საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ახალგაზრდების უნიკალური გამოგონება - ხელთათმანი, რომელიც ვირტუალური სამყაროს სრულფასოვან წევრად გაქცევს
ქართველი ახალგაზრდების უნიკალური გამოგონება - ხელთათმანი, რომელიც ვირტუალური სამყაროს სრულფასოვან წევრად გაქცევს

სამი წლის წინ თბი­ლის­ში, თა­ვი­სუ­ფალ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­მარ­თულ პირ­ველ ჰა­კა­თონ­ზე სამ­მა ახალ­გაზ­რდამ წა­რად­გი­ნა "ჯა­დოს­ნუ­რი ხელ­თათ­მა­ნი", სა­ხე­ლად "ინ­გლა­ვი" (InGlove), რი­თიც უშუ­ა­ლოდ და­უ­კავ­შირ­და ვირ­ტუ­ა­ლურ სამ­ყა­როს. ვინ არი­ან ეს ახალ­გაზ­რდე­ბი, რო­გორ შე­აღ­წი­ეს ვირ­ტუ­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში და რა შე­უძ­ლია მათ ხელ­თათ­მანს? - ერთ-ერთ გა­მომ­გო­ნე­ბელ­თან, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ზი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბის მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენტ გი­ორ­გი მეშ­ვე­ლი­ან­თან ინ­ტერ­ვი­უს ჟურ­ნა­ლი "გზა" 31 მარ­ტის ნო­მერ­ში აქ­ვეყ­ნებს, რომ­ლი­და­ნაც ამო­ნა­რი­დებს გთა­ვა­ზობთ.

გი­ორ­გი მეშ­ვე­ლი­ა­ნი:

- გუნდში 3 ადა­მი­ა­ნი ვართ. ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი ხელ­თათმნის იდეა ჯერ კი­დევ სკო­ლის პე­რი­ოდ­ში ერთ-ერთს - დი­მიტ­რი ცხოვ­რე­ბა­ძეს გა­უჩ­ნდა და იმ მე­გობ­რებს გაგ­ვი­ზი­ა­რა, ვინც მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბით ვი­ყა­ვით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ნი. დი­მიტ­რიც ჩემ­სა­ვით კო­მა­რო­ვე­ლია და სექ­ტემ­ბრი­დან მა­სა­ჩუ­სეტ­სის ტექ­ნო­ლო­გი­ურ ინ­სტი­ტუ­ტში გა­აგ­რძე­ლებს სწავ­ლას. ჩვე­ნი ტექ­ნი­კუ­რი ლი­დე­რი არის გი­ორ­გი გა­ბა­რაშ­ვი­ლი, აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი და თვით­ნას­წავ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ელექტრო­ინ­ჟი­ნე­რი.

ჩვე­ნი გა­მო­გო­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ადა­მი­ა­ნებს შე­უძ­ლი­ათ, შე­ე­ხონ და იგ­რძნონ ვირ­ტუ­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში არ­სე­ბუ­ლი ობი­ექ­ტე­ბი. ხელ­თათ­მა­ნის თი­თებ­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია ვიბ­რა­ცი­ის ძრა­ვე­ბი და კომ­პი­უ­ტე­რი­დან წა­მო­სუ­ლი სხვა­დას­ხვა სიხ­ში­რის სიგ­ნა­ლი იმ ძრა­ვას ამუ­შა­ვებს, რა თი­თი­თაც ეხე­ბი ობი­ექტს, ნივთს სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ან სამ­ყა­რო­ში. სხვა­დას­ხვა სიმ­ყა­რის მა­ტე­რი­ის­თვის ვიბ­რა­ცი­ის სიხ­ში­რეც გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. გარ­და ამი­სა, ჩა­ყე­ნე­ბუ­ლი გვაქვს ტემ­პე­რა­ტუ­რის უკუ­კავ­ში­რი, რისი სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც სხვა­დას­ხვა ტემ­პე­რა­ტუ­რის ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ობი­ექ­ტე­ბის ტემ­პე­რა­ტუ­რას შე­ვიგ­რძნობთ, ანუ ხელ­თათ­მა­ნი გი­კე­თია ხელ­ზე და რო­დე­საც რა­ი­მეს ეხე­ბი, ნამ­დვი­ლი ხე­ლიც გრძნობს.

გაგ­რძე­ლე­ბა

ქართველი ახალგაზრდების უნიკალური გამოგონება - ხელთათმანი, რომელიც ვირტუალური სამყაროს სრულფასოვან წევრად გაქცევს

ქართველი ახალგაზრდების უნიკალური გამოგონება - ხელთათმანი, რომელიც ვირტუალური სამყაროს სრულფასოვან წევრად გაქცევს

სამი წლის წინ თბილისში, თავისუფალ უნივერსიტეტში გამართულ პირველ ჰაკათონზე სამმა ახალგაზრდამ წარადგინა "ჯადოსნური ხელთათმანი", სახელად "ინგლავი" (InGlove), რითიც უშუალოდ დაუკავშირდა ვირტუალურ სამყაროს. ვინ არიან ეს ახალგაზრდები, როგორ შეაღწიეს ვირტუალურ სამყაროში და რა შეუძლია მათ ხელთათმანს? - ერთ-ერთ გამომგონებელთან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის მიმართულების მეორე კურსის სტუდენტ გიორგი მეშველიანთან ინტერვიუს ჟურნალი "გზა" 31 მარტის ნომერში აქვეყნებს, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ.

გიორგი მეშველიანი:

- გუნდში 3 ადამიანი ვართ. ინტერაქტიული ხელთათმნის იდეა ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში ერთ-ერთს - დიმიტრი ცხოვრებაძეს გაუჩნდა და იმ მეგობრებს გაგვიზიარა, ვინც მსგავსი პროექტებით ვიყავით დაინტერესებულნი. დიმიტრიც ჩემსავით კომაროველია და სექტემბრიდან მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში გააგრძელებს სწავლას. ჩვენი ტექნიკური ლიდერი არის გიორგი გაბარაშვილი, აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი და თვითნასწავლი პროფესიონალი ელექტროინჟინერი.

ჩვენი გამოგონების საშუალებით ადამიანებს შეუძლიათ, შეეხონ და იგრძნონ ვირტუალურ სამყაროში არსებული ობიექტები. ხელთათმანის თითებში დამონტაჟებულია ვიბრაციის ძრავები და კომპიუტერიდან წამოსული სხვადასხვა სიხშირის სიგნალი იმ ძრავას ამუშავებს, რა თითითაც ეხები ობიექტს, ნივთს სამგანზომილებიან სამყაროში. სხვადასხვა სიმყარის მატერიისთვის ვიბრაციის სიხშირეც განსხვავებულია. გარდა ამისა, ჩაყენებული გვაქვს ტემპერატურის უკუკავშირი, რისი საშუალებითაც სხვადასხვა ტემპერატურის ვირტუალური ობიექტების ტემპერატურას შევიგრძნობთ, ანუ ხელთათმანი გიკეთია ხელზე და როდესაც რაიმეს ეხები, ნამდვილი ხელიც გრძნობს.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია