სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მყავს არაჩვეულებრივი შეყვარებული, მაქვს სექსი და ასეც ვაპირებ გავაგრძელო" - ინგა გრიგოლია მუქარას პირდაპირ ეთერში პასუხობს
"მყავს არაჩვეულებრივი შეყვარებული, მაქვს სექსი და ასეც ვაპირებ გავაგრძელო" - ინგა გრიგოლია მუქარას პირდაპირ ეთერში პასუხობს

"მე ინგა გრი­გო­ლია ვარ, შვი­ლი, დედა, მე­გო­ბა­რი. მყავს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, მაქვს სექ­სი და ასეც ვა­პი­რებ გა­ვაგ­რძე­ლო ჩემი ცხოვ­რე­ბა" - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ტე­ლე­კომ­პა­ნია "პირ­ვე­ლის" ეთერ­ში იმ მუ­ქა­რას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი გავ­რცელ­დე­ბა:

"გა­მარ­ჯო­ბა, ჩემო მე­გობ­რე­ბო და მა­ყუ­რე­ბე­ლო. ვინც იცით და ჯერ კი­დევ არ იცით, დღეს კი­დევ ერთი ფა­რუ­ლი ვი­დეო გავ­რცელ­და, რო­მელ­შიც სხვებ­თან ერ­თად, პი­რა­დი კად­რე­ბის გა­სა­ჯა­რო­ვე­ბით მეც და­მე­მუქრნენ, თუ ქვე­ყა­ნას არ დავ­ტო­ვებ. მო­გე­სალ­მე­ბით ყვე­ლას, ვინც ბოლო ორ ათე­ულ წელ­ზე მე­ტია მი­ყუ­რებთ და მის­მენთ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, მოგ­წონთ თუ არა ის, რა­საც ამ­დე­ნი წე­ლია ვა­კე­თებ. მო­გე­სალ­მე­ბით თქვენც, ვი­საც ასე ძა­ლი­ან გინ­დათ, რომ მე ახლა აქ არ ვიჯ­დე. მო­გე­სალ­მე­ბი შენ, ვი­საც ასე ძა­ლი­ან გინ­და, რომ შან­ტა­ჟის ში­შით ქვე­ყა­ნა დავ­ტო­ვო და ჩემს საქ­მე­ზე უარი ვთქვა. ქალი, შვი­ლი, დედა, და, მე­გო­ბა­რი, მყავს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, მაქვს სექ­სი და ასეც ვა­პი­რებ გა­ვაგ­რძე­ლო ჩემი ცხოვ­რე­ბა. ხოლო თქვენ კი, ვინც ჩემი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბით მე­მუქ­რე­ბით და მო­ი­თხოვთ, რომ ქვე­ყა­ნა დავ­ტო­ვო, პი­რო­ბას გაძ­ლევთ, თავს შე­ვაკ­ლავ ჩემი და სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ იმის­თვის, რომ ცი­ხე­ში, მრა­ვა­ლი წლით აღ­მოჩ­ნდეთ ამ კად­რე­ბის გა­დამ­ღე­ბიც და გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლიც. წლე­ბის წინ მე შვი­ლის მოკ­ვლის მუ­ქა­რამ ვერ გა­მა­ჩე­რა და ვერ გა­მა­ჩუ­მა და ეს გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლი საქ­მე დღემ­დე გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლი დევს სოდ­ში, თუმ­ცა არა­სო­დეს ამა­ზე პირ­და­პირ ეთერ­ში არ მი­სა­უბ­რია. ეხლა კი გა­დავ­წყვი­ტე სწო­რედ პირ­და­პირ ეთერ­ში ღიად გავ­ხსნა თემა და პი­რო­ბა დავ­დო, რომ ბო­ლომ­დე ჩავ­ყვე­ბი ჩვე­ნი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას და ვე­რა­ნა­ი­რი შან­ტა­ჟით ვერ გა­მა­ჩუ­მებთ. მე იმ თა­ო­ბის ჟურ­ნა­ლის­ტი ვარ, რო­მე­ლი თა­ო­ბაც ამ სა­ხელ­მწი­ფოს­თან ერ­თად, ამ პლი­ო­ტი­კო­სებ­თან ერ­თად გა­ი­ზარ­და...

იხი­ლეთ გრი­გო­ლი­ას ვი­დე­ო­მი­მარ­თვა

მე იმ თო­ა­ბის ჟურ­ნა­ლის­ტი ვარ, ვინც და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ მოჰ­ყვე­ბა ამ სა­ხელ­მწი­ფოს... მე და ჩემი კო­ლე­გე­ბი, იმ თა­ო­ბის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ვართ, რო­მელ­საც ყვე­ლა­ფე­რი ნა­ნა­ხი გვაქვს... თუმ­ცა აღ­მოჩ­ნდა, რომ ის რაც ვნა­ხეთ ჩვე­ნი თვა­ლით, ის პრო­ცე­სე­ბი, რაც ჩვენ გა­ვა­შუქ­რეთ ჟურ­ნა­ლი ყო­ფი­ლა... თურ­მე 2016 წლის 14 მარ­ტი წინ ყო­ფი­ლა... დღეს 2016 წლის 14 მარ­ტია... ალ­ბათ ყვე­ლა­ზე კოშ­მა­რულ სიზ­მარ­შიც ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ დღე­ვან­დე­ლი დილა მუ­ქა­რით გა­თენ­დე­ბო­და... ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ამ მუ­ქა­რის შე­სა­ხებ არც მეტი არ ნაკ­ლე­ბი, ჩემი შვი­ლის­გან გა­ვი­გებ­დი... ჩემი შვი­ლის­გან, რო­მე­ლიც ამ სა­ხელ­წი­ფოს­თან, ჩვენ­თან ერ­თად გა­ი­ზარ­და.. შენ თუ თქვენ, ვი­საც ასე ძა­ლი­ან გინ­და და გინ­დათ, რომ მე ახლა ამ ეთერ­ში არ ვიჯ­დე, ქვეყ­ნი­დან წა­ვი­დე, გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და არ ვა­პი­რებ ჩირ­გვებ­ში ჯდო­მას და ნერ­ვი­უ­ლო­ბას ამ თე­მა­ზე... სხვი­სი არ ვიცი, მაგ­რამ მე მსგავ­სი შან­ტა­ჟის და მუ­ქა­რის არ მე­ში­ნია და არც გა­ჩუ­მე­ბას ვა­პი­რებ და უფრო მე­ტად მო­ვე­დი ბრძო­ლის ხა­სი­ათ­ზე... არ­სად წას­ვლას არ ვა­პი­რებ! და­ა­შან­ტა­ჟეთ და შე­ა­ში­ნეთ, ვინც შე­გი­ში­ნე­ბი­ათ!!!!!!!! მე ღიად ვხსნი ამ თე­მას...... დღეს 2016 წლის 14 მარ­ტია... თბი­ლი­სი­დან 2-3 სა­ა­თის საფ­რენ­ზე, ან­კა­რა­ში 34 უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი ალ­ბათ ყვე­ლა­ზე დიდ ბო­რო­ტე­ბას, ტე­რაქტს შე­ე­წი­რა... ჩვენ­გან რამ­დე­ნი­მე ათას კი­ლო­მეტრში... სი­რია ცე­ცხლის ალ­შია გახ­ვე­უ­ლი... მსოფ­ლი­ოს მო­მა­ვა­ლი ბედი წყდე­ბა და ამ დროს აქ, თბი­ლის­ში ვი­ღაც აფეთ­ქე­ბის გა­რე­შე ტე­რაქტს გვი­წყობს... მე, ინგა გრი­გო­ლი­ას კი არა, ჩემ შვილ მა­რი­ამს კი არა, ჩემს ოჯახს კი არა, ჩემს მე­გობ­რებს კი არა, პო­ლი­ტი­კო­სებს კი არა... ყვე­ლას ვინც ახლა მი­ყუ­რებს ან არ მი­ყურბს, ყვე­ლას, ვინც ახლა ბაზ­რო­ბა­ზეა ლუკ­მა­პუ­რის სა­შოვ­ნე­ლად, მეტ­როს მე­მან­ქა­ნეს, რო­მე­ლიც დი­ლის ხუთი სა­ა­თი­დან გვი­რაბ­შია, იმათ, ვინც ახლა ჯა­რი­ა­შენ­ში სა­კუ­თა­რი თვა­ლით უყუ­რებს მცო­ცავ ოკუ­პა­ცი­ას, იმათ, ვინც დღეს დი­ლით ბავ­შვე­ბი ბაღ­ში და სკო­ლა­ში მი­ა­ცი­ლა, იმათ, ვინც ახლა მერ­ხებ­თან ზის და სწავ­ლობს, რომ მერე უკე­თეს სა­ქარ­თვე­ლო­ში იცხოვ­როს, იმათ ვინც დღეს უნი­ვერ­სტი­ტში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე დგას, იმათ ვი­საც დღეს პა­ე­მა­ნი აქვს საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან, იმას, ვინც დღეს ბან­კში კრე­დი­ტი გა­და­ი­ხა­და, იმათ ვინც, სა­გა­ზა­ფხუ­ლო ხვნა-თეს­ვის­თვის ემ­ზა­დე­ბა, ვინც საკ­რე­ბუ­ლო­ში, გამ­გე­ო­ბა­ში, წარ­მა­ტე­ბულ კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობს, იმ რაგ­ბის­ტებს, ვინც 2 დღის წინ რუ­სე­თი კი­დევ ერთხელ და­ა­მარ­ცხა, იმ ფეხ­ბურ­თე­ლებს, რომ­ლებ­საც ახა­ლი მწვრთნე­ლი ჰყავს, იმ მო­მა­ვალ დე­დებს, რომ­ლე­ბიც ახა­ლი სი­ცო­ცხლის მო­ლო­დინ­ში არი­ან, ყვე­ლას იმას ვი­საც, ჰგო­ნია რომ ეს მას არ ეხე­ბა... ეს პი­რა­დი ტე­რაქ­ტი ჩვენ ყვე­ლას ერ­თად გვე­ხე­ბა... ამი­ტომ არ ვა­პი­რებ მე გა­ჩუ­მე­ბას ჩემი შვი­ლის, ჩვე­ნი უკე­თე­სი მო­მავ­ლის­თვის და უფ­ლე­ბე­ბის­თვის ბრძო­ლა ახლა იწყე­ბა. დღეს 2016 წლის 14 მარ­ტია, გა­მარ­ჯო­ბა, მე ინგა გრი­გო­ლია ვარ და ვი­წყებ...", - გა­ნა­ცხა­და გრი­გო­ლი­ამ პირ­და­პირ ეთერ­ში.

youtube-ზე პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მო­რი­გი ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რი დღეს გავ­რცელ­და. ვი­დე­ოს ამ­ტვირ­თა­ვი ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის სე­რი­ის გავ­რცე­ლე­ბით იმუქ­რე­ბა.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ:

"და­ა­შან­ტა­ჟეთ და შე­ა­ში­ნეთ, ვინც შე­გი­ში­ნე­ბი­ათ" - ინგა გრი­გო­ლია მუ­ქა­რა­ზე

მოქ­მედ პო­ლი­ტი­კო­სებს youtube-ზე ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბით ემუქ­რე­ბი­ან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"მყავს არაჩვეულებრივი შეყვარებული, მაქვს სექსი და ასეც ვაპირებ გავაგრძელო" - ინგა გრიგოლია მუქარას პირდაპირ ეთერში პასუხობს

"მყავს არაჩვეულებრივი შეყვარებული, მაქვს სექსი და ასეც ვაპირებ გავაგრძელო" - ინგა გრიგოლია მუქარას პირდაპირ ეთერში პასუხობს

"მე ინგა გრიგოლია ვარ, შვილი, დედა, მეგობარი. მყავს არაჩვეულებრივი შეყვარებული, მაქვს სექსი და ასეც ვაპირებ გავაგრძელო ჩემი ცხოვრება" - ასე გამოეხმაურა ტელეწამყვანი ტელეკომპანია "პირველის" ეთერში იმ მუქარას, რომლის მიხედვითაც უახლოეს მომავალში ინტერნეტსივრცეში მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდება:

"გამარჯობა, ჩემო მეგობრებო და მაყურებელო. ვინც იცით და ჯერ კიდევ არ იცით,  დღეს კიდევ ერთი ფარული ვიდეო გავრცელდა, რომელშიც სხვებთან ერთად, პირადი კადრების გასაჯაროვებით მეც დამემუქრნენ, თუ ქვეყანას არ დავტოვებ. მოგესალმებით ყველას, ვინც ბოლო ორ ათეულ წელზე მეტია მიყურებთ და მისმენთ, მიუხედავად იმისა, მოგწონთ თუ არა ის, რასაც ამდენი წელია ვაკეთებ. მოგესალმებით თქვენც, ვისაც ასე ძალიან გინდათ, რომ მე ახლა აქ არ ვიჯდე. მოგესალმები შენ, ვისაც ასე ძალიან გინდა, რომ შანტაჟის შიშით ქვეყანა დავტოვო და ჩემს საქმეზე უარი ვთქვა. ქალი, შვილი, დედა, და, მეგობარი, მყავს არაჩვეულებრივი შეყვარებული, მაქვს სექსი და ასეც ვაპირებ გავაგრძელო ჩემი ცხოვრება. ხოლო თქვენ კი, ვინც ჩემი პირადი ცხოვრების გასაჯაროებით მემუქრებით და მოითხოვთ, რომ ქვეყანა დავტოვო, პირობას გაძლევთ, თავს შევაკლავ ჩემი და სხვა ადამიანების უფლებების დაცვას და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ციხეში, მრავალი წლით აღმოჩნდეთ ამ კადრების გადამღებიც და განმახორციელებელიც. წლების წინ მე შვილის მოკვლის მუქარამ ვერ გამაჩერა და ვერ გამაჩუმა და ეს გამოუძიებელი საქმე დღემდე გამოუძიებელი დევს სოდში, თუმცა არასოდეს ამაზე პირდაპირ ეთერში არ მისაუბრია. ეხლა კი გადავწყვიტე სწორედ პირდაპირ ეთერში ღიად გავხსნა თემა და პირობა დავდო, რომ ბოლომდე ჩავყვები ჩვენი უფლებების დაცვას და ვერანაირი შანტაჟით ვერ გამაჩუმებთ. მე იმ თაობის ჟურნალისტი ვარ, რომელი თაობაც ამ სახელმწიფოსთან ერთად, ამ პლიოტიკოსებთან ერთად გაიზარდა...

იხილეთ გრიგოლიას ვიდეომიმართვა

მე იმ თოაბის ჟურნალისტი ვარ, ვინც დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მოჰყვება ამ სახელმწიფოს... მე და ჩემი კოლეგები, იმ თაობის ჟურნალისტები ვართ, რომელსაც ყველაფერი ნანახი გვაქვს... თუმცა აღმოჩნდა, რომ ის რაც ვნახეთ ჩვენი თვალით, ის პროცესები, რაც ჩვენ გავაშუქრეთ ჟურნალი ყოფილა... თურმე 2016 წლის 14 მარტი წინ ყოფილა... დღეს 2016 წლის 14 მარტია... ალბათ ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ დღევანდელი დილა მუქარით გათენდებოდა... ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ მუქარის შესახებ არც მეტი არ ნაკლები, ჩემი შვილისგან გავიგებდი... ჩემი შვილისგან, რომელიც ამ სახელწიფოსთან, ჩვენთან ერთად გაიზარდა.. შენ თუ თქვენ, ვისაც ასე ძალიან გინდა და გინდათ, რომ მე ახლა ამ ეთერში არ ვიჯდე, ქვეყნიდან წავიდე, გაგიკვირდებათ და არ ვაპირებ ჩირგვებში ჯდომას და ნერვიულობას ამ თემაზე... სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე მსგავსი შანტაჟის და მუქარის არ მეშინია და არც გაჩუმებას ვაპირებ და უფრო მეტად მოვედი ბრძოლის ხასიათზე... არსად წასვლას არ ვაპირებ! დააშანტაჟეთ და შეაშინეთ, ვინც შეგიშინებიათ!!!!!!!! მე ღიად ვხსნი ამ თემას...... დღეს 2016 წლის 14 მარტია... თბილისიდან 2-3 საათის საფრენზე, ანკარაში 34 უდანაშაულო ადამიანი ალბათ ყველაზე დიდ ბოროტებას, ტერაქტს შეეწირა... ჩვენგან რამდენიმე ათას კილომეტრში... სირია ცეცხლის ალშია გახვეული... მსოფლიოს მომავალი ბედი წყდება და ამ დროს აქ, თბილისში ვიღაც აფეთქების გარეშე ტერაქტს გვიწყობს... მე, ინგა გრიგოლიას კი არა, ჩემ შვილ მარიამს კი არა, ჩემს ოჯახს კი არა, ჩემს მეგობრებს კი არა, პოლიტიკოსებს კი არა... ყველას ვინც ახლა მიყურებს ან არ მიყურბს, ყველას, ვინც ახლა ბაზრობაზეა ლუკმაპურის საშოვნელად, მეტროს მემანქანეს, რომელიც დილის ხუთი საათიდან გვირაბშია, იმათ, ვინც ახლა ჯარიაშენში საკუთარი თვალით უყურებს მცოცავ ოკუპაციას, იმათ, ვინც დღეს დილით ბავშვები ბაღში და სკოლაში მიაცილა, იმათ, ვინც ახლა მერხებთან ზის და სწავლობს, რომ მერე უკეთეს საქართველოში იცხოვროს, იმათ ვინც დღეს უნივერსტიტში საპროტესტო აქციაზე დგას, იმათ ვისაც დღეს პაემანი აქვს საყვარელ ადამიანთან, იმას, ვინც დღეს ბანკში კრედიტი გადაიხადა, იმათ ვინც, საგაზაფხულო ხვნა-თესვისთვის ემზადება, ვინც საკრებულოში, გამგეობაში, წარმატებულ კომპანიაში მუშაობს, იმ რაგბისტებს, ვინც 2 დღის წინ რუსეთი კიდევ ერთხელ დაამარცხა, იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც ახალი მწვრთნელი ჰყავს, იმ მომავალ დედებს, რომლებიც ახალი სიცოცხლის მოლოდინში არიან, ყველას იმას ვისაც, ჰგონია რომ ეს მას არ ეხება... ეს პირადი ტერაქტი ჩვენ ყველას ერთად გვეხება... ამიტომ არ ვაპირებ მე გაჩუმებას ჩემი შვილის, ჩვენი უკეთესი მომავლისთვის და უფლებებისთვის ბრძოლა ახლა იწყება. დღეს 2016 წლის 14 მარტია, გამარჯობა, მე ინგა გრიგოლია ვარ და ვიწყებ...", - განაცხადა გრიგოლიამ პირდაპირ ეთერში.

youtube-ზე პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი ფარული ჩანაწერი დღეს გავრცელდა. ვიდეოს ამტვირთავი ფარული ჩანაწერების სერიის გავრცელებით იმუქრება.

ასევე წაიკითხეთ:

"დააშანტაჟეთ და შეაშინეთ, ვინც შეგიშინებიათ" - ინგა გრიგოლია მუქარაზე

მოქმედ პოლიტიკოსებს youtube-ზე ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებით ემუქრებიან

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია