Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ხდება ადამიანი ლუდომანიის მსხვერპლი და როგორ შეიძლება აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებისგან განკურნება
რატომ ხდება ადამიანი ლუდომანიის მსხვერპლი და როგორ შეიძლება აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებისგან განკურნება

ლუ­დო­მა­ნია (აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა) 21-ე სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთი სა­ში­ნე­ლი სე­ნია, რომ­ლის მსხვერ­პლიც ჩვენს გარ­შე­მო ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გამ­ხდა­რა. რამ­დე­ნი ოჯა­ხი და­ან­გრია აზარ­ტულ თა­მაშ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ, რამ­დენ ადა­მი­ანს უბიძ­გა და­ნა­შა­უ­ლის­კენ, რამ­დენ­მა ჩვენ­მა თა­ნა­მო­ქა­ლა­ქემ ვე­ღარ შეძ­ლო "თა­მა­შის მძევ­ლო­ბას­თან" გამ­კვლა­ვე­ბა და სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა - ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კა არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კა მარ­თლაც კა­ტას­ტრო­ფუ­ლია - ლა­მის ყო­ვე­ლი მე­ო­რე თვით­მკვლე­ლო­ბა, სწო­რედ აზარ­ტულ თა­მაშ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბა, დან­გრე­ულ და მო­თა­მა­შის მიერ გა­ღა­ტა­კე­ბულ ოჯა­ხებს კი ვინ მოთ­ვლის...

რა­ტომ ხდე­ბა ადა­მი­ა­ნი ლუ­დო­მა­ნი­ის მსხვერ­პლი და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამ სე­ნი­სა­გან გან­კურ­ნე­ბა - ამ სა­კი­თხზე სა­სა­უბ­როდ AMBEBI.GE ფსი­ქო­ლოგ და­ვით ან­დღუ­ლა­ძეს და­უ­კავ­შირ­და:

- ის, რომ ადა­მი­ანს მსხვერ­პლად ყოფ­ნის მზა­ო­ბა აქვს, ამის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს არა­საკ­მა­რი­სი მი­ზან­სწრა­ფუ­ლო­ბა, პი­როვ­ნე­ბის არა­რე­ა­ლი­ზე­ბა და სხვა. მაგ­რამ რა­ღაც კონ­კრე­ტულ მო­მენ­ტში, თუ მე გა­და­ვეყ­რე­ბი სა­თა­მა­შო აპა­რატს ან სა­მო­რი­ნეს, იქ უკვე გა­იკ­ვა­ლე­ბა ბი­ლი­კი და რაც შემ­თხვე­ვი­თო­ბის ამ­ბა­ვი შე­იძ­ლე­ბა იყოს, ანუ მე ამას გა­ვუ­სინ­ჯე გემო, გა­იკ­ვა­ლა ის ბი­ლი­კი და მერე უკვე თან­და­თან ვეფ­ლო­ბი ლუ­დო­მა­ნი­ის ჭა­ობ­ში.

- ლუ­დო­მა­ნი­ის მსხვერ­პლთა უმე­ტე­სო­ბას თავ­და­პირ­ვე­ლად აქვს წარ­მა­ტე­ბა ანუ იგე­ბენ, ესეც ხომ არ გა­ნა­პი­რო­ბებს ამ ჭა­ობ­ში ჩა­ძირ­ვას?

- უმ­თავ­რე­სი მიმ­ჯაჭ­ვე­ლი ფაქ­ტო­რი ისაა, რომ ადა­მი­ანს უნდა წარ­მა­ტე­ბის გან­ცდა. რო­დე­საც და­უს­რუ­ლე­ბელ ბავ­შვო­ბა­ზე ვლა­პა­რა­კობთ ("ბავ­შვო­ბის" ცუდი გა­გე­ბით) ამ დროს ადა­მი­ანს უნდა, რომ იო­ლად მი­აღ­წი­ოს წარ­მა­ტე­ბას. ბავ­შვო­ბა­ში როცა ზღაპ­რებს გვი­კი­თხა­ვენ, გე­ვუბ­ნე­ბი­ან, რომ არ­სე­ბობს ჯა­დოს­ნუ­რი ჯოხი, ნატ­ვრის თვა­ლი, ოქ­როს თევ­ზი და სხვა. გარ­და ამი­სა, როცა ვარ ბავ­შვი, რა­ღა­ცას ავი­ჩე­მებ და ყვე­ლა ცდი­ლობს ამის­რუ­ლოს.

გა­მო­დის, რომ ცხოვ­რე­ბა რა­ღა­ცას მჩუქ­ნის და როცა ჩვენ ვერ გა­მოვ­დი­ვართ ამ "ბავ­შვო­ბი­დან", ვერ ვი­სიგ­რძე­გა­ნებთ, რომ ჩვე­ნით უნდა გა­დავ­დგათ ნა­ბი­ჯი წარ­მა­ტე­ბის­კე­ნაც, ჩე­მით, წვა­ლე­ბით უნდა მი­ვაღ­წიო რა­ღა­ცას და სხვა, გვე­ნატ­რე­ბა ბავ­შვო­ბა, პე­რი­ო­დი, როცა ფაქ­ტობ­რი­ვად უზ­რუნ­ვე­ლად ვაღ­წევ­დით ყვე­ლა­ფერს და ამ დროს მი­მარ­თა­ვენ წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის იოლ გზას, სა­ბო­ლო­ოდ კი მი­დი­ან ძა­ლი­ან დიდ პრობ­ლე­მამ­დე, ეფ­ლო­ბი­ან ლუ­დო­მა­ნი­ის სენ­ში და რა­ო­დენ სამ­წუ­ხა­როც არ უნდა იყოს, ხში­რად თვით­მკვლე­ლო­ბი­თაც ას­რუ­ლე­ბენ სი­ცო­ცხლეს.

იხი­ლეთ ვი­დეო: "ვიკ­ლავ თავს, რომ და­ვიც­ვა ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი" - რა წე­რი­ლი და­ტო­ვა ქარ­თველ­მა ახალ­გაზ­რდამ თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე

- რამ­დე­ნად სწო­რია, რო­დე­საც ლუ­დო­მა­ნი­ით და­ა­ვა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ფი­ნან­სუ­რად ეხ­მა­რე­ბი­ან ახ­ლობ­ლე­ბი?

- როცა ადა­მი­ა­ნი ვა­ლებ­ში ვარ­დე­ბა, მშო­ბე­ლი, ძმა, მე­გო­ბა­რი ამ­ბობს, ვის არ შეშ­ლია და ეხ­მა­რე­ბი­ან. როცა ასე­თი ადა­მი­ა­ნი მხარ­და­ჭე­რას გრძნობს, წურ­ბე­ლა­სა­ვით ის­რუ­ტავს სის­ხლს, მაგ­რამ როცა უკვე აღა­რა­ფე­რია და რე­ა­ლუ­რად ვე­ჯა­ხე­ბით პრობ­ლე­მებს, უკვე ვვარ­დე­ბით სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბა­ში და ძა­ლი­ან ძნე­ლია, რომ ასეთ დროს ახ­ლო­ბელ­მა ჩვენს ტან­ჯვას უყუ­როს და ისევ გვეხ­მა­რე­ბი­ან. არა­და სა­ნამ ფულს ვაძ­ლევთ, იგი­ვე მან­კი­ე­რე­ბი­სა­კენ ვუ­ბიძ­გებთ. უხე­შად რომ ვთქვათ, ხში­რად მშობ­ლე­ბი დათ­ვურ სამ­სა­ხურს უწე­ვენ შვი­ლებს.

მხო­ლოდ სპე­ცი­ა­ლისტს შე­უძ­ლია გან­სა­ზღვროს, რო­დის ჭირ­დე­ბა ასეთ ადა­მი­ანს დახ­მა­რე­ბა და მა­ში­ნაც სა­ჭი­როა დო­ზი­რე­ბუ­ლად მოხ­დეს დახ­მა­რე­ბა. ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მო­ვა­ხერ­ხოთ ლუ­დო­მა­ნი­ის მსხვერ­პლის რე­ა­ლო­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბა, თუ ამას მცი­რე-მცი­რე დო­ზე­ბით ვერ მო­ვა­ხერ­ხებთ, სა­ჭი­როა შე­მო­ლა­წუ­ნე­ბაც, რო­მე­ლიც არაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი­სა­გან მოხ­დეს, შე­იძ­ლე­ბა ცხოვ­რე­ბამ, გარე ფაქ­ტო­რებ­მა მო­ახ­დი­ნოს ადა­მი­ან­ზე შე­მო­ლა­წუ­ნე­ბის ეფექ­ტი. ეს ეხე­ბა ნე­ბის­მი­ერ მა­ნი­ას, რო­მე­ლის­გა­ნაც თა­ვის დაღ­წე­ვას მა­შინ ვცდი­ლობთ, რო­დე­საც პრობ­ლე­მა გვექ­მნე­ბა, თო­რემ თუ პრობ­ლე­მას არ გვიქ­მნის თუნ­დაც თა­მა­ში, ბუ­ნებ­რი­ვია მის­გან თა­ვის დაღ­წე­ვას არ ვცდი­ლობთ.

ამას პრობ­ლე­მის შექ­მნამ­დე უბე­დუ­რე­ბად არ აღ­ვიქ­ვამთ, არა­და ცალ­სა­ხად უბე­დუ­რე­ბაა, უბე­დუ­რე­ბა, რო­მე­ლიც ჩემს თავს ტრი­ა­ლებს, მაგ­რამ იმ­დე­ნად მიჩ­ვე­უ­ლი ვარ, რომ ვაგ­რძე­ლებ, ვიდ­რე ვინ­მე ან რამე არ შე­მო­მი­ლა­წუ­ნებს.

- ლუ­დო­მა­ნე­ბის­გან გაგ­ვი­გია - ახ­ლობ­ლის საფ­ლავ­ზე და­ვი­ფი­ცე, რომ აღარ ვი­თა­მა­შებ, ჩემს საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს შევ­პირ­დი, რომ აღარ ვი­თა­მა­შებ. თუმ­ცა ეს ადა­მი­ა­ნე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ თა­მაშს. რა არის ეს - უნე­ბის­ყო­ფო­ბა, ადა­მი­ა­ნის სი­სუს­ტე?

- ეს ცალ­სა­ხად სი­სუს­ტეა, რაც არაა არც და­ნა­შა­უ­ლი და არც და­მამ­ცი­რე­ბე­ლი. უბ­რა­ლოდ, ესაა რე­ა­ლო­ბა, მაგ­რამ თუკი მე მინ­და და მირ­ჩევ­ნია, რომ ვიყო უფრო ძლი­ე­რი, არ­სე­ბობს გაძ­ლი­ე­რე­ბის გზე­ბი, რო­მელ­საც სჭირ­დე­ბა სწო­რად და­გეგ­მვა, რათა მოხ­დეს ამ სი­სუს­ტე­ე­ბის დაძ­ლე­ვა. ძა­ლი­ან რომ მო­ვინ­დო­მებ და ვიბ­რძვი, ჩემ­ში ძლი­ერ­დე­ბა ბრძო­ლა, მაგ­რამ როცა ფარ-ხმალს დავ­ყრი, აღარც და­ფი­ცე­ბა მახ­სოვს და აღარც ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი, დავ­ბრუნ­დე­ბი ისევ იქ, სა­ი­და­ნაც ამოს­ვლას ვცდი­ლობ­დი.

- თუ არ­სე­ბობს რა­ი­მე რე­ცეპ­ტი ლუ­დო­მა­ნი­ი­სა­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად?

- გა­აჩ­ნია ადა­მი­ანს რა პრო­ბე­ლე­მე­ბი აქვს და ამის მი­ხედ­ვით უნდა მოხ­დეს ინ­დი­ვიდ­თან მუ­შა­ო­ბა და მის­თვის შე­ირ­ჩეს დახ­მა­რე­ბის ფორ­მე­ბი. იქ­ნე­ბა ეს პი­როვ­ნუ­ლი მხარ­და­ჭე­რა, თუ ისე­თი საქ­მი­ა­ნო­ბით და­კა­ვე­ბა, რომ თა­მა­ში­სათ­ვის დრო აღარ დარ­ჩეს. ჩვენ ვერ მოვ­თხოვთ ყვე­ლა ადა­მი­ანს, რომ იყოს სრულ­ყო­ფი­ლი, მაგ­რამ მშვი­დად რომ იცხოვ­როს, ამის­თვის შე­საძ­ლოა და­ი­გეგ­მოს სხვადსხვა სა­ხის აქ­ტი­ვო­ბე­ბი. არ­სე­ბობს ფარ­მა­კო თე­რა­პი­აც, რო­მე­ლიც ცალ­კე არა­ნა­ირ შე­დეგს არ გვაძ­ლევს, მაგ­რამ კომ­ბი­ნა­ცი­ა­ში ფსი­ქო­თე­რა­პი­ას­თან აქვს საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი შე­დე­გე­ბი. აქ არის სა­უ­ბა­რი ან­ტი­დეპ­რე­სან­ტე­ბის გარ­კვე­ულ წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე, თუმ­ცა მა­ნამ­დე აუ­ცი­ლე­ბე­ლია ადა­მი­ან­თან გარ­კვე­უ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, რათა მისი პი­როვ­ნე­ბის გაც­ნო­ბა მოხ­დეს.

იხი­ლეთ ვი­დეო: წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რამ, რაც ონ­ლა­ინ­მო­თა­მა­შემ 50 ლა­რის სა­სეს­ხებ­ლად გა­ა­კე­თა

- ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ლუ­დო­მა­ნი­ით დავა­დე­ბულ­თა მი­მართ ე.წ. გა­მო­კეტვის მე­თოდს მი­მარ­თავს, როცა ადა­მი­ანს ამ­ყო­ფე­ბენ ისეთ გა­რე­მო­ში, სა­დაც მას არ უწევს შე­ხე­ბა თა­მაშ­თან. რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რია ეს მე­თო­დი?

- თუკი ეს მე­თო­დი ბო­ლომ­დე იქ­ნე­ბა მიყ­ვა­ნი­ლი, ვერ ვი­ტყვი რომ ესაა გან­წი­რუ­ლი და უაზ­რო მე­თო­დი. ასეთ დროს უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია მი­უწ­ვდომ­ლო­ბა და ამ დროს ადა­მი­ა­ნი უნდა თუ არა, რა­ღაც დო­ზით წყდე­ბა იმას, რა­ზეც არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. როცა ადა­მი­ა­ნი ხვდე­ბა სა­პა­ტიმ­რო­ში, მას ეზღუ­დე­ბა წვდო­მა ნარ­კო­ტი­კებ­თან. ის ვარ­დე­ბა ძა­ლი­ან ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ თა­ვი­სუფ­ლდე­ბა ე.წ. "ლომ­კის­გან", მაგ­რამ რჩე­ბა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა იყოს სი­ტუ­ა­ცი­უ­რი ანუ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ, ძველ სა­მე­გობ­რო­ში ან ძველ გა­რე­მო­ში თუ მოხ­ვდე­ბა და იქ­ნე­ბა ნარ­კო­ტი­კის სა­შუ­ა­ლე­ბა, შე­საძ­ლოა, ადა­მი­ან­მა ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ლტოლ­ვა იგ­რძნოს და პრაქ­ტი­კუ­ლად იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დეს ამ უბე­დუ­რე­ბას და­უბ­რუნ­დეს. მარ­ტო გა­მო­კეტ­ვა სწო­რედ ამი­ტომ არ არის საკ­მა­რი­სი, პი­როვ­ნე­ბის ცვლი­ლე­ბა უნდა მოხ­დეს, რაც შე­საძ­ლე­ბე­ლია სწო­რად წარ­მარ­თუ­ლი ფსი­ქო­თე­რა­პი­ის ფონ­ზე.

- რა გავ­ლე­ნას ახ­დენს მე­დია, რეკ­ლა­მა ლუ­დო­მა­ნე­ბის ფსი­ქი­კა­ზე?

- მე­დი­ის გავ­ლე­ნა არის უდი­დე­სი, თუნ­დაც ელე­მენ­ტა­რუ­ლად რომ და­ვუკ­ვირ­დეთ, ამ­ხე­ლა ფულს რაც რეკ­ლა­მას სჭირ­დე­ბა, რა­ტომ გა­დაყ­რის ბიზ­ნეს­მე­ნი, თუ მას მო­გე­ბა არ მო­აქვს. მა­შინ, როცა ყვე­ლამ ვი­ცით, რომ ეს თა­მა­შე­ბი ცალ­სა­ხად ზი­ა­ნის მომ­ტა­ნია, მი­ნი­მუმ რაც უნდა გა­ვა­კე­თოთ, ესაა რეკ­ლა­მის აკ­რძალ­ვა, ეს ეხე­ბა ყო­ველ­გვარ რეკ­ლა­მას. ეს არაა მომ­სა­ხუ­რე­ბის ის ფორ­მა, რო­მელ­საც რა­ი­მე სარ­გებ­ლის მო­ტა­ნა შე­უძ­ლია ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის.

- მე­დია ჰოლ­დინ­გმა "პა­ლიტ­რამ", მის მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბულ ყვე­ლა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა­ში უარი თქვა ონ­ლა­ინ ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რე­ბის რეკ­ლა­მა­ზე...

- ესაა ცალ­სა­ხად მი­სა­ბა­ძი და სა­ნი­მუ­შო ფაქ­ტი. ეს არის მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პო­ზი­ცი­ის უმაღ­ლე­სი გა­მოვ­ლი­ნე­ბა, რო­დე­საც ამ­ხე­ლა ჰოლ­დინ­გი უარს ამ­ბობს ამ პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე და უარს ამ­ბობს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, საკ­მა­ოდ დიდ ფი­ნან­სურ მო­გე­ბა­ზე, არის სა­მა­გა­ლი­თო ამ­ბა­ვი. იმე­დია სხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბიც მი­ბა­ძა­ვენ "პა­ლიტ­რას".

ლადო გო­გო­ლა­ძე, AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

რატომ ხდება ადამიანი ლუდომანიის მსხვერპლი და როგორ შეიძლება აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებისგან განკურნება

რატომ ხდება ადამიანი ლუდომანიის მსხვერპლი და როგორ შეიძლება აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებისგან განკურნება

ლუდომანია (აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება) 21-ე საუკუნის ერთ-ერთი საშინელი სენია, რომლის მსხვერპლიც ჩვენს გარშემო ბევრი ადამიანი გამხდარა. რამდენი ოჯახი დაანგრია აზარტულ თამაშზე დამოკიდებულებამ, რამდენ ადამიანს უბიძგა დანაშაულისკენ, რამდენმა ჩვენმა თანამოქალაქემ ვეღარ შეძლო "თამაშის მძევლობასთან" გამკვლავება და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ არაოფიციალური სტატისტიკა მართლაც კატასტროფულია - ლამის ყოველი მეორე თვითმკვლელობა, სწორედ აზარტულ თამაშზე დამოკიდებულებას უკავშირდება, დანგრეულ და მოთამაშის მიერ გაღატაკებულ ოჯახებს კი ვინ მოთვლის...

რატომ ხდება ადამიანი ლუდომანიის მსხვერპლი და როგორ შეიძლება ამ სენისაგან განკურნება - ამ საკითხზე სასაუბროდ AMBEBI.GE ფსიქოლოგ დავით ანდღულაძეს დაუკავშირდა:

- ის, რომ ადამიანს მსხვერპლად ყოფნის მზაობა აქვს, ამის მიზეზი შეიძლება იყოს არასაკმარისი მიზანსწრაფულობა, პიროვნების არარეალიზება და სხვა. მაგრამ რაღაც კონკრეტულ მომენტში, თუ მე გადავეყრები სათამაშო აპარატს ან სამორინეს, იქ უკვე გაიკვალება ბილიკი და რაც შემთხვევითობის ამბავი შეიძლება იყოს, ანუ მე ამას გავუსინჯე გემო, გაიკვალა ის ბილიკი და მერე უკვე თანდათან ვეფლობი ლუდომანიის ჭაობში.

- ლუდომანიის მსხვერპლთა უმეტესობას თავდაპირველად აქვს წარმატება ანუ იგებენ, ესეც ხომ არ განაპირობებს ამ ჭაობში ჩაძირვას?

- უმთავრესი მიმჯაჭველი ფაქტორი ისაა, რომ ადამიანს უნდა წარმატების განცდა. როდესაც დაუსრულებელ ბავშვობაზე ვლაპარაკობთ ("ბავშვობის" ცუდი გაგებით) ამ დროს ადამიანს უნდა, რომ იოლად მიაღწიოს წარმატებას. ბავშვობაში როცა ზღაპრებს გვიკითხავენ, გევუბნებიან, რომ არსებობს ჯადოსნური ჯოხი, ნატვრის თვალი, ოქროს თევზი და სხვა. გარდა ამისა, როცა ვარ ბავშვი, რაღაცას ავიჩემებ და ყველა ცდილობს ამისრულოს.

გამოდის, რომ ცხოვრება რაღაცას მჩუქნის და როცა ჩვენ ვერ გამოვდივართ ამ "ბავშვობიდან", ვერ ვისიგრძეგანებთ, რომ ჩვენით უნდა გადავდგათ ნაბიჯი წარმატებისკენაც, ჩემით, წვალებით უნდა მივაღწიო რაღაცას და სხვა, გვენატრება ბავშვობა, პერიოდი, როცა ფაქტობრივად უზრუნველად ვაღწევდით ყველაფერს და ამ დროს მიმართავენ წარმატების მიღწევის იოლ გზას, საბოლოოდ კი მიდიან ძალიან დიდ პრობლემამდე, ეფლობიან ლუდომანიის სენში და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ხშირად თვითმკვლელობითაც ასრულებენ სიცოცხლეს.

იხილეთ ვიდეო: "ვიკლავ თავს, რომ დავიცვა ჩვენი მოქალაქეები" - რა წერილი დატოვა ქართველმა ახალგაზრდამ თვითმკვლელობამდე

- რამდენად სწორია, როდესაც ლუდომანიით დაავადებულ ადამიანებს ფინანსურად ეხმარებიან ახლობლები?

- როცა ადამიანი ვალებში ვარდება, მშობელი, ძმა, მეგობარი ამბობს, ვის არ შეშლია და ეხმარებიან. როცა ასეთი ადამიანი მხარდაჭერას გრძნობს, წურბელასავით ისრუტავს სისხლს, მაგრამ როცა უკვე აღარაფერია და რეალურად ვეჯახებით პრობლემებს, უკვე ვვარდებით სასოწარკვეთილებაში და ძალიან ძნელია, რომ ასეთ დროს ახლობელმა ჩვენს ტანჯვას უყუროს და ისევ გვეხმარებიან. არადა სანამ ფულს ვაძლევთ, იგივე მანკიერებისაკენ ვუბიძგებთ. უხეშად რომ ვთქვათ, ხშირად მშობლები დათვურ სამსახურს უწევენ შვილებს.

მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია განსაზღვროს, როდის ჭირდება ასეთ ადამიანს დახმარება და მაშინაც საჭიროა დოზირებულად მოხდეს დახმარება. ჩვენ აუცილებლად უნდა მოვახერხოთ ლუდომანიის მსხვერპლის რეალობაში დაბრუნება, თუ ამას მცირე-მცირე დოზებით ვერ მოვახერხებთ, საჭიროა შემოლაწუნებაც, რომელიც არაა აუცილებელი ადამიანისაგან მოხდეს, შეიძლება ცხოვრებამ, გარე ფაქტორებმა მოახდინოს ადამიანზე შემოლაწუნების ეფექტი. ეს ეხება ნებისმიერ მანიას, რომელისგანაც თავის დაღწევას მაშინ ვცდილობთ, როდესაც პრობლემა გვექმნება, თორემ თუ პრობლემას არ გვიქმნის თუნდაც თამაში, ბუნებრივია მისგან თავის დაღწევას არ ვცდილობთ.

ამას პრობლემის შექმნამდე უბედურებად არ აღვიქვამთ, არადა ცალსახად უბედურებაა, უბედურება, რომელიც ჩემს თავს ტრიალებს, მაგრამ იმდენად მიჩვეული ვარ, რომ ვაგრძელებ, ვიდრე ვინმე ან რამე არ შემომილაწუნებს.

- ლუდომანებისგან გაგვიგია - ახლობლის საფლავზე დავიფიცე, რომ აღარ ვითამაშებ, ჩემს საყვარელ ადამიანს შევპირდი, რომ აღარ ვითამაშებ. თუმცა ეს ადამიანები აგრძელებენ თამაშს. რა არის ეს - უნებისყოფობა, ადამიანის სისუსტე?

- ეს ცალსახად სისუსტეა, რაც არაა არც დანაშაული და არც დამამცირებელი. უბრალოდ, ესაა რეალობა, მაგრამ თუკი მე მინდა და მირჩევნია, რომ ვიყო უფრო ძლიერი, არსებობს გაძლიერების გზები, რომელსაც სჭირდება სწორად დაგეგმვა, რათა მოხდეს ამ სისუსტეების დაძლევა. ძალიან რომ მოვინდომებ და ვიბრძვი, ჩემში ძლიერდება ბრძოლა, მაგრამ როცა ფარ-ხმალს დავყრი, აღარც დაფიცება მახსოვს და აღარც ახლობელი ადამიანი, დავბრუნდები ისევ იქ, საიდანაც ამოსვლას ვცდილობდი.

- თუ არსებობს რაიმე რეცეპტი ლუდომანიისაგან თავის დასაღწევად?

- გააჩნია ადამიანს რა პრობელემები აქვს და ამის მიხედვით უნდა მოხდეს ინდივიდთან მუშაობა და მისთვის შეირჩეს დახმარების ფორმები. იქნება ეს პიროვნული მხარდაჭერა, თუ ისეთი საქმიანობით დაკავება, რომ თამაშისათვის დრო აღარ დარჩეს. ჩვენ ვერ მოვთხოვთ ყველა ადამიანს, რომ იყოს სრულყოფილი, მაგრამ მშვიდად რომ იცხოვროს, ამისთვის შესაძლოა დაიგეგმოს სხვადსხვა სახის აქტივობები. არსებობს ფარმაკო თერაპიაც, რომელიც ცალკე არანაირ შედეგს არ გვაძლევს, მაგრამ კომბინაციაში ფსიქოთერაპიასთან აქვს საკმაოდ სერიოზული შედეგები. აქ არის საუბარი ანტიდეპრესანტების გარკვეულ წარმომადგენლებზე, თუმცა მანამდე აუცილებელია ადამიანთან გარკვეული სამუშაოების ჩატარება, რათა მისი პიროვნების გაცნობა მოხდეს.

იხილეთ ვიდეო: წარმოუდგენელი რამ, რაც ონლაინმოთამაშემ 50 ლარის სასესხებლად გააკეთა

- ბევრი ადამიანი ლუდომანიით დავადებულთა მიმართ ე.წ. გამოკეტვის მეთოდს მიმართავს, როცა ადამიანს ამყოფებენ ისეთ გარემოში, სადაც მას არ უწევს შეხება თამაშთან. რამდენად ეფექტურია ეს მეთოდი?

- თუკი ეს მეთოდი ბოლომდე იქნება მიყვანილი, ვერ ვიტყვი რომ ესაა განწირული და უაზრო მეთოდი. ასეთ დროს უზრუნველყოფილია მიუწვდომლობა და ამ დროს ადამიანი უნდა თუ არა, რაღაც დოზით წყდება იმას, რაზეც არის დამოკიდებული. როცა ადამიანი ხვდება საპატიმროში, მას ეზღუდება წვდომა ნარკოტიკებთან. ის ვარდება ძალიან ცუდ მდგომარეობაში, მაგრამ საბოლოოდ თავისუფლდება ე.წ. "ლომკისგან", მაგრამ რჩება ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, რომელიც შეიძლება იყოს სიტუაციური ანუ გათავისუფლების შემდეგ, ძველ სამეგობროში ან ძველ გარემოში თუ მოხვდება და იქნება ნარკოტიკის საშუალება, შესაძლოა, ადამიანმა ძალიან ძლიერი ლტოლვა იგრძნოს და პრაქტიკულად იძულებული გახდეს ამ უბედურებას დაუბრუნდეს. მარტო გამოკეტვა სწორედ ამიტომ არ არის საკმარისი, პიროვნების ცვლილება უნდა მოხდეს, რაც შესაძლებელია სწორად წარმართული ფსიქოთერაპიის ფონზე.

- რა გავლენას ახდენს მედია, რეკლამა ლუდომანების ფსიქიკაზე?

- მედიის გავლენა არის უდიდესი, თუნდაც ელემენტარულად რომ დავუკვირდეთ, ამხელა ფულს რაც რეკლამას სჭირდება, რატომ გადაყრის ბიზნესმენი, თუ მას მოგება არ მოაქვს. მაშინ, როცა ყველამ ვიცით, რომ ეს თამაშები ცალსახად ზიანის მომტანია, მინიმუმ რაც უნდა გავაკეთოთ, ესაა რეკლამის აკრძალვა, ეს ეხება ყოველგვარ რეკლამას. ეს არაა მომსახურების ის ფორმა, რომელსაც რაიმე სარგებლის მოტანა შეუძლია ადამიანისათვის.

- მედია ჰოლდინგმა "პალიტრამ", მის მფლობელობაში არსებულ ყველა მედიასაშუალებაში უარი თქვა ონლაინ ტოტალიზატორების რეკლამაზე...

- ესაა ცალსახად მისაბაძი და სანიმუშო ფაქტი. ეს არის მოქალაქეობრივი პოზიციის უმაღლესი გამოვლინება, როდესაც ამხელა ჰოლდინგი უარს ამბობს ამ პროცესში მონაწილეობაზე და უარს ამბობს, დარწმუნებული ვარ, საკმაოდ დიდ ფინანსურ მოგებაზე, არის სამაგალითო ამბავი. იმედია სხვა მედიასაშუალებებიც მიბაძავენ "პალიტრას".

ლადო გოგოლაძე, AMBEBI.GE