პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით ოთხი ქართველი მოსწავლე, რომლებიც NASA-ში მიემგზავრებიან
გაიცანით ოთხი ქართველი მოსწავლე, რომლებიც NASA-ში მიემგზავრებიან

ათას­წლე­უ­ლის ინო­ვა­ცი­ის კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი NASA-ს კე­ნე­დის კოს­მო­სურ ცენ­ტრში მი­ემ­გზავ­რე­ბი­ან. გუნ­დი "სო­ლა­რის" წევ­რე­ბი - გი­ორ­გი ნი­ო­რა­ძე, ვახო კონ­ტრი­ძე, გი­ორ­გი მარ­გი­ა­ნი და ბექა მი­ქა­ძე ჟი­უ­რის წი­ნა­შე ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტით წარ­სდგნენ. ბი­ჭე­ბი მზის ელე­მენ­ტე­ბის მარ­გი ქმე­დე­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტის ინო­ვა­ცი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ით გაზ­რდას, აპ­რილ­ში უკვე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მიტ­ზე გა­მოც­დი­ან. კონ­კურ­სით და ქარ­თვე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის წარ­მა­ტე­ბით ambebi.ge და­ინ­ტე­რეს­და და ახლა თქვენც გა­გაც­ნობთ მათ:

კონ­კურ­სის ერთ-ერთი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გი­ორ­გი მარ­გი­ა­ნია. ის ლი­ცე­უმ­ში სწავ­ლობს და მე­თერ­თმე­ტე კლა­სის მოს­წავ­ლეა. ინ­ტე­რე­სი ტექ­ნი­კუ­რი საგ­ნე­ბის მი­მართ ბავ­შვო­ბი­დან აქვს. მიღ­წე­ულ­მა წარ­მა­ტე­ბამ კი მისი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი მთლი­ა­ნად ფი­ზი­კას და­უ­კავ­ში­რა. სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას სან დი­ე­გოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აპი­რებს და იმე­დოვ­ნებს, რომ ნა­სას კე­ნე­დის კოს­მო­სურ ცენ­ტრში მისი ვი­ზი­ტი, ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ტრამ­პლი­ნი იქ­ნე­ბა: "ბევ­რი ბავ­შვის­თვი­საა სა­ოც­ნე­ბო იქ მოხ­ვედ­რა, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან ცო­ტას ეძ­ლე­ვა ამის შან­სი. მი­ხა­რია, რომ ჩემი გუნ­დის წევ­რებ­თან ერ­თად, მე ეს შევ­ძე­ლი", - გვე­უბ­ნე­ბა გი­ორ­გი.

ბექა მი­ქა­ძე სერ­ვან­ტე­სის სა­ხე­ლო­ბის სკო­ლა გიმ­ნა­ზია აია-GESS-ში სწავ­ლობს და მო­მა­ვალ­ში ინ­ჟი­ნერ-პი­ლო­ტო­ბას აპი­რებს. აქამ­დე სხვა, უამ­რავ კონ­კურ­სში აქვს მი­ღე­ბუ­ლი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მაგ­რამ მისი თქმით, მსგავ­სი გან­ცდა და გა­მარ­ჯვე­ბის ხიბ­ლი არას­დროს ჰქო­ნია. აღ­ნიშ­ნავს, რომ ოთხთვი­ან­მა თავ­და­უ­ზო­გავ­მა შრო­მამ და გუნ­დის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის მონ­დო­მე­ბამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო და იდე­ამ, მზის ენერ­გი­ის ეფექ­ტუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ, ჟი­უ­რის მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. ბექა იმო­დევ­ნებს, რომ "სო­ლა­რის" პრო­ექ­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სზეც ღირ­სე­უ­ლად წარ­სდგე­ბა.

პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბი­სას ბი­ჭებს ბევ­რი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტი და სირ­თუ­ლე შეხ­ვდათ. სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი თე­ი­მუ­რაზ ჩი­ჩუა, რო­მე­ლიც ბი­ჭებს თე­ო­რი­ულ ცოდ­ნა­სა და სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას უზი­ა­რებ­და.

კონ­კურ­სი "ათას­წლე­უ­ლე­ბის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დის" მხარ­და­ჭე­რით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. რო­გორც ფონ­დის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი მაგ­და მაღ­რა­ძე ამ­ბობს, სა­ქარ­თვე­ლო­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­კურ­სი უკვე მე­ო­რედ ჩა­ტარ­და. წლე­ვან­დე­ლი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გუნ­დი "სო­ლა­რი" სფე­როს ექ­სპერ­ტე­ბის­გან შემ­დგარ­მა ჟი­უ­რიმ გა­მო­ავ­ლი­ნა. "პრო­ექ­ტი მზის პა­ნე­ლე­ბის გაზ­რდის ინო­ვა­ცი­ურ ტექ­ნო­ლო­გი­ას შე­ე­ხე­ბა. გუნ­დის წევ­რე­ბი 20 აპ­რილს ფლო­რი­და­ში გა­ემ­გზავ­რე­ბი­ან და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ 4-დღი­ან სა­მი­ტში, რო­მე­ლიც ნა­სას კე­ნე­დის ცენ­ტრში გა­ი­მარ­თე­ბა", - აღ­ნიშ­ნავს მაღ­რა­ძე. მისი გან­ცხა­დე­ბით, ინო­ვა­ცი­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მი­ტი მოს­წავ­ლე­ებს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­დან და მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან მო­ი­ზი­დავს.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ნა­სას ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დაშ­ვე­ბა მკაც­რად შე­ზღუ­დუ­ლია. ამ ბავ­შვებს ექ­ნე­ბათ უნი­კა­ლუ­რი შან­სი, და­ათ­ვა­ლი­ე­რონ ბაზა, გა­იც­ნონ არა­ერ­თი კერ­ძო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ პრო­ექ­ტით რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნიც და­ინ­ტე­რეს­დეს", - აღ­ნიშ­ნავს ათას­წლე­უ­ლე­ბის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი.

ათას­წლე­უ­ლე­ბის ინო­ვა­ცი­ის კონ­კურ­სში, რომ­ლის მი­ზა­ნიც 12-17 წლის მოს­წავ­ლე­ებ­ში მეც­ნი­ე­რე­ბის, ტექ­ნო­ლო­გი­ის, ინ­ჟი­ნე­რი­ი­სა და მა­თე­მა­ტი­კის დის­ციპ­ლი­ნე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბაა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 62-მა გუნ­დმა მი­ი­ღო. ათი მათ­გა­ნი კი ფი­ნალ­ში სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტით მოხ­ვდა.

ქრის­ტი­ნე გამ­თე­ნა­ძე

ambebi.ge

Four Georgian students to travel to NASA Kennedy Space Center

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

გაიცანით ოთხი ქართველი მოსწავლე, რომლებიც NASA-ში მიემგზავრებიან

გაიცანით ოთხი ქართველი მოსწავლე, რომლებიც NASA-ში მიემგზავრებიან

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებული ქართველი მოსწავლეები NASA-ს კენედის კოსმოსურ ცენტრში მიემგზავრებიან. გუნდი "სოლარის" წევრები - გიორგი ნიორაძე, ვახო კონტრიძე, გიორგი მარგიანი და ბექა მიქაძე ჟიურის წინაშე ინოვაციური პროექტით წარსდგნენ. ბიჭები მზის ელემენტების მარგი ქმედების კოეფიციენტის ინოვაციური ტექნოლოგიით გაზრდას, აპრილში უკვე საერთაშორისო სამიტზე გამოცდიან. კონკურსით და ქართველი მოსწავლეების წარმატებით ambebi.ge დაინტერესდა და ახლა თქვენც გაგაცნობთ მათ:

კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გიორგი მარგიანია. ის ლიცეუმში სწავლობს და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეა. ინტერესი ტექნიკური საგნების მიმართ ბავშვობიდან აქვს. მიღწეულმა წარმატებამ კი მისი სამომავლო გეგმები მთლიანად ფიზიკას დაუკავშირა. სწავლის გაგრძელებას სან დიეგოს უნივერსიტეტში აპირებს და იმედოვნებს, რომ ნასას კენედის კოსმოსურ ცენტრში მისი ვიზიტი, ცხოვრების მნიშვნელოვანი ტრამპლინი იქნება: "ბევრი ბავშვისთვისაა საოცნებო იქ მოხვედრა, თუმცა სამწუხაროდ, ძალიან ცოტას ეძლევა ამის შანსი. მიხარია, რომ ჩემი გუნდის წევრებთან ერთად, მე ეს შევძელი", - გვეუბნება გიორგი.

ბექა მიქაძე სერვანტესის სახელობის სკოლა გიმნაზია აია-GESS-ში სწავლობს და მომავალში ინჟინერ-პილოტობას აპირებს. აქამდე სხვა, უამრავ კონკურსში აქვს მიღებული მონაწილეობა, მაგრამ მისი თქმით, მსგავსი განცდა და გამარჯვების ხიბლი არასდროს ჰქონია. აღნიშნავს, რომ ოთხთვიანმა თავდაუზოგავმა შრომამ და გუნდის თითოეული წევრის მონდომებამ შედეგი გამოიღო და იდეამ, მზის ენერგიის ეფექტურად გამოყენების შესახებ, ჟიურის მოწონება დაიმსახურა. ბექა იმოდევნებს, რომ "სოლარის" პროექტი საერთაშორისო კონკურსზეც ღირსეულად წარსდგება.

პროექტზე მუშაობისას ბიჭებს ბევრი წარუმატებელი ექსპერიმენტი და სირთულე შეხვდათ. სამუშაო პროცესში აქტიურად მონაწილეობდა ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი თეიმურაზ ჩიჩუა, რომელიც ბიჭებს თეორიულ ცოდნასა და საკუთარ გამოცდილებას უზიარებდა.

კონკურსი "ათასწლეულების გამოწვევის ფონდის" მხარდაჭერით ხორციელდება. როგორც ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე ამბობს, საქართველოში აღნიშნული კონკურსი უკვე მეორედ ჩატარდა. წლევანდელი გამარჯვებული გუნდი "სოლარი" სფეროს ექსპერტებისგან შემდგარმა ჟიურიმ გამოავლინა. "პროექტი მზის პანელების გაზრდის ინოვაციურ ტექნოლოგიას შეეხება. გუნდის წევრები 20 აპრილს ფლორიდაში გაემგზავრებიან და მონაწილეობას მიიღებენ 4-დღიან სამიტში, რომელიც ნასას კენედის ცენტრში გაიმართება", - აღნიშნავს მაღრაძე. მისი განცხადებით, ინოვაციების საერთაშორისო სამიტი მოსწავლეებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოიზიდავს.

"მოგეხსენებათ, ნასას ტერიტორიაზე დაშვება მკაცრად შეზღუდულია. ამ ბავშვებს ექნებათ უნიკალური შანსი, დაათვალიერონ ბაზა, გაიცნონ არაერთი კერძო სექტორის წარმომადგენელი და არ გამოვრიცხავ, რომ პროექტით რომელიმე მათგანიც დაინტერესდეს", - აღნიშნავს ათასწლეულების გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.

ათასწლეულების ინოვაციის კონკურსში, რომლის მიზანიც 12-17 წლის მოსწავლეებში მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის დისციპლინების პოპულარიზებაა, მონაწილეობა 62-მა გუნდმა მიიღო. ათი მათგანი კი ფინალში სხვადასხვა პროექტით მოხვდა.

ქრისტინე გამთენაძე

ambebi.ge

Four Georgian students to travel to NASA Kennedy Space Center

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია