სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამშენებლო ნებართვების გაცემაში დიდი ფული კეთდება" - ვის ეკისრება პასუხისმგებლობა თბილისში შექმნილ ურბანულ კრიზისზე
"სამშენებლო ნებართვების გაცემაში დიდი ფული კეთდება" - ვის ეკისრება პასუხისმგებლობა თბილისში შექმნილ ურბანულ კრიზისზე

მშე­ნებ­ლო­ბა - სფე­რო, რო­მე­ლიც ბოლო დროს ყვე­ლა­ზე სწრა­ფი ტემ­პით ვი­თარ­დე­ბა, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ცვლის დე­და­ქა­ლა­ქის იერ­სა­ხეს. ზო­გი­ერ­თი სპე­ცი­ა­ლის­ტის აზ­რით, ქა­ლა­ქი ურ­ბა­ნულ კრი­ზის­შია და ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

თბი­ლის­ში მშე­ნებ­ლო­ბებ­ზე ნე­ბარ­თვის გა­ცე­მა მე­რი­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის მო­ვა­ლე­ო­ბა თუ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბაა. Ambebi.ge-ს შე­კი­თხვებს დი­მიტ­რი მო­სუ­ლიშ­ვი­ლის უწყე­ბა­ში კვლავ უპა­სუ­ხოდ ტო­ვე­ბენ. რა შე­ზღუდ­ვე­ბი არ­სე­ბობს მშე­ნებ­ლო­ბა­ზე ნე­ბარ­თვის გა­სა­ცე­მად, რო­გო­რია კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, რომ­ლებ­საც კომ­პა­ნია უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს საქ­მი­ა­ნო­ბის და­სა­წყე­ბად და რა ფაქ­ტო­რებს ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ დე­და­ქა­ლა­ქის "მთა­ვა­რი არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი" თბი­ლი­სის იერ­სა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის, უც­ნო­ბია. ქა­ო­ტუ­რი მშე­ნებ­ლო­ბე­ბი, გა­დატ­ვირ­თუ­ლი ცენ­ტრა­ლუ­რი უბ­ნე­ბი, უსა­ხო კორ­პუ­სე­ბი კონ­კრე­ტუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის არარ­სე­ბო­ბა­ზე თა­ვად მი­უ­თი­თებს.

მე­რია დუმს, საკ­რე­ბუ­ლო­ში კი აცხა­დე­ბენ, რომ ქა­ო­ტუ­რი გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის პრობ­ლე­მას გენ­გეგ­მა და კო­ე­ფი­ცი­ენ­ტე­ბის გა­ცე­მის შე­ზღუდ­ვა მო­აგ­ვა­რებს. საკ­რე­ბუ­ლოს ურ­ბა­ნუ­ლი და­გეგ­მა­რე­ბის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის გოჩა ბა­ბუ­ნაშ­ვი­ლის თქმით, მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტე­ბის დიდი ნა­წი­ლი წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­შია დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი, მისი გან­ცხა­დე­ბით, დღეს არ­სე­ბუ­ლი სა­მარ­ცხვი­ნო ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა სა­თა­ვეს სწო­რედ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან იღებს.

გოჩა ბა­ბუ­ნაშ­ვი­ლის თქმით, დღე­ვან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა აქვს არ­ჩე­უ­ლი.

"უნდა და­იტ­ვირ­თოს გა­რე­უბ­ნე­ბი, ტენ­დენ­ცი­აც ამის­კენ მიგ­ვყავს. ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, სა­დაც მეტი სივ­რცეა, გო­ნივ­რუ­ლად უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ. გენ­გეგ­მა და კო­ე­ფი­ცი­ენ­ტე­ბის გა­ცე­მა­ზე შე­ზღუდ­ვის და­წე­სე­ბა, რა­ზეც დღეს ჩვენ ვმუ­შა­ობთ, ქა­ლა­ქის ქა­ო­ტურ გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბას ბო­ლოს მო­უ­ღებს", - აცხა­დებს საკ­რე­ბუ­ლოს ურ­ბა­ნუ­ლი კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე.

მისი თქმით, ქა­ლაქს 25 წლის მან­ძილ­ზე არ ქო­ნია გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მა, დღეს კი ამ სა­კი­თხში 2 მი­ლი­ონ 300 ათა­სი ლა­რია ინ­ვეს­ტი­რე­ბუ­ლი, რაც წინ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია.

"ქა­ლა­ქის ცენ­ტრში, მი­თუ­მე­ტეს ისრტო­რი­ულ უბ­ნებ­ში არ არის სა­ჭი­რო 40 სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბე­ბის არ­სე­ბო­ბა. მა­გა­ლი­თად კონ­ტექ­სტი­დან არის ამო­ვარ­დნი­ლი "იმე­ლის" უკან მდე­ბა­რე 40 სარ­თუ­ლი­ა­ნი სი­მა­ხინ­ჯე. მისი მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვა გა­ცე­მუ­ლია ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს. მშე­ნებ­ლო­ბე­ბი სპორ­ტის სა­სახ­ლის უკან, სა­მარ­ცხვნი­ნო ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბაა, მაგ­რამ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" მოს­წრე­ბა­ზე იყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბამ­დე და სწო­რედ მათი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ხელ­მო­წე­რი­თაა აღ­ნიშ­ნულ მშე­ნებ­ლო­ბებ­ზე ნე­ბარ­თვე­ბი გა­ცე­მუ­ლი", - აღ­ნიშ­ნავს ბა­ბუ­ნაშ­ვი­ლი.

მისი თქმით, თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ექ­სპერ­ტებ­თან და არა­სამ­თავ­რო­ბო­ებ­თან ერ­თად ღია შეხ­ვედ­რებ­ზე უფრო ინ­ტენ­სი­უ­რად იმ­სჯე­ლე­ბენ.

არ­ქი­ტექ­ტორ-ურ­ბა­ნის­ტი ლადო ვარ­დო­სა­ნი­ძე ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ მე­რი­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხურ­ში დიდი რე­ფორ­მაა ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი. მისი თქმით, ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქ­ტი ყვე­ლა­ზე მე­ტად უშ­ლის ხელს ქა­ლა­ქის სწორ გან­ვი­თა­რე­ბას.

"მე­რი­ა­ში არ უნდა ის­ხდნენ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც თა­ვად აქვთ აშ­კა­რა ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სე­ბი სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტორ­ში. დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი არი­ან, სის­ხლის სა­მარ­თლის დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი. ამ აკ­ვი­ა­ტე­ბულ­მა ტენ­დერო­მა­ნი­ამ ხომ სა­ერ­თოდ და­ღუ­პა ქა­ლა­ქი", - აცხა­დებს ვარ­დო­სან­ძე.

მისი თქმით, უნდა გა­მო­ი­ყოს ცხე­ლი წერ­ტი­ლე­ბი, ად­გი­ლე­ბი, სა­დაც დე­ვე­ლო­პე­რებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი აქვთ და მათი და­ფარ­ვა მოხ­დეს ქა­ლაქ­გეგ­მა­რე­ბი­თი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ით. რაც შე­ზღუ­დავს აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მშე­ნებ­ლო­ბე­ბის ნე­ბარ­თვის გა­ცე­მას.

"სხვა უფრო უნი­ვერსლუ­რი მე­ქა­ნიზ­მია ასა­მუ­შა­ვე­ბე­ლი. ამა­ზე მე­რი­ას ფუ­ლის და­ხარ­ჯვა არ უნდა და­ე­ნა­ნოს. ქა­ლა­ქი ურ­ბა­ნუ­ლი თვალ­საზ­რი­სით კრი­ზის­შია შე­სუ­ლი. ცხა­დია, რომ დღეს ინ­ტე­რე­სე­ბის სა­თა­ვე­ში ფის­კა­ლუ­რი, შე­მო­სა­ვალ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი დგას. მე­რია ფრთიხ­ლობს. მას ეში­ნია მე­ნა­შე­ნეს­თვის უა­რის თქმით არ და­აფრ­თხოს ბიზ­ნე­სი, რო­მე­ლიც ერ­თა­დერ­თია რაც ამ ბოლო დროს ვი­თარ­დე­ბა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უნდა შე­ეძ­ლოს და­ნის პირ­ზე გავ­ლა, რათა ერ­თის მხრივ მო­სახ­ლე­ო­ბის და მე­ო­რეს მხრივ ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სე­ბი არ და­არ­ღვი­ოს!", - აცხა­დებს არ­ქი­ტექ­ტორ-ურ­ბა­ნის­ტი.

მისი თქმით, ბევრ მშე­ნებ­ლო­ბა­ზე ნე­ბარ­თვა მარ­თლაც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში გა­ი­ცა და რაც არ უნდა სამ­წუ­ხა­რო იყოს გა­ცე­მულ ნე­ბარ­თვებ­ზე უა­რის თქმა მარ­ტი­ვი პრო­ცე­სი არ არის. ვარ­დო­სა­ნი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ დღე­ვან­დე­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კუ­თხი­თაც და­სა­კო­რექ­ტი­რე­ბე­ლია.

"მშე­ნებ­ლო­ბე­ბის დიდი ნა­წი­ლი, რა თქმა უნდა, სი­მა­ხინ­ჯეა, სე­ქე­ნ­ჰენ­დის არ­ქი­ტექ­ტუ­რაა. ნა­სეს­ხე­ბი პრო­ექ­ტე­ბი, იდე­ე­ბი და ფორ­მე­ბი - ამ თვალ­საზ­რი­სით შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ცე­სი მარ­თლაც და­სა­კო­რექ­ტი­რე­ბე­ლია", - აცხა­დებს ლადო ვარ­დო­სა­ნი­ძე.

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დე­პუ­ტა­ტის ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის თქმით, არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი ყო­ველ­თვის იყო და დღე­საც არის კო­რუფ­ცი­ის ბუდე.

"მშე­ნებ­ლო­ბა­ზე ნე­ბარ­თვის გა­ცე­მა ხშირ შემ­თხვე­ვა­ში მავ­ნებ­ლუ­რად ხდე­ბა და მე ვე­რა­ვინ ვერ და­მარ­წმუ­ნებს იმა­ში, რომ ამ გა­რი­გე­ბე­ბის უკან არ არის კო­რუფ­ცია. სამ­შე­ნებ­ლო ნე­ბარ­თვე­ბის გა­ცე­მა­ში დიდი ფული კეთ­დე­ბა. ასე ხდე­ბო­და ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის დრო­საც და ტემ­პი არც ნარ­მა­ნი­ამ და­აგ­დო", - აცხა­დებს ელი­საშ­ვი­ლი.

მისი თქმით, თბი­ლის­ში ნორ­მა­ლუ­რი, ჯან­სა­ღი ქა­ლაქ­და­გეგ­მა­რე­ბი­თი წე­სე­ბი არ არ­სე­ბობს და სამ­შე­ნებ­ლო ნე­ბარ­თვე­ბის გა­ცე­მა­ში დიდი ფული კეთ­დე­ბა.

"ეს უწე­სო­ბა აწყობთ უწე­სო ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ქა­ლა­ქის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში იყ­ვნენ და არი­ან. თუ ნე­ბარ­თვე­ბის გა­ცე­მის ეს ვე­ლუ­რი ტემ­პი არ შე­ჩერ­და, ქა­ლა­ქი ისე და­სა­ხიჩ­რდე­ბა, რომ გენ­გე­მაც და სხვა ყვე­ლა­ფე­რიც აზრს და­კარ­გავს", - აღ­ნიშ­ნავს საკ­რე­ბუ­ლოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დე­პუ­ტა­ტი.

ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის თქმით, 25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა მერ­მა და ყვე­ლა მთა­ვარ­მა არ­ქი­ტექ­ტორ­მა და­ა­მა­ხინ­ჯა თბი­ლი­სი. მისი გან­ცხა­დე­ბით თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი გა­სა­სა­მარ­თლე­ბე­ლია.

ქრის­ტი­ნე გამ­თე­ნა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"სამშენებლო ნებართვების გაცემაში დიდი ფული კეთდება" - ვის ეკისრება პასუხისმგებლობა თბილისში შექმნილ ურბანულ კრიზისზე

"სამშენებლო ნებართვების გაცემაში დიდი ფული კეთდება" - ვის ეკისრება პასუხისმგებლობა თბილისში შექმნილ ურბანულ კრიზისზე

მშენებლობა - სფერო, რომელიც ბოლო დროს ყველაზე სწრაფი ტემპით ვითარდება, მნიშვნელოვნად ცვლის დედაქალაქის იერსახეს. ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, ქალაქი ურბანულ კრიზისშია და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია.

თბილისში მშენებლობებზე ნებართვის გაცემა მერიის არქიტექტურის სამსახურის მოვალეობა თუ უფლებამოსილებაა. Ambebi.ge-ს შეკითხვებს დიმიტრი მოსულიშვილის უწყებაში კვლავ უპასუხოდ ტოვებენ. რა შეზღუდვები არსებობს მშენებლობაზე ნებართვის გასაცემად, როგორია კრიტერიუმები, რომლებსაც კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს საქმიანობის დასაწყებად და რა ფაქტორებს ითვალისწინებენ დედაქალაქის "მთავარი არქიტექტორები" თბილისის იერსახის შენარჩუნებისთვის, უცნობია. ქაოტური მშენებლობები, გადატვირთული ცენტრალური უბნები, უსახო კორპუსები კონკრეტული შეზღუდვების არარსებობაზე თავად მიუთითებს.

მერია დუმს, საკრებულოში კი აცხადებენ, რომ ქაოტური განაშენიანების პრობლემას გენგეგმა და კოეფიციენტების გაცემის შეზღუდვა მოაგვარებს. საკრებულოს ურბანული დაგეგმარების კომისიის თავმჯდომარის გოჩა ბაბუნაშვილის თქმით, მიმდინარე პროექტების დიდი ნაწილი წინა ხელისუფლების პერიოდშია დამტკიცებული, მისი განცხადებით, დღეს არსებული სამარცხვინო ურბანული განვითარება სათავეს სწორედ წინა ხელისუფლებიდან იღებს.

გოჩა ბაბუნაშვილის თქმით, დღევანდელ ხელისუფლებას სწორი მიმართულება აქვს არჩეული.

"უნდა დაიტვირთოს გარეუბნები, ტენდენციაც ამისკენ მიგვყავს. ტერიტორიები, სადაც მეტი სივრცეა, გონივრულად უნდა გამოვიყენოთ. გენგეგმა და კოეფიციენტების გაცემაზე შეზღუდვის დაწესება, რაზეც დღეს ჩვენ ვმუშაობთ, ქალაქის ქაოტურ განაშენიანებას ბოლოს მოუღებს", - აცხადებს საკრებულოს ურბანული კომისიის თავმჯდომარე.

მისი თქმით, ქალაქს 25 წლის მანძილზე არ ქონია განვითარების გეგმა, დღეს კი ამ საკითხში 2 მილიონ 300 ათასი ლარია ინვესტირებული, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია.

"ქალაქის ცენტრში, მითუმეტეს ისრტორიულ უბნებში არ არის საჭირო 40 სართულიანი შენობების არსებობა. მაგალითად კონტექსტიდან არის ამოვარდნილი "იმელის" უკან მდებარე 40 სართულიანი სიმახინჯე. მისი მშენებლობის ნებართვა გაცემულია ძველი ხელისუფლების დროს. მშენებლობები სპორტის სასახლის უკან, სამარცხვნინო ურბანული განვითარებაა, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობა" მოსწრებაზე იყო ხელისუფლების ცვლილებამდე და სწორედ მათი წარმომადგენლების ხელმოწერითაა აღნიშნულ მშენებლობებზე ნებართვები გაცემული", - აღნიშნავს ბაბუნაშვილი.

მისი თქმით, თბილისის განვითარებაზე ექსპერტებთან და არასამთავრობოებთან ერთად ღია შეხვედრებზე უფრო ინტენსიურად იმსჯელებენ.

არქიტექტორ-ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე ambebi.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მერიის არქიტექტურის სამსახურში დიდი რეფორმაა ჩასატარებელი. მისი თქმით, ინტერესთა კონფლიქტი ყველაზე მეტად უშლის ხელს ქალაქის სწორ განვითარებას.

"მერიაში არ უნდა ისხდნენ ის ადამიანები, ვისაც თავად აქვთ აშკარა ბიზნესინტერესები სამშენებლო სექტორში. დამნაშავეები არიან, სისხლის სამართლის დამნაშავეები. ამ აკვიატებულმა ტენდერომანიამ ხომ საერთოდ დაღუპა ქალაქი", - აცხადებს ვარდოსანძე.

მისი თქმით, უნდა გამოიყოს ცხელი წერტილები, ადგილები, სადაც დეველოპერებს განსაკუთრებული ინტერესი აქვთ და მათი დაფარვა მოხდეს ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციით. რაც შეზღუდავს აღნიშნულ ტერიტორიებზე მშენებლობების ნებართვის გაცემას.

"სხვა უფრო უნივერსლური მექანიზმია ასამუშავებელი. ამაზე მერიას ფულის დახარჯვა არ უნდა დაენანოს. ქალაქი ურბანული თვალსაზრისით კრიზისშია შესული. ცხადია, რომ დღეს ინტერესების სათავეში ფისკალური, შემოსავალზე ორიენტირებული ინტერესები დგას. მერია ფრთიხლობს. მას ეშინია მენაშენესთვის უარის თქმით არ დააფრთხოს ბიზნესი, რომელიც ერთადერთია რაც ამ ბოლო დროს ვითარდება. ხელისუფლებას უნდა შეეძლოს დანის პირზე გავლა, რათა ერთის მხრივ მოსახლეობის და მეორეს მხრივ ბიზნესინტერესები არ დაარღვიოს!", - აცხადებს არქიტექტორ-ურბანისტი.

მისი თქმით, ბევრ მშენებლობაზე ნებართვა მართლაც წინა ხელისუფლების პერიოდში გაიცა და რაც არ უნდა სამწუხარო იყოს გაცემულ ნებართვებზე უარის თქმა მარტივი პროცესი არ არის. ვარდოსანიძე მიიჩნევს, რომ დღევანდელი არქიტექტურა შემოქმედებითი კუთხითაც დასაკორექტირებელია.

"მშენებლობების დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, სიმახინჯეა, სექენჰენდის არქიტექტურაა. ნასესხები პროექტები, იდეები და ფორმები - ამ თვალსაზრისით შემოქმედებითი პროცესი მართლაც დასაკორექტირებელია", - აცხადებს ლადო ვარდოსანიძე.

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის თქმით, არქიტექტურის სამსახური ყოველთვის იყო და დღესაც არის კორუფციის ბუდე.

"მშენებლობაზე ნებართვის გაცემა ხშირ შემთხვევაში მავნებლურად ხდება და მე ვერავინ ვერ დამარწმუნებს იმაში, რომ ამ გარიგებების უკან არ არის კორუფცია. სამშენებლო ნებართვების გაცემაში დიდი ფული კეთდება. ასე ხდებოდა ნაციონალების დროსაც და ტემპი არც ნარმანიამ დააგდო", - აცხადებს ელისაშვილი.

მისი თქმით, თბილისში ნორმალური, ჯანსაღი ქალაქდაგეგმარებითი წესები არ არსებობს და სამშენებლო ნებართვების გაცემაში დიდი ფული კეთდება.

"ეს უწესობა აწყობთ უწესო ადამიანებს, რომლებიც ქალაქის ხელისუფლებაში იყვნენ და არიან. თუ ნებართვების გაცემის ეს ველური ტემპი არ შეჩერდა, ქალაქი ისე დასახიჩრდება, რომ გენგემაც და სხვა ყველაფერიც აზრს დაკარგავს", - აღნიშნავს საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი.

ალეკო ელისაშვილის თქმით, 25 წლის განმავლობაში ყველა მერმა და ყველა მთავარმა არქიტექტორმა დაამახინჯა თბილისი. მისი განცხადებით თითოეული მათგანი გასასამართლებელია.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია