მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თათია მე გამოვზარდე შოუბიზნესში და ვაქციე იმად, რაც არის" - შალვა რამიშვილის პირველი კომენტარი "ტასო ბარნოვასთან" დაკავშირებულ სკანდალზე
"თათია მე გამოვზარდე შოუბიზნესში და ვაქციე იმად, რაც არის" - შალვა რამიშვილის პირველი კომენტარი "ტასო ბარნოვასთან" დაკავშირებულ სკანდალზე

ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" მიერ შალ­ვა რა­მიშ­ვილ­თან საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­წყვე­ტის გარ­შე­მო ჭორ-მარ­თა­ლი არ წყდე­ბა. ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ რა­მიშ­ვი­ლის "იმე­დი­დან" გა­მოშ­ვე­ბის მი­ზე­ზი თა­თია სამ­ხა­რა­ძე, იგი­ვე ტასო ბარ­ნო­ვაა, რო­მელ­თა­ნაც ტე­ლე­წამ­ყვანს რამ­დე­ნი­მე დღის წინ პი­რად სა­კი­თხზე კონ­ფლიქ­ტი მო­უ­ვი­და.

შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლის შპს-მ, რო­მე­ლიც "იმე­დის" დაკ­ვე­თით ამ­ზა­დებს "ილო ბე­რო­ში­ლის შოუს", "ერთხელ სა­ქარ­თვე­ლო­ში", სე­რი­ალ "2 გო­გოს", რო­მე­ლიც ჯერ არ გა­სუ­ლა ეთერ­ში და ასე­ვე უზ­რუნ­ველ­ყოფს რა­მიშ­ვი­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას გა­და­ცე­მა "პო­ლი­ტი­კა­ში", "იმე­დი­სა­გან" მი­ი­ღო წე­რი­ლი, რომ ყვე­ლა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლია.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცით, შალ­ვა რა­მიშ­ვილ­მა თა­თია სამ­ხა­რა­ძეს­თან ინ­ტი­მუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბა სცა­და. სამ­ხა­რა­ძემ ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რი გა­ა­კე­თა, რის შე­სა­ხე­ბაც ინ­ფორ­მა­ცია ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ­დე მი­ვი­და. ამ­ბო­ბენ, რა­მიშ­ვილ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გა­წყვე­ტა ამის შემ­დეგ გა­და­წყდა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტი, რომ სა­ნამ "იმე­დი" შალ­ვა რა­მიშ­ვილ­თან კონ­ტრაქტს გა­ა­უქ­მებ­და, ორი დღით ადრე თა­ვად რა­მიშ­ვილ­მა სამ­სა­ხუ­რი­დან გა­უშ­ვა თა­თია სამ­ხა­რა­ძე. თუმ­ცა, რა გახ­და მათი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­წყვე­ტის მი­ზე­ზი და რა ფა­რულ ჩა­ნა­წერს ფლობს, ამა­ზე თა­თია სამ­ხა­რა­ძე კო­მენ­ტარს არ აკე­თებს. "ambebi.ge" შალ­ვა რა­მიშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და:

- ბა­ტო­ნო შალ­ვა, ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ არ­სე­ბობს ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რი, რაც გახ­და თქვე­ნი და "იმე­დის" კონ­ტრაქ­ტის შე­წყვე­ტის მი­ზე­ზი...

- ჩე­მამ­დე მო­ვი­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ თა­თია სამ­ხა­რა­ძეს აქვს კომ­პრო­მა­ტი ან სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლის და­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი ჩა­ნა­წე­რი, ამი­ტომ მე უკვე მივ­მარ­თე პრო­კუ­რა­ტუ­რას და გა­ვა­კე­თე სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბა. მე კა­ნონ­მო­ში­ში ადა­მი­ა­ნი ვარ, მინ­და გა­ვი­გო სი­მარ­თლე, ამი­ტომ მივ­მარ­თე პრო­კუ­რა­ტუ­რას.

- ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ თქვენ სცა­დეთ სექ­სუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბა თა­თი­ას­თან, რო­მელ­მაც ეს გა­და­ი­ღო და სწო­რედ ეს გახ­და თქვენ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­წყვე­ტის მი­ზე­ზი...

- არ ვიცი, ამას და­ვად­გენ. თუ არ­სე­ბობს რა­ი­მე ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც რა­ი­მე­ში ვარ მხი­ლე­ბუ­ლი, ვინც ეს მო­ის­მი­ნა, ვალ­დე­ბუ­ლია გა­ნა­ცხა­დოს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში. ამის სა­ჯა­როდ გავ­რცე­ლე­ბა არა­ვის არ შე­უძ­ლია. თუ ის ჩემი რე­პუ­ტა­ცი­ის შემ­ლახ­ვე­ლია, აუ­ცი­ლებ­ლად ვი­ჩივ­ლებ. პრო­კუ­რა­ტუ­რა და­ად­გენს ჭეშ­მა­რი­ტე­ბას. მე ვმუ­შა­ობ მე­დი­ა­ში, ვი­ღებ სხვა­დას­ხვა სა­ხის ხუმ­რო­ბებს და სკეტ­ჩებს. თა­თია მე გა­მოვ­ზარ­დე შო­უ­ბიზ­ნეს­ში და ვაქ­ციე ამ ფი­გუ­რად, რაც არის. ჩემს ახ­ლობ­ლებ­ში შე­იძ­ლე­ბა რა­ღა­ცას ვლაყ­ბობ, მაგ­რამ თუ იძუ­ლე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი, რა თქმა უნდა, ეს გა­მო­რი­ცხუ­ლია. რა ჩა­ნა­წერ­ზეა სა­უ­ბა­რი, რაც არ ვიცი, ის რო­გორ ვამ­ტკი­ცო?

- რა­ტომ გა­უშ­ვით ორი დღით ადრე თა­თია სამ­ხა­რა­ძე სამ­სა­ხუ­რი­დან?

- მე თა­თია სამ­სა­ხუ­რი­დან არ გა­მიშ­ვია. ის თვი­თონ წა­ვი­და სამ­სა­ხუ­რი­დან. გარ­კვე­უ­ლი დაგ­ვი­ა­ნე­ბე­ბის გამო ერთი პრო­ექ­ტი­დან დრო­ე­ბით მოვხსე­ნი და თა­ვად გა­ნა­ცხა­და, მივ­დი­ვა­რო.

"ambebi.ge" თა­თია სამ­ხა­რა­ძეს და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ თე­მა­ზე კო­მენ­ტარს ვერ გა­ა­კე­თებს და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი სტრუქ­ტუ­რე­ბი­დან უწყე­ბას და­ე­ლო­დე­ბა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

წა­ი­კი­თხეთ: "მე და­სა­მა­ლი აღა­რა­ფე­რი მაქვს!" - შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?

"თათია მე გამოვზარდე შოუბიზნესში და ვაქციე იმად, რაც არის" - შალვა რამიშვილის პირველი კომენტარი "ტასო ბარნოვასთან" დაკავშირებულ სკანდალზე

"თათია მე გამოვზარდე შოუბიზნესში და ვაქციე იმად, რაც არის" - შალვა რამიშვილის პირველი კომენტარი "ტასო ბარნოვასთან" დაკავშირებულ სკანდალზე

ტელეკომპანია "იმედის" მიერ შალვა რამიშვილთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის გარშემო ჭორ-მართალი არ წყდება. ცნობილი გახდა, რომ რამიშვილის "იმედიდან" გამოშვების მიზეზი თათია სამხარაძე, იგივე ტასო ბარნოვაა, რომელთანაც ტელეწამყვანს რამდენიმე დღის წინ პირად საკითხზე კონფლიქტი მოუვიდა.

შალვა რამიშვილის შპს-მ, რომელიც "იმედის" დაკვეთით ამზადებს "ილო ბეროშილის შოუს", "ერთხელ საქართველოში", სერიალ "2 გოგოს", რომელიც ჯერ არ გასულა ეთერში და ასევე უზრუნველყოფს რამიშვილის მონაწილეობას გადაცემა "პოლიტიკაში", "იმედისაგან" მიიღო წერილი, რომ ყველა ხელშეკრულება შეჩერებულია.

გავრცელებული ინფორმაცით, შალვა რამიშვილმა თათია სამხარაძესთან ინტიმური ურთიერთობის დამყარება სცადა. სამხარაძემ ფარული ჩანაწერი გააკეთა, რის შესახებაც ინფორმაცია ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამდე მივიდა. ამბობენ, რამიშვილთან თანამშრომლობის გაწყვეტა ამის შემდეგ გადაწყდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სანამ "იმედი" შალვა რამიშვილთან კონტრაქტს გააუქმებდა, ორი დღით ადრე თავად რამიშვილმა სამსახურიდან გაუშვა თათია სამხარაძე. თუმცა, რა გახდა მათი თანამშრომლობის შეწყვეტის მიზეზი და რა ფარულ ჩანაწერს ფლობს, ამაზე თათია სამხარაძე კომენტარს არ აკეთებს. "ambebi.ge" შალვა რამიშვილს დაუკავშირდა:

- ბატონო შალვა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ არსებობს ფარული ჩანაწერი, რაც გახდა თქვენი და "იმედის" კონტრაქტის შეწყვეტის მიზეზი...

- ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ თათია სამხარაძეს აქვს კომპრომატი ან სისხლის სამართლის დანაშაულის დამამტკიცებელი ჩანაწერი, ამიტომ მე უკვე მივმართე პროკურატურას და გავაკეთე საჯარო განცხადება. მე კანონმოშიში ადამიანი ვარ, მინდა გავიგო სიმართლე, ამიტომ მივმართე პროკურატურას.

- ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ სცადეთ სექსუალური ურთიერთობის დამყარება თათიასთან, რომელმაც ეს გადაიღო და სწორედ ეს გახდა თქვენთან თანამშრომლობის შეწყვეტის მიზეზი...

- არ ვიცი, ამას დავადგენ. თუ არსებობს რაიმე ჩანაწერი, სადაც რაიმეში ვარ მხილებული, ვინც ეს მოისმინა, ვალდებულია განაცხადოს პროკურატურაში. ამის საჯაროდ გავრცელება არავის არ შეუძლია. თუ ის ჩემი რეპუტაციის შემლახველია, აუცილებლად ვიჩივლებ. პროკურატურა დაადგენს ჭეშმარიტებას. მე ვმუშაობ მედიაში, ვიღებ სხვადასხვა სახის ხუმრობებს და სკეტჩებს. თათია მე გამოვზარდე შოუბიზნესში და ვაქციე ამ ფიგურად, რაც არის. ჩემს ახლობლებში შეიძლება რაღაცას ვლაყბობ, მაგრამ თუ იძულებაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, ეს გამორიცხულია. რა ჩანაწერზეა საუბარი, რაც არ ვიცი, ის როგორ ვამტკიცო?

- რატომ გაუშვით ორი დღით ადრე თათია სამხარაძე სამსახურიდან?

- მე თათია სამსახურიდან არ გამიშვია. ის თვითონ წავიდა სამსახურიდან. გარკვეული დაგვიანებების გამო ერთი პროექტიდან დროებით მოვხსენი და თავად განაცხადა, მივდივარო.

"ambebi.ge" თათია სამხარაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ თემაზე კომენტარს ვერ გააკეთებს და სამართალდამცავი სტრუქტურებიდან უწყებას დაელოდება.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

წაიკითხეთ: "მე დასამალი აღარაფერი მაქვს!" - შალვა რამიშვილი განცხადებას ავრცელებს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია