სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 12:58-ზე, მთვარე კუროშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. დღეს ადამიანი მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პალიტრა მედია" საკუთარ მედია საშუალებებში ონლაინ კაზინოების რეკლამირებას აღარ მოახდენს
"პალიტრა მედია" საკუთარ მედია საშუალებებში ონლაინ კაზინოების რეკლამირებას აღარ მოახდენს

სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო პე­რი­ოდ­ში უფრო მას­შტა­ბუ­რი გახ­და ის უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა, რო­მელ­საც ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ე­ბი და ონ­ლა­ინ­ბე­თე­ბი ახ­დე­ნენ ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რდებ­ზე. აზარ­ტულ თა­მაშ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ ბევ­რი ოჯა­ხი და­ან­გრია, ზოგს და­ნა­შა­უ­ლის­კენ უბიძ­გა და არა­ერ­თი თვით­მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზიც გახ­და.

ონ­ლა­ინ სა­თა­მა­შო პორ­ტა­ლებ­ზე ფაქ­ტობ­რი­ვად შე­უძ­ლე­ბე­ლია არას­რულ­წლო­ვან მო­თა­მა­შე­თა იდენ­ტი­ფი­კა­ცია და მათი შე­ზღუდ­ვა. არა­და, სწო­რედ ამ ასა­კობ­რი­ვი კა­ტე­გო­რი­ის მო­თა­მა­შე­ებს ყვე­ლა­ზე მე­ტად ემუქ­რე­ბათ საფრ­თხე - გახ­დნენ თა­მაშ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ყვე­ლა პრობ­ლე­მით...

ჩვენ გვა­წუ­ხებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ეს პრობ­ლე­მა, გან­სა­კუთ­რე­ბით იმი­ტომ, რომ უნე­ბუ­რად ჩვენც ვმო­ნა­წი­ლე­ობთ ადა­მი­ა­ნე­ბის თა­მა­შით და­ინ­ტე­რე­სე­ბა­ში, რო­დე­საც სხვა­დას­ხვა მე­დია პლატ­ფორ­მებ­ზე ვახ­დენთ ინ­ტერ­ნეტ კა­ზი­ნო­ე­ბის და ბე­თე­ბის რეკ­ლა­მი­რე­ბას.

ამი­ტომ მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ "პა­ლიტ­რა მე­დი­ას" არც ერთი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა ონ­ლა­ინ კა­ზი­ნო­ე­ბის რეკ­ლა­მა­ზე შეკ­ვე­თას აღარ მი­ი­ღებს (მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ე­ბის და ბე­თე­ბის რეკ­ლა­მი­დან შე­მო­სა­ვა­ლი "პა­ლიტ­რა მე­დი­ის­თვის" საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და მთლი­ა­ნი სა­რეკ­ლა­მო შე­მო­სავ­ლე­ბის თით­ქმის 5%-ს შე­ად­გენს).

ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ "პა­ლიტ­რა მე­დი­ას" აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი, რათა შემ­ცირ­დეს თა­მაშ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის რი­ცხვი და თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ ტრა­გე­დი­ე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მოქალაქეები მაცხოვრის შობის დღესასწაულს რუსთაველის გამზირზე ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდნენ

"პალიტრა მედია" საკუთარ მედია საშუალებებში ონლაინ კაზინოების რეკლამირებას აღარ მოახდენს

"პალიტრა მედია" საკუთარ მედია საშუალებებში ონლაინ კაზინოების რეკლამირებას აღარ მოახდენს

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში უფრო მასშტაბური გახდა ის უარყოფითი გავლენა, რომელსაც ონლაინკაზინოები და ონლაინბეთები ახდენენ ჩვენს თანამოქალაქეებზე, განსაკუთრებით ახალგაზრდებზე. აზარტულ თამაშზე დამოკიდებულებამ ბევრი ოჯახი დაანგრია, ზოგს დანაშაულისკენ უბიძგა და არაერთი თვითმკვლელობის მიზეზიც გახდა.

ონლაინ სათამაშო პორტალებზე ფაქტობრივად შეუძლებელია არასრულწლოვან მოთამაშეთა იდენტიფიკაცია და მათი შეზღუდვა. არადა, სწორედ ამ ასაკობრივი კატეგორიის მოთამაშეებს ყველაზე მეტად ემუქრებათ საფრთხე - გახდნენ თამაშზე დამოკიდებულები, აქედან გამომდინარე ყველა პრობლემით...

ჩვენ გვაწუხებს საზოგადოების ეს პრობლემა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ უნებურად ჩვენც ვმონაწილეობთ ადამიანების თამაშით დაინტერესებაში, როდესაც სხვადასხვა მედია პლატფორმებზე ვახდენთ ინტერნეტ კაზინოების და ბეთების რეკლამირებას.

ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ "პალიტრა მედიას" არც ერთი მედიასაშუალება ონლაინ კაზინოების რეკლამაზე შეკვეთას აღარ მიიღებს (მიუხედავად იმისა, რომ ონლაინკაზინოების და ბეთების რეკლამიდან შემოსავალი "პალიტრა მედიისთვის" საკმაოდ მნიშვნელოვანია და მთლიანი სარეკლამო შემოსავლების თითქმის 5%-ს შეადგენს).

ვიმედოვნებთ, რომ "პალიტრა მედიას" აღნიშნული გადაწყვეტილება იქნება ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რათა შემცირდეს თამაშზე დამოკიდებული მოქალაქეების რიცხვი და თავიდან ავიცილოთ ტრაგედიები.

გიორგი მარგველაშვილმა ილია მეორე მოინახულა - "დამხვდა ადამიანი აბსოლუტურად წელში გამართული"

პარაკლისი მეუფე პეტრესთვის - მრევლი და სასულიერო პირები მას ჭყონდიდის საკათედრო ტაძარში ელოდებიან

მთავარეპისკოპოს იაკობს სინოდმა შეუფერებელი საქციელის გამო გაფრთხილება მისცა