უბნები თბილისში, სადაც ხვალ ელექტროენერგია გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც ხვალ ელექტროენერგია გაითიშება

დედაქალაქის რამდენიმე უბანს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "თელასიდან" აცნობეს, ისნის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ონიანის, ხაჩატურიანის, კალანდაძის, მებაღიშვილის, არველაძის, ანწუხელიძის, ნანეიშვილის, წალენჯიხის, მიქელაძის, ტოლენჯის, აფანასიევის, დურმიშიძის, შერვაშიძის, ამირეჯიბის, ანდღულაძის, ბაქრაძის, კაკაბეთის, მესხეთის, ყვარლის და ხარაბაძის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, ჭრელაშვილის, ნავთლუღის, წერნაკის და ჰოლბრუკის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მესხიშვილის, არმაზის, გონაშვილის, მახათას, ფაღავას, მთავარანგელოზის, გურჯაანის და ცისკრის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სტანისლავსკის ქუჩის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზაქარიაძის და ასათიანის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, იმედაშვილის, არდაზიანის, ზემო ვეძისის, ვაზისუბნის, გოთუას, გაგარინის, შარტავას, მგალობლიშვილის, კანდელაკის, სახოკიას, ჩერქეზიშვილის, ქანთარიას, ლვოვის, ონიაშვილის, ზოვრეთის, ოდესის და ანაგის ქუჩების მცხოვრებლებს.

ავარიის პრევენციის მიზნით 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, სოფელ დიღმის, სარაჯიშვილის, კვანტალიანის და გოძიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11:30 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბუდაპეშტის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ფალიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, აბაშიძის და თაბუკაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ავარიის პრევენციის მიზნით 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლორთქიფანიძის ქუჩის მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქიზიყის, პოლიციის და ენუქიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ხიზანიშვილის, მოსულიშვილის და ბოჭორიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საადის, გორგასლის, სამღებროს, აფხაზის, თუმანიანის, აჯიაშვილის, ზდანევიჩების, გომის და ბეთლემის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უზნაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია