საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამების ტაძარში განთავსებული სტამბა დაათვალიერა და ხანძრის შედეგებს ადგილზე გაეცნო.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამების საკათედრო ტაძრის წინამძღვარის მოადგილის, არქიმანდრიტ ილია ნასიძის განმარტებით, ცეცხლი საკათედრო ტაძრის პირველ სართულზე, საკვირაო ქადაგების შემდეგ გაჩნდა, დამწვარია 1 200 კვადრატული მეტრი ფართობი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განმარტებით, გამოძიება მუშაობს ხანძრის მიზეზების დასადგენად. მისივე თქმით, ხელისუფლება ყოველ ღონეს იხმარს, რათა ხანძრის შედეგები დროულად აღმოიფხრას. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობს სახანძრო სამსახური, მობილიზებულია დასუფთავების სამსახურის ბრიგადები.
Fire at Holy Trinity Cathedral in Tbilisi damages 1200 square meter area
ასევე წაიკითხეთ: სამებაში ხანძრის გაჩენის რა ვერსიებზე საუბრობენ სასულიერო პირები