პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ მორალურ პასუხისმგებლობას ვაყენებთ წინ" - რატომ გადაწყვიტა "პალიტრა მედიამ" ონლაინკაზინოების რეკლამის აკრძალვა
"ჩვენ მორალურ პასუხისმგებლობას ვაყენებთ წინ" - რატომ გადაწყვიტა "პალიტრა მედიამ" ონლაინკაზინოების რეკლამის აკრძალვა

რამ­დე­ნი ოჯა­ხი და­ან­გრია აზარ­ტულ თა­მაშ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ, რამ­დენ ადა­მი­ანს უბიძ­გა და­ნა­შა­უ­ლის­კენ, რამ­დენ­მა ჩვენ­მა თა­ნა­მო­ქა­ლა­ქემ ვე­ღარ შეძ­ლო "თა­მა­შის მძევ­ლო­ბას­თან" გამ­კვლა­ვე­ბა და სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა - ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კა არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კა, მარ­თლაც კა­ტას­ტრო­ფუ­ლია - ლა­მის ყო­ვე­ლი მე­ო­რე თვით­მკვლე­ლო­ბა, სწო­რედ აზარ­ტულ თა­მაშ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბა, დან­გრე­ულ და მო­თა­მა­შის მიერ გა­ღა­ტა­კე­ბულ ოჯა­ხებს კი ვინ მოთ­ვლის...

საქ­მე სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნებს ეხე­ბათ, სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქე­ბი­დან, სხვა­დას­ხვა სა­მე­გობ­რო წრი­თა თუ სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბით. თუმ­ცა, ყვე­ლა ის­ტო­რია ერ­თმა­ნეთს გაჭ­რი­ლი ვაშ­ლი­ვით ჰგავს - ადა­მი­ა­ნი ჯერ გარ­თო­ბი­სა თუ "ორი კა­პი­კის" შოვ­ნის მიზ­ნით იწყებს თა­მაშს, შემ­დეგ ეს მისი ცხოვ­რე­ბის წესი ხდე­ბა, აგებს და ფული არ ჰყოფ­ნის, იღებს ვა­ლებს, ოჯა­ხი­დან ყი­დის ნივ­თებს, ზოგ­ჯერ იპა­რავს, ზოგ­ჯერ ყა­ჩა­ღობს კი­დეც, უცხოვ­დე­ბა გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბის მი­მართ, აღა­რა­ვის სურს მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და ბო­ლოს ეს ადა­მი­ა­ნი თა­ვის პრობ­ლე­მებ­თან მარ­ტო რჩე­ბა...

სა­გან­გა­შოა, რომ ისი­ნი ძი­რი­თა­დად, ახალ­გაზ­რდე­ბი, ხში­რად, არას­რულ­წლოვ­ნე­ბიც არი­ან. მათ მე­გობ­რე­ბი და ოჯა­ხის წევ­რე­ბი ვერ შვე­ლი­ან, რად­გან ტრა­გე­დი­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი სწო­რედ ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ებს, ონ­ლა­ინ­ბე­თებს უკავ­შირ­დე­ბა, სა­დაც ფი­ზი­კუ­რად ვერ აღ­კვეთ, რომ შენ­მა ახ­ლო­ბელ­მა არ ითა­მა­შოს - ამის­თვის მას სჭირ­დე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა და ნე­ბის­მი­ე­რი კომ­პი­უ­ტე­რი. თუმ­ცა, ეს პრობ­ლე­მა რომ მი­სა­ხე­დია, ფაქ­ტია და ალ­ბათ, ამა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის თი­თო­ე­ულ­მა წევ­რმა თა­ვი­სი წვლი­ლი უნდა შე­ი­ტა­ნოს.

ერთ-ერთი მთა­ვა­რი როლი კი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს ეკის­რე­ბათ. სწო­რედ ამი­ტომ "პა­ლიტ­რა მე­დი­ამ" გა­და­წყვი­ტა, აღ­კვე­თოს პირ­ვე­ლი, რაც ადა­მი­ანს თა­მა­შის­კენ უბიძ­გებს - რეკ­ლა­მა! 15 თე­ბერ­ვლი­დან "პა­ლიტ­რა მე­დია" სა­კუ­თარ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ე­ბი­სა და ონ­ლა­ინ­ბე­თე­ბის რეკ­ლა­მი­რე­ბას აღარ მო­ახ­დენს.

ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის დე­ტა­ლებ­ზე "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" სა­რეკ­ლა­მო გან­ყო­ფი­ლე­ბის ინ­ტერ­ნეტ­მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი თეა თა­ბა­გა­რი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ლუ­დო­მა­ნია (თა­მაშ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა) უკვე თით­ქმის ყვე­ლა ოჯა­ხის პრობ­ლე­მა გახ­და. ალ­ბათ, ყვე­ლა ჩვენ­განს ჰყავს მე­გო­ბა­რი, ახ­ლო­ბე­ლი ან ნა­თე­სა­ვი, რო­მე­ლიც ამ სე­ნით არის და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. ერთ-ერთი ფაქ­ტო­რი, რაც ადა­მი­ანს თა­მა­შის­კენ უბიძ­გებს, ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ე­ბის თუ ონ­ლა­ინ­ბე­თე­ბის რეკ­ლა­მაა. სწო­რედ ამი­ტომ, მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ე­ბი­სა და ონ­ლა­ინ­ბე­თე­ბის რეკ­ლა­მა­ზე შეკ­ვე­თას აღარ მი­ვი­ღებთ და აღარ წა­ვა­ხა­ლი­სებთ მსგავს ბიზ­ნესს.

- სა­რეკ­ლა­მო შე­მო­სა­ვალ­ზე უა­რის თქმა ალ­ბათ, რთუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა...

- რა თქმა უნდა, რად­გან ჩვე­ნი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი შე­მო­სა­ვა­ლი სწო­რედ სა­რეკ­ლა­მო თან­ხე­ბია. თუმ­ცა, რად­გან ეს პრობ­ლე­მა ასე მწვა­ვეა და ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე­საც კი უკავ­შირ­დე­ბა, ჩვენ სწო­რედ მო­რა­ლურ სო­ცი­ა­ლურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვა­ყე­ნებთ წინ და არა ფი­ნან­სურ შე­მო­სა­ვალს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 2014-15 წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამ სფე­რო­დან "პა­ლიტ­რა მე­დი­ას" შე­მო­სა­ვა­ლი რამ­დე­ნი­მე ასე­ულ ათას ლარს შე­ად­გენ­და, შეგ­ნე­ბუ­ლად ვამ­ბობთ უარს ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ე­ბი­სა და ონ­ლა­ინ­ბე­თე­ბის რეკ­ლა­მი­რე­ბა­ზე. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ჩვე­ნი გუნ­დის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რი ვა­მა­ყობთ და ვთვლით, რომ პირ­ველ რიგ­ში ჩვენ თავ­თან ვართ მარ­თლე­ბი.

- რა­ტომ ეხე­ბა "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" სა­რეკ­ლა­მო მო­რა­ტო­რი­უ­მი მხო­ლოდ ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ებ­სა და ონ­ლა­ინ­ბე­თებს და არა რე­ა­ლურ კა­ზი­ნო­ებს?

- რე­ა­ლურ კა­ზი­ნო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი ბევ­რად ეფექ­ტუ­რად მუ­შა­ობს. კერ­ძოდ, იქ არას­რულ­წლო­ვანს არ უშ­ვე­ბენ, თა­მაშ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის ოჯა­ხის წევ­რებს აქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ მი­მარ­თონ კა­ზი­ნოს და ის "შავ სი­ა­ში" შე­იყ­ვა­ნონ და ა.შ. ონ­ლა­ინ კა­ზი­ნო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი და­რე­გის­ტრი­რე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ის არას­რულ­წლოვ­ნე­ბის­თვი­საც ხელ­მი­საწ­ვდო­მი ხდე­ბა და მას ვე­რა­ნა­ი­რი მე­ქა­ნიზ­მით ვერ შე­უ­ზღუ­დავ თა­მაშს.

- თქვე­ნი აზ­რით, "პა­ლიტ­რა მე­დი­ას" ინი­ცი­ა­ტი­ვას სხვა მე­დი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბიც შე­უ­ერ­თდე­ბი­ან?

- პირ­ველ რიგ­ში, იმე­დი გვაქვს, ჩვე­ნი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა ერთ-ერთი ბიძ­გი იმის­თვის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ჩვენ ყვე­ლა­ნი, კი­დევ ერთხელ დავ­ფიქ­რდეთ, რო­გორ შე­ვამ­ცი­როთ თა­მაშ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის რი­ცხვი და ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან ტრა­გე­დი­ე­ბი. ალ­ბათ, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენს ინი­ცი­ა­ტი­ვას სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბიც გა­მო­ეხ­მა­უ­რე­ბი­ან, რად­გან ეს ჩვე­ნი სა­ერ­თო პრობ­ლე­მაა და ცალ-ცალ­კე მისი და­მარ­ცხე­ბა გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა. რა თქმა უნდა, გა­დამ­წყვე­ტი სი­ტყვა მთავ­რო­ბას ეკუთ­ვნის. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ცოტა ხნის წინ გა­აჟ­ღე­რა, რას ფიქ­რობს ამ სფე­როს გარ­კვე­ულ­წი­ლად შე­ზღუდ­ვა­ზე. ჩემი აზ­რით, ეს ძა­ლი­ან სა­ჭი­რო და აუ­ცი­ლებ­ლად გა­სა­კე­თე­ბე­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"ჩვენ მორალურ პასუხისმგებლობას ვაყენებთ წინ" - რატომ გადაწყვიტა "პალიტრა მედიამ" ონლაინკაზინოების რეკლამის აკრძალვა

"ჩვენ მორალურ პასუხისმგებლობას ვაყენებთ წინ" - რატომ გადაწყვიტა "პალიტრა მედიამ" ონლაინკაზინოების რეკლამის აკრძალვა

რამდენი ოჯახი დაანგრია აზარტულ თამაშზე დამოკიდებულებამ, რამდენ ადამიანს უბიძგა დანაშაულისკენ, რამდენმა ჩვენმა თანამოქალაქემ ვეღარ შეძლო "თამაშის მძევლობასთან" გამკვლავება და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ არაოფიციალური სტატისტიკა, მართლაც კატასტროფულია - ლამის ყოველი მეორე თვითმკვლელობა, სწორედ აზარტულ თამაშზე დამოკიდებულებას უკავშირდება, დანგრეულ და მოთამაშის მიერ გაღატაკებულ ოჯახებს კი ვინ მოთვლის...

საქმე სხვადასხვა ადამიანებს ეხებათ, სხვადასხვა ქალაქებიდან, სხვადასხვა სამეგობრო წრითა თუ სოციალური მდგომარეობით. თუმცა, ყველა ისტორია ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგავს - ადამიანი ჯერ გართობისა თუ "ორი კაპიკის" შოვნის მიზნით იწყებს თამაშს, შემდეგ ეს მისი ცხოვრების წესი ხდება, აგებს და ფული არ ჰყოფნის, იღებს ვალებს, ოჯახიდან ყიდის ნივთებს, ზოგჯერ იპარავს, ზოგჯერ ყაჩაღობს კიდეც, უცხოვდება გარშემომყოფების მიმართ, აღარავის სურს მასთან ურთიერთობა და ბოლოს ეს ადამიანი თავის პრობლემებთან მარტო რჩება...

საგანგაშოა, რომ ისინი ძირითადად, ახალგაზრდები, ხშირად, არასრულწლოვნებიც არიან. მათ მეგობრები და ოჯახის წევრები ვერ შველიან, რადგან ტრაგედიების დიდი ნაწილი სწორედ ონლაინკაზინოებს, ონლაინბეთებს უკავშირდება, სადაც ფიზიკურად ვერ აღკვეთ, რომ შენმა ახლობელმა არ ითამაშოს - ამისთვის მას სჭირდება ნებისმიერი პირადობის მოწმობა და ნებისმიერი კომპიუტერი. თუმცა, ეს პრობლემა რომ მისახედია, ფაქტია და ალბათ, ამაში საზოგადოების თითოეულმა წევრმა თავისი წვლილი უნდა შეიტანოს.

ერთ-ერთი მთავარი როლი კი მედიასაშუალებებს ეკისრებათ. სწორედ ამიტომ "პალიტრა მედიამ" გადაწყვიტა, აღკვეთოს პირველი, რაც ადამიანს თამაშისკენ უბიძგებს - რეკლამა! 15 თებერვლიდან "პალიტრა მედია" საკუთარ მედიასაშუალებებში ონლაინკაზინოებისა და ონლაინბეთების რეკლამირებას აღარ მოახდენს.

