"ბაბუცას ძალიან უჭირს იმ ყველაფრის გახსენება, რაც გამოიარა" - მალაიზიელთა ტუსაღის დაბრუნება

"ბაბუცას ძალიან უჭირს იმ ყველაფრის გახსენება, რაც გამოიარა" - მალაიზიელთა ტუსაღის დაბრუნება

მალაიზიაში ნარკოტიკული ნივთიერების გადატანისთვის გასამართლებული ბაბუცა გორდაძე საქართველოში დაბრუნდა. ამის ამსახველი კადრები ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა. გორდაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მალაიზიიდან 28 თებერვლის 19:00 საათისთვის, სავარაუდოდ, ბაქოს რეისით ჩამოვიდა. ოჯახის ახლობლებმა მედიის წარმომადგენლებს გორდაძესთან გასაუბრების და მისი გადაღების საშუალება არ მისცეს.

ახლობლების თქმით, მალაიზიაში 6-წლიანი ტუსაღობის შემდეგ ახალგაზრდა ქალის ფსიქოლოგიური მდგომარეობა რთულია.

"ბაბუცას ძალიან უჭირს იმ ყველაფრის გახსენება, რაც გამოიარა. დალაპარაკებაც კი უჭირს ქართულად", - განუცხადა "კვირის პალიტრას" ჯერ კიდევ 2014 წელს ბაბუცა გორდაძის დედამ ნელი გორდაძემ. მისივე თქმით, მის ქალიშვილთან ერთად დაკავებული კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე დარეჯან კოხტაშვილი სხვა ციხეში იხდიდა სასჯელს.

საქართველოს საკონსულო დეპარტამენტის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, ბაბუცა გორდაძემ პატიმრობის წლები ქალაქ კოტა-კინაბალუს ქალთა ციხეში გაატარა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და საცხოვრებელი პირობები დამაკმაყოფილებელი იყო. გორდაძე დასაქმებული იყო ციხის საწყობში და საელჩოს მასთან მუდმივი კონტაქტი ჰქონდა.

დარეჯან კოხტაშვილი კი სასჯელს ქალაქ კაჯანგის ქალთა ციხეში იხდის. მას 2014 წელს ჯანმრთელობის შესახებ ჩივილების გამო მალაიზიის ციხეების დეპარტამენტმა სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარა, თუმცა, სამედიცინო კომისიამ ჯანმრთელობის პრობლემები ვერ გამოავლინა.

მალაიზიის ხელისუფლებასთნ მიღწეული შეთანხების თანახამად, დარეჯან კოხტაშვილსაც უახლოეს მომავალში გაათავისუფლებენ.

ბაბუცა გორდაძე ნარკოტიკული ნივთიერების გადატანისთვის მალაიზიაში 6 წლის წინ დააკავეს. მასთან ერთად გაასამართლეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დარეჯან კოხტაშვილი. ორივეს სიკვდილით დასჯა ჰქონდა მისჯილი, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ სასჯელის ფორმა შეიცვალა და მათ პატიმრობა მიესაჯათ.

გადავწყვიტეთ ჩვენი საარქივო მასალების გამოყენებით გავიხსენოთ თუ რა მოხდა 2010 წელს მალაიზიაში

37 წლის დარეჯან კოხტაშვილი სამართალდამცავებმა ქალაქ მერგანტალის აეროპორტში დააკავეს. სტამბოლიდან მალაიზიაში გამოფენაზე ჩასულ მხატვარს აეროპორტის თანამშრომლებმა საეჭვო ვერაფერი უპოვეს. მათი ყურადღება მიიქცია სურათის ჩარჩომ, რომელიც საეჭვოდ მძიმედ მოეჩვენათ. შემოწმებისას ჩარჩოებში 6 კგ-მდე ამფეტამინის შემცველი აბები აღმოჩნდა. ცოტა ხანში ქალაქის ერთ-ერთ 5-ვარსკვლავიან სასტუმროში მალაიზიელმა სამართალდამცავებმა კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე, 26 წლის ბაბუცა გორდაძე დააკავეს. მასაც სურათის ჩარჩოში 5 კგ-ზე მეტი ამფეტამინის აბები აღმოუჩინეს. ამოღებული ნარკოტიკების საბაზრო ღირებულება 3 მლნ დოლარს შეადგენდა, რაც, მალაიზიური კანონმდებლობით, სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს (ჩამოხრჩობას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე).

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია