­რა და ეს მერე ში­ზოფ­რე­ნი­ა­ში გა­და­დის…

ვინ და­გეხ­მა­რა, ვინ და­გიდ­გა გვერ­დით, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მეტ-ნაკ­ლე­ბად გა­და­გე­ტა­ნა?

– ძა­ლი­ან ბევ­რი იყო ასე­თი. სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი მწერ­დნენ. დღე­საც, აქ რომ მოვ­დი­ო­დი, ერ­თმა გო­გო­ნამ რუს­თა­ვი­დან და­მი­რე­კა გა­სამ­ხნე­ვებ­ლად. ასე იყო მა­ში­ნაც, როცა კოტე ცო­ცხა­ლი იყო. გვი­ხა­რო­და, რომ ადა­მი­ა­ნებს მოს­წონ­დათ ჩვე­ნი ერ­თად ყოფ­ნა და გვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დნენ… დიდ­ხანს ვფიქ­რობ­დი, ეს მე რა­ტომ უნდა დამ­მარ­თნო­და-მეთ­ქი. პრო­ტეს­ტი მქონ­და ეკ­ლე­სი­უ­რა­დაც ბევ­რი რა­მის მი­მართ, ბრძო­ლა მქონ­და სა­კუ­თარ თავ­თა­ნაც. მერე მივ­ხვდი, რომ ტყუ­ი­ლად არა­ფე­რი ხდე­ბა. არ მგო­ნია, რომ ჩვე­ნი ერ­თად ყოფ­ნა აქ მთავ­რდე­ბა. ეს ერთი დიდი მთლი­ა­ნო­ბაა და ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ოდეს­მე სად­მე მა­ინც გაგ­რძელ­დე­ბა.

– შენ და კო­ტეს სიკ­ვდილ­ზე გი­სა­უბ­რი­ათ?

– ძა­ლი­ან ხში­რად. ბავ­შვუ­რად, სუ­ლე­ლუ­რად გან­გვი­ხი­ლავს, ვინ წავა პირ­ვე­ლი, ზურ­გზე ამო­ღე­ბუ­ლი კაბა გეც­მე­ბა ჩემს დაკ­რძალ­ვა­ზეო, მე­უბ­ნე­ბო­და, მე და­გი­ნა­ხავ და მო­მე­წო­ნე­ბიო… წვრილ­მა­ნებ­ზე და­ი­კარ­გა დრო… მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ თით­ქმის 24 სა­ა­ა­თი ერ­თად ვი­ყა­ვით, ყვე­ლა წამს ვნა­ნობ, რო­მე­ლიც მის გვერ­დით ვერ გა­ვა­ტა­რე.

გა­ზე­თი "პრა­იმ­ტა­ი­მი"

ასე­ვე იხი­ლეთ: "თა­რა­ში სულ ეუბ­ნე­ბა პა­ტა­რას, მა­მი­კო ზე­მო­დან გვი­ყუ­რებ­სო..." - რო­გორ ცხოვ­რობს კოტე თო­ლორ­და­ვას ოჯა­ხი ახალ ბი­ნა­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

"ზურგზე ამოღებული კაბა გეცმება ჩემს დაკრძალვაზეო, მეუბნებოდა, მე დაგინახავ და მომეწონებიო…“ - განო მელითაური

"ზურგზე ამოღებული კაბა გეცმება ჩემს დაკრძალვაზეო, მეუბნებოდა, მე დაგინახავ და მომეწონებიო…“ - განო მელითაური

10 აპრილს კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. მისი და განო მელითაურის სიყვარულზე დღემდე ლეგენდები დადის. განო "პრაიმტაიმთან" ინტერვიუს დროს ტრაგიკულ ღამეს კიდევ ერთხელ იხსენებს.

-  10 აპრილს, როცა ეს ამბავი მოხდა, მანქანაში ვიჯექი მეგობრებთან ერთად. ამინდი შეიცვალა უცებ. მეგობარს ვუთხარი, ასე მგონია, ის დღეა და ახლა ერთად უნდა დაგვემართოს მე და კოტეს ეს საშინელება-მეთქი. ამასაც მოერევიო, მეუბნებოდა თათია, ეს გასავლელიაო. კითხვა გამიჩნდა, როგორ გადაგვაქვს, ცხოველები ვართ? არის პერიოდი, როცა ყველა ემოცია ერთდროულად მოდის, როცა საერთოდ უემოციოდ ხარ. არის პერიოდი, როცა განიხილავ ყველა დეტალს, სად დაუშვი შეცდომა, როდის რა გამოგრჩა, გამოგეპარა და ეს მერე შიზოფრენიაში გადადის…

ვინ დაგეხმარა, ვინ დაგიდგა გვერდით, რომ ეს ყველაფერი მეტ-ნაკლებად გადაგეტანა?

– ძალიან ბევრი იყო ასეთი. სრულიად უცხო ადამიანები მწერდნენ. დღესაც, აქ რომ მოვდიოდი, ერთმა გოგონამ რუსთავიდან დამირეკა გასამხნევებლად. ასე იყო მაშინაც, როცა კოტე ცოცხალი იყო. გვიხაროდა, რომ ადამიანებს მოსწონდათ ჩვენი ერთად ყოფნა და გვგულშემატკივრობდნენ… დიდხანს ვფიქრობდი, ეს მე რატომ უნდა დამმართნოდა-მეთქი. პროტესტი მქონდა ეკლესიურადაც ბევრი რამის მიმართ, ბრძოლა მქონდა საკუთარ თავთანაც. მერე მივხვდი, რომ ტყუილად არაფერი ხდება. არ მგონია, რომ ჩვენი ერთად ყოფნა აქ მთავრდება. ეს ერთი დიდი მთლიანობაა და ჩვენი ურთიერთობა ოდესმე სადმე მაინც გაგრძელდება.

– შენ და კოტეს სიკვდილზე გისაუბრიათ?

– ძალიან ხშირად. ბავშვურად, სულელურად განგვიხილავს, ვინ წავა პირველი, ზურგზე ამოღებული კაბა გეცმება ჩემს დაკრძალვაზეო, მეუბნებოდა, მე დაგინახავ და მომეწონებიო… წვრილმანებზე დაიკარგა დრო… მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თითქმის 24 სააათი ერთად ვიყავით, ყველა წამს ვნანობ, რომელიც მის გვერდით ვერ გავატარე.

გაზეთი "პრაიმტაიმი"

ასევე იხილეთ: "თარაში სულ ეუბნება პატარას, მამიკო ზემოდან გვიყურებსო..." - როგორ ცხოვრობს კოტე თოლორდავას ოჯახი ახალ ბინაში

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია