პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას პასუხობს შალვა რამიშვილი თათია სამხარაძის ბრალდებას: "ვაპირებ ჩემი რეპუტაციის დაცვისთვის ბრძოლას"
რას პასუხობს შალვა რამიშვილი თათია სამხარაძის ბრალდებას: "ვაპირებ ჩემი რეპუტაციის დაცვისთვის ბრძოლას"

"იმის მა­გივ­რად, რომ თა­თია სამ­ხა­რა­ძემ ფე­მი­ნის­ტებ­თან ერ­თად აფ­რი­ა­ლოს ჩა­ნა­წე­რი, მან უნდა მი­მარ­თოს პრო­კუ­რა­ტუ­რას, სა­დაც დად­გინ­დე­ბა, რო­დის არის გა­კე­თე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რი, არის თუ არა მას­ში სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის მუ­ქა­რა, რა­საც ჩემი მხრი­დან, რა თქმა უნდა ად­გი­ლი არ ჰქო­ნია. ამ ყვე­ლა­ფერს და­ად­გენს გა­მო­ძი­ე­ბა" - ასე პა­სუ­ხობს შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლის ბრალ­დე­ბას, რო­მე­ლიც მას სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის შე­ვიწ­რო­ე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

ჟურ­ნა­ლის­ტი შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი გა­მო­რი­ცხავს, რომ მის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით რა­ი­მე­ნა­ირ კავ­შირ­ში გა­რე­უ­ლი იყოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. რო­გორც შალ­ვა რა­მიშ­ვილ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­კი­თხვა­ზე შეს­ვლამ­დე გა­ნა­ცხა­და, ის მის საქ­მეს­თან ყვე­ლა­ნა­ირ კავ­შირს გა­მო­რი­ცხავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან, თუმ­ცა აცხა­დებს, რომ შე­საძ­ლოა კავ­ში­რი ჰქონ­დეს გავ­ლე­ნი­ან პი­რებს. თუ ვინ შე­იძ­ლე­ბა იგუ­ლის­ხმე­ბო­დეს გავ­ლე­ნი­ან პი­რებ­ში, შალ­ვა რა­მიშ­ვილს და­კი­თხვა­ზე შეს­ვლამ­დე კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია.

იხი­ლეთ ვი­დეო

"მე ვა­პი­რებ ჩემი უფ­ლე­ბე­ბის და რე­პუ­ტა­ცი­ის დაც­ვის­თვის ბრძო­ლას. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გი­ორ­გი ბახ­ტა­ძის, "იმე­დის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის გან­ცხა­დე­ბა კონ­ტრაქ­ტის შე­წყვე­ტა­ზე. ეს არის ამ საქ­მის გა­სა­ღე­ბი. 2 ტომი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი შეკ­რე­ბი­ლია ჩემს მიერ. მთა­ვა­რი არის ის, რომ გი­ორ­გი ბახ­ტა­ძეს მოვ­თხო­ვოთ კონ­ტრაქ­ტის გა­წყვე­ტის მი­ზე­ზი", - გა­ნა­ცხა­და შალ­ვა რა­მიშ­ვილ­მა.

ამას­თან, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი მო­უ­წო­დებს იმ პი­რებს, რომ­ლე­ბიც აცხა­დე­ბენ, რომ შალ­ვა რა­მიშ­ვილ­მა მათ­ზე იძა­ლა­და, ან ძა­ლა­დო­ბის მცდე­ლო­ბა ჰქონ­და, პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­მარ­თონ.

"მივ­მარ­თავთ ყვე­ლა ქალ­ბა­ტონს, ან შე­საძ­ლოა ეს კა­ციც იყოს, ვი­საც აქვს გან­ცდა, რომ მე მას­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რად ვი­ძა­ლა­დე, ერ­თად მოგ­როვ­დნენ და მი­მარ­თონ პრო­კუ­რა­ტუ­რას. თუ ვინ­მე აცხა­დებს, რომ მო­ძა­ლა­დე ვარ, ეს არის ჩემი ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხა­ვი გან­ცხა­დე­ბა და მას მო­უ­წევს ამის დამ­ტკი­ცე­ბა", - გა­ნა­ცხა­და შალ­ვა რა­მიშ­ვილ­მა.

რა­მიშ­ვი­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან მე­უღ­ლე­სა და ად­ვო­კატ­თან ერ­თად მი­ვი­და, თუმ­ცა და­კი­თხვა­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში ის მხო­ლოდ ად­ვო­კატ­თან ერ­თად შე­ვი­და. რო­გორც რა­მიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, საქ­მე­ზე ძი­ე­ბა ორი დღის წინ მის მიერ შე­ტა­ნი­ლი გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე არის და­წყე­ბუ­ლი.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: თა­თია სამ­ხა­რა­ძე შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რის ში­ნა­არსს ამ­ხელს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

რას პასუხობს შალვა რამიშვილი თათია სამხარაძის ბრალდებას: "ვაპირებ ჩემი რეპუტაციის დაცვისთვის ბრძოლას"

რას პასუხობს შალვა რამიშვილი თათია სამხარაძის ბრალდებას: "ვაპირებ ჩემი რეპუტაციის დაცვისთვის ბრძოლას"

"იმის მაგივრად, რომ თათია სამხარაძემ ფემინისტებთან ერთად აფრიალოს ჩანაწერი, მან უნდა მიმართოს პროკურატურას, სადაც დადგინდება, როდის არის გაკეთებული ჩანაწერი, არის თუ არა მასში სექსუალური ხასიათის მუქარა, რასაც ჩემი მხრიდან, რა თქმა უნდა ადგილი არ ჰქონია. ამ ყველაფერს დაადგენს გამოძიება" - ასე პასუხობს შალვა რამიშვილი ყოფილი თანამშრომლის ბრალდებას, რომელიც მას სექსუალური ხასიათის შევიწროებაში ადანაშაულებს.

ჟურნალისტი შალვა რამიშვილი გამორიცხავს, რომ მის საქმესთან დაკავშირებით რაიმენაირ კავშირში გარეული იყოს ხელისუფლება. როგორც შალვა რამიშვილმა პროკურატურაში დაკითხვაზე შესვლამდე განაცხადა, ის მის საქმესთან ყველანაირ კავშირს გამორიცხავს ხელისუფლების მხრიდან, თუმცა აცხადებს, რომ შესაძლოა კავშირი ჰქონდეს გავლენიან პირებს. თუ ვინ შეიძლება იგულისხმებოდეს გავლენიან პირებში, შალვა რამიშვილს დაკითხვაზე შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებია.

იხილეთ ვიდეო

"მე ვაპირებ ჩემი უფლებების და რეპუტაციის დაცვისთვის ბრძოლას. მნიშვნელოვანია, გიორგი ბახტაძის, "იმედის" ხელმძღვანელობის განცხადება კონტრაქტის შეწყვეტაზე. ეს არის ამ საქმის გასაღები. 2 ტომი მტკიცებულებები შეკრებილია ჩემს მიერ. მთავარი არის ის, რომ გიორგი ბახტაძეს მოვთხოვოთ კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზი", - განაცხადა შალვა რამიშვილმა.

ამასთან, ტელეწამყვანი მოუწოდებს იმ პირებს, რომლებიც აცხადებენ, რომ შალვა რამიშვილმა მათზე იძალადა, ან ძალადობის მცდელობა ჰქონდა, პროკურატურას მიმართონ.

"მივმართავთ ყველა ქალბატონს, ან შესაძლოა ეს კაციც იყოს, ვისაც აქვს განცდა, რომ მე მასზე სექსუალურად ვიძალადე, ერთად მოგროვდნენ და მიმართონ პროკურატურას. თუ ვინმე აცხადებს, რომ მოძალადე ვარ, ეს არის ჩემი ღირსების შემლახავი განცხადება და მას მოუწევს ამის დამტკიცება", - განაცხადა შალვა რამიშვილმა.

რამიშვილი პროკურატურასთან მეუღლესა და ადვოკატთან ერთად მივიდა, თუმცა დაკითხვაზე საგამოძიებო ორგანოში ის მხოლოდ ადვოკატთან ერთად შევიდა. როგორც რამიშვილმა აღნიშნა, საქმეზე ძიება ორი დღის წინ მის მიერ შეტანილი განცხადების საფუძველზე არის დაწყებული.

ასევე წაიკითხეთ: თათია სამხარაძე შალვა რამიშვილის მონაწილეობით მის ხელთ არსებული აუდიოჩანაწერის შინაარსს ამხელს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია