პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არც სუს-ისგან და არც შსს-სგან დაბლოკვის ბრძანება არ მიგვიღია" - რატომ დაებლოკა youtube ქართველ ინტერნეტმომხმარებელს
"არც სუს-ისგან და არც შსს-სგან დაბლოკვის ბრძანება არ მიგვიღია" - რატომ დაებლოკა youtube ქართველ ინტერნეტმომხმარებელს

ერთ სა­ათ­ზე მე­ტია ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ჩი­ვი­ან, რომ youtube-ზე წვდო­მა შე­ზღუ­დუ­ლი აქვთ. აღ­ნიშ­ნუ­ლი ეხე­ბა რო­გორც "სილ­ქნე­ტის", ისე "კავ­კა­ზუს ონ­ლა­ი­ნის" აბო­ნენ­ტებს.

"აეე YOUtube და­მიბ­რუ­ნეთ!!! არ გა­დაგ­ვა­ყო­ლეს ამ "პი­რად თუ უკვე სა­ხალ­ხო ცხოვ­რე­ბას"?!; "Youtube დაბ­ლო­კეს?მო­გე­სალ­მე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კი­დან"; "Youtube-ს დაბ­ლოკ­ვა რა გა­მო­სა­ვა­ლია??? ცუ­დად შე­აჩ­ვი­ეს ხელი"; ამათ ცოტა და­ცუ­რე­ბუ­ლი ხო არ აქვთ YouTube რა პონ­ტში დაბ­ლო­კეს", - წე­რე­ნე ფე­ის­ბუქ­ზე ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ვი­დე­ო­პორ­ტალ­ზე წვდო­მის შე­ზღუდ­ვას რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ გავ­რცე­ლე­ბულ ახალ ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებს უკავ­ში­რე­ბენ.

შე­ვე­ცა­დეთ გაგ­ვერ­კვია, რას უკავ­შირ­დე­ბა youtube -ის დაბ­ლოკ­ვა ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის. რო­გორც "სილ­ქნე­ტის" სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხურ­ში ambebi.ge-ს გა­ნუ­ცხა­დეს, ამ ფაქტს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბას­თან კავ­ში­რი არ აქვს და ტექ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხარ­ვე­ზი მალე გა­მოს­წორ­დე­ბა. "არც სუს-ის­გან და არც შსს-სგან არ მიგ­ვი­ღია დაბ­ლოკ­ვის ბრძა­ნე­ბა. ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზია და მალე გა­მოს­წორ­დე­ბა," - აღ­ნიშ­ნეს "სილ­ქნეტ­ში".

მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ინ­ტერ­ნეტ­ში დღეს გავ­რცე­ლე­ბულ, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ველ კი­დევ ერთ ვი­დე­ოს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 157-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის უკა­ნო­ნოდ გავ­რცე­ლე­ბას გუ­ლის­ხმობს.

ქრის­ტი­ნე გამ­თე­ნა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"არც სუს-ისგან და არც შსს-სგან დაბლოკვის ბრძანება არ მიგვიღია" - რატომ დაებლოკა youtube ქართველ ინტერნეტმომხმარებელს

"არც სუს-ისგან და არც შსს-სგან დაბლოკვის ბრძანება არ მიგვიღია" - რატომ დაებლოკა youtube ქართველ ინტერნეტმომხმარებელს

ერთ საათზე მეტია ინტერნეტმომხმარებლები ჩივიან, რომ youtube-ზე წვდომა შეზღუდული აქვთ. აღნიშნული ეხება როგორც "სილქნეტის", ისე "კავკაზუს ონლაინის" აბონენტებს.

"აეე YOUtube დამიბრუნეთ!!! არ გადაგვაყოლეს ამ "პირად თუ უკვე სახალხო ცხოვრებას"?!; "Youtube დაბლოკეს?მოგესალმებით საქართველოს ფსიქიატრიული რესპუბლიკიდან"; "Youtube-ს დაბლოკვა რა გამოსავალია??? ცუდად შეაჩვიეს ხელი"; ამათ ცოტა დაცურებული ხო არ აქვთ YouTube რა პონტში დაბლოკეს", - წერენე ფეისბუქზე ინტერნეტმომხმარებლები, რომლებიც ვიდეოპორტალზე წვდომის შეზღუდვას რამდენიმე საათის წინ გავრცელებულ ახალ ფარულ ჩანაწერებს უკავშირებენ.

შევეცადეთ გაგვერკვია, რას უკავშირდება youtube -ის დაბლოკვა ინტერნეტმომხმარებლებისთვის. როგორც "სილქნეტის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ambebi.ge-ს განუცხადეს, ამ ფაქტს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან კავშირი არ აქვს და ტექნიკური ჯგუფის ინფორმაციით, ხარვეზი მალე გამოსწორდება. "არც სუს-ისგან და არც შსს-სგან არ მიგვიღია დაბლოკვის ბრძანება. ტექნიკური ხარვეზია და მალე გამოსწორდება," - აღნიშნეს "სილქნეტში".

მთავარმა პროკურატურამ ინტერნეტში დღეს გავრცელებულ, პირადი ცხოვრების ამსახველ კიდევ ერთ ვიდეოსთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით დაიწყო, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელებას გულისხმობს.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია