პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე რეზონანსული ავიაკატასტროფები საქართველოში - 9 ავიაკატასტროფა, რომელიც საქართველოს ისტორიაში დარჩება
ყველაზე რეზონანსული ავიაკატასტროფები საქართველოში - 9 ავიაკატასტროფა, რომელიც საქართველოს ისტორიაში დარჩება

ქარ­თულ ცაში, მას შემ­დეგ, რაც ავი­ა­ცი­ამ სა­ქარ­თვე­ლო­შიც შე­მო­ა­ბი­ჯა, სამ­წუ­ხა­როდ, არა­ერ­თი ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფა მოხ­და (სა­ა­ვი­ა­ციო შემ­თხვე­ვას, რო­მე­ლიც მსხვერ­პლით დამ­თავ­რდა, ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფას უწო­დე­ბენ, მსხვერ­პლის გა­რე­შე კი, ავა­რი­ის რან­გში გა­დის).

ამ­ჯე­რად იმ ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფებ­ზე მო­გი­თხრობთ, რომ­ლე­ბიც სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის სამ­გზავ­რო თვითმფრი­ნა­ვებს შე­ემ­თხვათ ქარ­თულ ცაში ან ჩვე­ნი აე­როდ­რო­მე­ბი­დან აფ­რინ­დნენ. სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დის­ლო­ცი­რე­ბუ­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის თვითმფრი­ნა­ვე­ბი­სა და შვე­ულმფრე­ნე­ბის ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფე­ბი ცალ­კე თე­მაა. ამ სტა­ტი­ა­ში არ შე­ვე­ხე­ბით იმ ოთხი სამ­გზავ­რო თვითმფრი­ნა­ვი­სა და მათი მგზავ­რე­ბის ტრა­გი­კულ ბედს, რომ­ლე­ბიც 1993 წლის 20-23 სექ­ტემ­ბერს აფხა­ზე­ბი­სა და რუ­სე­ბის რაზ­მებ­მა სო­ხუმ­თან ჩა­მო­აგ­დეს და ბა­ბუ­შე­რას აე­რო­პორ­ტში აა­ფეთ­ქეს, რად­გან მას სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­რო­რიზ­მის კვა­ლი­ფი­კა­ცია უნდა მი­ე­ცეს.

1925 წ.

22 მარტს, ტიფ­ლის­ში, დი­დუ­ბის იპოდ­რო­მი­დან გერ­მა­ნუ­ლი წარ­მო­ე­ბის Junkers F13-ის ტი­პის პა­ტა­რა სამ­გზავ­რო თვითმფრი­ნავ­მა გეზი სო­ხუ­მის­კენ აიღო, მაგ­რამ მა­ლე­ვე ცე­ცხლის ალში გა­ეხ­ვია. ორი მგზავ­რი ჰა­ერ­ში­ვე გად­მოხ­ტა, მაგ­რამ ამან არ უშ­ვე­ლა. ეკი­პა­ჟის ორი წევ­რი და სა­მი­ვე მგზავ­რი და­ი­ღუ­პა. ამ ამ­ბავს დიდი რე­ზო­ნან­სი მოჰ­ყვა, რად­გან მგზავ­რე­ბი ცნო­ბი­ლი ჩე­კის­ტე­ბი იყ­ვნენ, ისი­ნი, ვინც ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ წი­თე­ლი არ­მი­ის შე­მოჭ­რა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს გა­საბ­ჭო­ე­ბას. ლევ ტროც­კიმ იო­სებ სტა­ლი­ნი და­ა­და­ნა­შა­უ­ლა ამ ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­წყო­ბა­ში, თუმ­ცა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა უფრო სან­დოდ მი­იჩ­ნი­ეს ვერ­სია, რომ ერთ-ერ­თმა მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა ჩე­კის­ტმა ჩი­ბუ­ხის გა­ბო­ლე­ბის დროს ჩა­უმ­ქრა­ლი ასან­თი თვითმფრი­ნა­ვის სა­ლო­ნის ია­ტაკ­ზე და­აგ­დო, რა­მაც აა­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია.

1953 წ.

ზუგ­დიდ­თან მომ­ხდარ­მა ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფამ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო (და არა მარ­ტო) შეძ­რა - და­ი­ღუ­პა ცნო­ბი­ლი კი­ნომ­სა­ხი­ო­ბი ნატო ვაჩ­ნა­ძე...

Ил-12П ტი­პის ორძრა­ვი­ა­ნი სამ­გზავ­რო თვითმფრი­ნა­ვი 14 ივ­ნისს მოს­კო­ვი­დან დო­ნის როს­ტო­ვის გავ­ლით თბი­ლი­სის­კენ გა­მოფ­რინ­და. სო­ხუ­მის თავ­ზე გა­დაფ­რე­ნი­სას დის­პეტ­ჩერ­მა რა­ტომ­ღაც არ აც­ნო­ბა ეკი­პაჟს, რომ სა­მეგ­რე­ლო­ში ჭექა-ქუ­ხი­ლი იყო. ჩა­მო­ვარ­დნი­ლი თვითმფრი­ნა­ვის ნამ­სხვრე­ვე­ბი ზუგ­დი­დი­დან 15 კმ-ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს, ლავ­რენ­ტი ბე­რი­ას სა­ხე­ლო­ბის საბ­ჭო­თა მე­ურ­ნე­ო­ბის სა­ძო­ვარ­ზე. ბორტზე მყო­ფი 18-ივე მგზავ­რი და­ი­ღუ­პა. ეს იმ დრო­ის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მომ­ხდარ ყვე­ლა­ზე მსხვილ­მას­შტა­ბი­ან ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფად იქნა მიჩ­ნე­უ­ლი.

1963 წ.

24 აგ­ვის­ტოს ქუ­თა­ი­სი­დან სო­ხუ­მის­კენ გაფ­რე­ნი­ლი Ил-14П ტი­პის ორძრა­ვი­ა­ნი სამ­გზავ­რო თვითმფრი­ნა­ვი ქა­ლაქ გე­გეჭ­კორ­თან (ახ­ლან­დე­ლი მარ­ტვი­ლი) მთას შე­ე­ჯა­ხა. და­ი­ღუ­პა ეკი­პა­ჟის 5 წევ­რი და 27 მგზავ­რი. ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის მი­ზე­ზი უა­მინ­დო­ბა და ეკი­პა­ჟის ნა­ვი­გა­ცი­უ­რი შეც­დო­მა გახ­ლდათ.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

ყველაზე რეზონანსული ავიაკატასტროფები საქართველოში - 9 ავიაკატასტროფა, რომელიც საქართველოს ისტორიაში დარჩება

ყველაზე რეზონანსული ავიაკატასტროფები საქართველოში - 9 ავიაკატასტროფა, რომელიც საქართველოს ისტორიაში დარჩება

ქართულ ცაში, მას შემდეგ, რაც ავიაციამ საქართველოშიც შემოაბიჯა, სამწუხაროდ, არაერთი ავიაკატასტროფა მოხდა (საავიაციო შემთხვევას, რომელიც მსხვერპლით დამთავრდა, ავიაკატასტროფას უწოდებენ, მსხვერპლის გარეშე კი, ავარიის რანგში გადის).

ამჯერად იმ ავიაკატასტროფებზე მოგითხრობთ, რომლებიც სამოქალაქო ავიაციის სამგზავრო თვითმფრინავებს შეემთხვათ ქართულ ცაში ან ჩვენი აეროდრომებიდან აფრინდნენ. საქართველოს ტერიტორიაზე ათწლეულების განმავლობაში დისლოცირებული საბჭოთა კავშირის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების ავიაკატასტროფები ცალკე თემაა. ამ სტატიაში არ შევეხებით იმ ოთხი სამგზავრო თვითმფრინავისა და მათი მგზავრების ტრაგიკულ ბედს, რომლებიც 1993 წლის 20-23 სექტემბერს აფხაზებისა და რუსების რაზმებმა სოხუმთან ჩამოაგდეს და ბაბუშერას აეროპორტში ააფეთქეს, რადგან მას საერთაშორისო ტერორიზმის კვალიფიკაცია უნდა მიეცეს.

1925 წ.

22 მარტს, ტიფლისში, დიდუბის იპოდრომიდან გერმანული წარმოების Junkers F13-ის ტიპის პატარა სამგზავრო თვითმფრინავმა გეზი სოხუმისკენ აიღო, მაგრამ მალევე ცეცხლის ალში გაეხვია. ორი მგზავრი ჰაერშივე გადმოხტა, მაგრამ ამან არ უშველა. ეკიპაჟის ორი წევრი და სამივე მგზავრი დაიღუპა. ამ ამბავს დიდი რეზონანსი მოჰყვა, რადგან მგზავრები ცნობილი ჩეკისტები იყვნენ, ისინი, ვინც ხელმძღვანელობდნენ წითელი არმიის შემოჭრასა და საქართველოს გასაბჭოებას. ლევ ტროცკიმ იოსებ სტალინი დაადანაშაულა ამ ავიაკატასტროფის სპეციალურად მოწყობაში, თუმცა სპეციალისტებმა უფრო სანდოდ მიიჩნიეს ვერსია, რომ ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ჩეკისტმა ჩიბუხის გაბოლების დროს ჩაუმქრალი ასანთი თვითმფრინავის სალონის იატაკზე დააგდო, რამაც აალება გამოიწვია.

1953 წ.

ზუგდიდთან მომხდარმა ავიაკატასტროფამ მთელი საქართველო (და არა მარტო) შეძრა - დაიღუპა ცნობილი კინომსახიობი ნატო ვაჩნაძე...

Ил-12П ტიპის ორძრავიანი სამგზავრო თვითმფრინავი 14 ივნისს მოსკოვიდან დონის როსტოვის გავლით თბილისისკენ გამოფრინდა. სოხუმის თავზე გადაფრენისას დისპეტჩერმა რატომღაც არ აცნობა ეკიპაჟს, რომ სამეგრელოში ჭექა-ქუხილი იყო. ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ნამსხვრევები ზუგდიდიდან 15 კმ-ში აღმოაჩინეს, ლავრენტი ბერიას სახელობის საბჭოთა მეურნეობის საძოვარზე. ბორტზე მყოფი 18-ივე მგზავრი დაიღუპა. ეს იმ დროისთვის საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველაზე მსხვილმასშტაბიან ავიაკატასტროფად იქნა მიჩნეული.

1963 წ.

24 აგვისტოს ქუთაისიდან სოხუმისკენ გაფრენილი Ил-14П ტიპის ორძრავიანი სამგზავრო თვითმფრინავი ქალაქ გეგეჭკორთან (ახლანდელი მარტვილი) მთას შეეჯახა. დაიღუპა ეკიპაჟის 5 წევრი და 27 მგზავრი. ავიაკატასტროფის მიზეზი უამინდობა და ეკიპაჟის ნავიგაციური შეცდომა გახლდათ.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია