სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" გუნდის განცხადება
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" გუნდის განცხადება

ჩვენ, "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" გუნ­დი ყო­ველ­თვის ვცდი­ლობთ მაქ­სი­მა­ლუ­რად სან­დო, გა­და­მოწ­მე­ბუ­ლი და ობი­ექ­ტუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ვა­მა­ყობთ, რომ ვმუ­შა­ობთ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­ში", რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტოა.

ჩა­საფ­რე­ბუ­ლი და ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ცდი­ლო­ბენ წარ­მო­ა­ჩი­ნონ, თით­ქოს ჩვენ გა­ვავ­რცე­ლეთ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო - კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვა­ცხა­დებთ, რომ ეს სიც­რუე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის მცდე­ლო­ბაა.

ხაზს ვუს­ვამთ, რომ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­მა" ვი­დე­ოს შე­სა­ხებ შე­ი­ტყო სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუ­ქით", სა­დაც მა­სა­ლის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რი იმ დროს უკვე აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ჩვენ არ გაგ­ვივ­რცე­ლე­ბია პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო, თუმ­ცა სა­იტ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის რამ­დე­ნი­მე წუ­თით გან­თავ­სე­ბი­სას, სამ­წუ­ხა­როდ, მი­ვუ­თი­თეთ მისი და­სა­ხე­ლე­ბა. ეს იყო შეც­დო­მა, რა­საც ჩვენ ვა­ღი­ა­რებთ და ძა­ლი­ან გან­ვიც­დით. სწო­რედ ამ შეც­დო­მის გამო მო­უხ­და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლა ჩვენს რე­დაქ­ტორს.

იმე­დი გვაქვს, სხვე­ბიც, ვინც ჩვენ­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­კვნე­ბის გა­მო­ტა­ნი­სას აჩ­ქარ­და, ასე­ვე აღი­ა­რე­ბენ თა­ვი­ანთ შეც­დო­მას.

"ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გან­ვლილ წლებ­ში ფა­რულ თუ აშ­კა­რა ბო­ი­კოტს არა­ერ­თი სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბა უცხა­დებ­და, თუმ­ცა ყვე­ლა ბო­ი­კოტს გა­ვუ­ძე­ლით. სხვა­დას­ხვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, ყვე­ლა­ზე რთულ პი­რო­ბებ­შიც კი, ჩვენ არას­დროს გვი­ღა­ლა­ტია იმ მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბის­თვის, რა­საც ობი­ექ­ტუ­რი და მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა ჰქვია.

ჩვენ არ გა­ვურ­ბი­ვართ სა­კუ­თარ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, თუმ­ცა უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ყვე­ლას ჩვე­ნი წილი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გვაქვს და სხვა­ზე ხე­ლის შეწ­მენ­დით და პო­პუ­ლის­ტუ­რი ქმე­დე­ბე­ბით ქუ­ლე­ბის და­წე­რას ძალ­ზე ხან­მოკ­ლე ეფექ­ტი აქვს.

დღე­საც და ხვა­ლაც, ჩვენ ერთ გუნ­დად შეკ­რუ­ლი ვრჩე­ბით. "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" გუნ­დი არ და­უ­ტო­ვე­ბია არც ერთ თა­ნამ­შრო­მელს, გარ­და ერთი შტატ­გა­რე­შე კო­რეს­პონ­დენ­ტი­სა და არც არა­ვინ აპი­რებს ამის გა­კე­თე­ბას.

გპირ­დე­ბით, რომ კი­დევ უფრო ძლი­ე­რე­ბი გა­მო­ვალთ შავი პი­ა­რის ამ აგო­რე­ბუ­ლი ტალ­ღი­დან და სა­ქარ­თვე­ლო­ში ისევ ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტოდ დავ­რჩე­ბით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" გუნდის განცხადება

საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" გუნდის განცხადება

ჩვენ, "ინტერპრესნიუსის" გუნდი ყოველთვის ვცდილობთ მაქსიმალურად სანდო, გადამოწმებული და ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას. ვამაყობთ, რომ ვმუშაობთ "ინტერპრესნიუსში", რომელიც საქართველოში ყველაზე გავლენიანი და დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტოა.

ჩასაფრებული და ანგაჟირებული მედიასაშუალებები ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს ჩვენ გავავრცელეთ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო - კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ეს სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.

ხაზს ვუსვამთ, რომ "ინტერპრესნიუსმა" ვიდეოს შესახებ შეიტყო სოციალურ ქსელ "ფეისბუქით", სადაც მასალის შესახებ საუბარი იმ დროს უკვე აქტიურად მიმდინარეობდა. ჩვენ არ გაგვივრცელებია პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო, თუმცა საიტზე ინფორმაციის რამდენიმე წუთით განთავსებისას, სამწუხაროდ, მივუთითეთ მისი დასახელება. ეს იყო შეცდომა, რასაც ჩვენ ვაღიარებთ და ძალიან განვიცდით. სწორედ ამ შეცდომის გამო მოუხდა საპასუხისმგებლო თანამდებობიდან წასვლა ჩვენს რედაქტორს.

იმედი გვაქვს, სხვებიც, ვინც ჩვენთან დაკავშირებით დასკვნების გამოტანისას აჩქარდა, ასევე აღიარებენ თავიანთ შეცდომას.

"ინტერპრესნიუსს" განვლილ წლებში ფარულ თუ აშკარა ბოიკოტს არაერთი სახელმწიფო უწყება უცხადებდა, თუმცა ყველა ბოიკოტს გავუძელით. სხვადასხვა ხელისუფლების დროს, ყველაზე რთულ პირობებშიც კი, ჩვენ არასდროს გვიღალატია იმ მთავარი ღირებულებისთვის, რასაც ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაციის გავრცელება ჰქვია.

ჩვენ არ გავურბივართ საკუთარ პასუხისმგებლობას, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ყველას ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს და სხვაზე ხელის შეწმენდით და პოპულისტური ქმედებებით ქულების დაწერას ძალზე ხანმოკლე ეფექტი აქვს.

დღესაც და ხვალაც, ჩვენ ერთ გუნდად შეკრული ვრჩებით. "ინტერპრესნიუსის" გუნდი არ დაუტოვებია არც ერთ თანამშრომელს, გარდა ერთი შტატგარეშე კორესპონდენტისა და არც არავინ აპირებს ამის გაკეთებას.

გპირდებით, რომ კიდევ უფრო ძლიერები გამოვალთ შავი პიარის ამ აგორებული ტალღიდან და საქართველოში ისევ ყველაზე გავლენიან საინფორმაციო სააგენტოდ დავრჩებით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"