რას პასუხობს სასწრაფო დახმარების ცენტრი შორენა ბეგაშვილის შვილის გადაყვანასთან დაკავშირებულ ბრალდებებს

რას პასუხობს სასწრაფო დახმარების ცენტრი შორენა ბეგაშვილის შვილის გადაყვანასთან დაკავშირებულ ბრალდებებს

თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი საგანგებო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 31 მარტს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ერთ-ერთი მომხმარებლის ინფორმაცია, სადაც თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე დაგვიანებით მისვლასა და გულგრილობაში იყო დადანაშაულებული.

"მოგვიანებით ეს ინფორმაცია რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომაც ისე გაავრცელა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის ზუსტი ინფორმაციის მისაღებად არ მოუმართავს. საუბარია მოზარდ გოგონაზე, რომელიც მიმდინარე წლის 26 მარტს მე-5 სართულიდან გადმოვარდა. როგორც სტატუსის ავტორი წერდა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ადგილზე 22-23 წუთის დაგვიანებით მივიდა.

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი აცხადებს, რომ ეს არის დეზინფორმაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. ცენტრმა დეტალურად შეამოწმა ბრიგადის მოძრაობის გრაფიკი. როგორც დოკუმენტურად დადგინდა, აღნიშნული გამოძახება 26 მარტს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 18:32:37 საათზე მიიღო და პაციენტთან 10 წუთში მივიდა (მისვლის დრო: 18:42:14 სთ.). მოზარდს ადგილზე ჩაუტარდა პირველადი დახმარებისთვის აუცილებელი მანიპულაციები და 18.52-სთ-ზე დაიწყო პაციენტის ჰოსპიტალიზაციის პროცესი.

რაც შეეხება ექიმების მიერ პაციენტისთვის აღმოჩენილი გადაუდებელი დახმარების პროცესის მიმდინარების საკითხს, იგი თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ შესწავლის სტადიაშია", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ "ფეისბუქზე" გავრცელდა ახალგაზრდა მამაკაცის პოსტი, რომელიც შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის ფანჯრიდან გადმოვარდნის ფაქტის თვითმხილველი გახდა. ირაკლი ჩორგოლაშვილი პირად გვერდზე გავრცელებულ ვრცელ პოსტში სასწრაფო დახმარების ექიმებს არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებდა.

წაიკითხეთ:

დავით სერგეენკო შორენა ბეგაშვილის შვილთან სასწრაფო დახმარების დაგვიანებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

"გვეხვეწებოდა, გადამატრიალეთ, ყველაფერი მტკივაო..." - რას ყვება სასწრაფოზე თვითმხილველი, რომელიც ბეგაშვილის შვილის გადმოვარდნას შეესწრო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია