მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ და რამდენად ისვენებენ რუსი ტურისტები აფხაზეთში
როგორ და რამდენად ისვენებენ რუსი ტურისტები აფხაზეთში

ყო­ველ­წლი­უ­რად აფხა­ზეთს რამ­დე­ნი­მე ათა­სი რუსი ტუ­რის­ტი სტუმ­რობს. გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და კრი­მი­ნა­ლის მა­ღა­ლი დო­ნის ფონ­ზე, დამ­სვე­ნებ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა. რუ­სე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მათ არ­ჩე­ვანს სუფ­თა ზღვა, შე­უ­და­რე­ბე­ლი ბუ­ნე­ბა და სერ­ვი­სის და­ბა­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს.

რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა დღეს აფხა­ზე­თის სა­კუ­რორ­ტო ქა­ლა­ქე­ბი, რა სერ­ვისს სთა­ვა­ზო­ბენ დამ­სვე­ნე­ბელს და სა­შუ­ა­ლოდ, რა ჯდე­ბა დას­ვე­ნე­ბა აფხა­ზეთ­ში?

რუ­სე­თი­დან აფხა­ზეთ­ში მო­სახ­ვერ­დად რამ­დე­ნი­მე გზა არ­სე­ბობს:

1. მა­ტა­რე­ბე­ლი - "მოს­კო­ვი-აფხა­ზე­თი", რომ­ლი­თაც მგზავ­რი გზა­ში 44 სა­ათს ატა­რებს.

2. ავ­ტო­ბუ­სი, რო­მე­ლიც რუ­სე­თის სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქე­ბი­დან და­დის. მოს­კო­ვი­დან სო­ხუ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ის კვი­რა­ში ერთხელ გა­დის და ღი­რე­ბუ­ლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 100 ლა­რის ექ­ვი­ვა­ლენ­ტია. გზას ავ­ტო­ბუ­სი 24 სა­ათ­ში ფა­რავს.

3. სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლი.

4. თვითმფრი­ნა­ვი "მოს­კო­ვი-სოჭი" (აერ­პორ­ტი ად­ლე­რი.) გზა ორი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით დამ­სვე­ნე­ბელს და­ახ­ლო­ე­ბით 250 ლა­რის ექ­ვი­ვა­ლენ­ტი უჯ­დე­ბა. ეს არის სწრა­ფი და ყვე­ლა­ზე კომ­ფორ­ტუ­ლი გზა აფხა­ზეთ­ში მო­სახ­ვედ­რად. არ­ჩე­ვანს რუსი ტუ­რის­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა სწო­რედ ამ გზა­ზე აკე­თებს. ად­ლე­რის აე­რო­პორ­ტი­დან აფხა­ზე­თის სა­ზღვრამ­დე და­ახ­ლო­ე­ბით 60 კი­ლო­მეტ­რია.

იხი­ლეთ ვი­დეო

რუსი ტუ­რის­ტი ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ას, რუ­სუ­ლი პას­პორ­ტით კვეთს. და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლამ­დე მი­სას­ვლე­ლად ტრან­სპორ­ტის სამი სა­შუ­ა­ლე­ბა არ­სე­ბობს - მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი, სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი და უბ­რა­ლოდ, ტაქ­სი, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა და­ნარ­ჩე­ნი ორი­სას სამ­ჯერ აღე­მა­ტე­ბა. სო­ხუ­მი, გაგ­რა, გუ­და­უ­თა, ახა­ლი ათო­ნი, ბიჭ­ვინ­თა - ტუ­რის­ტე­ბი უპი­რა­ტე­სო­ბას ამ ად­გი­ლებს ანი­ჭე­ბენ. სუფ­თა ზღვა, მთე­ბი და რაც მთა­ვა­რია, სერ­ვი­სის და­ბა­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა რუსი ტუ­რის­ტე­ბის აფხა­ზუ­რი ვო­ი­ა­ჟის არ­ჩე­ვანს გან­სა­ზღვრავს. სერ­ვი­სის და­ბა­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა მომ­სა­ხუ­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის და­ბა­ლი დო­ნის პირ­და­პირპრო­პორ­ცი­უ­ლია. ტუ­რის­ტე­ბი ერ­თხმად აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ დრო აქ რამ­დე­ნი­მე წლის წინ გა­ჩერ­და. 21-ე სა­უ­კუ­ნი­სათ­ვის აფხა­ზე­თის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დიდი მუ­ზე­უ­მია.

სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გილს ტუ­რის­ტე­ბი წი­ნას­წარ ინ­ტერ­ნე­ტის მეშ­ვე­ო­ბით, ან ად­გილ­ზე ჩას­ვლის შემ­დეგ ქი­რა­ო­ბენ. რო­გორც თა­ვად აღ­ნიშ­ნა­ვენ, ბი­ნის ნახ­ვა აფხა­ზეთ­ში ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ სჯობს. ხში­რად ფო­ტო­ზე ასა­ხუ­ლი, რე­ა­ლო­ბის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბა. სა­ნა­ტო­რი­უ­მებ­ში და სას­ტუმ­რო­ებ­ში ერთი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის სა­ფა­სუ­რი 800-1000 რუბ­ლი­დან, ანუ 30 ლა­რი­დან იწყე­ბა. კერ­ძო სახ­ლებ­ში კი ტუ­რის­ტე­ბი ღა­მე­ში ერთ ადა­მი­ან­ზე 10 ლარს იხ­დი­ან. თან­ხა კომ­ფორ­ტის მი­ხედ­ვით მა­ტუ­ლობს. ცხელ წყალს, სა­ა­ბა­ზა­ნოს და სა­პირ­ფა­რე­შოს აქ ყვე­ლა სახ­ლში ვერ ნა­ხავთ.

აქა­უ­რი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის შე­მო­სავ­ლის ერთ-ერთ მთა­ვა­რი წყა­რო კა­ფე­ე­ბია, თუმ­ცა რო­გორ თა­ვად ტუ­რის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, მათი რა­ო­დე­ნო­ბა არა­საკ­მა­რი­სია. ასეთ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ყა­ვი­სა და ჩაის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 70 თეთ­რის ექ­ვი­ვა­ლენ­ტია. 5 ხინ­კალს დამ­სვე­ნე­ბე­ლი 4 ლა­რად და­ა­გე­მოვ­ნებს, მწვადს - 5 ლა­რად. კომ­პლექ­სუ­რი სა­დი­ლი კი 7 ლარი ღირს.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი, რომ­ლებ­საც ავ­ტო­მო­ბი­ლი ჰყავთ, გი­დის სტა­ტუსს ირ­გე­ბენ. თვით­და­საქ­მე­ბუ­ლი გი­დე­ბი თა­ვად ად­გე­ნენ ტუ­რებს და ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან ჩა­მო­სულ დამ­სვე­ნებ­ლებს. ბიჭ­ვინ­თი­დან ახა­ლი ათო­ნი­სა და რი­წის მი­მარ­თუ­ლე­ბით ტუ­რე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 30 ლა­რის ექ­ვი­ვა­ლენ­ტია, თერ­მუ­ლი წყლე­ბის ჩანჩქე­რე­ბამ­დე კი 23 ლარი.

ტუ­რის­ტე­ბის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა კრი­მი­ნა­ლის მა­ღა­ლი დო­ნეა. დამ­სვე­ნებ­ლის უცხო ნომ­რი­ა­ნი მან­ქა­ნა კრი­მი­ნა­ლე­ბის თვალ­თა­ხედ­ვის არე­ში მა­ლე­ვე ექ­ცე­ვა, შე­დე­გად, ხში­რად ტუ­რის­ტებს გა­ძარ­ცვუ­ლი მან­ქა­ნე­ბი ხვდე­ბათ. არის ფაქ­ტე­ბი, როცა ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბას და ფულს და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ბი­ნე­ბი­და­ნაც იპა­რა­ვენ. ზღვის­პი­რა ქა­ლაქ­ში სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მით გა­და­ად­გი­ლე­ბაც აკ­რძა­ლუ­ლია. გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის, კრი­მი­ნა­ლის მა­ღა­ლი დო­ნი­სა და სხვა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, აფხა­ზეთ­ში რუ­სე­თი­დან ჩა­მო­სუ­ლი ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა წლი­დან-წლამ­დე იზ­რდე­ბა. ონ­ლი­ან-და­ჯავ­შნის მსურ­ვე­ლებს, სას­ტუმ­რო­ე­ბი აგ­ვის­ტოს თვე­ზე ჯავ­შნის გა­კე­თე­ბა­ზე უარს ეუბ­ნე­ბი­ან.

AMBEBI.GE-სთვის მო­ამ­ზა­და ეკა მე­ლი­ქი­ძემ

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

როგორ და რამდენად ისვენებენ რუსი ტურისტები აფხაზეთში

როგორ და რამდენად ისვენებენ რუსი ტურისტები აფხაზეთში

ყოველწლიურად აფხაზეთს რამდენიმე ათასი რუსი ტურისტი სტუმრობს. განადგურებული ინფრასტრუქტურისა და კრიმინალის მაღალი დონის ფონზე, დამსვენებლების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. რუსები ამბობენ, რომ მათ არჩევანს სუფთა ზღვა, შეუდარებელი ბუნება და სერვისის დაბალი ღირებულება განაპირობებს.

როგორ გამოიყურება დღეს აფხაზეთის საკურორტო ქალაქები, რა სერვისს სთავაზობენ დამსვენებელს და საშუალოდ, რა ჯდება დასვენება აფხაზეთში?

რუსეთიდან აფხაზეთში მოსახვერდად რამდენიმე გზა არსებობს:

1. მატარებელი - "მოსკოვი-აფხაზეთი", რომლითაც მგზავრი გზაში 44 საათს ატარებს.

2. ავტობუსი, რომელიც რუსეთის სხვადასხვა ქალაქებიდან დადის. მოსკოვიდან სოხუმის მიმართულებით, ის კვირაში ერთხელ გადის და ღირებულება დაახლოებით 100 ლარის ექვივალენტია. გზას ავტობუსი 24 საათში ფარავს.

3. საკუთარი ავტომობილი.

4. თვითმფრინავი "მოსკოვი-სოჭი" (აერპორტი ადლერი.) გზა ორივე მიმართულებით დამსვენებელს დაახლოებით 250 ლარის ექვივალენტი უჯდება. ეს არის სწრაფი და ყველაზე კომფორტული გზა აფხაზეთში მოსახვედრად. არჩევანს რუსი ტურისტების უმეტესობა სწორედ ამ გზაზე აკეთებს. ადლერის აეროპორტიდან აფხაზეთის საზღვრამდე დაახლოებით 60 კილომეტრია.

იხილეთ ვიდეო

რუსი ტურისტი ოკუპირებულ ტერიტორიას, რუსული პასპორტით კვეთს. დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად ტრანსპორტის სამი საშუალება არსებობს - მიკროავტობუსი, სამარშრუტო ტაქსი და უბრალოდ, ტაქსი, რომლის ღირებულება დანარჩენი ორისას სამჯერ აღემატება. სოხუმი, გაგრა, გუდაუთა, ახალი ათონი, ბიჭვინთა - ტურისტები უპირატესობას ამ ადგილებს ანიჭებენ. სუფთა ზღვა, მთები და რაც მთავარია, სერვისის დაბალი ღირებულება რუსი ტურისტების აფხაზური ვოიაჟის არჩევანს განსაზღვრავს. სერვისის დაბალი ღირებულება მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის დაბალი დონის პირდაპირპროპორციულია. ტურისტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ დრო აქ რამდენიმე წლის წინ გაჩერდა. 21-ე საუკუნისათვის აფხაზეთის ინფრასტრუქტურა საბჭოთა კავშირის დიდი მუზეუმია.

საცხოვრებელ ადგილს ტურისტები წინასწარ ინტერნეტის მეშვეობით, ან ადგილზე ჩასვლის შემდეგ ქირაობენ. როგორც თავად აღნიშნავენ, ბინის ნახვა აფხაზეთში ჩამოსვლის შემდეგ სჯობს. ხშირად ფოტოზე ასახული, რეალობისგან რადიკალურად განსხვავდება. სანატორიუმებში და სასტუმროებში ერთი ადამიანის ცხოვრების საფასური 800-1000 რუბლიდან, ანუ 30 ლარიდან იწყება. კერძო სახლებში კი ტურისტები ღამეში ერთ ადამიანზე 10 ლარს იხდიან. თანხა კომფორტის მიხედვით მატულობს. ცხელ წყალს, სააბაზანოს და საპირფარეშოს აქ ყველა სახლში ვერ ნახავთ.

აქაური მოსახლეობისთვის შემოსავლის ერთ-ერთ მთავარი წყარო კაფეებია, თუმცა როგორ თავად ტურისტები ამბობენ, მათი რაოდენობა არასაკმარისია. ასეთ დაწესებულებაში ყავისა და ჩაის ღირებულება 70 თეთრის ექვივალენტია. 5 ხინკალს დამსვენებელი 4 ლარად დააგემოვნებს, მწვადს - 5 ლარად. კომპლექსური სადილი კი 7 ლარი ღირს.

ადგილობრივები, რომლებსაც ავტომობილი ჰყავთ, გიდის სტატუსს ირგებენ. თვითდასაქმებული გიდები თავად ადგენენ ტურებს და ემსახურებიან ჩამოსულ დამსვენებლებს. ბიჭვინთიდან ახალი ათონისა და რიწის მიმართულებით ტურების ღირებულება 30 ლარის ექვივალენტია, თერმული წყლების ჩანჩქერებამდე კი 23 ლარი.

ტურისტების მთავარი პრობლემა კრიმინალის მაღალი დონეა. დამსვენებლის უცხო ნომრიანი მანქანა კრიმინალების თვალთახედვის არეში მალევე ექცევა, შედეგად, ხშირად ტურისტებს გაძარცვული მანქანები ხვდებათ. არის ფაქტები, როცა ძვირფასეულობას და ფულს დაქირავებული ბინებიდანაც იპარავენ. ზღვისპირა ქალაქში საცურაო კოსტიუმით გადაადგილებაც აკრძალულია. განადგურებული ინფრასტრუქტურის, კრიმინალის მაღალი დონისა და სხვა წინააღმდეგობების მიუხედავად, აფხაზეთში რუსეთიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა წლიდან-წლამდე იზრდება. ონლიან-დაჯავშნის მსურველებს, სასტუმროები აგვისტოს თვეზე ჯავშნის გაკეთებაზე უარს ეუბნებიან.

AMBEBI.GE-სთვის მოამზადა ეკა მელიქიძემ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია