მეუფე სპირიდონი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ გაკეთებული განცხადების გამო საქართველოს პრეზიდენტს აკრიტიკებს.
როგორც მეუფემ ქადაგებისას ბრძანა, ხალხმა მსგავს სიბილწეებს არ უნდა მოუსმინოს და არც არჩევნებზე მისცეს ხმა, რადგან ამ ყველაფრისთვის ქართველი ერი დაისჯება.
"წარმოიდგინეთ, სახელმწიფოს მეთაური გამოდის ტელევიზორში და ამ ფაქტს ასეთ შეფასებას აძლევს - იცით, რაო?! რა არის ამაში ცუდი, მე ძალიან მდიდარი სექსი მქონდაო, მაქვს და მექნებაო. რა შეიძლება ამაზე ვთქვათ? არაფრით არ არის ეს სახელმწიფოს მეთაურის ლაპარაკი. როგორ შეიძლება ეს შეადარო ჩვენი დიდი მეფეების ლაპარაკს. ეს არ არის სახემწიფოს მეთაურის ლაპარაკი, ეს არის საროსკიპოს, ანუ ბარდელის მენეჯერის, სუტენიორის ლაპარაკი და მისი ტერმინოლოგია. საშინელ დღეში ვარ, რომ ასეთ ადამიანებს საქართველოში თანამდებობები უჭირავთ. ხალხი უნდა გავაფრთხილოთ, რომ არ მოუსმინონ ასეთ სიბილწეს. თუ არ იქნება ხელისუფლება ისეთი როგორიც ღმერთს მოსწონს, ჩვენს დავისჯებით პირველ რიგში, ქართველ ხალხი, რადგან ჩვენ ავირჩიეთ ის. როდესაც არჩევნები იქნება, არაფრის დიდებით არ მიუშვათ ხელისუფლებაში ის ხალხი, ვინც გარყვნილია. თორემ გახსოვდეთ, რომ ღვთის წინაშე ერს მოეკითხება" - ამბობს მეუფე.
რამდენიმე დღის წინ გიორგი მარგველაშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სექსუალურ ცხოვრებაში სამარცხვინო არაფერია.
იხილეთ: "მქონია ძალიან მდიდარი სექსუალური ცხოვრება და მექნება კიდევ მომავალში" - გიორგი მარგველაშვილი