მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ივლისი, სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:13-ზე, მთვარე ქალწულშია – სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა. ფილტვები დაუცველია. ადვილია გაცივება. არ არის რეკომენდებული კბილების ამოღება. არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი. რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში უძრავი ქონება გაიაფდა, თუმცა მყიდველი არ ჩანს
თბილისში უძრავი ქონება გაიაფდა, თუმცა მყიდველი არ ჩანს

ბოლო პე­რი­ოდ­ში თბი­ლის­ში უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბა­ზარ­ზე ბი­ნე­ბის გა­ყიდ­ვე­ბი მკვეთ­რად შემ­ცი­რე­ბუ­ლია. არას­ტა­ბი­ლუ­რი ვა­ლუ­ტის კურ­სი, უმუ­შევ­რო­ბის მა­ღა­ლი დონე და უცხო­ე­თი­დან შე­მო­სუ­ლი ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბის კლე­ბა აღ­ნიშ­ნულ სექ­ტორ­ზე უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხა. რო­გორც უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბის სა­ი­ტის saqme.ge-ს რე­დაქ­ტო­რი ლელა არა­ბუ­ლი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბა­ზარ­ზე არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო პე­რი­ო­დია.

არა­ბუ­ლის თქმით, ბი­ნის გა­ყიდ­ვა საკ­მა­ოდ გარ­თუ­ლე­ბუ­ლია და ადა­მი­ა­ნე­ბი ამ ეტაპ­ზე უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნის­გან თავს იკა­ვე­ბენ: "ეს გა­ურ­კვევ­ლო­ბა, ვფიქ­რობ ვა­ლუ­ტის კურ­სის მნიშ­ვნე­ლო­ვან­მა ცვლი­ლე­ბებ­მა გა­მო­იწ­ვია. ხალ­ხი მო­ლო­დი­ნის რე­ჟიმ­შია. სა­ვა­რა­უ­დოდ, ფა­სე­ბის კლე­ბას ვა­რა­უ­დო­ბენ. მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა ბოლო პე­რი­ოდ­ში ისე­დაც მკვეთ­რად შემ­ცი­რე­ბუ­ლია. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით გა­რე­უბ­ნებ­შია თვალ­ში­სა­ცე­მი."

ლელა არა­ბუ­ლის თქმით, თუ ერთი წლის წინ ვარ­კე­თილ­ში ერ­თო­თა­ხი­ა­ნი ბი­ნის ფასი 30 ათა­სი დო­ლა­რი იყო, დღეს იგი­ვე ფარ­თის შე­ძე­ნა 20-25 ათა­სი დო­ლა­რის ფარ­გლებ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი. იგი­ვე სი­ტუ­ა­ცია ფიქ­სი­რე­ბა გლ­და­ნის მა­სივ­შიც. რაც შე­ე­ხე­ბა პრეს­ტი­ჟულ უბ­ნებს, ლელა არა­ბუ­ლის გან­მარ­ტე­ბით, ფა­სე­ბის კლე­ბა ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც შე­იმ­ჩნე­ვა, თუმ­ცა შე­და­რე­ბით მცი­რე­დით. მი­სი­ვე თქმით, ფა­სე­ბის კლე­ბა ახ­ლა­და­შე­ნე­ბულ ბი­ნებ­ზეც თვალ­ში­სა­ცე­მია. "ფაქ­ტია, რომ ბი­ნე­ბი გა­ი­აფ­და. წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის წინ ასე­თი ფა­სე­ბი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვი­საც შე­მო­სა­ვა­ლი უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ში აქვს. ვგუ­ლის­ხმობ, გზავ­ნი­ლებს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ დღეს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ქვეყ­ნი­დან სწო­რედ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­სა­ძე­ნა­დაა წა­სუ­ლი. ვფიქ­რობ, მათ­თვის სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დია"-აღ­ნიშ­ნავს saqme.ge-ს რე­დაქ­ტო­რი.

რაც შე­ე­ხე­ბა, ძვი­რა­დღი­რე­ბულ და პრეს­ტი­ჟულ უბ­ნებს, ამ მხრივ კვლავ ვაკე და სა­ბურ­თა­ლო ლი­დე­რობს. saqme.ge-ს მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით, აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ფა­სე­ბი 100-და 300 ათა­სი დო­ლა­რის ფარ­გლებ­ში მერ­ყე­ობს. "სხვა­დას­ხვა პე­რი­ოდ­ში იყო ტენ­დენ­ცია, როცა რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტუ­ლი უბა­ნი გა­ყიდ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდით, გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­იკ­ვე­თე­ბო­და. მა­გა­ლი­თად, დიდი დიღ­მის მშე­ნებ­ლო­ბე­ბი ერთ დროს ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რი იყო. ამ ეტაპ­ზე, მსგავს ცვლი­ლე­ბებს ვერ ვა­ტყობ. პრეს­ტი­ჟულ და შე­სა­ბა­მი­სად ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბულ უბ­ნე­ბად ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს და­ვა­სა­ხე­ლებ" - აღ­ნიშ­ნავს saqme.ge-ს რე­დაქ­ტო­რი. არა­ბუ­ლის თქმით, რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ, ვა­ლუ­ტის კურ­სის გამ­ყა­რე­ბის­თა­ნა­ვე, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ფას­მა მყი­სი­ე­რად აი­წია. Saqme.ge-ს რე­დაქ­ტო­რის თქმით, ეს ტენ­დენ­ცია გა­ყიდ­ვებ­ზე კი­დევ უფრო ცუ­დად აი­სა­ხა, რის გა­მოც ბი­ნის გა­ყიდ­ვის მსურ­ვე­ლებ­მა, ფა­სე­ბი კვლავ შე­ამ­ცი­რეს.

უძ­რავ ქო­ნე­ბა­ზე ფა­სე­ბის შემ­ცი­რე­ბის ტენ­დენ­ცი­ა­ზე სა­უბ­რობს სა­მაკ­ლე­რო კომ­პა­ნი­ის ბრო­კე­რი ალექ­სან­დრე ჩუ­ბი­ნი­ძეც. მისი თქმით, ბი­ნე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბამ ყვე­ლა უბან­ში თით­ქმის 10%-ით მო­იკ­ლო. "ფა­სე­ბის და­წე­ვას გა­ყიდ­ვე­ბის მა­ტე­ბა­ზე და­დე­ბი­თი გავ­ლე­ნა, სამ­წუ­ხა­როდ არ მო­უხ­დე­ნია. ბი­ნე­ბი ნელი ტემ­პით იყი­დე­ბა" - აცხა­დებს ალექ­სან­დრე ჩუ­ბი­ნი­ძე. მისი თქმით, პრეს­ტი­ჟუ­ლი უბ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში კვლავ ვაკე, სა­ბურ­თა­ლო და ძვე­ლი თბი­ლი­სია. ამათ­გან ყვე­ლა­ზე მეტი ბი­ნის გა­ყიდ­ვა სა­ბურ­თა­ლო­ზე ფიქ­სირ­დე­ბა. ამის მი­ზე­ზად ბრო­კე­რი შუ­ა­ლე­დურ ფა­სებს ასა­ხე­ლებს.

ექ­სპერ­ტე­ბის სა­ერ­თო შე­ფა­სე­ბით, ბოლო ერთი წლის მან­ძილ­ზე უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბა­ზა­რი ერთ დო­ნე­ზეა გა­ჩე­რე­ბუ­ლი და შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით, გა­ყიდ­ვე­ბი მკვეთ­რად შემ­ცი­რე­ბუ­ლია.

ქრის­ტი­ნე გამ­თე­ნა­ძე

AMBEBI.GE

თბილისში უძრავი ქონება გაიაფდა, თუმცა მყიდველი არ ჩანს

თბილისში უძრავი ქონება გაიაფდა, თუმცა მყიდველი არ ჩანს

ბოლო პერიოდში თბილისში უძრავი ქონების ბაზარზე ბინების გაყიდვები მკვეთრად შემცირებულია. არასტაბილური ვალუტის კურსი, უმუშევრობის მაღალი დონე და უცხოეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების კლება აღნიშნულ სექტორზე უარყოფითად აისახა. როგორც უძრავი ქონების განცხადებების საიტის saqme.ge-ს რედაქტორი ლელა არაბული AMBEBI.GE-სთან საუბარში აცხადებს, უძრავი ქონების ბაზარზე არასახარბიელო პერიოდია.

არაბულის თქმით, ბინის გაყიდვა საკმაოდ გართულებულია და ადამიანები ამ ეტაპზე უძრავი ქონების შეძენისგან თავს იკავებენ: "ეს გაურკვევლობა, ვფიქრობ ვალუტის კურსის მნიშვნელოვანმა ცვლილებებმა გამოიწვია. ხალხი მოლოდინის რეჟიმშია. სავარაუდოდ, ფასების კლებას ვარაუდობენ. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ უძრავი ქონების ღირებულება ბოლო პერიოდში ისედაც მკვეთრად შემცირებულია. ეს განსაკუთრებით გარეუბნებშია თვალშისაცემი."

ლელა არაბულის თქმით, თუ ერთი წლის წინ ვარკეთილში ერთოთახიანი ბინის ფასი 30 ათასი დოლარი იყო, დღეს იგივე ფართის შეძენა 20-25 ათასი დოლარის ფარგლებშია შესაძლებელი. იგივე სიტუაცია ფიქსირება გლდანის მასივშიც. რაც შეეხება პრესტიჟულ უბნებს, ლელა არაბულის განმარტებით, ფასების კლება ამ ტერიტორიაზეც შეიმჩნევა, თუმცა შედარებით მცირედით. მისივე თქმით, ფასების კლება ახლადაშენებულ ბინებზეც თვალშისაცემია. "ფაქტია, რომ ბინები გაიაფდა. წელიწადნახევრის წინ ასეთი ფასები წარმოუდგენელი იყო. ეს მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვისაც შემოსავალი უცხოურ ვალუტაში აქვს. ვგულისხმობ, გზავნილებს. მოგეხსენებათ, რომ დღეს უამრავი ადამიანი ქვეყნიდან სწორედ უძრავი ქონების შესაძენადაა წასული. ვფიქრობ, მათთვის საუკეთესო პერიოდია"-აღნიშნავს saqme.ge-ს რედაქტორი.

რაც შეეხება, ძვირადღირებულ და პრესტიჟულ უბნებს, ამ მხრივ კვლავ ვაკე და საბურთალო ლიდერობს. saqme.ge-ს მონაცემებზე დაყრდნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე უძრავი ქონების ფასები 100-და 300 ათასი დოლარის ფარგლებში მერყეობს. "სხვადასხვა პერიოდში იყო ტენდენცია, როცა რომელიმე კონკრეტული უბანი გაყიდვების რაოდენობის ზრდით, განსაკუთრებით გამოიკვეთებოდა. მაგალითად, დიდი დიღმის მშენებლობები ერთ დროს ძალიან აქტუალური იყო. ამ ეტაპზე, მსგავს ცვლილებებს ვერ ვატყობ. პრესტიჟულ და შესაბამისად ყველაზე ძვირადღირებულ უბნებად ვაკე-საბურთალოს დავასახელებ" - აღნიშნავს saqme.ge-ს რედაქტორი. არაბულის თქმით, რამდენიმე კვირის წინ, ვალუტის კურსის გამყარებისთანავე, უძრავი ქონების ფასმა მყისიერად აიწია. Saqme.ge-ს რედაქტორის თქმით, ეს ტენდენცია გაყიდვებზე კიდევ უფრო ცუდად აისახა, რის გამოც ბინის გაყიდვის მსურველებმა, ფასები კვლავ შეამცირეს.

უძრავ ქონებაზე ფასების შემცირების ტენდენციაზე საუბრობს სამაკლერო კომპანიის ბროკერი ალექსანდრე ჩუბინიძეც. მისი თქმით, ბინების ღირებულებამ ყველა უბანში თითქმის 10%-ით მოიკლო. "ფასების დაწევას გაყიდვების მატებაზე დადებითი გავლენა, სამწუხაროდ არ მოუხდენია. ბინები ნელი ტემპით იყიდება" - აცხადებს ალექსანდრე ჩუბინიძე. მისი თქმით, პრესტიჟული უბნების ჩამონათვალში კვლავ ვაკე, საბურთალო და ძველი თბილისია. ამათგან ყველაზე მეტი ბინის გაყიდვა საბურთალოზე ფიქსირდება. ამის მიზეზად ბროკერი შუალედურ ფასებს ასახელებს.

ექსპერტების საერთო შეფასებით, ბოლო ერთი წლის მანძილზე უძრავი ქონების ბაზარი ერთ დონეზეა გაჩერებული და შარშანდელთან შედარებით, გაყიდვები მკვეთრად შემცირებულია.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია