პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"...მას ამ სიყვარულში გაუსკდა გული" - კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა
"...მას ამ სიყვარულში გაუსკდა გული" - კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა

დღეს, 11 აპ­რილს კოტე თო­ლორ­და­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან ერთი წელი გა­ვი­და. მსა­ხი­ო­ბი გა­სულ წელს მოს­კოვ­ში, ფილ­მის გა­და­ღე­ბებ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც სას­ტუმ­როს ნო­მერ­ში იპო­ვეს გარ­დაც­ვლი­ლი. სა­მე­დი­ცი­ნო დას­კვნის თა­ნახ­მად, 35 წლის მსა­ხი­ო­ბი გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა.

ადა­მი­ა­ნებს, ვინც კო­ტეს იც­ნობ­და, უჭირთ იმას­თან შე­გუ­ე­ბა, რომ ის მათ გვერ­დით აღარ არის... რო­გო­რი იყო კო­ტეს გა­რე­შე გან­ვლი­ლი ერთი წე­ლი­წა­დი, ამა­ზე AMBEBI.GE-სთან მსა­ხი­ო­ბის მე­გობ­რე­ბი სა­უბ­რო­ბენ.

დი­მიტ­რი ხვთი­სი­აშ­ვი­ლი, მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი, რე­ჟი­სო­რი, კოტე თო­ლორ­და­ვას პე­და­გო­გი: - მთე­ლი უბე­დუ­რე­ბა და სიმ­ძი­მე სა­კი­თხის ის არის, რომ ამ ქვეყ­ნი­დან ახალ­გაზ­რდა ნი­ჭი­ე­რი მსა­ხი­ო­ბი წა­ვი­და, თო­რემ კარ­გად მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მსა­ხი­ო­ბი წა­სუ­ლა ამ ქვეყ­ნი­დან, თე­ატ­რი­და­ნაც და თე­ატრს მუ­შა­ო­ბა არ შე­უ­წყვე­ტია. მაგ­რამ რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი მი­დის, მი­დის თა­ვი­სი ფე­რით, სიღ­რმით, ნი­ჭი­ე­რე­ბით, უშუ­ა­ლოდ, მის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ად­გი­ლით, რომ­ლის ამოვ­სე­ბა ძა­ლი­ან ძნე­ლია, მაქვს იმის იმე­დი, რომ მოვ­ლენ ნი­ჭი­ე­რე­ბი, მე­ტად ნი­ჭი­ე­რე­ბიც, მაგ­რამ კო­ტეს თა­ვი­სი გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი ად­გი­ლი ჰქონ­და, ის ვერ შე­ივ­სო და ვერც შე­ივ­სე­ბა. სწო­რედ ამით არის გა­მორ­ჩე­უ­ლი ნი­ჭი­სა და ხიბ­ლის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ სამ­ყა­როს ტო­ვებს.

- ასე ტრა­გი­კუ­ლად თქვე­ნი თე­ატ­რი­დან მგო­ნი, არა­ვინ წა­სუ­ლა...

- დიახ, ასე­თი ტრა­გე­დია მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის 90-წლა­ნი ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე მე­ო­რე არც მახ­სენ­დე­ბა. რო­დე­საც ახალ­გაზ­რდა არ­ტის­ტმა და­ტო­ვა ცხოვ­რე­ბა, რაც სა­ერ­თო სუ­რათს კი­დევ უფრო ამ­ძი­მებს. ამას ემა­ტე­ბა ისიც, რომ მისი პე­და­გო­გი ვი­ყა­ვი, რაც ჩემი პი­რა­დი, ცალ­კე სიმ­ძი­მეა... იმ მო­მენ­ტში, რო­დე­საც ეს უბე­დუ­რე­ბა მოხ­და, კო­ტეს­თან მუ­შა­ო­ბა მო­ნოს­პექ­ტაკლზე მქონ­და და­წყე­ბუ­ლი, ასე­ვე ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნის, თა­მაზ ბა­ძა­ღუ­ას პი­ე­სა­ზე (ისიც ამ ქვეყ­ნი­დან უდ­რო­ოდ წა­ვი­და). კოტე ამ სა­მუ­შა­ო­თი ატა­ცე­ბუ­ლი იყო. სულ მე­უბ­ნე­ბო­და, მი­თან­ხმებ­და, იმ გა­და­ღე­ბებს რომ მოვ­რჩე­ბი (იცით, რომ ის მოს­კოვ­ში ფილ­მის გა­და­ღე­ბა­ზე ყოფ­ნი­სას და­ი­ღუ­პა), მერე სპექ­ტაკლს ჩა­ვუჯ­დეთ, სა­თა­მა­შო პი­ე­სა არ არი­სო. კმა­ყო­ფი­ლი იყო, რომ ამ სირ­თუ­ლის და სიმ­ძი­მის სა­მუ­შაო მი­ი­ღო, რო­მე­ლიც ჩვენ­თან, ექ­სპე­ტი­მენ­ტულ სივ­რცე­ში უნდა დად­გმუ­ლი­ყო...

იხი­ლეთ ვი­დეო: ეძღვნე­ბა კოტე თო­ლორ­და­ვას ხსოვ­ნას - ემო­ცი­უ­რი კლი­პი, რო­მე­ლიც არას­დროს და­გა­ვი­წყდე­ბათ

- რო­გორც ვიცი, ცოტა ხნის წინ, თქვენ ეს სპექ­ტაკ­ლი მა­ინც დად­გით და ის კოტე თო­ლორდვას ხსოვ­ნას მი­უ­ძღვე­ნით.

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და ამ წარ­მოდ­გე­ნა­ზე მუ­შა­ო­ბა, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან ერთი წლის თავ­ზე ეს სპექ­ტაკ­ლი უკვე სხვა მსა­ხი­ობ­თან ერ­თად გა­ვა­კე­თე. ნიკა ფა­იქ­რი­ძე, გარ­და მისი თვი­სე­ბე­ბი­სა, იმ თვალ­საზ­რი­სი­თაც გა­მო­ვარ­ჩიე, რომ თე­ატ­რში ახალ­მო­სულს, კოტე პირ­ვე­ლი­ვე სპექ­ტაკლში - "რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტა" შეხ­ვდა. მათ შო­რის სრუ­ლი­ად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჩა­მო­ყა­ლიბ­და. ამის გამო ნი­კუ­შას ამ წარ­მოდ­გე­ნა­ზე მუ­შა­ო­ბა მეტ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ანი­ჭებ­და. 11 აპ­რილს კო­ტეს გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეს, გარ­და იმი­სა, რომ თე­ატ­რი, ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად საფ­ლავ­ზე გა­ვალთ, მო­ვი­გო­ნებთ, ექ­სპე­რი­მენ­ტულ სივ­რცე­ში ვი­თა­მა­შებთ ამ სპექ­ტაკლს "ღამე და თუ­თი­ყუ­ში". მოკ­ლედ, კი­დევ ერთხელ შე­ვიკ­რი­ბე­ბით და კი­დევ ერთხელ დავ­ფიქ­რე­ბით იმ დიდ ტრა­გე­დი­ა­ზე, რაც შარ­შან, 11 აპ­რილს მოხ­და.

ყველ­ფე­რი, რაც კო­ტეს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ კეთ­დე­ბა, მას ვერ გა­ა­ცო­ცხლებს, მაგ­რამ მას ეზ­რდე­ბა შვი­ლე­ბი და მე­ო­თხე შვი­ლი, რო­მე­ლიც სწო­რედ კო­ტეს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გაჩ­ნდა... თუ იმ სამ შვილ­თან მას ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და (რამ­დე­ნა­დაც ვიცი, პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნა დღემ­დე ელო­დე­ბა მა­მას), ახალ­შო­ბილ­მა გო­გო­ნამ არ იცის, ვინ იყო მა­მა­მი­სი. ამი­ტომ, ვალ­დე­ბუ­ლე­ბი ვართ, ყვე­ლა­ზე მე­ტად ვიზ­რუ­ნოთ იმა­ზე, რომ შვი­ლებს კოტე შე­ვუ­ნარ­ჩუ­ნოთ ისე­თი, რო­გო­რიც რე­ა­ლუ­რად იყო, რათა ია­მა­ყონ, რომ ჰყავ­დათ ასე­თი მამა.

მე­რაბ ჭი­ქა­ძე, მსა­ხი­ო­ბი, კო­ტეს მე­გო­ბა­რი: -არა­სო­დეს მე­ყო­ფა უნა­რი, რომ კო­ტეს ყვე­ლა­ზე მთა­ვარ და და­დე­ბით თვი­სე­ბებ­ზე ვი­ლა­პა­რა­კო. მის უდი­დეს მნიშ­ვე­ლო­ბას, რო­გორც მე­გობ­რის, ადა­მი­ა­ნის მის სი­ცო­ცხლე­ში­ვე ვგრძნობ­დი. ჩემ­თვის ბევრ რა­ღა­ცა­ში მა­გა­ლი­თი იყო. კო­ტეს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ბევრ რა­მე­ზე დავ­ფიქ­რდი, ყვე­ლა სი­ტყვა მახ­სენ­დე­ბა, თუკი რა­მე­ზე უსა­უბ­რია... არ მახ­სოვს, რა­ი­მე პი­რად­ზე ელა­პა­რა­კა, ან რა­ი­მე ნე­გა­ტივ­ზე, ან უხა­სი­ა­თოდ ყო­ფი­ლი­ყო, სა­ხე­ზე მუდ­მი­ვად ღი­მი­ლი ჰქონ­და, სი­ცო­ცხლით სავ­სე იყო და სა­შინ­ლად შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. ად­რეც ვთქვი, რომ მის­მა პრო­ფე­სი­ის მი­მართ უდი­დეს­მა სიყ­ვა­რულ­მა გა­ნა­პი­რო­ბა და და­აჩ­ქა­რა მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბაც, რად­გა­ნაც ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მა ჰქონ­და და ამას­თან, უზო­მოდ იყო თე­ატრზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი.

იხი­ლეთ ვი­დეო: კოტე თო­ლორ­და­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე 2 დღით ადრე ჩა­წე­რი­ლი ბოლო გა­და­ცე­მა

გა­და­ღე­ბებ­ზე რუ­სეთ­ში იყო და შუ­ა­ლედ­ში იმის გამო ჩა­მოფ­რინ­და, რომ აქ სპექ­ტაკ­ლი ეთა­მა­შა. ამის გამო 2 დღე­ში 2-ჯერ მო­უ­წია ფრე­ნამ. მერე იქ -40 გრა­დუს ყინ­ვა­სა და სა­ო­ცარ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობ­და. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ 35 წლის ახალ­გაზ­რდა კაც­მა თავი პრო­ფე­სი­ას შეს­წი­რა. არა­და, სწო­რედ მა­შინ, როცა მის შე­მოქ­მე­დე­ბით ცხოვ­რე­ბა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი ეტა­პი უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, კულ­ტუ­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბით. სამ­წუ­ხა­როდ, სწო­რედ მა­შინ დას­რულ­და მისი ცხოვ­რე­ბა.

მეც მსა­ხი­ო­ბი ვარ, ერ­თად ვის­წავ­ლეთ და და­ვე­უფ­ლეთ ამ პრო­ფე­სი­ას, მაგ­რამ ვა­ღი­ა­რებ, რომ ასე­თი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, რო­გო­რიც კოტე იყო, მე ჩემს პრო­ფე­სი­ა­ზე არ ვყო­ფილ­ვარ, გან­სა­კუთ­რე­ბით თე­ატრზე... ჰოდა, ამ სიყ­ვა­რულ­ში მას გული გა­უს­კდა. ისიც იცით, რომ ბევ­რი პრობ­ლე­მა ჰქონ­და და უნ­დო­და, მსა­ხი­ო­ბის დაც­ვის გილ­დია, თუ ორ­გა­ნი­ზა­ცია ჩა­მო­ე­ყა­ლი­ბე­ბი­ნა, რაც ვერ მო­ას­წრო. ამი­ტომ, თავს ვალ­დე­ბუ­ლად მი­ვიჩ­ნევ, ეს იდეა მე გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლო. მსა­ხი­ო­ბო­ბა თავ­გან­წი­რუ­ლი პრო­ფე­სი­აა, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ყვე­ლა­ფერს სწი­რა­ვენ, მათ შო­რის ჯან­მრთე­ლო­ბა­საც, მაგ­რამ სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბა და პა­ტი­ვის­ცე­მა არ აქვთ, აქ აპ­ლო­დის­მე­ნე­ტებს არ ვგუ­ლის­ხმობ...

კო­ტეც მთე­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დარ­ბო­და: ახ­მო­ვა­ნებ­და, თე­ატ­რში იყო, სხვა არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია, ვერც გა­ა­კე­თებ­და, რად­გან ნი­ჭი­ერ­მა მსა­ხი­ობ­მა სხვა არა­ფე­რი იცო­და...

- რო­გორ არი­ან კო­ტეს ოჯა­ხის წევ­რე­ბი?

- კო­ტეს დედა მე­ო­რე­ჯერ მოხ­ვდა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მას ჯანმთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ისე­დაც ჰქონ­და, მაგ­რამ ამ სა­ში­ნელ­მა ფაქ­ტმა და­აჩ­ქა­რა ეს პრობ­ლე­მე­ბი. ამ შე­სა­ნიშ­ნავ­მა ქალ­ბა­ტონ­მა ერთი წლით ადრე ქმა­რი და­კარ­გა და მერე ერ­თა­დერ­თი შვი­ლი. არა­და, ისე­თი ოჯა­ხი იყო, სა­დაც ერ­თმა­ნე­თის რა­ღაც სხვა სიყ­ვა­რუ­ლი ჰქონ­დათ... ასე­თი­ვე ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და მე­უღ­ლეს­თან, - ოჯახ­ში იყო ემო­ცია, ჯან­სა­ღი კა­მა­თი პრო­ფე­სი­ა­ზე, ჯან­მრთე­ლო­ბის გაფრ­თხი­ლე­ბა­ზე, ხმა­უ­რი, აქ­ტი­უ­რო­ბა, მოძ­რა­ო­ბა... მათ დღეს კო­ტეს გა­რე­შე უჭირთ...

ვა­მა­ყობ, რომ კოტე თო­ლორ­და­ვას მე­გო­ბა­რი ვარ და მათ ოჯახ­ში ერთ ჩვე­უ­ლებ­რივ, თავ­მდაბ­ლურ, რი­გით წევ­რად ვით­ვლე­ბი. რაც მან ვერ გა­ა­კე­თა, ალ­ბათ მო­მე­ცე­მა სა­შუ­ა­ლე­ბა, კო­ტეს მე­გობ­რებ­თან, შე­სა­ნიშ­ნავ ჯგუფ­თან, კლა­სე­ლებ­თან, ახ­ლობ­ლებ­თან, ბავ­შვო­ბის მე­გობ­რებ­თან გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლო. ბედ­ნი­ე­რია ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვი­საც მას­თან ერთი წა­მი­თაც კი ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა. კო­ტეს დე­დას კარ­გად ყოფ­ნას ვუ­სურ­ვებ, მის მე­უღ­ლე­სა და შვი­ლებს კი სა­უ­კე­თე­სო მო­მა­ვალს. დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას: ჟურ­ნა­ლისტს, მე­ზო­ბელს, მუ­შას, დამ­ლა­გე­ბელს, პრო­ფე­სორს, მეც­ნი­ერს, პო­ლი­ტი­კოსს, ბიზ­ნეს­მენს, ვინც ეს არ­ტის­ტი კაცი და­ა­ფა­სა, ახ­სოვს და ემახ­სოვ­რე­ბა. კოტე თო­ლორ­და­ვას და­ვი­წყე­ბის შან­სი არ არ­სე­ბობს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ ხალ­ხი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის თა­ნად­გო­მით, მის ოჯახ­თან არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი გა­დავ­ლა­ხეთ. პრობ­ლე­მა მთლი­ა­ნად მო­იხ­სნა. კი­დევ ერთხელ მად­ლო­ბა ყვე­ლას! იხი­ლეთ ვი­დეო: წი­თე­ლი ვარ­დი კოტე თო­ლორ­და­ვას საფ­ლავ­ზე მე­უღ­ლის­გან - მსა­ხი­ო­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 1 წელი გა­ვი­და

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

One year without famous Georgian actor Kote Tolordava

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

"...მას ამ სიყვარულში გაუსკდა გული" - კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა

"...მას ამ სიყვარულში გაუსკდა გული" - კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა

დღეს, 11 აპრილს კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. მსახიობი გასულ წელს მოსკოვში, ფილმის გადაღებებზე იმყოფებოდა, სადაც სასტუმროს ნომერში იპოვეს გარდაცვლილი. სამედიცინო დასკვნის თანახმად, 35 წლის მსახიობი გულის შეტევით გარდაიცვალა.

ადამიანებს, ვინც კოტეს იცნობდა, უჭირთ იმასთან შეგუება, რომ ის მათ გვერდით აღარ არის... როგორი იყო კოტეს გარეშე განვლილი ერთი წელიწადი, ამაზე AMBEBI.GE-სთან მსახიობის მეგობრები საუბრობენ.

დიმიტრი ხვთისიაშვილი, მოზარდმაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი, კოტე თოლორდავას პედაგოგი: - მთელი უბედურება და სიმძიმე საკითხის ის არის, რომ ამ ქვეყნიდან ახალგაზრდა ნიჭიერი მსახიობი წავიდა, თორემ კარგად მოგეხსენებათ, ბევრი მნიშვნელოვანი მსახიობი წასულა ამ ქვეყნიდან, თეატრიდანაც და თეატრს მუშაობა არ შეუწყვეტია. მაგრამ როდესაც ადამიანი მიდის, მიდის თავისი ფერით, სიღრმით, ნიჭიერებით, უშუალოდ, მისთვის განკუთვნილი ადგილით, რომლის ამოვსება ძალიან ძნელია, მაქვს იმის იმედი, რომ მოვლენ ნიჭიერები, მეტად ნიჭიერებიც, მაგრამ კოტეს თავისი განუმეორებელი ადგილი ჰქონდა, ის ვერ შეივსო და ვერც შეივსება. სწორედ ამით არის გამორჩეული ნიჭისა და ხიბლის მქონე ადამიანი, რომელიც ამ სამყაროს ტოვებს.

- ასე ტრაგიკულად თქვენი თეატრიდან მგონი, არავინ წასულა...

- დიახ, ასეთი ტრაგედია მოზარდმაყურებელთა თეატრის 90-წლანი ისტორიის მანძილზე მეორე არც მახსენდება. როდესაც ახალგაზრდა არტისტმა დატოვა ცხოვრება, რაც საერთო სურათს კიდევ უფრო ამძიმებს. ამას ემატება ისიც, რომ მისი პედაგოგი ვიყავი, რაც ჩემი პირადი, ცალკე სიმძიმეა... იმ მომენტში, როდესაც ეს უბედურება მოხდა, კოტესთან მუშაობა მონოსპექტაკლზე მქონდა დაწყებული, ასევე ნიჭიერი ადამიანის, თამაზ ბაძაღუას პიესაზე (ისიც ამ ქვეყნიდან უდროოდ წავიდა). კოტე ამ სამუშაოთი ატაცებული იყო. სულ მეუბნებოდა, მითანხმებდა, იმ გადაღებებს რომ მოვრჩები (იცით, რომ ის მოსკოვში ფილმის გადაღებაზე ყოფნისას დაიღუპა), მერე სპექტაკლს ჩავუჯდეთ, სათამაშო პიესა არ არისო. კმაყოფილი იყო, რომ ამ სირთულის და სიმძიმის სამუშაო მიიღო, რომელიც ჩვენთან, ექსპეტიმენტულ სივრცეში უნდა დადგმულიყო...

იხილეთ ვიდეო: ეძღვნება კოტე თოლორდავას ხსოვნას - ემოციური კლიპი, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ

- როგორც ვიცი, ცოტა ხნის წინ, თქვენ ეს სპექტაკლი მაინც დადგით და ის კოტე თოლორდვას ხსოვნას მიუძღვენით.

- მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გამიჭირდა ამ წარმოდგენაზე მუშაობა, მისი გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე ეს სპექტაკლი უკვე სხვა მსახიობთან ერთად გავაკეთე. ნიკა ფაიქრიძე, გარდა მისი თვისებებისა, იმ თვალსაზრისითაც გამოვარჩიე, რომ თეატრში ახალმოსულს, კოტე პირველივე სპექტაკლში - "რომეო და ჯულიეტა" შეხვდა. მათ შორის სრულიად განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ამის გამო ნიკუშას ამ წარმოდგენაზე მუშაობა მეტ პასუხისმგებლობას ანიჭებდა. 11 აპრილს კოტეს გარდაცვალების დღეს, გარდა იმისა, რომ თეატრი, ოჯახის წევრებთან ერთად საფლავზე გავალთ, მოვიგონებთ, ექსპერიმენტულ სივრცეში ვითამაშებთ ამ სპექტაკლს "ღამე და თუთიყუში". მოკლედ, კიდევ ერთხელ შევიკრიბებით და კიდევ ერთხელ დავფიქრებით იმ დიდ ტრაგედიაზე, რაც შარშან, 11 აპრილს მოხდა.

ყველფერი, რაც კოტეს გარდაცვალების შემდეგ კეთდება, მას ვერ გააცოცხლებს, მაგრამ მას ეზრდება შვილები და მეოთხე შვილი, რომელიც სწორედ კოტეს გარდაცვალების შემდეგ გაჩნდა... თუ იმ სამ შვილთან მას ურთიერთობა ჰქონდა (რამდენადაც ვიცი, პატარა ბიჭუნა დღემდე ელოდება მამას), ახალშობილმა გოგონამ არ იცის, ვინ იყო მამამისი. ამიტომ, ვალდებულები ვართ, ყველაზე მეტად ვიზრუნოთ იმაზე, რომ შვილებს კოტე შევუნარჩუნოთ ისეთი, როგორიც რეალურად იყო, რათა იამაყონ, რომ ჰყავდათ ასეთი მამა.

მერაბ ჭიქაძე, მსახიობი, კოტეს მეგობარი: -არასოდეს მეყოფა უნარი, რომ კოტეს ყველაზე მთავარ და დადებით თვისებებზე ვილაპარაკო. მის უდიდეს მნიშველობას, როგორც მეგობრის, ადამიანის მის სიცოცხლეშივე ვგრძნობდი. ჩემთვის ბევრ რაღაცაში მაგალითი იყო. კოტეს გარდაცვალების შემდეგ ბევრ რამეზე დავფიქრდი, ყველა სიტყვა მახსენდება, თუკი რამეზე უსაუბრია... არ მახსოვს, რაიმე პირადზე ელაპარაკა, ან რაიმე ნეგატივზე, ან უხასიათოდ ყოფილიყო, სახეზე მუდმივად ღიმილი ჰქონდა, სიცოცხლით სავსე იყო და საშინლად შეყვარებული. ადრეც ვთქვი, რომ მისმა პროფესიის მიმართ უდიდესმა სიყვარულმა განაპირობა და დააჩქარა მისი გარდაცვალებაც, რადგანაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდა და ამასთან, უზომოდ იყო თეატრზე შეყვარებული.

იხილეთ ვიდეო: კოტე თოლორდავას გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე ჩაწერილი ბოლო გადაცემა

გადაღებებზე რუსეთში იყო და შუალედში იმის გამო ჩამოფრინდა, რომ აქ სპექტაკლი ეთამაშა. ამის გამო 2 დღეში 2-ჯერ მოუწია ფრენამ. მერე იქ -40 გრადუს ყინვასა და საოცარ რეჟიმში მუშაობდა. შემიძლია ვთქვა, რომ 35 წლის ახალგაზრდა კაცმა თავი პროფესიას შესწირა. არადა, სწორედ მაშინ, როცა მის შემოქმედებით ცხოვრებაში სერიოზული ეტაპი უნდა დაწყებულიყო არა მხოლოდ საქართველოში, კულტურული თვალსაზრისით, საერთაშორისო მასშტაბით. სამწუხაროდ, სწორედ მაშინ დასრულდა მისი ცხოვრება.

მეც მსახიობი ვარ, ერთად ვისწავლეთ და დავეუფლეთ ამ პროფესიას, მაგრამ ვაღიარებ, რომ ასეთი შეყვარებული, როგორიც კოტე იყო, მე ჩემს პროფესიაზე არ ვყოფილვარ, განსაკუთრებით თეატრზე... ჰოდა, ამ სიყვარულში მას გული გაუსკდა. ისიც იცით, რომ ბევრი პრობლემა ჰქონდა და უნდოდა, მსახიობის დაცვის გილდია, თუ ორგანიზაცია ჩამოეყალიბებინა, რაც ვერ მოასწრო. ამიტომ, თავს ვალდებულად მივიჩნევ, ეს იდეა მე განვახორციელო. მსახიობობა თავგანწირული პროფესიაა, ეს ადამიანები ყველაფერს სწირავენ, მათ შორის ჯანმრთელობასაც, მაგრამ სათანადო ყურადღება და პატივისცემა არ აქვთ, აქ აპლოდისმენეტებს არ ვგულისხმობ...

კოტეც მთელი დღეების განმავლობაში დარბოდა: ახმოვანებდა, თეატრში იყო, სხვა არაფერი გაუკეთებია, ვერც გააკეთებდა, რადგან ნიჭიერმა მსახიობმა სხვა არაფერი იცოდა...

- როგორ არიან კოტეს ოჯახის წევრები?

- კოტეს დედა მეორეჯერ მოხვდა საავადმყოფოში, მას ჯანმთელობის პრობლემები ისედაც ჰქონდა, მაგრამ ამ საშინელმა ფაქტმა დააჩქარა ეს პრობლემები. ამ შესანიშნავმა ქალბატონმა ერთი წლით ადრე ქმარი დაკარგა და მერე ერთადერთი შვილი. არადა, ისეთი ოჯახი იყო, სადაც ერთმანეთის რაღაც სხვა სიყვარული ჰქონდათ... ასეთივე ურთიერთობა ჰქონდა მეუღლესთან, - ოჯახში იყო ემოცია, ჯანსაღი კამათი პროფესიაზე, ჯანმრთელობის გაფრთხილებაზე, ხმაური, აქტიურობა, მოძრაობა... მათ დღეს კოტეს გარეშე უჭირთ...

ვამაყობ, რომ კოტე თოლორდავას მეგობარი ვარ და მათ ოჯახში ერთ ჩვეულებრივ, თავმდაბლურ, რიგით წევრად ვითვლები. რაც მან ვერ გააკეთა, ალბათ მომეცემა საშუალება, კოტეს მეგობრებთან, შესანიშნავ ჯგუფთან, კლასელებთან, ახლობლებთან, ბავშვობის მეგობრებთან განვახორციელო. ბედნიერია ყველა ის ადამიანი, ვისაც მასთან ერთი წამითაც კი ჰქონდა ურთიერთობა. კოტეს დედას კარგად ყოფნას ვუსურვებ, მის მეუღლესა და შვილებს კი საუკეთესო მომავალს. დიდი მადლობა ყველას: ჟურნალისტს, მეზობელს, მუშას, დამლაგებელს, პროფესორს, მეცნიერს, პოლიტიკოსს, ბიზნესმენს, ვინც ეს არტისტი კაცი დააფასა, ახსოვს და ემახსოვრება. კოტე თოლორდავას დავიწყების შანსი არ არსებობს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხალხისა და საზოგადოების თანადგომით, მის ოჯახთან არსებული პრობლემები გადავლახეთ. პრობლემა მთლიანად მოიხსნა. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას!  იხილეთ ვიდეო: წითელი ვარდი კოტე თოლორდავას საფლავზე მეუღლისგან - მსახიობის გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

One year without famous Georgian actor Kote Tolordava

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია