მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უცხო სიტყვები, რომლებსაც საუბარში ყოველდღე ვიყენებთ და აღარც გვახსოვს, რომ "ნასესხებია"
უცხო სიტყვები, რომლებსაც საუბარში ყოველდღე ვიყენებთ და აღარც გვახსოვს, რომ "ნასესხებია"

ქარ­თულ ენას სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე სხვა­დას­ხვა ენას­თან (ბერ­ძნუ­ლი, სპარ­სუ­ლი, არა­ბუ­ლი, თურ­ქუ­ლი) ჰქონ­და შე­ხე­ბა, ამის გამო უცხო ენე­ბი­დან ქარ­თულ­ში ბევ­რი სი­ტყვა შე­მო­ვი­და. მათ­გან ბევ­რი მყა­რად დამ­კვიდ­რდა ენა­ში და შე­ეთ­ვი­სა მას. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, მარ­თლაც, ბევ­რი ნა­სეს­ხე­ბი სი­ტყვა იმ­დე­ნად შე­უ­სის­ხლხორ­ცდა ქარ­თულს, მათი უცხო წარ­მო­მავ­ლო­ბა აღარ იგ­რძნო­ბა.

XIX-XX სა­უ­კუ­ნე­ში ქარ­თულ­მა ენამ სი­ტყვე­ბი ევ­რო­პუ­ლი ენე­ბი­დან "ისეს­ხა". შე­მო­ვი­და ბერ­ძნულ-ლა­თი­ნუ­რი ძი­რე­ბის­გან ნა­წარ­მო­ე­ბი სი­ტყვე­ბი. ენა­ში ახა­ლი და უცხო სი­ტყვე­ბის დამ­კვიდ­რე­ბის პრო­ცე­სი დღე­საც გრძელ­დე­ბა. მკვიდ­რდე­ბა უმე­ტე­სად სა­ერ­თა­შო­რი­სო სი­ტყვე­ბი, რაც გავ­რცე­ლე­ბუ­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე ენებ­ში. უცხო სი­ტყვე­ბი­დან უმ­რავ­ლე­სო­ბას ჩვენს ყო­ველ­დღი­ურ მე­ტყვე­ლე­ბა­ში დიდი ად­გი­ლი უკა­ვია.

რამ­დე­ნი­მე მათ­განს მი­ხე­ილ ჭა­ბაშ­ვი­ლის მიერ შედ­გე­ნი­ლი "უცხო სი­ტყვა­თა ლექ­სი­კო­ნი­დან" გთა­ვა­ზობთ:

მა­ს­მე­დია [ინგლ.] – კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მა­სობ­რი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი (გა­ზე­თი, რა­დი­ო­მა­უ­წყებ­ლო­ბა, ტე­ლე­ვი­ზია.)

ბომ­ბი [ფრანგ.] - ფეთ­ქე­ბა­დი ნივ­თი­ე­რე­ბით და­ტე­ნი­ლი სას­რო­ლი ყუმ­ბა­რა (ჭურ­ვი) სხვა­დას­ხვა ფორ­მი­სა და სი­დი­დის.

ოკუ­პა­ცია [ლათ.] - რო­მე­ლი­მე სა­ხელ­მწი­ფოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ სხვა ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ის დრო­ე­ბით და­კა­ვე­ბა.

ანა­ლი­ზი [ბერძ.] - რი­სა­მე შეს­წავ­ლა მისი ნა­წი­ლე­ბად დაშ­ლის გზით.

ჰა­მა­კი [ფრანგ.] - ბა­დი­სე­ბუ­რად მოქ­სო­ვი­ლი ჩა­მო­სა­კი­დე­ბე­ლი სა­წო­ლი.

მე­თო­დი [ბერძ.] - 1. ბუ­ნე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის მოვ­ლე­ნა­თა კვლე­ვის, შეც­ნო­ბის ხერ­ხი; 2. ხერ­ხი, წესი, წე­სე­ბის სის­ტე­მა რა­ი­მე დარ­გში.

კო­რექ­ტუ­ლი [ლათ.] - ზრდი­ლო­ბი­ა­ნი, თა­ვა­ზი­ა­ნი.

ქრეს­ტო­მა­თია [ბერ­ძნ.] - სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო - რჩე­ულ ნა­წარ­მო­ებ­თა ან მათი ნა­წყვე­ტე­ბის კრე­ბუ­ლი.

მაგ­ნა­ტი [ლათ.] - მსხვი­ლი კა­პი­ტა­ლის მფლო­ბე­ლი.

პრე­რო­გა­ტი­ვა [ლათ.] - სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ორ­გა­ნოს ან თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა, უპი­რა­ტე­სო­ბა.

პრო­ვო­კა­ტო­რი [ლათ.] – 1. ფა­რუ­ლი აგენ­ტი რო­მე­ლიც შე­პა­რუ­ლია რა­ი­მე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის მო­სა­წყო­ბად; 2. პირი, რო­მე­ლიც ღა­ლა­ტის მიზ­ნით იწ­ვევს აკ­რძა­ლულ მოქ­მე­დე­ბას; წამ­ქე­ზე­ბე­ლი.

რე­ლიკ­ვია [ლათ.] - ნივ­თი, რო­მელ­საც ინა­ხა­ვენ რო­გორც გან­სა­კუთ­რე­ბით ძვირ­ფას სახ­სო­ვარს.

ცი­ვი­ლი­ზა­ცია [ფრ. ლათ.] - სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რის დონე, რო­მე­ლიც და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ამა თუ იმ სა­გო­ზა­დო­ე­ბივ-პო­ლი­ტი­კუ­რი ფორ­მა­ცი­ი­სათ­ვის.

იმი­ტა­ცია [ლათ.] – 1. მი­ბაძ­ვა, მიმსგავ­სე­ბა ვი­სი­მე, რი­სა­მე ხმი­სა, მიხვრა-მოხვრი­სა და სხვა; 2. არა­ნამ­დვი­ლი, მაგ­რამ ნამ­დვილს დამ­სგავ­სე­ბუ­ლი.

ლო­ზუნ­გი [გერმ.] – მოკ­ლედ გა­მოთ­ქმუ­ლი მი­მარ­თვა, რო­მე­ლიც გა­მო­ხა­ტავს სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო იდე­ას, პო­ლი­ტი­კურ მო­თხოვ­ნას.

კონ­სტრუქ­ცია [ლათ.] – 1. რა­ი­მე ნა­გე­ბო­ბის, მან­ქა­ნის, მე­ქა­ნიზ­მის ნა­წილ­თა აგე­ბუ­ლე­ბა და ურ­თი­ერ­თგან­ლა­გე­ბა; 2. რთუ­ლი ნა­გე­ბო­ბა და მისი შე­მად­გე­ნე­ლი ცალ­კე­უ­ლი ნა­წი­ლე­ბი.

ჰარ­მო­ნია [ბერძ.] – რი­სა­მე მწყობ­რი შე­თან­ხმე­ბა, შე­ხა­მე­ბა.

მო­ნარ­ქია [ბერძ.] – მმარ­თვე­ლო­ბის ფორ­მა, რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფოს სა­თა­ვე­ში უდ­გას ერთი პირი – მო­ნარ­ქი; სა­ხელ­მწი­ფო, რო­მელ­საც მმარ­თვე­ლო­ბის ასე­თი ფორ­მა აქვს.

ინ­ტე­ლექ­ტი [ლათ.] – ადა­მი­ა­ნის აზ­როვ­ნე­ბის უნა­რი, გო­ნებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის დონე; ჭკუა, გო­ნე­ბა.

ინ­სტინ­ქტი [ლათ.] – 1. ცხო­ვე­ლუ­რი ორ­გა­ნიზ­მის თან­და­ყო­ლი­ლი მიდ­რე­კი­ლე­ბა მო­ზან­შე­წო­ნი­ლი, მაგ­რამ არაც­ნო­ბი­ე­რი მოქ­მე­დე­ბი­სად­მი. 2. გა­დატ. მიხ­ვედ­რის უნა­რი, ალღო.

რე­ვო­ლუ­ცია [ფრ.] - 1. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში მომ­ხდა­რი ძირ­ფეს­ვი­ა­ნი გა­დატ­რი­ა­ლე­ბა, ჩვე­უ­ლებ­რივ, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლის მეშ­ვე­ო­ბით; 2. ძირ­ფეს­ვი­ა­ნი ცვლი­ლე­ბა, გა­დატ­რი­ა­ლე­ბა ცოდ­ნის რა­ი­მე დარ­გში.

მი­უ­ზიკ­ლი [ინგლ.] - მუ­სი­კა­ლურ-სცე­ნუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბი უპი­რა­ტე­სად კო­მე­დი­უ­რი ხა­სი­ა­თის, რო­მელ­შიც გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე ყო­ფი­თი მუ­სი­კის, ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის, ოპე­რა­ტის, ოპე­რის გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბი­თი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი;

მუზა [ბერძ.] - 1. პო­ე­ტის შთა­გო­ნე­ბის წყა­რო; 2. პო­ე­ტის შე­მოქ­მე­დე­ბა მისი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა.

ვა­რი­ან­ტი [ლათ.] - 1. რი­სა­მე ნა­ირ­სა­ხე­ო­ბა, სა­ხეც­ვლი­ლე­ბა; 2. ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ან მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბის ან მისი ნა­წი­ლის ერთ-ერთი რე­დაქ­ცია; 3. ჭად­რაკ­ში: სხვლა­თა ერთ-ერთი შე­საძ­ლე­ბე­ლი კომ­ბი­ნა­ცია მო­ცე­მულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში.

ტირე [ფრანგ.] - სას­ვე­ნი ნი­შა­ნი, ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რი ხაზი.

რე­დაქ­ტო­რი [ფრანგ.] - 1. პირი, რო­მე­ლიც წიგ­ნის, ჟურ­ნა­ლის, გა­ზე­თის გა­მო­ცე­მას ხელ­მძღვა­ნე­ლობს, მის ში­ნა­არსს ამ­ტკი­ცებს; 2. პირი, რო­მე­ლიც რე­დაქ­ცი­ას უკე­თებს რა­ი­მე ტექსტს. ტექ­ნი­კუ­რი რე­დაქ­ტო­რი - პირი, რო­მე­ლიც გა­ნა­გებს გა­მო­სა­ცე­მი წიგ­ნის, გა­ზე­თის პო­ლიგ­რა­ფი­ულ გა­ფორ­მე­ბას.

ტან­გო [ესპ.] - სა­ლო­ნუ­რი ნელ­ტემ­პი­ა­ნი ცეკ­ვა ქალ-ვა­ჟი­სა; მუ­სი­კა ამ ცეკ­ვი­სათ­ვის.

ლექ­ცია [ლათ.] - 1. ზე­პი­რად გად­მო­ცე­მა საგ­ნი­სა; სა­ჯა­რო გა­მოს­ვლა, სა­ჯა­რო კი­თხვა რა­ი­მე თე­მა­ზე; 2. (მრ.). ასეთ გად­მო­ცე­მა­თა, გა­მოს­ვლა­თა და­ბეჭ­დი­ლი კურ­სი; ჩა­ნა­წე­რი რა­ი­მე სას­წავ­ლო საგ­ნის მი­ხედ­ვით.

ლექ­სი­კო­ნი [ბერძ.] - 1. წიგ­ნი, რო­მელ­შიც ან­ბან­ზეა გა­წყო­ბი­ლი ამა თუ იმ ენის სი­ტყვე­ბი და მო­ცე­მუ­ლია მათი გან­მარ­ტე­ბა იმა­ვე ენა­ზე ან თარ­გმა­ნი რო­მე­ლი­მე სხვა ენა­ზე; 2. ვი­სა­მე სი­ტყვე­ბის მა­რა­გი;

ბუ­ფე­ტი [ფრანგ.] - 1. სუფ­რის ჭურ­ჭლის შე­სა­ნა­ხი კა­რა­და; 2. სა­სა­დი­ლო­ებ­სა და რეს­ტორ­ნებ­ში: მა­გი­და ან დახ­ლი, სა­დაც ყი­დი­ან სა­უზ­მე­სა და სას­მელს; 3. სა­სა­უზ­მე ან პა­ტა­რა სა­სა­დი­ლო.

მის­ტი­კა [ბერძ.] - 1. ზე­ბუ­ნებ­რი­ვი ძა­ლე­ბის რწმე­ნა. 2. (გა­დატ.). იდუ­მა­ლი რამ.

დი­ზე­ლი [გერმ.] - ში­გაწ­ვის ძრა­ვა, რო­მე­ლიც მუ­შა­ობს მძი­მე თხე­ვა­დი საწ­ვა­ვით.

დი­ზა­ი­ნი [ინგლ.] - დი­ზა­ი­ნე­რის საქ­მი­ა­ნო­ბა, სპე­ცი­ა­ლო­ბა.

რე­პორ­ტა­ჟი [ფრანგ.] - დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მომ­ხდა­რი ამ­ბე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბის შედ­გე­ნა პრე­სი­სა და რა­დი­ო­სათ­ვის;

ლოტო [ფრანგ.] - 1. სა­თა­მა­შო, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა ციფ­რე­ბი­ა­ნი მუ­ყა­ოს ბა­რა­თე­ბი­სა და კო­ჭე­ბის­გან; ამო­ღე­ბუ­ლი კო­ჭე­ბის მი­ხედ­ვით მო­თა­მა­შე­ნი ფა­რა­ვენ შე­სა­ბა­მის ციფ­რებს ბა­რა­თებ­ზე; 2. ასე­თი­ვე სა­ბავ­შვო სა­თა­მა­შო, რომ­ლის ბა­რა­თებ­ზე ციფ­რე­ბი შეც­ვლი­ლია ნა­ხა­ტე­ბით.

პა­რა­შუ­ტი [ფრანგ.] - 1. თვითმფრი­ნა­ვი­დან ადა­მი­ა­ნის გად­მო­სახ­ტო­მი ან ტვირ­თის ჩა­მო­საგ­დე­ბი მო­წყო­ბი­ლო­ბა; ჰა­ერ­ში იხ­სნე­ბა ქოლ­გა­სა­ვით; 2. მე­ქა­ნიზ­მი, რო­მე­ლიც მა­ღა­რო­ში ბა­გი­რის გა­წყვე­ტის შემ­თხვე­ვა­ში ამ­წევ გა­ლი­ას იცავს ჩა­ვარ­დნის­გან.

პა­რა­მეტ­რი [ბერძ.] - 1. (მა­თემ.). სი­დი­დე, რო­მე­ლიც შე­დის მა­თე­მა­ტი­კურ ფორ­მუ­ლებ­ში და თა­ვის მუდ­მივ მნიშ­ვნე­ლო­ბას ინარ­ჩუ­ნებს მხო­ლოდ მო­ცე­მუ­ლი ამო­ცა­ნის პო­რო­ბებ­ში; 2. რა­ი­მე საგ­ნის ან მოვ­ლე­ნის ძი­რი­თა­დი თვი­სე­ბე­ბის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სი­დი­დე ან სი­დი­დე­ე­ბი.

შან­სი [ფრანგ.] - რი­სა­მე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის, რა­მე­ში წარ­მა­ტე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

პოზა [ფრანგ.] - 1. ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლის ესა თუ ის მდგო­მა­რე­ო­ბა. არა­გულ­წრფე­ლი ქცე­ვა, პრან­ჭვა.

ირო­ნია [ბერძ.] - ფა­რუ­ლი, ოდ­ნავ შე­სამ­ჩნე­ვი და­ცინ­ვა.

იზო­ლა­ცია [ფრანგ.] - 1. ცალ­კე გა­მო­ყო­ფა, გა­მი­ჯვნა; 2. გა­რე­მოს­თან, ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბის სპო­ბა; 3. სა­ი­ზო­ლა­ციო გან­მამ­ხო­ლო­ე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა ან მო­წყო­ბი­ლო­ბა.

პე­სი­მიზ­მი [ლათ.] - ყვე­ლა­ფერ­ში ცუდი, ბნე­ლი მხა­რე­ე­ბის და­ნახ­ვა; სევ­დი­ა­ნო­ბა, გულ­გა­ტე­ხი­ლო­ბა, უი­მე­დო­ბა.

ოპ­ტი­მიზ­მი [ლათ.] - ყვე­ლა­ფერ­ში კარ­გის, ნა­თე­ლი მხა­რე­ე­ბის და­ნახ­ვა; მხნე გან­წყო­ბი­ლე­ბა, მო­მავ­ლის რწმე­ნა, იმე­დი­ა­ნო­ბა.

სპაზ­მი [ბერძ.] - ყე­ლის, საყ­ლა­პა­ვი მი­ლის, კუჭ-ნაწ­ლა­ვი­სა და მის­თა­ნა­თა კუნ­თე­ბის კრუნ­ჩხვი­თი შე­კუმ­შვა.

მო­ამ­ზა­და ლალი ფა­ცი­ამ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

უცხო სიტყვები, რომლებსაც საუბარში ყოველდღე ვიყენებთ და აღარც გვახსოვს, რომ "ნასესხებია"

უცხო სიტყვები, რომლებსაც საუბარში ყოველდღე ვიყენებთ და აღარც გვახსოვს, რომ "ნასესხებია"

ქართულ ენას საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა ენასთან (ბერძნული, სპარსული, არაბული, თურქული) ჰქონდა შეხება, ამის გამო უცხო ენებიდან ქართულში ბევრი სიტყვა შემოვიდა. მათგან ბევრი მყარად დამკვიდრდა ენაში და შეეთვისა მას. დროთა განმავლობაში, მართლაც, ბევრი ნასესხები სიტყვა იმდენად შეუსისხლხორცდა ქართულს, მათი უცხო წარმომავლობა აღარ იგრძნობა.

XIX-XX საუკუნეში ქართულმა ენამ სიტყვები ევროპული ენებიდან "ისესხა". შემოვიდა ბერძნულ-ლათინური ძირებისგან ნაწარმოები სიტყვები. ენაში ახალი და უცხო სიტყვების დამკვიდრების პროცესი დღესაც გრძელდება. მკვიდრდება უმეტესად საერთაშორისო სიტყვები, რაც გავრცელებულია თანამედროვე ენებში. უცხო სიტყვებიდან უმრავლესობას ჩვენს ყოველდღიურ მეტყველებაში დიდი ადგილი უკავია.

რამდენიმე მათგანს მიხეილ ჭაბაშვილის მიერ შედგენილი "უცხო სიტყვათა ლექსიკონიდან" გთავაზობთ:

მასმედია [ინგლ.] – კომუნიკაციის მასობრივი საშუალებები (გაზეთი, რადიომაუწყებლობა, ტელევიზია.)

ბომბი [ფრანგ.] - ფეთქებადი ნივთიერებით დატენილი სასროლი ყუმბარა (ჭურვი) სხვადასხვა ფორმისა და სიდიდის.

ოკუპაცია [ლათ.] - რომელიმე სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიის დროებით დაკავება.

ანალიზი [ბერძ.] - რისამე შესწავლა მისი ნაწილებად დაშლის გზით.

ჰამაკი [ფრანგ.] - ბადისებურად მოქსოვილი ჩამოსაკიდებელი საწოლი.

მეთოდი [ბერძ.] - 1. ბუნებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების მოვლენათა კვლევის, შეცნობის ხერხი; 2. ხერხი, წესი, წესების სისტემა რაიმე დარგში.

კორექტული [ლათ.] - ზრდილობიანი, თავაზიანი.

ქრესტომათია [ბერძნ.] - სახელმძღვანელო - რჩეულ ნაწარმოებთა ან მათი ნაწყვეტების კრებული.

მაგნატი [ლათ.] - მსხვილი კაპიტალის მფლობელი.

პრეროგატივა [ლათ.] - სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს ან თანამდებობის პირის განსაკუთრებული უფლება, უპირატესობა.

პროვოკატორი [ლათ.] – 1. ფარული აგენტი რომელიც შეპარულია რაიმე ორგანიზაციაში პროვოკაციების მოსაწყობად; 2. პირი, რომელიც ღალატის მიზნით იწვევს აკრძალულ მოქმედებას; წამქეზებელი.

რელიკვია [ლათ.] - ნივთი, რომელსაც ინახავენ როგორც განსაკუთრებით ძვირფას სახსოვარს.

ცივილიზაცია [ფრ. ლათ.] - საზოგადოებრივი განვითარებისა და მატერიალური კულტურის დონე, რომელიც დამახასიათებელია ამა თუ იმ საგოზადოებივ-პოლიტიკური ფორმაციისათვის.

იმიტაცია [ლათ.] – 1. მიბაძვა, მიმსგავსება ვისიმე, რისამე ხმისა, მიხვრა-მოხვრისა და სხვა; 2. არანამდვილი, მაგრამ ნამდვილს დამსგავსებული.

ლოზუნგი [გერმ.] – მოკლედ გამოთქმული მიმართვა, რომელიც გამოხატავს სახელმძღვანელო იდეას, პოლიტიკურ მოთხოვნას.

კონსტრუქცია [ლათ.] – 1. რაიმე ნაგებობის, მანქანის, მექანიზმის ნაწილთა აგებულება და ურთიერთგანლაგება; 2. რთული ნაგებობა და მისი შემადგენელი ცალკეული ნაწილები.

ჰარმონია [ბერძ.] – რისამე მწყობრი შეთანხმება, შეხამება.

მონარქია [ბერძ.] – მმართველობის ფორმა, როდესაც სახელმწიფოს სათავეში უდგას ერთი პირი – მონარქი; სახელმწიფო, რომელსაც მმართველობის ასეთი ფორმა აქვს.

ინტელექტი [ლათ.] – ადამიანის აზროვნების უნარი, გონებრივი განვითარების დონე; ჭკუა, გონება.

ინსტინქტი [ლათ.] – 1. ცხოველური ორგანიზმის თანდაყოლილი მიდრეკილება მოზანშეწონილი, მაგრამ არაცნობიერი მოქმედებისადმი. 2. გადატ. მიხვედრის უნარი, ალღო.

რევოლუცია [ფრ.] - 1. საზოგადოების ცხოვრებაში მომხდარი ძირფესვიანი გადატრიალება, ჩვეულებრივ, შეიარაღებული ძალის მეშვეობით; 2. ძირფესვიანი ცვლილება, გადატრიალება ცოდნის რაიმე დარგში.

მიუზიკლი [ინგლ.] - მუსიკალურ-სცენური ნაწარმოები უპირატესად კომედიური ხასიათის, რომელშიც გამოყენებულია თანამედროვე ყოფითი მუსიკის, ქორეოგრაფიის, ოპერატის, ოპერის გამომსახველობითი საშუალებები;

მუზა [ბერძ.] - 1. პოეტის შთაგონების წყარო; 2. პოეტის შემოქმედება მისი დამახასიათებელი თავისებურება.

ვარიანტი [ლათ.] - 1. რისამე ნაირსახეობა, სახეცვლილება; 2. ლიტერატურული ან მუსიკალური ნაწარმოების ან მისი ნაწილის ერთ-ერთი რედაქცია; 3. ჭადრაკში: სხვლათა ერთ-ერთი შესაძლებელი კომბინაცია მოცემულ მდგომარეობაში.

ტირე [ფრანგ.] - სასვენი ნიშანი, ჰორიზონტალური ხაზი.

რედაქტორი [ფრანგ.] - 1. პირი, რომელიც წიგნის, ჟურნალის, გაზეთის გამოცემას ხელმძღვანელობს, მის შინაარსს ამტკიცებს; 2. პირი, რომელიც რედაქციას უკეთებს რაიმე ტექსტს. ტექნიკური რედაქტორი - პირი, რომელიც განაგებს გამოსაცემი წიგნის, გაზეთის პოლიგრაფიულ გაფორმებას.

ტანგო [ესპ.] - სალონური ნელტემპიანი ცეკვა ქალ-ვაჟისა; მუსიკა ამ ცეკვისათვის.

ლექცია [ლათ.] - 1. ზეპირად გადმოცემა საგნისა; საჯარო გამოსვლა, საჯარო კითხვა რაიმე თემაზე; 2. (მრ.). ასეთ გადმოცემათა, გამოსვლათა დაბეჭდილი კურსი; ჩანაწერი რაიმე სასწავლო საგნის მიხედვით.

ლექსიკონი [ბერძ.] - 1. წიგნი, რომელშიც ანბანზეა გაწყობილი ამა თუ იმ ენის სიტყვები და მოცემულია მათი განმარტება იმავე ენაზე ან თარგმანი რომელიმე სხვა ენაზე; 2. ვისამე სიტყვების მარაგი;

ბუფეტი [ფრანგ.] - 1. სუფრის ჭურჭლის შესანახი კარადა; 2. სასადილოებსა და რესტორნებში: მაგიდა ან დახლი, სადაც ყიდიან საუზმესა და სასმელს; 3. სასაუზმე ან პატარა სასადილო.

მისტიკა [ბერძ.] - 1. ზებუნებრივი ძალების რწმენა. 2. (გადატ.). იდუმალი რამ.

დიზელი [გერმ.] - შიგაწვის ძრავა, რომელიც მუშაობს მძიმე თხევადი საწვავით.

დიზაინი [ინგლ.] - დიზაინერის საქმიანობა, სპეციალობა.

რეპორტაჟი [ფრანგ.] - დღის განმავლობაში მომხდარი ამბების შესახებ ცნობების შედგენა პრესისა და რადიოსათვის;

ლოტო [ფრანგ.] - 1. სათამაშო, რომელიც შედგება ციფრებიანი მუყაოს ბარათებისა და კოჭებისგან; ამოღებული კოჭების მიხედვით მოთამაშენი ფარავენ შესაბამის ციფრებს ბარათებზე; 2. ასეთივე საბავშვო სათამაშო, რომლის ბარათებზე ციფრები შეცვლილია ნახატებით.

პარაშუტი [ფრანგ.] - 1. თვითმფრინავიდან ადამიანის გადმოსახტომი ან ტვირთის ჩამოსაგდები მოწყობილობა; ჰაერში იხსნება ქოლგასავით; 2. მექანიზმი, რომელიც მაღაროში ბაგირის გაწყვეტის შემთხვევაში ამწევ გალიას იცავს ჩავარდნისგან.

პარამეტრი [ბერძ.] - 1. (მათემ.). სიდიდე, რომელიც შედის მათემატიკურ ფორმულებში და თავის მუდმივ მნიშვნელობას ინარჩუნებს მხოლოდ მოცემული ამოცანის პორობებში; 2. რაიმე საგნის ან მოვლენის ძირითადი თვისებების დამახასიათებელი სიდიდე ან სიდიდეები.

შანსი [ფრანგ.] - რისამე განხორციელების, რამეში წარმატების შესაძლებლობა.

პოზა [ფრანგ.] - 1. ადამიანის სხეულის ესა თუ ის მდგომარეობა. არაგულწრფელი ქცევა, პრანჭვა.

ირონია [ბერძ.] - ფარული, ოდნავ შესამჩნევი დაცინვა.

იზოლაცია [ფრანგ.] - 1. ცალკე გამოყოფა, გამიჯვნა; 2. გარემოსთან, ადამიანებთან ურთიერთობის საშუალების სპობა; 3. საიზოლაციო განმამხოლოებელი ნივთიერება ან მოწყობილობა.

პესიმიზმი [ლათ.] - ყველაფერში ცუდი, ბნელი მხარეების დანახვა; სევდიანობა, გულგატეხილობა, უიმედობა.

ოპტიმიზმი [ლათ.] - ყველაფერში კარგის, ნათელი მხარეების დანახვა; მხნე განწყობილება, მომავლის რწმენა, იმედიანობა.

სპაზმი [ბერძ.] - ყელის, საყლაპავი მილის, კუჭ-ნაწლავისა და მისთანათა კუნთების კრუნჩხვითი შეკუმშვა.

მოამზადა ლალი ფაციამ

მეუფე გრიგოლი "პრაიდზე" - "არ მომწონს, მაგრამ ჩემი არმოწონება არაფერს ნიშნავს, ვიღაცას მე არ მოვწონვარ და როგორ მოვიქცეთ?"

"ქრისტეს და ეკლესიის სახელით ადამიანების მიმართ ძალადობა და შეურაცხყოფა ხდება და ეს მიუღებელია" - ეპისკოპოსი საბა

"მოდერნასთან" და "ჯონსონთან და ჯონსონთან" მოლაპარაკებები დავიწყეთ, თუმცა აღარ განვითარდა... - თამარ გაბუნია