სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
განათლების მინისტრის მოადგილე კომიტეტის სხდომაზე: "რაში ჩანს, რომ ბავშვებს ჰომოსექსუალიზმს ვასწავლით?"
განათლების მინისტრის მოადგილე კომიტეტის სხდომაზე: "რაში ჩანს, რომ ბავშვებს ჰომოსექსუალიზმს ვასწავლით?"

"გთხოვთ მი­თხრათ, რო­მე­ლი თემა ან კი­თხვა აჩენს ეჭვს, რომ მე­სა­მე და მე­ო­თხე კლა­სის ბავ­შვებს ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზ­მი უნდა ვას­წავ­ლოთ - იქ­ნებ კონ­კრე­ტუ­ლად გვი­თხრათ, სად ჩანს ასე­თი ეჭ­ვის სა­ფუძ­ვე­ლი?!" - აღ­ნიშ­ნუ­ლი კი­თხვით გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ლია გი­გა­ურ­მა პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბის კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე, საგ­ნის "მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა" მი­მართ კრი­ტი­კუ­ლად გან­წყო­ბილ პი­რებს მი­მარ­თა.

პა­სუ­ხად სხდო­მა­ში მო­ნა­წი­ლე ჯონ­დი ბა­ღა­თუ­რი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ ეს საგ­ნის შე­მო­ღე­ბის მიზ­ნებ­ში წე­რია, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია ტო­ლე­რან­ტო­ბი­სა და შემ­წყნა­რებ­ლო­ბის შე­სა­ხებ. "სხვა რა არის თქვენ­თვის ტო­ლე­რან­ტო­ბა და შემ­წყნა­რებ­ლო­ბა?!", - მი­მარ­თა ბა­ღა­თუ­რი­ამ ლია გი­გა­ურს. გი­გა­ურ­მა გან­მარ­ტა ისიც, რომ დო­კუ­მენ­ტში წე­რია კულ­ტუ­რუ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის გა­აზ­რე­ბის და და­ფა­სე­ბის შე­სა­ხებ, ხოლო ის თუ, ვინ არი­ან ოჯა­ხის წევ­რე­ბი, წე­რია - დედა, მამა, და, ძმა, ბე­ბია, ბა­ბუა.

ამას­თან, გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის მი­სა­მარ­თით დას­მულ კი­თხვა­ზე, თუ რას ნიშ­ნავს და რა იგუ­ლის­ხმე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კულ­ტუ­რის, ეროვ­ნე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­ში, გი­გა­ურ­მა გან­მარ­ტა, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბად, გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი აღიქ­მე­ბი­ან.

"ესე­ნი არი­ან ფი­ზი­კუ­რად შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი, მენ­ტა­ლუ­რი თუ სხვა ტი­პის პრობ­ლე­მის მქო­ნე პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს ინ­კლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში არი­ან ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სკო­ლებ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, მათ მი­მართ ყო­ველ მოს­წავ­ლეს მზრუნ­ვე­ლი და შემ­წყნა­რებ­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უნდა ჰქონ­დეს", - გა­ნა­ცხა­და ლია გი­გა­ურ­მა.

პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში საგ­ნის "მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის" და­ნერგვი­სა და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მომ­ზა­დე­ბუ­ლი პროგ­რა­მის შე­სა­ხებ მსჯე­ლო­ბენ. სა­კო­მი­ტე­ტო სხდო­მა­ში დე­პუ­ტა­ტე­ბის გარ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღე­ბენ პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი წევ­რე­ბი, დი­მიტ­რი ლორ­თქი­ფა­ნი­ძე და ჯონ­დი ბა­ღა­თუ­რია, თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი სოსო მან­ჯა­ვი­ძე, ასე­ვე სა­კო­მი­ტე­ტო გან­ხილ­ვა­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან ლე­ვან ვა­სა­ძე, ზვი­ად ტო­მა­რა­ძე, "მარ­თმა­დი­დე­ბელ მშო­ბელ­თა კავ­ში­რის" წევ­რე­ბი. კო­მი­ტე­ტის სხდო­მა კა­მა­თის ფოზე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

იხი­ლეთ ვი­დეო

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: რე­ა­ლუ­რად რას ას­წავ­ლის საგ­ნე­ბი - "მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა" და "ჩემი სა­ქარ­თვე­ლო", რომ­ლებ­საც ხალ­ხში "გან­გა­შის ზა­რე­ბი" მოჰ­ყვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

განათლების მინისტრის მოადგილე კომიტეტის სხდომაზე: "რაში ჩანს, რომ ბავშვებს ჰომოსექსუალიზმს ვასწავლით?"

განათლების მინისტრის მოადგილე კომიტეტის სხდომაზე: "რაში ჩანს, რომ ბავშვებს ჰომოსექსუალიზმს ვასწავლით?"

"გთხოვთ მითხრათ, რომელი თემა ან კითხვა აჩენს ეჭვს, რომ მესამე და მეოთხე კლასის ბავშვებს ჰომოსექსუალიზმი უნდა ვასწავლოთ - იქნებ კონკრეტულად გვითხრათ, სად ჩანს ასეთი ეჭვის საფუძველი?!" - აღნიშნული კითხვით განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე, საგნის "მე და საზოგადოება" მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებს მიმართა.

პასუხად სხდომაში მონაწილე ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომ ეს საგნის შემოღების მიზნებში წერია, სადაც აღნიშნულია ტოლერანტობისა და შემწყნარებლობის შესახებ. "სხვა რა არის თქვენთვის ტოლერანტობა და შემწყნარებლობა?!", - მიმართა ბაღათურიამ ლია გიგაურს. გიგაურმა განმარტა ისიც, რომ დოკუმენტში წერია კულტურული მრავალფეროვნების გააზრების და დაფასების შესახებ, ხოლო ის თუ, ვინ არიან ოჯახის წევრები, წერია - დედა, მამა, და, ძმა, ბებია, ბაბუა.

ამასთან, განათლების მინისტრის მოადგილის მისამართით დასმულ კითხვაზე, თუ რას ნიშნავს და რა იგულისხმება განსხვავებული კულტურის, ეროვნებისა და შესაძლებლობების მქონე ადამიანებში, გიგაურმა განმარტა, რომ განსხვავებული შესაძლებლობების მქონე ადამიანებად, განათლების სფეროში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები აღიქმებიან.

"ესენი არიან ფიზიკურად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მენტალური თუ სხვა ტიპის პრობლემის მქონე პირები, რომლებიც დღეს ინკლუზიური განათლების ფარგლებში არიან ინტეგრირებული სკოლებში. შესაბამისად, მათ მიმართ ყოველ მოსწავლეს მზრუნველი და შემწყნარებლური დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს", - განაცხადა ლია გიგაურმა.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე საჯარო სკოლებში საგნის "მე და საზოგადოების" დანერგვისა და ამასთან დაკავშირებით მომზადებული პროგრამის შესახებ მსჯელობენ. საკომიტეტო სხდომაში დეპუტატების გარდა მონაწილეობას იღებენ პარლამენტის ყოფილი წევრები, დიმიტრი ლორთქიფანიძე და ჯონდი ბაღათურია, თბილისის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე, ასევე საკომიტეტო განხილვაზე იმყოფებიან ლევან ვასაძე, ზვიად ტომარაძე, "მართმადიდებელ მშობელთა კავშირის" წევრები. კომიტეტის სხდომა კამათის ფოზე მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო

ასევე წაიკითხეთ: რეალურად რას ასწავლის საგნები - "მე და საზოგადოება" და "ჩემი საქართველო", რომლებსაც ხალხში "განგაშის ზარები" მოჰყვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია