მსოფლიო
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თათია სამხარაძე შალვა რამიშვილის მონაწილეობით მის ხელთ არსებული აუდიოჩანაწერის შინაარსს ამხელს
თათია სამხარაძე შალვა რამიშვილის მონაწილეობით მის ხელთ არსებული აუდიოჩანაწერის შინაარსს  ამხელს

მსა­ხი­ო­ბი თა­თია სამ­ხა­რა­ძე (ტასო ბარ­ნო­ვა) შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რის ში­ნა­არსზე სა­უბ­რობს.

თა­თია სამ­ხა­რა­ძემ დღეს ფონდ "ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს" ოფის­ში ქალ­თა მოძ­რა­ო­ბის წევ­რებ­თან ერ­თად პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თა, სა­დაც აღ­ნიშ­ნა, რომ ჩა­ნა­წე­რი იუ­რის­ტე­ბის გარ­და არა­ვის მო­უს­მე­ნია. მი­სი­ვე თქმით, ჩა­ნა­წერს ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში ავ­თენ­ტუ­რო­ბა­ზე ექ­სპერ­ტი­ზა უტარ­დე­ბა, რის შემ­დე­გაც სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თავს.

იხი­ლეთ კად­რე­ბი პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ი­დან

"ამ ჩა­ნა­წერს ხან­დაზ­მუ­ლო­ბა არ აქვს. ჩა­ნა­წე­რი გა­კე­თე­ბუ­ლია სამ­სა­ხურ­ში ჩემი დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დგომ, სა­დაც შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი პი­რო­ბას დებს, რომ მსგავ­სი ხა­სი­ა­თის სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ე­ბას და მუ­ქა­რას ჩემი კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბით აღარ ექ­ნე­ბა ად­გი­ლი სამ­სა­ხურ­ში, მაგ­რამ რო­დე­საც იგი ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში მახ­სე­ნებ­და, რომ მი­ვი­ღე უგუ­ნუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­დე­საც მას­თან არ თა­ნა­ვი­ცხოვ­რე, ვე­ღარ გა­ვუ­ძე­ლი და იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, წა­მო­ვე­დი სამ­სა­ხუ­რი­დან. მისი მხრი­დან არის აღი­ა­რე­ბა. ჩა­ნა­წე­რი შე­ი­ცავს აღი­ა­რე­ბას, რომ ჩემ­ზე, ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის შე­ვიწ­რო­ე­ბა მუ­ქა­რით, რომ ჩემი კა­რი­ე­რა დას­რულ­დე­ბო­და არა მხო­ლოდ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­ში", არა­მედ სხვა ტე­ლე­ვი­ზი­ებ­შიც და რომ იგი არის ოდი­ო­ზუ­რი პი­როვ­ნე­ბა, რო­მელ­საც შე­უძ­ლია და­ას­რუ­ლოს ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის კა­რი­ე­რა, თუკი მე არ დავ­თან­ხმდე­ბო­დი მას­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბას", - აღ­ნიშ­ნა თა­თია სამ­ხა­რა­ძემ და დას­ძი­ნა, რომ ჩა­ნა­წე­რის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის იუ­რი­დი­უ­ლი უფ­ლე­ბა არ აქვს და ის მხო­ლოდ გა­მო­ძი­ე­ბას გა­და­ე­ცე­მა.

მი­სი­ვე თქმით, სხვა გო­გო­ე­ბის ნაც­ვლად ვერ ისა­უბ­რებს, თუმ­ცა მსა­ხი­ობ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ არ­სე­ბო­ბენ ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მას ამა­ვე თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­უ­კავ­შირ­დნენ. თა­თია სამ­ხა­რა­ძის თქმით, მან ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი" სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით 31 მარტს და­ტო­ვა და არხზე დაბ­რუ­ნე­ბას არ აპი­რებს.

"ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ეს ბრძო­ლა მი­ვიყ­ვა­ნო ბო­ლომ­დე. არ შე­იძ­ლე­ბა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მი­დი­ოდ­ნენ გო­გო­ე­ბი და მათ ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ვი­ღა­ცის სა­წოლ­ზე გა­დის მათი კა­რი­ე­რის გზა. მე დავ­კარ­გე კა­რი­ე­რაც, სამ­სა­ხუ­რიც. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, ვა­პი­რებ ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვა­ნო ეს ბრძო­ლა", - გა­ნა­ცხა­და თა­თია სამ­ხა­რა­ძემ.

იხი­ლეღ ასე­ვე: "ვა­დას­ტუ­რებ, შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი ახორ­ცი­ე­ლებ­და სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის შე­ვიწ­რო­ვე­ბას" - "ტასო ბარ­ნო­ვას" პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო კო­მენ­ტა­რი სკან­დალ­ზე

თათია სამხარაძე შალვა რამიშვილის მონაწილეობით მის ხელთ არსებული აუდიოჩანაწერის შინაარსს ამხელს

თათია სამხარაძე შალვა რამიშვილის მონაწილეობით მის ხელთ არსებული აუდიოჩანაწერის შინაარსს  ამხელს

მსახიობი თათია სამხარაძე (ტასო ბარნოვა) შალვა რამიშვილის მონაწილეობით მის ხელთ არსებული აუდიოჩანაწერის შინაარსზე საუბრობს.

თათია სამხარაძემ დღეს ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში ქალთა მოძრაობის წევრებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა, სადაც აღნიშნა, რომ ჩანაწერი იურისტების გარდა არავის მოუსმენია. მისივე თქმით, ჩანაწერს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ავთენტურობაზე ექსპერტიზა უტარდება, რის შემდეგაც სასამართლოს მიმართავს.

იხილეთ კადრები პრესკონფერენციიდან

"ამ ჩანაწერს ხანდაზმულობა არ აქვს. ჩანაწერი გაკეთებულია სამსახურში ჩემი დაბრუნების შემდგომ, სადაც შალვა რამიშვილი პირობას დებს, რომ მსგავსი ხასიათის სექსუალურ შევიწროებას და მუქარას ჩემი კარიერის დასრულებით აღარ ექნება ადგილი სამსახურში, მაგრამ როდესაც იგი ერთი თვის განმავლობაში ყოველ მოცემულობაში მახსენებდა, რომ მივიღე უგუნური გადაწყვეტილება, როდესაც მასთან არ თანავიცხოვრე, ვეღარ გავუძელი და იძულებული გავხდი, წამოვედი სამსახურიდან. მისი მხრიდან არის აღიარება. ჩანაწერი შეიცავს აღიარებას, რომ ჩემზე, ხორციელდებოდა სექსუალური ხასიათის შევიწროება მუქარით, რომ ჩემი კარიერა დასრულდებოდა არა მხოლოდ ტელეკომპანია "იმედში", არამედ სხვა ტელევიზიებშიც და რომ იგი არის ოდიოზური პიროვნება, რომელსაც შეუძლია დაასრულოს ნებისმიერი ადამიანის კარიერა, თუკი მე არ დავთანხმდებოდი მასთან თანაცხოვრებას", - აღნიშნა თათია სამხარაძემ და დასძინა, რომ ჩანაწერის გასაჯაროების იურიდიული უფლება არ აქვს და ის მხოლოდ გამოძიებას გადაეცემა.

მისივე თქმით, სხვა გოგოების ნაცვლად ვერ ისაუბრებს, თუმცა მსახიობმა აღნიშნა, რომ არსებობენ ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც მას ამავე თემასთან დაკავშირებით დაუკავშირდნენ. თათია სამხარაძის თქმით, მან ტელეკომპანია "იმედი" საკუთარი სურვილით 31 მარტს დატოვა და არხზე დაბრუნებას არ აპირებს.

"ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ბრძოლა მივიყვანო ბოლომდე. არ შეიძლება ტელევიზიაში მიდიოდნენ გოგოები და მათ ეუბნებოდნენ, რომ ვიღაცის საწოლზე გადის მათი კარიერის გზა. მე დავკარგე კარიერაც, სამსახურიც. მიუხედავად ყველაფრისა, ვაპირებ ბოლომდე მივიყვანო ეს ბრძოლა", - განაცხადა თათია სამხარაძემ.

იხილეღ ასევე:  "ვადასტურებ, შალვა რამიშვილი ახორციელებდა სექსუალური ხასიათის შევიწროვებას" - "ტასო ბარნოვას" პირველი საჯარო კომენტარი სკანდალზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"