პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვფიქრობ, ასე და ამდენს ვერც ნოსტრადამუსი ხედავდა და ვერც ვანგა" - რას ყვება ლელა კაკულიაზე მამაკაცი, რომელიც ქართველ წინასწარმეტყველს 15 წელია იცავს
"ვფიქრობ, ასე და ამდენს ვერც ნოსტრადამუსი ხედავდა და ვერც ვანგა" - რას ყვება ლელა კაკულიაზე მამაკაცი, რომელიც ქართველ წინასწარმეტყველს 15 წელია იცავს

"ვან­გას მას­თან მი­სუ­ლი ერთ-ერთი ქარ­თვე­ლი პრო­ფე­სო­რის­თვის უთ­ქვამს: ჩემ­თან რა­ტომ მო­დი­ხართ? სა­ქარ­თვე­ლო­ში გყავთ ქალი, - ლალა, ლილე, ლალუ, - ასე­თი ბგე­რე­ბის­გან შედ­გე­ბა მისი სა­ხე­ლი, რო­მე­ლიც ახლა ერთ პა­ტა­რა სახ­ლში ცხოვ­რობს, არა­და, მთა­ზე, დიდ სა­სახ­ლე­ში უნდა იყოს და­ბი­ნა­ვე­ბუ­ლი", - ამ­ბობს და­ვით კვირ­კვე­ლია, რო­მელ­საც ქარ­თველ წი­ნას­წარ­მე­ტყველ ლელა კა­კუ­ლი­ას­თან უკვე 15 წელ­ზე მე­ტია ყო­ველ­დღი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს, რა­საც თა­ვად ღმერ­თის დიდ სა­ჩუქ­რად მი­იჩ­ნევს. ის არა მარ­ტო მისი პი­რა­დი დაც­ვა, წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი პი­რია. რო­დე­საც ბა­ტონ და­ვითს სა­კუ­თა­რი თა­ვის წარ­დგე­ნა ვთხო­ვეთ, სა­უ­ბა­რი ასე და­ი­წყო:

- მეგ­რე­ლი ვარ დე­დით და მა­მით, - ეს ჩემ­თვის უმ­თავ­რე­სი რამ არის და მგო­ნი, ამით ყვე­ლა­ფე­რია ნათ­ქვა­მი! მყავს მე­უღ­ლე - ნატო ტა­ბა­ტა­ძე, ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი, - ნინო და გი­ორ­გი (სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი). ქალ­ბა­ტონ­თან 15 წე­ლი­წად­ზე მე­ტია, რაც ვმუ­შა­ობ.

- რო­გორ აღ­მოჩ­ნდით ქალ­ბა­ტონ ლე­ლას სამ­სა­ხურ­ში?

- მა­ნამ­დე ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი კა­ზი­ნოს დაც­ვა­ში ვმუ­შა­ობ­დი, სა­დაც ებ­რა­ე­ლე­ბი ის­რა­ე­ლი­დან ხში­რად სტუმ­რობ­დნენ ხოლ­მე. მო­რი­გი ჩა­მოს­ვლი­სას მი­თხრეს, რომ ლელა კა­კუ­ლი­ას­თან უნდა წა­სუ­ლიყ­ვნენ და მან­ქა­ნით მე უნდა მოვმსა­ხუ­რე­ბო­დი. მა­შინ ქალ­ბა­ტო­ნის ფე­ნო­მე­ნა­ლუ­რი უნა­რის შე­სა­ხებ მხო­ლოდ გა­ზე­თი­დან ვი­ცო­დი და ნა­ნა­ხიც არ მყავ­და. იმ­ხა­ნად სა­ქარ­თვე­ლო­ში ის­რა­ე­ლი­დან თუ ვინ­მე ჩა­მო­დი­ო­და, ყვე­ლა თე­მურ ია­კო­ბაშ­ვილს ეძებ­და, ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მის­ტრო­ში ერთ-ერთ გან­ყო­ფი­ლე­ბას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, უნი­ჭი­ე­რე­სი კა­ცია, ებ­რა­ე­ლი და აქ მას­ზე კარ­გად ივ­რი­თი მა­შინ არა­ვინ იცო­და, ამი­ტომ, ბა­ტო­ნი თე­მუ­რი იყო ყვე­ლას თარ­ჯი­მა­ნი. მოკ­ლედ, მას­თან და იმ სტუმ­რებ­თან ერ­თად, ქალ­ბა­ტონს ვეწ­ვი­ეთ და სწო­რედ მა­შინ ვნა­ხე და გა­ვი­ცა­ნი პირ­ვე­ლად ლელა კა­კუ­ლია.

იქ მი­სულს, უამ­რა­ვი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი დამ­ხვდა, მათ შო­რის, მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი, მუ­სი­კო­სე­ბი, მსა­ხი­ო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მას­თან აუ­დი­ენ­ცი­ას ელო­დე­ბოდ­ნენ, რაც ჩემ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა. იმ პე­რი­ოდ­ში ეკ­ლე­სი­უ­რი გახ­ლდით და აქ­ტი­უ­რად ვი­ყა­ვი წირ­ვა-ლოც­ვა­ში ჩარ­თუ­ლი. მამა აკა­კი (მე­ლი­ქი­ძე) იყო ჩემი მო­ძღვა­რი და ამი­ტომ ვუ­თხა­რი, ქალ­ბა­ტო­ნი ლელა გა­ვი­ცა­ნი-მეთ­ქი. მერე მა­მა­ოს­გან კურ­თხე­ვა ავი­ღე, რომ პი­რა­დად შევ­ხვედ­რო­დი. მამა აკა­კიმ მი­თხრა, მა­მა­ჩე­მის (მე­უ­ფე კონ­სტან­ტი­ნე, პატ­რი­არ­ქის ქო­რე­პის­კო­პო­სი) უბის წიგ­ნაკ­ში წა­კი­თხუ­ლი მაქვს, რომ არის ქარ­თვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც ნა­თელ­ხილ­ვი­სა და წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბის უნა­რით არის და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი და მას ლელა კა­კუ­ლია ჰქვია. მოკ­ლედ, მა­მა­ომ კურ­თხე­ვა მომ­ცა და მი­თხრა, წადი და მერე მეც გა­მა­ცა­ნიო. ასეც მო­ვი­ქე­ცი...

იხი­ლეთ ვი­დეო: ლელა კა­კუ­ლი­ას წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა კრი­მი­ნალ­ზე, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­სა და პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ახალ ტალ­ღა­ზე

- ქალ­ბა­ტონ ლე­ლას­თან პი­რის­პირ შეხ­ვედ­რი­სას რა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა შე­გექ­მნათ?

- ასე თუ ხე­დავ­და ყვე­ლა­ფერს, ვერც კი წარ­მო­ვიდ­გენ­დი, გა­ვოც­დი. გი­ყუ­რებს და აბ­სო­ლუ­ტუ­რად კი­თხუ­ლობს შენს წარ­სულ­სა და მო­მა­ვალს. ერთი შე­კი­თხვა მა­წუ­ხებ­და და იმ შე­კი­თხვით მი­ვე­დი, მა­შინ­ვე ყვე­ლა­ფერ­ში გა­მარ­კვია... მოგ­ვი­ა­ნე­ბით ქალ­ბა­ტონ­მა თა­ვის­თან სა­მუ­შა­ოდ მი­მიწ­ვია, დავ­რჩი კი­დეც და მას მერე აქ ვარ. მე დაც­ვის პო­ლი­ცი­ი­დან ვარ მოვ­ლე­ნი­ლი - ობი­ექ­ტი - ლელა კა­კუ­ლია, რო­მელ­საც ვი­ცავ... მაგ­რამ ამ წლე­ბის მან­ძილ­ზე ოჯახ­თან ისე და­ვახ­ლოვ­დი, რომ ერ­თმა­ნეთ­თან უკვე ნა­თელ­მი­რო­ნიც გვა­კავ­ში­რებს, დავ­ნა­თე­სავ­დით. ქალ­ბა­ტო­ნი ლელა ჩემი შვი­ლე­ბის ნათ­ლი­აა...

- ტა­ძარ­ში წირ­ვა-ლოც­ვებ­ზე აღარ და­დი­ხართ?

- ეს უკვე ვე­ღარ ხერ­ხდე­ბა, ქალ­ბა­ტონს ვე­ღარ ვტო­ვებ, რად­გა­ნაც ბევ­რი რამ სჭირ­დე­ბა. ეკ­ლე­სი­უ­რო­ბა კი იმას ნიშ­ნავს, რომ წირ­ვა-ლოც­ვას მუდ­მი­ვად უნდა ეს­წრე­ბო­დე, მარ­ხვებს იცავ­დე, მა­გა­ლი­თად, მძი­მე მარ­ხვა­ში რომ და­ი­ჩო­ქებ, 49 დღე მე­ტა­ნი­ებ­ში უნდა გა­ა­ტა­რო. ამის­თვის დრო, ხომ გი­თხა­რით, აღარ მრჩე­ბა. ეკ­ლე­სი­ა­ში ახლა ქალ­ბა­ტონ­თან ერ­თად დავ­დი­ვარ, ისიც წირ­ვა-ლოც­ვა რომ დას­რულ­დე­ბა, მერე, იმი­ტომ, რომ წირ­ვა­ზე ხალ­ხი შე­მო­ეხ­ვე­ვა ხოლ­მე და შე­კი­თხვებს უს­ვამს, რი­თაც ეკ­ლე­სი­ა­ში, მო­ძღვარს, რო­მე­ლიც იმ წუ­თებ­ში ლო­ცუ­ლობს, ხელი ეშ­ლე­ბა. ლელა კა­კუ­ლი­ას მო­ძღვა­რი მამა ფარ­ნა­ო­ზია, ივე­რი­ის ღვთის­მშობ­ლის ხა­ტის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ი­დან...

- რო­გორ მი­მარ­თავთ ქალ­ბა­ტონ ლე­ლას?

- "მა­მუ­ლია"... ქარ­თუ­ლად "დე­დი­ლოს" ნიშ­ნავს. ეს სა­ხე­ლი მას თე­მურ ია­კო­ბაშ­ვილ­მა შე­არ­ქვა. ეს ბა­ტო­ნი თე­მუ­რის სწო­რი მიგ­ნე­ბა იყო, რად­გა­ნაც ის ამ ადა­მი­ა­ნის მი­მართ დიდი სიყ­ვა­რუ­ლით არის გან­წყო­ბი­ლი. სხვა­ნა­ი­რად არც შე­იძ­ლე­ბა, ის ხომ სით­ბოს აფ­რქვევს. "ლე­ლა­თი" ვერ გავ­ბე­დავ, ვერ მივ­მარ­თავ და ვერც მო­ვიხ­სე­ნი­ებ... მას­თან მოს­ვლა ყვე­ლას უყ­ვარს, რომ მო­დი­ან, აქ ისე­თი გა­რე­მო ხვდე­ბათ, რომ წას­ვლა აღარ ახ­სენ­დე­ბათ.

- ვინ არის ქალ­ბა­ტო­ნი ლე­ლას მე­უღ­ლე?

- სი­მონ პა­ტა­რა­ია. პა­ტა­რა­ი­ე­ბი წარ­მო­შო­ბით ბან­ძი­დან არი­ან, მაგ­რამ ბა­ტონ სი­მონს არ გა­უ­მარ­თლა და მისი წი­ნაპ­რე­ბი გუ­რი­ა­ში გაჩ­დნენ, სო­ფელ ლე­სა­ში, თუმ­ცა თვი­თონ თბი­ლის­ში, ტვე­რე­ლის ეკ­ლე­სი­ის მახ­ლო­ბელ ეზო­ში გა­ი­ზარ­და. ის თე­ლა­სის თა­ნამ­შრო­მე­ლია, კაცი, რო­მე­ლიც ყვე­ლა ოჯახ­ში სი­ნათ­ლეს ტო­ვებს, სა­დის­პე­ჩე­როს წამ­ყვა­ნი ინ­ჟი­ნე­რია. უპა­ტი­ოს­ნე­სი და უწე­სი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნია. სამი შვი­ლი ჰყავთ - შოთა, ლე­ვა­ნი და თა­მა­რი, ასე­ვე შვი­დი შვი­ლიშ­ვი­ლი. თი­თო­ე­ულ მათ­განს უდი­დეს პა­ტივს ვცემ.

- რო­გორც ვა­ტყობ, თქვენ აქ არა მარ­ტო წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის პი­რა­დი დაცვს, კი­დევ სხვა ფუნ­ქცი­ა­საც ითავ­სებთ.

- კი, ეს ფუნ­ქცი­ე­ბი თვი­თონ შე­ვი­თავ­სე, სხვა­ნა­ი­რად არ გა­მო­დის. ოჯახ­ში რაც არის სა­ჭი­რო, ყვე­ლა­ფერს ვას­რუ­ლებ. ვი­ნა­ი­დან გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა მიყ­ვარს, მზა­რე­უ­ლო­ბა­საც მე ვუ­ძღვე­ბი.

- რო­გორც მეგ­რე­ლი, ალ­ბათ, უფრო მეგ­რულ კერ­ძებს ამ­ზა­დებთ...

- არა მარ­ტო, თუმ­ცა სა­უ­კე­თე­სო ღომი, ელარ­ჯი და ხარ­ჩო გა­მომ­დის, ასე­ვე ქა­ბა­ბი, მა­ყალ­ზე შემ­წვა­რი მწვა­დი, კატ­ლე­ტი, ხა­ჭა­პუ­რი, ფხა­ლე­უ­ლი და წვნი­ა­ნე­ბიც. ევ­რო­პუ­ლი საჭ­მე­ლე­ბი არ ვიცი.

- სახ­ლში სხვა დამ­ხმა­რე არა­ვინ მუ­შა­ობს?

- დამ­ლა­გე­ბე­ლი გვყავს, რო­მე­ლიც კვი­რა­ში ერთხელ მო­დის და გე­ნე­რა­ლუ­რად ასუფ­თა­ვებს ყვე­ლა­ფერს. ადრე მზა­რე­უ­ლე­ბიც გვყავ­და, მაგ­რამ ვერ ვის­ვე­ნებ­დი, მუდ­მი­ვად მათი კონ­ტრო­ლი მი­წევ­და. მოკ­ლედ, ის ადა­მი­ა­ნე­ბი რომ არ შე­მე­წუ­ხე­ბი­ნა ჩემი ჩა­კირ­კი­ტე­ბით, მერ­ჩივ­ნა, კერ­ძე­ბი თა­ვად მო­მემ­ზა­დე­ბი­ნა და ჭურ­ჭე­ლიც თა­ვად გა­მე­რე­ცხა. ახლა ყვე­ლა­ფერს ჩემს გე­მო­ზე ვა­კე­თებ... მოკ­ლედ, თუ ქალ­ბა­ტონ ლე­ლას ვუმ­ზა­დებ, ბა­ტონ სი­მონს ვერ მო­ვუმ­ზა­დებ? ბა­ზარ­შიც დავ­დი­ვარ, პრო­დუქტს თა­ვი­თონ ვარ­ჩევ.

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ დი­ლი­დან და­ღა­მე­ბამ­დე აქ ვარ, რად­გა­ნაც ჩემს კონ­ტრო­ლის ქვეშ უნდა იყოს ქალ­ბა­ტო­ნი, ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბაც მე უნდა და­ვა­ლე­ვი­ნო. მი­თხრა, შა­ბათ-კვი­რას და­ის­ვე­ნეო, მა­გარმ ამ დღე­ებ­შიც ვერ ვაძ­ლევ თავს ბო­ლომ­დე მოშ­ვე­ბის უფ­ლე­ბას, რად­გა­ნაც უნდა ვნა­ხო, - რას ჭამს, რას სვამს და რო­გორ არის.

- გურ­მა­ნია?

- ახლა 30 კილო და­იკ­ლო. ერთი წლის წინ გლან­დე­ბის ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა და ცოტა გა­უ­ჭირ­და. იმის მერე მცი­რე კვე­ბა­ზე გა­და­ვი­და და ეს დრო გა­სახ­დო­მად გა­მო­ი­ყე­ნა. თუმ­ცა გურ­მა­ნია და ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბი ძა­ლი­ან უყ­ვარს.

- თვი­თო­ნაც გა­მოს­დის ეს საქ­მი­ა­ნო­ბა?

- რო­გორ არა, მაგ­რამ მისი მზა­რე­უ­ლო­ბა არ გვინ­და, მა­გა­ში რო­გორ დავ­ხარ­ჯოთ? სულ წერს, წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებს, ამი­ტომ, ხელ­შე­წყო­ბა უნდა. თუმ­ცა დე­დაა, ბე­ბია და ცხა­დია, შვი­ლებ­სა და შვი­ლიშ­ვი­ლებს, რო­გორც შე­უძ­ლია, დროს უთ­მობს. გარ­და ამი­სა, კი­დევ ორი ოპე­რა­ცია გა­და­ი­ტა­ნა... ამი­ტომ, ჯო­ბია, სა­დი­ლი მე გა­ვა­კე­თო. ჰოდა, უზ­ბე­კურ ფლავს რომ მო­ვამ­ზა­დებ, ალ­ბათ ისე მომ­ზა­დე­ბა, თა­ვად უზ­ბეკს გა­უ­ჭირ­დე­ბა. ქალ­ბა­ტონ­მა, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია მოგ­ვახ­სე­ნა, რომ შავ ზღავ­ზე ომე­ბი და­ი­წყე­ბა, 6 ამე­რი­კუ­ლი გემი შე­მო­ვა და მათ გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზე წვრი­ლად ილა­პა­რა­კა. თურ­ქე­ბი და რუ­სე­ბი რომ იო­მე­ბენ, ჯერ არ იცი­ან, ლელა კა­კუ­ლი­ას ეს ნათ­ქვა­მი აქვს და სა­იტ­ზეც დევს ეს ინ­ფორ­მა­ცია.

- ყო­ველ­დღე აკე­თებს მსგავს პროგ­ნო­ზებს?

- ხან­და­ხან ინ­ფორ­მა­ცია მო­ძა­ლე­ბუ­ლად აქვს, ისეც ხდე­ბა, როცა თვი­თონ უნდა, მა­შინ იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებს, რად­გა­ნაც ასე­თი და­ი­ბა­და. ვფიქ­რობ, რომ ასე და ამ­დენს ვერც ნოს­ტრა­და­მუ­სი ხე­დავ­და და ვერც ვან­გა, უბ­რა­ლოდ ის არის, რომ ჩვე­ნი ლელა კა­კუ­ლია თა­ნა­მედ­რო­ვეა და ზო­გი­ერთს მისი ფე­ნო­მე­ნის აღი­ა­რე­ბა და ამ ყვე­ლაფ­რის და­ჯე­რე­ბა უჭირს. ეს ხდე­ბა ხოლ­მე ყო­ველ­თვის.

- ჭირ­ვე­უ­ლი არ არის?

- ნერ­ვე­ბი ეშ­ლე­ბა უმ­სგავ­სო­ბა­ზე, უნა­მუ­სო­ბა­ზე, შურ­ზე, ბო­რო­ტე­ბა­ზე, რად­გა­ნაც ადა­მი­ა­ნებ­ში ამას ხე­დავს. ის ხომ ყვე­ლას ში­ნა­გა­ნად შიფ­რავს. ზო­გა­დად კი, ხომ გი­თხა­რით, რომ თბი­ლი ადა­მი­ა­ნია. სულ სი­კე­თის კე­თე­ბა უნდა. ამ­დე­ნი რამ აქვს ნა­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბი, წიგ­ნე­ბად გა­მო­ცე­მუ­ლი და ერ­თე­უ­ლე­ბის გარ­და, ვინ არის დამ­ნა­ხა­ვი?!

მა­გა­ლი­თად, თა­მარ მე­ფის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზად ასა­ხე­ლებს, რომ მეფე მო­წამ­ლეს. ხე­დავს ხელს, რო­მელ­მაც სა­წამ­ლა­ვი მი­ა­წო­და თა­მარს და ეს მისი ოჯა­ხის წევ­რმა ჩა­ი­დი­ნა, ოღონდ, თასი ვი­თომ­დაც წამ­ლის სა­ხით იყო მი­წო­დე­ბუ­ლი, მე­ფემ და­ლია, რად­გან ავად გახ­ლდათ, მაგ­რამ მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. ასე­ვე ამ­ბობს, თუ სად არის და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლი: გო­რაკ­ზე დგას პა­ტა­რა ეკ­ლე­სია, რო­მელ­საც ქვის გა­ლა­ვა­ნი აქვს და ქონ­გუ­რებ­ჩამ­ტვრე­უ­ლია. თუ და­ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან, შე­უძ­ლია, თქვას უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, სად არის ის გო­რა­კი, რომ ზუ­ტად მი­ა­ნიშ­ნოს.

- რო­გორ აფა­სებთ ქალ­ბა­ტონ ლე­ლას­თან გა­წე­ულ სამ­სა­ხურს თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში? რა არის ეს 15 წელი თქვენ­თვის?

- წე­სი­ე­რი ბავ­შვი ვი­ყა­ვი, 90-იანი წლებ­მა, ქუ­ჩამ, უბან­მა, ფეხ­ბურ­თე­ლო­ბამ, ფი­ზკულ­ტუ­რის ინ­სტი­ტუტ­მა, ოჯახ­მა, წლებ­მა თა­ვი­სი გავ­ლე­ნა იქო­ნია, მაგ­რამ აქ გა­ტა­რე­ბუ­ლი პე­რი­ო­დი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ამ­ხე­ლა ადა­მი­ან­თან სი­ახ­ლო­ვის უფ­ლე­ბა ღმერ­თმა მო­მა­ნი­ჭა და ამით და­მა­ჯილ­დო­ვა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ერთი მეგ­რე­ლი ამ­დენ მეგ­რელს შო­რის გა­მო­მარ­ჩია. თან, ჩვე­ნი გვა­რე­ბი რა­ღა­ცით ჰგავს ერ­თმა­ნეთს... თა­ვად ქალ­ბა­ტო­ნი ორ­თა­ჭა­ლა­ში და­ი­ბა­და, მისი მამა შეძ­ლე­ბუ­ლი კაცი იყო, ტყა­ვის ქარ­ხნის მთა­ვა­რი ტექ­ნო­ლო­გი, ბა­ბუა კი­დევ უფრო შეძ­ლე­ბუ­ლი ჰყავ­და, - ტრამ­ვაი-ტრო­ლე­ი­ბუ­სე­ბის პარ­კის დი­რექ­ტო­რი. ჰოდა, ამ ოჯახ­ში ასე­თი ფე­ნო­მე­ნა­ლუ­რი უნა­რის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი და­ი­ბა­და. დედა გუ­რუ­ლი კი იყო, შა­რა­შე­ნი­ძე, მაგ­რამ მისი წი­ნაპ­რე­ბი ყვა­რელ­ში იყ­ვნენ ჩა­სახ­ლე­ბუ­ლე­ბი. მისი ბა­ბუა ყვარ­ლის მაზ­რის გამ­გე­ბე­ლი ყო­ფი­ლა, რო­მე­ლიც 1937 წელს დახ­ვრი­ტეს. ქალ­ბა­ტონ ლე­ლას ბავ­შვო­ბა დე­დუ­ლეთ­ში აქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი და იქა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან უყ­ვარს.

მოკ­ლედ, ერთი რი­გი­თი ქარ­თვე­ლი ვარ, არა­ვის­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი, მაგ­რამ ბედ­მა ასე გა­მი­ღი­მა, რომ ვარ ლელა კა­კუ­ლი­ას წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ყვე­ლა­ფერ­ში, მისი ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი პირი. ამ კედ­ლებს მიღ­მა ცხოვ­რე­ბა მი­დის თა­ვის კა­ლა­პო­ტით, აქ კი სხვა სამ­ყა­როა, სა­დაც ქალ­ბა­ტო­ნის წყა­ლო­ბით, ყვე­ლა­ფე­რი წი­ნას­წარ ვი­ცით, რა მოხ­დე­ბა, ანუ ის, რაც შემ­დეგ მე­მა­ტი­ა­ნემ უნდა და­წე­როს...

- არ იღ­ლე­ბა?

- რო­გორ არა, ხან­და­ხან ამ­ბობს ხოლ­მე, რომ ტყე­ში მინ­და ვი­ცხოვ­რო, რომ ვიყო მშვი­დად, წყნა­რად და ვწე­რო ჩემი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბე­ბი. მარ­თა­ლია, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შვი­ლე­ბი მყავს, რომ­ლებ­თა­ნაც ძა­ლი­ან ცოტა დროს ვა­ტა­რებ, ხან­და­ხან ვერც ვნა­ხუ­ლობ, რად­გან სახ­ლში რომ მივ­დი­ვარ სძი­ნავთ, რაც ძა­ლი­ან მა­წუ­ხებს, მაგ­რამ რა ვქნა, ქალ­ბა­ტონს ყუ­რა­დღე­ბას ვერ ვაკ­ლებ... ურეკ­ში აქვს სახ­ლი, სა­დაც ჩა­დის ხოლ­მე, ეზო­ში ულა­მა­ზე­სი მცე­ნა­რე­ე­ბი ხა­რობს და ამ­ბობს, რომ ისი­ნი ლა­პარ­კო­ბენ, რომ­ლის გა­გე­ბა ადა­მი­ა­ნებს არ შე­უძ­ლი­ათ. ამ­ბობს, რომ ზღვის ნა­პირ­ზე, სა­დაც სე­ირ­ნო­ბა უყ­ვარს, ქვე­ბიც მე­ლა­პა­რა­კე­ბი­ა­ნო.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ადა­მი­ანს ეს­მის ხა­ტებ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი წმინ­და­ნე­ბი და უფა­ლი რას ლა­პა­რა­კო­ბენ... ზოგ­ჯერ ხატი გე­ფე­რე­ბა, ზოგ­ჯერ გაფრ­თხი­ლებს, ან გტუქ­სავს. ხომ გე­უბ­ნე­ბით, მას აქვს უნა­რი, ეს ყვე­ლა­ფე­რი, რაც სხვე­ბის­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, გა­ი­გოს.

- რო­გორც შე­ვი­ტყვე, წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბის უნა­რი ქალ­ბა­ტონ ლე­ლას უმ­ცროს შვილ­საც აქვს. რას გვე­ტყვით ამა­ზე? (იხი­ლეთ ვი­დეო: ვინ არის ლელა კა­კუ­ლი­ას ქა­ლიშ­ვი­ლი)

- თაკო ახლა უცხო­ეთ­ში, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობს, სკო­ლის ბოლო ორი კლა­სიც კემ­ბრი­ჯის კო­ლე­ჯში გა­ი­ა­რა. ახლა სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კას ეუფ­ლე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კა­ში სა­ჭი­რო დროს ჩა­ერ­თვე­ბა, ჯერ ამის­თვის ასა­კი არ აქვს, პა­ტა­რაა. ერთ-ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რი გახ­დე­ბა. თაკო ქალ­ბა­ტონ­მა 43 წლი­სამ გა­ა­ჩი­ნა, იმ დღეს, როცა ვან­გა გარ­და­იც­ვა­ლა... ბავ­შვო­ბი­დან გა­მო­ირ­ჩე­ო­და პროგ­ნო­ზი­რე­ბის უნა­რით და თა­ვის დრო­ზე ის პო­ლი­ტი­კურ სარ­ბი­ელ­ზე მოვა და სა­ქარ­თვე­ლოს დი­დე­ბას მი­იყ­ვანს იქ, სა­დაც უნდა მი­ვი­დეს. რა­ტომ ვამ­ბობ ასე დარ­წმუ­ნე­ბით, იმი­ტომ, რომ ეს ქალ­ბა­ტონ­მა თქვა და მისი ყვე­ლა წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა სრულ­დე­ბა...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

"ვფიქრობ, ასე და ამდენს ვერც ნოსტრადამუსი ხედავდა და ვერც ვანგა" - რას ყვება ლელა კაკულიაზე მამაკაცი, რომელიც ქართველ წინასწარმეტყველს 15 წელია იცავს

"ვფიქრობ, ასე და ამდენს ვერც ნოსტრადამუსი ხედავდა და ვერც ვანგა" - რას ყვება ლელა კაკულიაზე მამაკაცი, რომელიც ქართველ წინასწარმეტყველს 15 წელია იცავს

"ვანგას მასთან მისული ერთ-ერთი ქართველი პროფესორისთვის უთქვამს: ჩემთან რატომ მოდიხართ? საქართველოში გყავთ ქალი, - ლალა, ლილე, ლალუ, - ასეთი ბგერებისგან შედგება მისი სახელი, რომელიც ახლა ერთ პატარა სახლში ცხოვრობს, არადა, მთაზე, დიდ სასახლეში უნდა იყოს დაბინავებული", - ამბობს დავით კვირკველია, რომელსაც ქართველ წინასწარმეტყველ ლელა კაკულიასთან უკვე 15 წელზე მეტია ყოველდღიური ურთიერთობა აქვს, რასაც თავად ღმერთის დიდ საჩუქრად მიიჩნევს. ის არა მარტო მისი პირადი დაცვა, წინასწარმეტყველის ნდობით აღჭურვილი პირია. როდესაც ბატონ დავითს საკუთარი თავის წარდგენა ვთხოვეთ, საუბარი ასე დაიწყო:

- მეგრელი ვარ დედით და მამით, - ეს ჩემთვის უმთავრესი რამ არის და მგონი, ამით ყველაფერია ნათქვამი! მყავს მეუღლე - ნატო ტაბატაძე, ორი მცირეწლოვანი შვილი, - ნინო და გიორგი (სკოლის მოსწავლეები). ქალბატონთან 15 წელიწადზე მეტია, რაც ვმუშაობ.

- როგორ აღმოჩნდით ქალბატონ ლელას სამსახურში?

- მანამდე ერთ-ერთი ცნობილი კაზინოს დაცვაში ვმუშაობდი, სადაც ებრაელები ისრაელიდან ხშირად სტუმრობდნენ ხოლმე. მორიგი ჩამოსვლისას მითხრეს, რომ ლელა კაკულიასთან უნდა წასულიყვნენ და მანქანით მე უნდა მოვმსახურებოდი. მაშინ ქალბატონის ფენომენალური უნარის შესახებ მხოლოდ გაზეთიდან ვიცოდი და ნანახიც არ მყავდა. იმხანად საქართველოში ისრაელიდან თუ ვინმე ჩამოდიოდა, ყველა თემურ იაკობაშვილს ეძებდა, ის საგარეო საქმეთა სამისტროში ერთ-ერთ განყოფილებას ხელმძღვანელობდა, უნიჭიერესი კაცია, ებრაელი და აქ მასზე კარგად ივრითი მაშინ არავინ იცოდა, ამიტომ, ბატონი თემური იყო ყველას თარჯიმანი. მოკლედ, მასთან და იმ სტუმრებთან ერთად, ქალბატონს ვეწვიეთ და სწორედ მაშინ ვნახე და გავიცანი პირველად ლელა კაკულია.

იქ მისულს, უამრავი ცნობილი ადამიანი დამხვდა, მათ შორის, მაღალჩინოსნები, მუსიკოსები, მსახიობები, რომლებიც მასთან აუდიენციას ელოდებოდნენ, რაც ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. იმ პერიოდში ეკლესიური გახლდით და აქტიურად ვიყავი წირვა-ლოცვაში ჩართული. მამა აკაკი (მელიქიძე) იყო ჩემი მოძღვარი და ამიტომ ვუთხარი, ქალბატონი ლელა გავიცანი-მეთქი. მერე მამაოსგან კურთხევა ავიღე, რომ პირადად შევხვედროდი. მამა აკაკიმ მითხრა, მამაჩემის (მეუფე კონსტანტინე, პატრიარქის ქორეპისკოპოსი) უბის წიგნაკში წაკითხული მაქვს, რომ არის ქართველი ქალბატონი, რომელიც ნათელხილვისა და წინასწარმეტყველების უნარით არის დაჯილდოებული და მას ლელა კაკულია ჰქვია. მოკლედ, მამაომ კურთხევა მომცა და მითხრა, წადი და მერე მეც გამაცანიო. ასეც მოვიქეცი...

იხილეთ ვიდეო: ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება კრიმინალზე, საპარლამენტო არჩევნებსა და პოლიტიკოსების ახალ ტალღაზე

- ქალბატონ ლელასთან პირისპირ შეხვედრისას რა შთაბეჭდილება შეგექმნათ?

- ასე თუ ხედავდა ყველაფერს, ვერც კი წარმოვიდგენდი, გავოცდი. გიყურებს და აბსოლუტურად კითხულობს შენს წარსულსა და მომავალს. ერთი შეკითხვა მაწუხებდა და იმ შეკითხვით მივედი, მაშინვე ყველაფერში გამარკვია... მოგვიანებით ქალბატონმა თავისთან სამუშაოდ მიმიწვია, დავრჩი კიდეც და მას მერე აქ ვარ. მე დაცვის პოლიციიდან ვარ მოვლენილი - ობიექტი - ლელა კაკულია, რომელსაც ვიცავ... მაგრამ ამ წლების მანძილზე ოჯახთან ისე დავახლოვდი, რომ ერთმანეთთან უკვე ნათელმირონიც გვაკავშირებს, დავნათესავდით. ქალბატონი ლელა ჩემი შვილების ნათლიაა...

- ტაძარში წირვა-ლოცვებზე აღარ დადიხართ?

- ეს უკვე ვეღარ ხერხდება, ქალბატონს ვეღარ ვტოვებ, რადგანაც ბევრი რამ სჭირდება. ეკლესიურობა კი იმას ნიშნავს, რომ წირვა-ლოცვას მუდმივად უნდა ესწრებოდე, მარხვებს იცავდე, მაგალითად, მძიმე მარხვაში რომ დაიჩოქებ, 49 დღე მეტანიებში უნდა გაატარო. ამისთვის დრო, ხომ გითხარით, აღარ მრჩება. ეკლესიაში ახლა ქალბატონთან ერთად დავდივარ, ისიც წირვა-ლოცვა რომ დასრულდება, მერე, იმიტომ, რომ წირვაზე ხალხი შემოეხვევა ხოლმე და შეკითხვებს უსვამს, რითაც ეკლესიაში, მოძღვარს, რომელიც იმ წუთებში ლოცულობს, ხელი ეშლება. ლელა კაკულიას მოძღვარი მამა ფარნაოზია, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიიდან...

- როგორ მიმართავთ ქალბატონ ლელას?

- "მამულია"... ქართულად "დედილოს" ნიშნავს. ეს სახელი მას თემურ იაკობაშვილმა შეარქვა. ეს ბატონი თემურის სწორი მიგნება იყო, რადგანაც ის ამ ადამიანის მიმართ დიდი სიყვარულით არის განწყობილი. სხვანაირად არც შეიძლება, ის ხომ სითბოს აფრქვევს. ''ლელათი'' ვერ გავბედავ, ვერ მივმართავ და ვერც მოვიხსენიებ... მასთან მოსვლა ყველას უყვარს, რომ მოდიან, აქ ისეთი გარემო ხვდებათ, რომ წასვლა აღარ ახსენდებათ.

- ვინ არის ქალბატონი ლელას მეუღლე?

- სიმონ პატარაია. პატარაიები წარმოშობით ბანძიდან არიან, მაგრამ ბატონ სიმონს არ გაუმართლა და მისი წინაპრები გურიაში გაჩდნენ, სოფელ ლესაში, თუმცა თვითონ თბილისში, ტვერელის ეკლესიის მახლობელ ეზოში გაიზარდა. ის თელასის თანამშრომელია, კაცი, რომელიც ყველა ოჯახში სინათლეს ტოვებს, სადისპეჩეროს წამყვანი ინჟინერია. უპატიოსნესი და უწესიერესი ადამიანია. სამი შვილი ჰყავთ - შოთა, ლევანი და თამარი, ასევე შვიდი შვილიშვილი. თითოეულ მათგანს უდიდეს პატივს ვცემ.

- როგორც ვატყობ, თქვენ აქ არა მარტო წინასწარმეტყველის პირადი დაცვს, კიდევ სხვა ფუნქციასაც ითავსებთ.

- კი, ეს ფუნქციები თვითონ შევითავსე, სხვანაირად არ გამოდის. ოჯახში რაც არის საჭირო, ყველაფერს ვასრულებ. ვინაიდან გემრიელი კერძების მომზადება მიყვარს, მზარეულობასაც მე ვუძღვები.

- როგორც მეგრელი, ალბათ, უფრო მეგრულ კერძებს ამზადებთ...

- არა მარტო, თუმცა საუკეთესო ღომი, ელარჯი და ხარჩო გამომდის, ასევე ქაბაბი, მაყალზე შემწვარი მწვადი, კატლეტი, ხაჭაპური, ფხალეული და წვნიანებიც. ევროპული საჭმელები არ ვიცი.

- სახლში სხვა დამხმარე არავინ მუშაობს?

- დამლაგებელი გვყავს, რომელიც კვირაში ერთხელ მოდის და გენერალურად ასუფთავებს ყველაფერს. ადრე მზარეულებიც გვყავდა, მაგრამ ვერ ვისვენებდი, მუდმივად მათი კონტროლი მიწევდა. მოკლედ, ის ადამიანები რომ არ შემეწუხებინა ჩემი ჩაკირკიტებით, მერჩივნა, კერძები თავად მომემზადებინა და ჭურჭელიც თავად გამერეცხა. ახლა ყველაფერს ჩემს გემოზე ვაკეთებ... მოკლედ, თუ ქალბატონ ლელას ვუმზადებ, ბატონ სიმონს ვერ მოვუმზადებ? ბაზარშიც დავდივარ, პროდუქტს თავითონ ვარჩევ.

შეიძლება ითქვას, რომ დილიდან დაღამებამდე აქ ვარ, რადგანაც ჩემს კონტროლის ქვეშ უნდა იყოს ქალბატონი, ექიმის დანიშნულებაც მე უნდა დავალევინო. მითხრა, შაბათ-კვირას დაისვენეო, მაგარმ ამ დღეებშიც ვერ ვაძლევ თავს ბოლომდე მოშვების უფლებას, რადგანაც უნდა ვნახო, - რას ჭამს, რას სვამს და როგორ არის.

- გურმანია?

- ახლა 30 კილო დაიკლო. ერთი წლის წინ გლანდების ოპერაცია გაიკეთა და ცოტა გაუჭირდა. იმის მერე მცირე კვებაზე გადავიდა და ეს დრო გასახდომად გამოიყენა. თუმცა გურმანია და ქართული კერძები ძალიან უყვარს.

- თვითონაც გამოსდის ეს საქმიანობა?

- როგორ არა, მაგრამ მისი მზარეულობა არ გვინდა, მაგაში როგორ დავხარჯოთ? სულ წერს, წინასწარმეტყველებს, ამიტომ, ხელშეწყობა უნდა. თუმცა დედაა, ბებია და ცხადია, შვილებსა და შვილიშვილებს, როგორც შეუძლია, დროს უთმობს. გარდა ამისა, კიდევ ორი ოპერაცია გადაიტანა... ამიტომ, ჯობია, სადილი მე გავაკეთო. ჰოდა, უზბეკურ ფლავს რომ მოვამზადებ, ალბათ ისე მომზადება, თავად უზბეკს გაუჭირდება. ქალბატონმა, რამდენიმე დღის წინ, ასეთი ინფორმაცია მოგვახსენა, რომ შავ ზღავზე ომები დაიწყება, 6 ამერიკული გემი შემოვა და მათ გადაადგილებაზე წვრილად ილაპარაკა. თურქები და რუსები რომ იომებენ, ჯერ არ იციან, ლელა კაკულიას ეს ნათქვამი აქვს და საიტზეც დევს ეს ინფორმაცია.

- ყოველდღე აკეთებს მსგავს პროგნოზებს?

- ხანდახან ინფორმაცია მოძალებულად აქვს, ისეც ხდება, როცა თვითონ უნდა, მაშინ იწინასწარმეტყველებს, რადგანაც ასეთი დაიბადა. ვფიქრობ, რომ ასე და ამდენს ვერც ნოსტრადამუსი ხედავდა და ვერც ვანგა, უბრალოდ ის არის, რომ ჩვენი ლელა კაკულია თანამედროვეა და ზოგიერთს მისი ფენომენის აღიარება და ამ ყველაფრის დაჯერება უჭირს. ეს ხდება ხოლმე ყოველთვის.

- ჭირვეული არ არის?

- ნერვები ეშლება უმსგავსობაზე, უნამუსობაზე, შურზე, ბოროტებაზე, რადგანაც ადამიანებში ამას ხედავს. ის ხომ ყველას შინაგანად შიფრავს. ზოგადად კი, ხომ გითხარით, რომ თბილი ადამიანია. სულ სიკეთის კეთება უნდა. ამდენი რამ აქვს ნაწინასწარმეტყველები, წიგნებად გამოცემული და ერთეულების გარდა, ვინ არის დამნახავი?!

მაგალითად, თამარ მეფის გარდაცვალების მიზეზად ასახელებს, რომ მეფე მოწამლეს. ხედავს ხელს, რომელმაც საწამლავი მიაწოდა თამარს და ეს მისი ოჯახის წევრმა ჩაიდინა, ოღონდ, თასი ვითომდაც წამლის სახით იყო მიწოდებული, მეფემ დალია, რადგან ავად გახლდათ, მაგრამ მალევე გარდაიცვალა. ასევე ამბობს, თუ სად არის დასაფლავებული: გორაკზე დგას პატარა ეკლესია, რომელსაც ქვის გალავანი აქვს და ქონგურებჩამტვრეულია. თუ დაინტერესდებიან, შეუძლია, თქვას უფრო კონკრეტულად, სად არის ის გორაკი, რომ ზუტად მიანიშნოს.

- როგორ აფასებთ ქალბატონ ლელასთან გაწეულ სამსახურს თქვენს ცხოვრებაში? რა არის ეს 15 წელი თქვენთვის?

- წესიერი ბავშვი ვიყავი, 90-იანი წლებმა, ქუჩამ, უბანმა, ფეხბურთელობამ, ფიზკულტურის ინსტიტუტმა, ოჯახმა, წლებმა თავისი გავლენა იქონია, მაგრამ აქ გატარებული პერიოდი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემს ცხოვრებაში. ამხელა ადამიანთან სიახლოვის უფლება ღმერთმა მომანიჭა და ამით დამაჯილდოვა. წარმოიდგინეთ, ერთი მეგრელი ამდენ მეგრელს შორის გამომარჩია. თან, ჩვენი გვარები რაღაცით ჰგავს ერთმანეთს... თავად ქალბატონი ორთაჭალაში დაიბადა, მისი მამა შეძლებული კაცი იყო, ტყავის ქარხნის მთავარი ტექნოლოგი, ბაბუა კიდევ უფრო შეძლებული ჰყავდა, - ტრამვაი-ტროლეიბუსების პარკის დირექტორი. ჰოდა, ამ ოჯახში ასეთი ფენომენალური უნარის მქონე ადამიანი დაიბადა. დედა გურული კი იყო, შარაშენიძე, მაგრამ მისი წინაპრები ყვარელში იყვნენ ჩასახლებულები. მისი ბაბუა ყვარლის მაზრის გამგებელი ყოფილა, რომელიც 1937 წელს დახვრიტეს. ქალბატონ ლელას ბავშვობა დედულეთში აქვს გატარებული და იქაურობა ძალიან უყვარს.

მოკლედ, ერთი რიგითი ქართველი ვარ, არავისგან გამორჩეული, მაგრამ ბედმა ასე გამიღიმა, რომ ვარ ლელა კაკულიას წარმომადგენელი ყველაფერში, მისი ნდობით აღჭურვილი პირი. ამ კედლებს მიღმა ცხოვრება მიდის თავის კალაპოტით, აქ კი სხვა სამყაროა, სადაც ქალბატონის წყალობით, ყველაფერი წინასწარ ვიცით, რა მოხდება, ანუ ის, რაც შემდეგ მემატიანემ უნდა დაწეროს...

- არ იღლება?

- როგორ არა, ხანდახან ამბობს ხოლმე, რომ ტყეში მინდა ვიცხოვრო, რომ ვიყო მშვიდად, წყნარად და ვწერო ჩემი წინასწარმეტყველებები. მართალია, არაჩვეულებრივი შვილები მყავს, რომლებთანაც ძალიან ცოტა დროს ვატარებ, ხანდახან ვერც ვნახულობ, რადგან სახლში რომ მივდივარ სძინავთ, რაც ძალიან მაწუხებს, მაგრამ რა ვქნა, ქალბატონს ყურადღებას ვერ ვაკლებ... ურეკში აქვს სახლი, სადაც ჩადის ხოლმე, ეზოში ულამაზესი მცენარეები ხარობს და ამბობს, რომ ისინი ლაპარკობენ, რომლის გაგება ადამიანებს არ შეუძლიათ. ამბობს, რომ ზღვის ნაპირზე, სადაც სეირნობა უყვარს, ქვებიც მელაპარაკებიანო.

წარმოიდგინეთ, ადამიანს ესმის ხატებზე გამოსახული წმინდანები და უფალი რას ლაპარაკობენ... ზოგჯერ ხატი გეფერება, ზოგჯერ გაფრთხილებს, ან გტუქსავს. ხომ გეუბნებით, მას აქვს უნარი, ეს ყველაფერი, რაც სხვებისთვის წარმოუდგენელია, გაიგოს.

- როგორც შევიტყვე, წინასწარმეტყველების უნარი ქალბატონ ლელას უმცროს შვილსაც აქვს. რას გვეტყვით ამაზე? (იხილეთ ვიდეო: ვინ არის ლელა კაკულიას ქალიშვილი)

- თაკო ახლა უცხოეთში, უნივერსიტეტში სწავლობს, სკოლის ბოლო ორი კლასიც კემბრიჯის კოლეჯში გაიარა. ახლა საერთაშორისო პოლიტიკას ეუფლება და საქართველოს პოლიტიკაში საჭირო დროს ჩაერთვება, ჯერ ამისთვის ასაკი არ აქვს, პატარაა. ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერი გახდება. თაკო ქალბატონმა 43 წლისამ გააჩინა, იმ დღეს, როცა ვანგა გარდაიცვალა... ბავშვობიდან გამოირჩეოდა პროგნოზირების უნარით და თავის დროზე ის პოლიტიკურ სარბიელზე მოვა და საქართველოს დიდებას მიიყვანს იქ, სადაც უნდა მივიდეს. რატომ ვამბობ ასე დარწმუნებით, იმიტომ, რომ ეს ქალბატონმა თქვა და მისი ყველა წინასწარმეტყველება სრულდება...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

3 შემთხვევა, რომლის დროსაც სწრაფი სესხი შეგიძლია გამოიყენო

გამოვლინდა ინფიცირების 360 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 195 პირი - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო დღე-ღამეში და როგორია ვითარება რეგიონებში

"დღეს გაიარა პოლიციის პიკაპებმა, რომლის უკანა სავარძელზეც "ენკას" მუშები ისხდნენ, ეს პოლიციის ფუნქცია არ არის" - ახალი ცნობები რიონის ხეობიდან