ამ ინიციატივის დეტალებზე "პალიტრა მედიის" სარეკლამო განყოფილების ინტერნეტმიმართულების ხელმძღვანელი თეა თაბაგარი გვესაუბრება:

- ლუდომანია (თამაშზე დამოკიდებულება) უკვე თითქმის ყველა ოჯახის პრობლემა გახდა. ალბათ, ყველა ჩვენგანს ჰყავს მეგობარი, ახლობელი ან ნათესავი, რომელიც ამ სენით არის დაავადებული. ერთ-ერთი ფაქტორი, რაც ადამიანს თამაშისკენ უბიძგებს, ონლაინკაზინოების თუ ონლაინბეთების რეკლამაა. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ონლაინკაზინოებისა და ონლაინბეთების რეკლამაზე შეკვეთას აღარ მივიღებთ და აღარ წავახალისებთ მსგავს ბიზნესს.

- სარეკლამო შემოსავალზე უარის თქმა ალბათ, რთული გადაწყვეტილებაა...

- რა თქმა უნდა, რადგან ჩვენი მედიასაშუალებების ერთ-ერთი ძირითადი შემოსავალი სწორედ სარეკლამო თანხებია. თუმცა, რადგან ეს პრობლემა ასე მწვავეა და ადამიანის სიცოცხლესაც კი უკავშირდება, ჩვენ სწორედ მორალურ სოციალურ პასუხისმგებლობას ვაყენებთ წინ და არა ფინანსურ შემოსავალს. მიუხედავად იმისა, რომ 2014-15 წლების განმავლობაში, ამ სფეროდან "პალიტრა მედიას" შემოსავალი რამდენიმე ასეულ ათას ლარს შეადგენდა, შეგნებულად ვამბობთ უარს ონლაინკაზინოებისა და ონლაინბეთების რეკლამირებაზე. ამ გადაწყვეტილებით, ჩვენი გუნდის თითოეული წევრი ვამაყობთ და ვთვლით, რომ პირველ რიგში ჩვენ თავთან ვართ მართლები.

- რატომ ეხება "პალიტრა მედიის" სარეკლამო მორატორიუმი მხოლოდ ონლაინკაზინოებსა და ონლაინბეთებს და არა რეალურ კაზინოებს?

- რეალურ კაზინოებთან დაკავშირებით რეგულაციები ბევრად ეფექტურად მუშაობს. კერძოდ, იქ არასრულწლოვანს არ უშვებენ, თამაშზე დამოკიდებული ადამიანის ოჯახის წევრებს აქვთ შესაძლებლობა, რომ მიმართონ კაზინოს და ის "შავ სიაში" შეიყვანონ და ა.შ. ონლაინ კაზინოების შემთხვევაში კი დარეგისტრირება ნებისმიერი ადამიანის პირადობის მოწმობითაა შესაძლებელი. შესაბამისად, ის არასრულწლოვნებისთვისაც ხელმისაწვდომი ხდება და მას ვერანაირი მექანიზმით ვერ შეუზღუდავ თამაშს.

- თქვენი აზრით, "პალიტრა მედიას" ინიციატივას სხვა მედიაკომპანიებიც შეუერთდებიან?

- პირველ რიგში, იმედი გვაქვს, ჩვენი ნაბიჯი იქნება ერთ-ერთი ბიძგი იმისთვის, რომ საზოგადოება, ჩვენ ყველანი, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, როგორ შევამციროთ თამაშზე დამოკიდებული მოქალაქეების რიცხვი და ავიცილოთ თავიდან ტრაგედიები. ალბათ, დროთა განმავლობაში ჩვენს ინიციატივას სხვა ორგანიზაციებიც გამოეხმაურებიან, რადგან ეს ჩვენი საერთო პრობლემაა და ცალ-ცალკე მისი დამარცხება გაგვიჭირდება. რა თქმა უნდა, გადამწყვეტი სიტყვა მთავრობას ეკუთვნის. პრემიერ-მინისტრმა ცოტა ხნის წინ გააჟღერა, რას ფიქრობს ამ სფეროს გარკვეულწილად შეზღუდვაზე. ჩემი აზრით, ეს ძალიან საჭირო და აუცილებლად გასაკეთებელია.

მეტრო "გოცირიძე" გადაიხურება და შშმ პირებისთვის ადაპტირებული გახდება

"საუკეთესო ჩვევა ჯანმრთელი ცხოვრებისთვის - ეს კარგი განწყობაა" - ცნობილი კარდიოქირურგის რჩევები სიცოცხლის გასახანგრძლივებლად

BTU-ს სტუდენტების ახალი პროექტი მონასტრებში ნაწარმ პროდუქციას ერთ ონლაინმაღაზიაში გააერთიანებს