პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამორი ბალდეს და მისი დიზაინერი მეუღლის ამერიკული ცხოვრება - სოფო ბარნოვი ნამუშევრებს ნიუ-იორკში გამოფენს
სამორი ბალდეს და მისი დიზაინერი მეუღლის ამერიკული ცხოვრება - სოფო ბარნოვი ნამუშევრებს ნიუ-იორკში გამოფენს

სოფო ბარ­ნო­ვი პრო­ფე­სი­ით ტექ­სტი­ლის დი­ზა­ი­ნე­რია, თუმ­ცა მი­ნან­ქარ­შიც ულა­მა­ზე­სი ნა­მუ­შევ­რე­ბი აქვს. ძა­ლი­ან უყ­ვარს თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბა, ინ­ტენ­სი­უ­რად მუ­შა­ობს, აწყობს გა­მო­ფე­ნებს. ის ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რებ­ლის­თვის კარ­გად ცნო­ბი­ლი ტე­ლე­სა­ხის, სა­მო­რი ბალ­დეს მე­უღ­ლეა. წყვი­ლი ამ­ჟა­მად ნიუ-იორკში, ბრუკ­ლინ­ში ცხოვ­რობს. სოფო ამ­ბობს, რომ ამე­რი­კა ადა­მი­ანს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, სა­კუ­თარ პრო­ფე­სი­ა­ში მე­ტად გან­ვი­თარ­დეს, ახა­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო კონ­ტაქ­ტე­ბი და­ამ­ყა­როს, მეტი ცოდ­ნა მი­ი­ღოს და სხვა­საც გა­უ­ზი­ა­როს. მოკ­ლედ, ეს ქვე­ყა­ნა იქ მყო­ფებს მრა­ვალ­ფე­რო­ვან პერ­სპექ­ტი­ვას სთა­ვა­ზობს და ბო­ლოს და ბო­ლოს, აძ­ლევს შანსს, სა­კუ­თა­რი თავი გა­მოს­ცა­დოს.

- პრო­ფე­სი­ით ტექ­სტი­ლის დი­ზა­ი­ნე­რი ხარ, თუმ­ცა ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა მი­ნან­ქარ­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი შენი ნა­მუ­შევ­რე­ბიც...

- დიდი მად­ლო­ბა... რო­გორც აღ­ნიშ­ნეთ, ტექ­სტი­ლის დი­ზა­ი­ნე­რი ვარ, თუმ­ცა ბავ­შვო­ბი­დან მხო­ლოდ ეს სფე­რო არ ყო­ფი­ლა ჩემი ინ­ტე­რე­სის სა­გა­ნი, ასე­ვე ძა­ლი­ან მიყ­ვარს ფერ­წე­რა, არ­ქი­ტექ­ტუ­რა, გრა­ფი­კა, ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნი და ხე­ლოვ­ნე­ბის არა­ერ­თი დარ­გი. 14 წლის ვი­ყა­ვი, როცა მი­ნან­ქა­რი მე და ჩემს მე­გო­ბარს მის­მა უფ­როს­მა ძმამ გვას­წა­ვა­ლა, რო­მე­ლიც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ქან­და­კეა, მას შემ­დეგ ვმუ­შა­ობ სა­ი­უ­ვე­ლი­რო კუ­თხი­თაც და დღემ­დე ვა­კე­თებ სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მო­ჩე­ნებს, რაც ამ პრო­ფე­სი­ის სიღ­რმე­ზე მე­ტყვე­ლებს. სი­მარ­თლე გი­თხრათ, მი­ჭირს ერთი კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ფე­სი­ის ამორ­ჩე­ვა, რად­გან ტექ­სტი­ლის დი­ზა­ი­ნიც და მი­ნან­ქარ­ზე მუ­შა­ო­ბაც უზო­მოდ დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს. ორი­ვე გან­ხრა შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბას და მუდ­მივ ძი­ე­ბას მო­ი­თხოვს. ის ფაქ­ტი, რომ ჩემ­მა ნა­მუ­შევ­რებ­მა მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა, მა­ხა­რებს.

- რა მიღ­წე­ვე­ბი გაქვს და რა არის მთა­ვა­რი მუ­შა­ო­ბი­სას?

- ჩემი მხრი­დან მიღ­წე­ვებ­ზე სა­უ­ბა­რი, ვფიქ­რობ, უხერ­ხუ­ლი იქ­ნე­ბა, თუმ­ცა ზო­გა­დად შე­მიძ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ფე­ნე­ბი გა­მოვ­ყო და ასე­ვე ევ­რო­პის, - პრო­ექ­ტე­ბი იტა­ლი­ა­სა და ეს­პა­ნეთ­ში; მათ სიას ახ­ლა­ხან ნიუ-იორკში და­გეგ­მი­ლი 2 გა­მო­ფე­ნაც მი­ე­მა­ტა, შე­მო­თა­ვა­ზე­ბა რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ მი­ვი­ღე არტ-პრო­მო­უ­შენ კომ­პა­ნი­ე­ბის­გან. სწო­რედ ახლა, მუ­შა­ო­ბის აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში ვარ და მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ უმ­თავ­რე­სი მა­ინც საქ­მი­სად­მი დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლია, ხა­რისხს შე­დე­გი აჩენს. ნიუ-იორ­კის და­გეგ­მილ გა­მო­ფე­ნებს შო­რის ინ­ტერ­ვა­ლი 2 თვე იქ­ნე­ბა, ასე­ვე პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნის­თვის ვემ­ზა­დე­ბი. ვმუ­შა­ობ ყო­ველ­დღე, ვცდი­ლობ, დრო­ის სწო­რად გა­ნა­წი­ლე­ბას, პა­რა­ლე­ლუ­რად სა­ჭი­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა­საც ვეც­ნო­ბი. დიდი სურ­ვი­ლი მაქვს, ჩვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა ტექ­სტი­ლის დი­ზა­ი­ნის გან­ხრით (და არა მარ­ტო) გა­ვუ­ზი­ა­რო ამე­რი­კელ სტუ­დენ­ტებს და ასე­ვე ვის­წავ­ლო მათ­გან ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, რა­საც ისი­ნი ფლო­ბენ. ვფიქ­რობ, კულ­ტუ­რის გა­ზი­ა­რე­ბა ქვეყ­ნებს შო­რის, მხო­ლოდ პროგ­რე­სის მო­მას­წა­ვე­ბე­ლია, რაც ხელს შე­უ­წყობს ახა­ლი თა­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შემ­დგომ სა­ფე­ხურ­ზე გა­დას­ვლას.

- რა გას­წავ­ლა მი­ნან­ქარ­ზე მუ­შა­ო­ბამ?

- მი­ნან­ქა­რი ზო­გა­დად დიდ ნე­ბის­ყო­ფას მო­ი­თხოვს, რად­გან ერთ კონ­კრე­ტულ ნა­მუ­შე­ვარს დღე­ე­ბი სჭირ­დე­ბა, რომ სა­სურ­ვე­ლი შე­დეგს მი­აღ­წიო. შე­უძ­ლე­ბე­ლია რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ნა­მუ­შევ­რის დას­რუ­ლე­ბა, რად­გან და­ხა­ტუ­ლი კომ­პო­ზი­ცი­ის მა­სა­ლა­ში გად­მო­ტა­ნის გარ­და, ფე­რე­ბის შე­ხა­მე­ბას ექ­ცე­ვა დიდი ყუ­რა­დღე­ბა და შეს­რუ­ლე­ბის ხა­რისხს, თან, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ ნა­კე­თო­ბე­ბის ზო­მას, ვფიქ­რობ, ამ პრო­ფე­სი­ა­ში შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბის გარ­და, მოთ­მი­ნე­ბაც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია.

- რამ­დე­ნი ხა­ნია ამე­რი­კა­ში ხარ?

- მალე ერთი წელი გახ­დე­ბა, რაც აქ ვარ და აქ ცხოვ­რე­ბით კმა­ყო­ფი­ლი ვარ, რად­გან, ყო­ველ­მხრივ სა­ინ­ტე­რე­სო ქვე­ყა­ნაა, ხში­რად დავ­დი­ვარ მუ­ზე­უ­მებ­ში, გა­ლე­რე­ებ­ში, ახალ კონ­ტაქ­ტებს ვი­ძენ. ვფიქ­რობ, ეს ის ქვე­ყა­ნაა, სა­დაც ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნი იპო­ვის მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო სივ­რცეს და კი­დევ უფრო გან­ვი­თარ­დე­ბა, - მუ­სი­კო­სი იქ­ნე­ბა ეს, მხატ­ვა­რი, მწე­რა­ლი, იუ­რის­ტი, ექი­მი თუ სხვა... ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რა ჩემი ქვე­ყა­ნა, ოჯა­ხი და მე­გობ­რე­ბი, მაგ­რამ ჩა­მოს­ვლის თა­რიღს ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ გე­ტყვით, რად­გან არ მაქვს და­ზუს­ტე­ბუ­ლი.

- შენი მე­უღ­ლე სა­ქარ­თვე­ლო­ში კარ­გად ცნო­ბი­ლი, ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი სა­მო­რი ბალ­დეა. რამ­დე­ნი ხა­ნია, ერ­თად ხართ? რო­გო­რი მე­უღ­ლეა? გეხ­მა­რე­ბა საქ­მი­ა­ნო­ბა­ში?

- 5 წე­ლია მე და სა­მო­რი ერ­თად ვართ, 2 წლის წინ კი დავ­ქორ­წინ­დით. უკე­თეს მე­უღ­ლეს ვერც ვი­ნატ­რებ­დი... პრო­ფე­სი­ა­ში ყვე­ლა­ნა­ი­რად ხელს მი­წყობს, მეხ­მა­რე­ბა და ჩემი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რია. რო­გორც ამ­ბობს, ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბი მოს­წონს. არას­დროს არი­დებს თავს აზ­რის გა­მოთ­ქმას, რაც ძა­ლი­ან მა­ხა­რებს.

- რას საქ­მი­ა­ნობს ამე­რი­კა­ში? მას აქ უამ­რა­ვი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ჰყავს და მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ბევ­რს აინ­ტე­რე­სებს.

- რო­გორც იცით, სა­მო­რი მუ­სი­კო­სია და აქ სტუ­დი­ა­ში მუ­შა­ობს, წერს მუ­სი­კას. მოკ­ლედ, ორი­ვე ვზრუ­ნავთ პრო­ფე­სი­ულ წინსვლა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, გეგ­მე­ბიც სწო­რედ ხე­ლოვ­ნე­ბა­ში ჩვე­ნი წვლი­ლის შე­ტა­ნას უკავ­შირ­დე­ბა.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

Georgian designer’s works to be exhibited in New York

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

სამორი ბალდეს და მისი დიზაინერი მეუღლის ამერიკული ცხოვრება - სოფო ბარნოვი ნამუშევრებს ნიუ-იორკში გამოფენს

სამორი ბალდეს და მისი დიზაინერი მეუღლის ამერიკული ცხოვრება - სოფო ბარნოვი ნამუშევრებს ნიუ-იორკში გამოფენს

სოფო ბარნოვი პროფესიით ტექსტილის დიზაინერია, თუმცა მინანქარშიც ულამაზესი ნამუშევრები აქვს. ძალიან უყვარს თავისი საქმიანობა, ინტენსიურად მუშაობს, აწყობს გამოფენებს. ის ქართველი მაყურებლისთვის კარგად ცნობილი ტელესახის, სამორი ბალდეს მეუღლეა. წყვილი ამჟამად ნიუ-იორკში, ბრუკლინში ცხოვრობს. სოფო ამბობს, რომ ამერიკა ადამიანს საშუალებას აძლევს, საკუთარ პროფესიაში მეტად განვითარდეს, ახალი და საინტერესო კონტაქტები დაამყაროს, მეტი ცოდნა მიიღოს და სხვასაც გაუზიაროს. მოკლედ, ეს ქვეყანა იქ მყოფებს მრავალფეროვან პერსპექტივას სთავაზობს და ბოლოს და ბოლოს, აძლევს შანსს, საკუთარი თავი გამოსცადოს.

- პროფესიით ტექსტილის დიზაინერი ხარ, თუმცა ძალიან მომეწონა მინანქარში შესრულებული შენი ნამუშევრებიც...

- დიდი მადლობა... როგორც აღნიშნეთ, ტექსტილის დიზაინერი ვარ, თუმცა ბავშვობიდან მხოლოდ ეს სფერო არ ყოფილა ჩემი ინტერესის საგანი, ასევე ძალიან მიყვარს ფერწერა, არქიტექტურა, გრაფიკა, ინტერიერის დიზაინი და ხელოვნების არაერთი დარგი. 14 წლის ვიყავი, როცა მინანქარი მე და ჩემს მეგობარს მისმა უფროსმა ძმამ  გვასწავალა, რომელიც არაჩვეულებრივი მოქანდაკეა, მას შემდეგ ვმუშაობ საიუველირო კუთხითაც და დღემდე ვაკეთებ საინტერესო აღმოჩენებს, რაც ამ პროფესიის სიღრმეზე მეტყველებს. სიმართლე გითხრათ, მიჭირს ერთი კონკრეტული პროფესიის ამორჩევა, რადგან ტექსტილის დიზაინიც და მინანქარზე მუშაობაც უზომოდ დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ორივე განხრა შრომისმოყვარეობას და მუდმივ ძიებას მოითხოვს. ის ფაქტი, რომ ჩემმა ნამუშევრებმა მოწონება დაიმსახურა, მახარებს.

- რა მიღწევები გაქვს და რა არის მთავარი მუშაობისას?

- ჩემი მხრიდან მიღწევებზე საუბარი, ვფიქრობ, უხერხული იქნება, თუმცა ზოგადად შემიძლია საქართველოში ჩატარებული გამოფენები გამოვყო და ასევე ევროპის, - პროექტები იტალიასა და ესპანეთში; მათ სიას ახლახან ნიუ-იორკში დაგეგმილი 2 გამოფენაც მიემატა, შემოთავაზება რამდენიმე კვირის წინ მივიღე არტ-პრომოუშენ კომპანიებისგან. სწორედ ახლა, მუშაობის აქტიურ ფაზაში ვარ და მინდა აღვნიშნო, რომ უმთავრესი მაინც საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობა და სიყვარულია, ხარისხს შედეგი აჩენს. ნიუ-იორკის დაგეგმილ გამოფენებს შორის ინტერვალი 2 თვე იქნება, ასევე პერსონალური გამოფენისთვის ვემზადები. ვმუშაობ ყოველდღე, ვცდილობ, დროის სწორად განაწილებას, პარალელურად საჭირო ლიტერატურასაც ვეცნობი. დიდი სურვილი მაქვს, ჩვენი გამოცდილება ტექსტილის დიზაინის განხრით (და არა მარტო) გავუზიარო ამერიკელ სტუდენტებს და ასევე ვისწავლო მათგან ის ტექნოლოგიები, რასაც ისინი ფლობენ. ვფიქრობ, კულტურის გაზიარება ქვეყნებს შორის, მხოლოდ პროგრესის მომასწავებელია, რაც ხელს შეუწყობს ახალი თაობის განვითარების შემდგომ საფეხურზე გადასვლას.

- რა გასწავლა მინანქარზე მუშაობამ?

- მინანქარი ზოგადად დიდ ნებისყოფას მოითხოვს, რადგან ერთ კონკრეტულ ნამუშევარს დღეები სჭირდება, რომ სასურველი შედეგს მიაღწიო. შეუძლებელია რამდენიმე წუთში ნამუშევრის დასრულება, რადგან დახატული კომპოზიციის მასალაში გადმოტანის გარდა, ფერების შეხამებას ექცევა დიდი ყურადღება და შესრულების ხარისხს, თან, თუ გავითვალისწინებთ ნაკეთობების ზომას, ვფიქრობ, ამ პროფესიაში შემოქმედებითი უნარების გარდა, მოთმინებაც უმნიშვნელოვანესია.

- რამდენი ხანია ამერიკაში ხარ?

- მალე ერთი წელი გახდება, რაც აქ ვარ და აქ ცხოვრებით კმაყოფილი ვარ, რადგან, ყოველმხრივ საინტერესო ქვეყანაა, ხშირად დავდივარ მუზეუმებში, გალერეებში, ახალ კონტაქტებს ვიძენ. ვფიქრობ, ეს ის ქვეყანაა, სადაც ნებისმიერი პროფესიის ადამიანი იპოვის მისთვის საინტერესო სივრცეს და კიდევ უფრო განვითარდება, - მუსიკოსი იქნება ეს, მხატვარი, მწერალი, იურისტი, ექიმი თუ სხვა... ძალიან მომენატრა ჩემი ქვეყანა, ოჯახი და მეგობრები, მაგრამ ჩამოსვლის თარიღს ჯერჯერობით ვერ გეტყვით, რადგან არ მაქვს დაზუსტებული.

- შენი მეუღლე საქართველოში კარგად ცნობილი, ნიჭიერი ადამიანი სამორი ბალდეა. რამდენი ხანია, ერთად ხართ? როგორი მეუღლეა? გეხმარება საქმიანობაში?

- 5 წელია მე და სამორი ერთად ვართ, 2 წლის წინ კი დავქორწინდით. უკეთეს მეუღლეს ვერც ვინატრებდი... პროფესიაში ყველანაირად ხელს მიწყობს, მეხმარება და ჩემი საუკეთესო მეგობარია. როგორც ამბობს, ჩემი ნამუშევრები მოსწონს. არასდროს არიდებს თავს აზრის გამოთქმას, რაც ძალიან მახარებს.

- რას საქმიანობს ამერიკაში? მას აქ უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს და მის შესახებ ინფორმაცია ბევრს აინტერესებს.

- როგორც იცით, სამორი მუსიკოსია და აქ სტუდიაში მუშაობს, წერს მუსიკას. მოკლედ, ორივე ვზრუნავთ პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე, გეგმებიც სწორედ ხელოვნებაში ჩვენი წვლილის შეტანას უკავშირდება.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

Georgian designer’s works to be exhibited in New York

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია