სპორტი
სამართალი
პოლიტიკა

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაზე მეტად თავის დაბადების დღეს ზეიმობდა ხოლმე..." - ჯაბა ბოჯგუა მერვე წელია კომაშია
"ყველაზე მეტად თავის დაბადების დღეს ზეიმობდა ხოლმე..." - ჯაბა ბოჯგუა მერვე წელია კომაშია

"დღეს ჯა­ბას და­ბა­დე­ბის დღეა... უკვე მერ­ვე წე­ლია ჯაბა ბოჯ­გუა თა­ვის და­ბა­დე­ბის დღეს კო­მა­ში ხვდე­ბა... დედა და ბე­ბია ყო­ველ წამს, ყო­ველ წუთს ელო­დე­ბი­ან მის გა­მო­ჯამ­რთე­ლე­ბას... გმი­რო­ბის ტოლ­ფა­სია ეს ყვე­ლა­ფე­რი... ვუ­სურ­ვოთ ჯამ­რთე­ლო­ბა და ბევ­რი სი­კე­თე ჯა­ბას... ყვე­ლა­ზე მე­ტად თა­ვის და­ბა­დე­ბის დღეს ზე­ი­მობ­და ხოლ­მე... იმე­დია, ეს ზე­ი­მი კვლა­ვაც გაგ­რძელ­დე­ბა..." - ვკი­თხუ­ლობთ პოს­ტში, რო­მე­ლიც მომ­ღერ­ლის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

ჯაბა ბოჯ­გუ­ას ამ­ჟა­მინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­სარ­კვე­ვად და ოჯა­ხის­თვის იუ­ბი­ლის მი­სა­ლო­ცად, ჯა­ბას დე­დას მა­ნა­ნა გვა­სა­ლი­ას და­ვუ­კავ­შირ­დით:

- დე­დის­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლია, ერ­თა­დერთ შვილს, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ხე­დავ­დეს... გამ­ძლე­ო­ბას გი­სურ­ვებთ.

- დიდი მად­ლო­ბა... დღეს ჯა­ბას და­ბა­დე­ბის დღეა, მერ­ვე წე­ლია, რაც ჩემი შვი­ლი კო­მა­შია...

- რო­გო­რაა ახლა მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა?

- მას ყვე­ლა­ფე­რი ეს­მის, ლა­პარ­კით და­წყე­ბუ­ლი, ხე­ლის მო­კი­დე­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ფერს გრძნობს. უბ­რა­ლოდ, კონ­ტაქ­ტში შე­მოს­ვლა არ შე­უძ­ლია. იმე­დი არ და­მი­კარ­გავს და ამ დრომ­დე სი­კე­თეს ვე­ლო­დე­ბი... ჯაბა სა­ერ­თოდ, ისეთ ვარ­სკვლავ­ზეა და­ბა­დე­ბუ­ლი, რომ აუ­ცი­ლებ­ლად გონს მოვა, ხომ გე­უბ­ნე­ბით, მე ამის მჯე­რა! შე­მარ­თე­ბით ვარ. რა­საც თა­ვი­დან ვუ­კე­თებ­დი, იმა­ვეს ვუ­კე­თებ, არა­ფე­რი მო­მიკ­ლია და ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. დღეს მის და­ბა­დე­ბის დღე­ზე ახ­ლობ­ლე­ბი მო­ვიდ­ნენ, პა­ტა­რა ტორ­ტიც მო­უ­ტა­ნეს, აღ­ვნიშ­ნეთ, 37 წელი შე­უს­რულ­და, 29 წლის იყო ამ დგო­მა­რე­ო­ბა­ში რომ აღ­მოჩ­ნდა...

- ამ­ბობთ, რომ ახლა მას ყვე­ლაფ­რი ეს­მის. ადრე ასე არ იყო?

- არა, შეგ­რძნე­ბა არა­ფერ­ზე ჰქონ­და. ახლა ხომ ვამ­ბობ, თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი ეს­მის, მა­გა­ლი­თად, სი­ნათ­ლის ჩაქ­რო­ბა არ სი­ა­მოვ­ნებს და ამას მაგ­რძნო­ბი­ნებს, უსი­ა­მოვ­ნო თვა­ლე­ბით შე­მომ­ხე­დავს ხოლ­მე, რომ ვლა­პა­რა­კობ, რო­მელ მხა­რე­საც ვდგა­ვარ, იმ მხა­რეს მო­აქვს თავი, სმე­ნით მომ­ყვე­ბა, კა­რის კა­კუნ­ზე აქვს რე­აქ­ცია. ექთა­ნი რომ ვე­ნა­ში კა­თე­ტე­რის და­სა­ყე­ნებ­ლად მო­დის, ან წნე­ვა უნდა გა­უ­ზო­მოს, თუ არ უთხა­რი, რას უკე­თებს, ხელს არაფ­რით მო­გაწ­ვდის, ჭირ­ვე­უ­ლობს. მოკ­ლედ, ამ ყვე­ლა­ფერ­ზე რე­ა­გი­რებს. ტკი­ვი­ლის შეგ­რძნე­ბა აქვს. ჩემ­თვის დღე და დამე გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია, ყო­ველ 2 სა­ათ­ში ერთხელ, ვაბ­რუ­ნებ, აქამ­დე ისე მო­ვიყ­ვა­ნე, რომ ნა­წო­ლე­ბი არ აქვს.

ღა­მით ყო­ველ ჩემს წა­მოდ­გო­მა­ზე იმის­თვის, რომ დავ­ხე­დო, რო­გორ არის, ხელი გა­და­ვუს­ვა, მი­ვე­ფე­რო, პირს ამოძ­რა­ვებს და თბი­ლი თვა­ლე­ბით მი­ყუ­რებს, თით­ქოს რო­დის ავ­დგე­ბი, მდა­რა­ჯობს.

- ისევ იმ სახ­ლში ხართ, სა­დაც ქი­რით ცხოვ­რობ­დით?

- კი, ქი­რით ისევ იქ ვართ. მად­ლო­ბე­ლი ვარ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის, მო­სახ­ლე­ო­ბის, ასე­ვე ემიგ­რან­ტი ქარ­თვე­ლე­ბის. ვხვდე­ბი, რომ მათ ჯაბა ჰყვა­რე­ბი­ათ და ახ­სოვთ. ხან­და­ხან მი­რე­კა­ვენ, მეხ­მა­უ­რე­ბი­ან, მცი­რე­დი­თაც მეხ­მა­რე­ბი­ან, ეს ჩემ­თვის ბევ­რს ნიშ­ნავს, მთავ­რო­ბაც წამ­ლე­ბით მეხ­მა­რე­ბა შეძ­ლე­ბის­და­გა­ვარდ, თუმ­ცა ჯა­ბას ბევ­რი სჭირ­დე­ბა. ახლა მა­გა­ლი­თად, მა­სა­ჟე­ბია აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რად­გა­ნაც უმოძ­რა­ოდ აქვს კი­დუ­რე­ბი, ცოტა არ იყოს, დე­ფორ­მა­ცი­აც მი­ი­ღო, მაგ­რამ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მაქვს. ყვე­ლა­ფე­რი, რაც ჩვენს თავს ხდე­ბა, ღვთის­გან არის მოვ­ლე­ნი­ლი და ვნა­ხოთ, რა ვიცი, მისი ნე­ბით­ვე, მჯე­რა ჩემი შვი­ლი სკამ­ზე დაჯ­დო­მას შეძ­ლებს. რო­გორც იცით, ჩემ­თან ერ­თად, 80 წლის ბე­ბოც უვ­ლის, არა­ფერს აკ­ლებს, რაც შე­უძ­ლია, ყვე­ლა­ფერს უკე­თებს. მე სახ­ლი­დან გართ ვერ გავ­დი­ვარ, ჯა­ბას მი­ტო­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა...

ბი­ნა­ზე მკი­თხეთ და მინ­და, გი­თხრათ, რომ ჩვენ კი­დევ ერთი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე ვდგა­ვართ, რომ ჩვე­ნი ჭერი არ გვაქვს. აქე­დან შემ­თხვე­ვით რომ გაგ­ვიშ­ვას მე­პატ­რო­ნემ, სხვას ალ­ბათ გა­უ­ჭირ­დე­ბა ასე­თი ავად­მყო­ფის თა­ვის სახ­ლში მი­ღე­ბა. არა­ვის უნდა ასე­თი პა­ცი­ენ­ტის მი­ღე­ბა. ამი­ტომ, ამ თე­მა­ზეც ვნერ­ვი­უ­ლობ. იქ­ნებ მთავ­რო­ბამ რა­ღაც­ნა­ი­რად მო­ა­ხერ­ხოს და ჩვენ­თვის სად­მე ერთი ოთა­ხი გა­მოჰ­ყოს.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

"ყველაზე მეტად თავის დაბადების დღეს ზეიმობდა ხოლმე..." - ჯაბა ბოჯგუა მერვე წელია კომაშია

"ყველაზე მეტად თავის დაბადების დღეს ზეიმობდა ხოლმე..." - ჯაბა ბოჯგუა მერვე წელია კომაშია

"დღეს ჯაბას დაბადების დღეა... უკვე მერვე წელია ჯაბა ბოჯგუა თავის დაბადების დღეს კომაში ხვდება... დედა და ბებია ყოველ წამს, ყოველ წუთს ელოდებიან მის გამოჯამრთელებას... გმირობის ტოლფასია ეს ყველაფერი... ვუსურვოთ ჯამრთელობა და ბევრი სიკეთე ჯაბას... ყველაზე მეტად თავის დაბადების დღეს ზეიმობდა ხოლმე... იმედია, ეს ზეიმი კვლავაც გაგრძელდება..." - ვკითხულობთ პოსტში, რომელიც მომღერლის ''ფეისბუქის'' გვერდზე გამოქვეყნდა.

ჯაბა ბოჯგუას ამჟამინდელი მდგომარეობის გასარკვევად და ოჯახისთვის იუბილის მისალოცად, ჯაბას დედას მანანა გვასალიას დავუკავშირდით:

- დედისთვის ძალიან რთულია, ერთადერთ შვილს, წლების განმავლობაში, ასეთ მდგომარეობაში ხედავდეს... გამძლეობას გისურვებთ.

- დიდი მადლობა... დღეს ჯაბას დაბადების დღეა, მერვე წელია, რაც ჩემი შვილი კომაშია...

- როგორაა ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

- მას ყველაფერი ესმის, ლაპარკით დაწყებული, ხელის მოკიდებით დასრულებული, ყველაფერს გრძნობს. უბრალოდ, კონტაქტში შემოსვლა არ შეუძლია. იმედი არ დამიკარგავს და ამ დრომდე სიკეთეს ველოდები... ჯაბა საერთოდ, ისეთ ვარსკვლავზეა დაბადებული, რომ აუცილებლად გონს მოვა, ხომ გეუბნებით, მე ამის მჯერა! შემართებით ვარ. რასაც თავიდან ვუკეთებდი, იმავეს ვუკეთებ, არაფერი მომიკლია და ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. დღეს მის დაბადების დღეზე ახლობლები მოვიდნენ, პატარა ტორტიც მოუტანეს, აღვნიშნეთ, 37 წელი შეუსრულდა, 29 წლის იყო ამ დგომარეობაში რომ აღმოჩნდა...

- ამბობთ, რომ ახლა მას ყველაფრი ესმის. ადრე ასე არ იყო?

- არა, შეგრძნება არაფერზე ჰქონდა. ახლა ხომ ვამბობ, თითქმის ყველაფერი ესმის, მაგალითად, სინათლის ჩაქრობა არ სიამოვნებს და ამას მაგრძნობინებს, უსიამოვნო თვალებით შემომხედავს ხოლმე, რომ ვლაპარაკობ, რომელ მხარესაც ვდგავარ, იმ მხარეს მოაქვს თავი, სმენით მომყვება, კარის კაკუნზე აქვს რეაქცია. ექთანი რომ ვენაში კათეტერის დასაყენებლად მოდის, ან წნევა უნდა გაუზომოს, თუ არ უთხარი, რას უკეთებს, ხელს არაფრით მოგაწვდის, ჭირვეულობს. მოკლედ, ამ ყველაფერზე რეაგირებს. ტკივილის შეგრძნება აქვს. ჩემთვის დღე და დამე გაერთიანებულია, ყოველ 2 საათში ერთხელ, ვაბრუნებ, აქამდე ისე მოვიყვანე, რომ ნაწოლები არ აქვს.

ღამით ყოველ ჩემს წამოდგომაზე იმისთვის, რომ დავხედო, როგორ არის, ხელი გადავუსვა, მივეფერო, პირს ამოძრავებს და თბილი თვალებით მიყურებს, თითქოს როდის ავდგები, მდარაჯობს.

- ისევ იმ სახლში ხართ, სადაც ქირით ცხოვრობდით?

- კი, ქირით ისევ იქ ვართ. მადლობელი ვარ ქართველი ხალხის, მოსახლეობის, ასევე ემიგრანტი ქართველების. ვხვდები, რომ მათ ჯაბა ჰყვარებიათ და ახსოვთ. ხანდახან მირეკავენ, მეხმაურებიან, მცირედითაც მეხმარებიან, ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს, მთავრობაც წამლებით მეხმარება შეძლებისდაგავარდ, თუმცა ჯაბას ბევრი სჭირდება. ახლა მაგალითად, მასაჟებია აუცილებელი, რადგანაც უმოძრაოდ აქვს კიდურები, ცოტა არ იყოს, დეფორმაციაც მიიღო, მაგრამ ამის საშუალება არ მაქვს. ყველაფერი, რაც ჩვენს თავს ხდება, ღვთისგან არის მოვლენილი და ვნახოთ, რა ვიცი, მისი ნებითვე, მჯერა ჩემი შვილი სკამზე დაჯდომას შეძლებს. როგორც იცით, ჩემთან ერთად, 80 წლის ბებოც უვლის, არაფერს აკლებს, რაც შეუძლია, ყველაფერს უკეთებს. მე სახლიდან გართ ვერ გავდივარ, ჯაბას მიტოვება არ შეიძლება...

ბინაზე მკითხეთ და მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ კიდევ ერთი პრობლემის წინაშე ვდგავართ, რომ ჩვენი ჭერი არ გვაქვს. აქედან შემთხვევით რომ გაგვიშვას მეპატრონემ, სხვას ალბათ გაუჭირდება ასეთი ავადმყოფის თავის სახლში მიღება. არავის უნდა ასეთი პაციენტის მიღება. ამიტომ, ამ თემაზეც ვნერვიულობ. იქნებ მთავრობამ რაღაცნაირად მოახერხოს და ჩვენთვის სადმე ერთი ოთახი გამოჰყოს.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია