"ცეკვავენ ვარსკვლავების" ლაივ-კონცერტზე მცირე ინციდენტი მოხდა. მოდელმა ანა ახვლედიანმა სცენაზე გასვლისას ფეხი იტკინა და ცეკვა ვეღარ გააგრძელა. სცენიდან ანა ჟიურის წევრმა გოჩა ჩერტკოევმა კულისებში ხელში აყვანილი გაიყვანა.
"იმედის" ეთერში "ცეკვავენ ვარსკვლავების" მე-6 სეზონი დაიწყო, სადაც ბევრი ცნობილი ქართველი იღებს მონაწილეობას. კონკურსანტებს შორის არიან მოწვეული ვარსკვლავებიც, მათ შორის ინდური ტელესერიალების გმირი გაურავ ჩოპრა და უკრაინელი მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო.