სამართალი

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგი დედალამაზიშვილის ემოციური სიტყვა და რუსი მსმენელის წუთიერი დუმილი 9 აპრილს - რა მოხდა მგზავრების კონცერტზე პეტერბურგში
გიგი დედალამაზიშვილის ემოციური სიტყვა და რუსი მსმენელის წუთიერი დუმილი 9 აპრილს - რა მოხდა მგზავრების კონცერტზე პეტერბურგში

9 აპ­რილს პე­ტერ­ბურ­გის კლუბ "A2 Green Concert"-ში ჯგუ­ფი "მგზავ­რე­ბის" კონ­ცერ­ტი გა­ი­მარ­თა. კონ­ცერ­ტის და­ა­ნონ­სე­ბას ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ბი­ჭე­ბის კრი­ტი­კა მოჰ­ყვა - "მგზავ­რებს" თბი­ლის­ში 9 აპ­რი­ლის მი­ტინ­გის სის­ხლი­ა­ნი დარ­ბე­ვის შე­მოქ­მე­დე­ბის­თვის სიმ­ღე­რა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ. 2016 წლის 9 აპ­რილს 27 წელი შეს­რულ­და მას შემ­დეგ, რაც საბ­ჭო­თა არ­მი­ამ თბი­ლის­ში სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­თხოვ­ნით გა­მარ­თუ­ლი მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრა­ცია და­არ­ბია. და­ი­ღუ­პა 21 ადა­მი­ა­ნი, ასო­ბით კი და­იჭ­რა, მო­ი­წამ­ლა და და­სა­ხიჩ­რდა. სწო­რედ ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ქარ­თულ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში "მგზავ­რე­ბის" კონ­ცერტს უარ­ყო­ფი­თი კო­მენ­ტა­რე­ბი მოჰ­ყვა.

ახ­ლა­ხანს ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, რო­მელ­ზეც ასა­ხუ­ლია მო­მენ­ტი "მგზავ­რე­ბის" კონ­ცერ­ტი­დან, როცა ჯგუ­ფის სო­ლის­ტმა 9 აპ­რილს და­ღუ­პუ­ლე­ბის ხსოვ­ნი­სათ­ვის რუს მსმე­ნელს წუ­თი­ე­რი დუ­მი­ლით პა­ტი­ვის მი­გე­ბა სთხო­ვა. გიგი დე­და­ლა­მა­ზიშ­ვილ­მა რუ­სულ ენა­ზე ამ სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა მსმე­ნელს:

იხი­ლეთ ვი­დეო კონ­ცერ­ტი­დან

"ჩვენ­თვის ეს თა­რი­ღი ძა­ლი­ან ბევ­რს ნიშ­ნავს. თქვენ ალ­ბათ არ იცით, მაგ­რამ... ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ, მა­პა­ტი­ეთ. სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, დიდი დღეა. 1989 წელს აპ­რი­ლის და­სა­წყის­ში სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის გა­მოს­ვლე­ბი და­ი­წყო და მთე­ლი ჩემი ოჯა­ხი მა­შინ იქ იყო. ჩემი და ამ ბი­ჭე­ბის ოჯა­ხე­ბი. 8 აპ­რილს, სა­ღა­მოს ხალ­ხს უთხრეს, რომ მო­ვი­დო­და არ­მია და მათ დაშ­ლიდ­ნენ. ხალ­ხი არ წა­ვი­და, დარ­ჩა... ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა მა­შინ. სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის იდე­ის­თვის, რო­მე­ლიც ჩვენ რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში მარ­თლაც მო­ვი­პო­ვეთ. დღეს ეს დღეა, 27 წელი გა­ვი­და. მე დღეს 30 წლის ვარ, მა­შინ სულ 3 წლის ვი­ყა­ვი. მე­გობ­რე­ბო, გთხოვთ წუ­თი­ე­რი დუ­მი­ლით მი­ვა­გოთ პა­ტი­ვის­ცე­მა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ხსოვ­ნას, გა­ვუგ­ზავ­ნოთ ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი თბი­ლისს, სა­ქარ­თვე­ლოს" - ამ სი­ტყვებ­ზე მთე­ლი დარ­ბა­ზი წუ­თით გა­ჩუმ­და, მა­ყუ­რებ­ლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შაც ფრი­ა­ლებ­და.

წა­ი­კი­თხეთ: პე­ტერ­ბურ­გში "მგზავ­რე­ბის" კონ­ცერ­ტზე გიგი დე­და­ლა­მა­ზიშ­ვი­ლის სი­ტყვით გა­მოს­ვლას "ფე­ის­ბუქ­ში" აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლა­ვენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

გიგი დედალამაზიშვილის ემოციური სიტყვა და რუსი მსმენელის წუთიერი დუმილი 9 აპრილს - რა მოხდა მგზავრების კონცერტზე პეტერბურგში

გიგი დედალამაზიშვილის ემოციური სიტყვა და რუსი მსმენელის წუთიერი დუმილი 9 აპრილს - რა მოხდა მგზავრების კონცერტზე პეტერბურგში

9 აპრილს პეტერბურგის კლუბ "A2 Green Concert"-ში ჯგუფი "მგზავრების" კონცერტი გაიმართა. კონცერტის დაანონსებას ქართულ საზოგადოებაში ბიჭების კრიტიკა მოჰყვა - "მგზავრებს" თბილისში 9 აპრილის მიტინგის სისხლიანი დარბევის შემოქმედებისთვის სიმღერაში ადანაშაულებდნენ. 2016 წლის 9 აპრილს 27 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა არმიამ თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია. დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა. სწორედ ამის გათვალისწინებით, ქართულ სოციალურ ქსელში "მგზავრების" კონცერტს უარყოფითი კომენტარები მოჰყვა.

ახლახანს ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახულია მომენტი "მგზავრების" კონცერტიდან, როცა ჯგუფის სოლისტმა 9 აპრილს დაღუპულების ხსოვნისათვის რუს მსმენელს წუთიერი დუმილით პატივის მიგება სთხოვა. გიგი დედალამაზიშვილმა რუსულ ენაზე ამ სიტყვებით მიმართა მსმენელს:

იხილეთ ვიდეო კონცერტიდან

"ჩვენთვის ეს თარიღი ძალიან ბევრს ნიშნავს. თქვენ ალბათ არ იცით, მაგრამ... ძალიან ვნერვიულობ, მაპატიეთ. საქართველოს ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, დიდი დღეა. 1989 წელს აპრილის დასაწყისში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გამოსვლები დაიწყო და მთელი ჩემი ოჯახი მაშინ იქ იყო. ჩემი და ამ ბიჭების ოჯახები. 8 აპრილს, საღამოს ხალხს უთხრეს, რომ მოვიდოდა არმია და მათ დაშლიდნენ. ხალხი არ წავიდა, დარჩა... ბევრი ადამიანი დაიღუპა მაშინ. საქართველოს დამოუკიდებლობის იდეისთვის, რომელიც ჩვენ რამდენიმე წელიწადში მართლაც მოვიპოვეთ. დღეს ეს დღეა, 27 წელი გავიდა. მე დღეს 30 წლის ვარ, მაშინ სულ 3 წლის ვიყავი. მეგობრებო, გთხოვთ წუთიერი დუმილით მივაგოთ პატივისცემა იმ ადამიანების ხსოვნას, გავუგზავნოთ ჩვენი სიყვარული თბილისს, საქართველოს" - ამ სიტყვებზე მთელი დარბაზი წუთით გაჩუმდა, მაყურებლებში საქართველოს დროშაც ფრიალებდა.

წაიკითხეთ: პეტერბურგში "მგზავრების" კონცერტზე გიგი დედალამაზიშვილის სიტყვით გამოსვლას "ფეისბუქში" აქტიურად განიხილავენ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია