"ბორჯღალოსნებმა" მსოფლიოს რეიტინგში იტალიას გადაუსწრეს

"ბორჯღალოსნებმა" მსოფლიოს რეიტინგში იტალიას გადაუსწრეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს რეიტინგში ერთი ადგილით დაწინაურდა.

"ბორჯღალოსნებმა" რეიტინგში იტალიის ნაკრებს გადაუსწრეს და ამჟამად 71.45 ქულით მე-13 ადგილზე იმყოფებიან.

იტალიის ნაკრები ორი საფეხურით დაქვეითდა და ამჟამად მე-14 ადგილზეა. საუკეთესო ათეულში შეაღწია შოტლანდიის ნაკრებმა და ამჟამად მე-9 ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ 27 თებერვალს საქართველოს ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ესპანეთი ანგარიშით 38:7 დაამარცხდა და ევროპის ერთა თასის გათამაშებას 100-პროცენტიანი შედეგით ლიდერობს.

- საქართველო-ესპანეთი 38:7 - ახალი ტაქტიკით, შეცდომებით, უპრობლემოდ [VIDEO+PHOთO]

ევროპის ერთა თასის მე-4 ტურის მატჩს "ბორჯღალოსნები" 12 თებერვალს სოჭში, რუსეთის ნაკრებთან გამართავენ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია