თსუ-ს სტუდენტებმა "რუსთავი 2"-ს პირდაპირ ეთერში ბოიკოტი გამოუცხადეს

თსუ-ს სტუდენტებმა "რუსთავი 2"-ს პირდაპირ ეთერში ბოიკოტი გამოუცხადეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საპროტესო აქციების მონაწილე სტუდენტებმა ბოიკოტი გამოუცხადეს "რუსთავი 2"-ს, იქამდე სანამ ნიკა გვარამია ბოდიშს არ მოუხდის მათ. შაბათის "კურიერში" გიორგი გაბუნიასთან თსუ-ს შენობიდან რამდენიმე სტუდენტი ჩაერთო, რომლებიც უკვე მესამე დღეა უნივერსიტეტის შენობაში ათევენ ღამეს და სამი ძირითადი მოთხოვნა აქვთ: კანცლერის პოსტზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნა 2. სტუდენტური თვითმმართველობის რეფორმირება და უნივერსიტეტის რესურსებზე წვდომის შეზღუდვა, მესამე კი საპარლამენტო კომისიის შექმნა, რომელიც გამოიძიებს და გააძევებს უნივერსიტეტიდან "ოდეერებს".

უნივერსიტეტის ფოიედან პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს სტუდენტმა გვანცა ხონელიძემ მოთხოვნები კიდევ ერთხელ გაიმეორა, შემდეგ კი წამყვანს სიტყვის უფლება სთხოვა: "დღეს ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ტელევიზიის დირექტორი ნიკა გვარამია, აკეთებს სრულიად უპასუხისმგებლო, ირონიულ და არაადეკვატურ განცხადებას, ცილს სწამებს სტუდენტებს და ცდილობს გარიოს ისინი პარტიების თამაშში, რაც მიუღებელია და დასაგმობი. ჩვენ, სტუდენტთა კრიტიკული მასა ვაცხადებთ: მანამ სანამ ნიკა გვარამია არ მოიხდის საჯაროდ ბოდიშს მის ყველა განცხადებაზე, ჩვენ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ვუცხადებთ ბოიკოტს. ბოდიშის მოხდის შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთან კომუნიკაციას. მადლობთ" - ამ სიტყვებზე გვანცა ხონელიძემ მიკროფონი მოიხსნა და კადრიდან გავიდა, უნივერსიტეტის ფოიეში შეკრებილი სტუდენტების კი განცხადებას აპლოდისმენტებითა და შეძახილებით შეხვდნენ.

სტუდენტების პროტესტი გვარამიას პოსტს მოყვა, რომელშიც ტელეკომპანიის გენ.დირექტორი სტუდენტებს სოციალ-დემოკრატების ლიდერთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გია ჟორჟოლიანთან კავშირში ახსენებს: "ვწერდი ამ დღეებში, სტუდენტებისაა უნივერსიტეტითქო, მარა ის არ მიგულისხმია, სტუდენტები ჟორჟოლიანისაათქო. როგორი ინტელექტუალური და პირადი თავისუფლების პრობლემა უნდა ქონდეს ადამიანს, ეს ძალადმოაზროვნე "დურაკი" პროფესორი ლიდერად და ოფინიონმეიკერად გაიხადო. აი ეგეთი სტუდენტების უნივერსიტეტი კი არა, ნუცას სკოლაა...

დიდი ამბავი ატყდა, ჟორჟოლიანს რა კავშირი შეიძლება ქონდეს სტუდენტებთანო. ჯერ ერთი, ვინც აქციას ვუჭერთ მხარს (მე პირადად იმ მოტივით, რომ სტუდენტის აზრი გადამწყვეტი მგონია, როცა წყდება, მისი სტუდენტობა ვინ უნდა წარმართოს), იმაზეც ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, რამე სუსის დაგეგმილი და პოლიტიკურად ანგაჟირებული არ შემოგვემხარდაგვეჭიროს. და მეორე, ისე იფხრიწებით ამ ჟორჟოლიანზე, ვითომ ჯერ არ გამოუყენებიხართ თავისი მიზნებისთვის ზოგი უნებლიედ, და ზოგი კონფორმისტი და სულგაყიდული სტუდენტი კიდე გარიგებაში არ შესულა ამ პოლიტიკურ გვამთან. არ დაგვვიწყნია სისტემაუნდადაინგრეს და მერე ათასჯერ უარესის წაყრუება. ესეც სტუდენტური ბიოგრაფიიდანაა და ეჭვები რომ გვქონდეს მხარდაჭერას ვიდრე გამოგიცხადებდეთ, სრულიად რაციონალურია.

პს ვინმე მაინც თუ ფიქრობთ, რომ ჟორჟოლიანს გაარექტორებთ, მანამდე არ აგიდგათ გვერდები, გინდა სტუდენტს და გინდა სუსელს" - წერს გვარამია ფეისბუქის პოსტში, რომელსაც სტუდენტების პროტესტი მოჰყვა.

"სტუდენტები სსრკდან" - ამ სიტყვებით შეაფასა ნიკა გვარამიამ ფეისბუქის პირად გვერდზე ბოიკოტის გამოცხადების შემდეგ სტუდენტები.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია