მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ციხისძირში სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის დირექტორი: "ივანიშვილმა სამუშაოები შეაჩერა"
 ციხისძირში სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის დირექტორი: "ივანიშვილმა სამუშაოები შეაჩერა"

"თუ ჩემი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი დად­გე­ბა, პა­სუხ­საც ვა­გებ, - ამის შე­სა­ხებ სა­მუ­შა­ო­ე­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი კომ­პა­ნია "ზი­მოს" დი­რექ­ტორ­მა ზუ­რაბ კიკ­ნა­ძემ ცი­ხის­ძირ­ში ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სტუმ­რო­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ზუ­რაბ კიკ­ნა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­მარ­ტა, ყვე­ლა­ნა­ი­რი ნე­ბარ­თვა სა­მუ­შა­ო­ე­ბის წარ­მო­ე­ბის­თვის აქვს და დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას წა­რად­გენს "სა­დაც სა­ჭი­რო" იქ­ნე­ბა. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მხო­ლოდ ერთი სა­ბუ­თი არ აქვს მი­წის კერ­ძო მე­სა­კუთ­რის­გან, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე არ არის და მას­თან და­კავ­ში­რე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა.

"აჭა­რის მთავ­რო­ბის­გან ხე­ე­ბის შე­ძე­ნის დო­კუ­მენ­ტი მაქვს, რკი­ნიგ­ზის დე­პარ­ტა­მენ­ტის­გან მაქვს ნე­ბარ­თვა, რომ ამ ლი­ან­და­გის იქეთ გა­და­ვი­ტან ხე­ებს. გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი აკონ­ტრო­ლებს ზღვას­თან მის­ვლის სა­კითხს და მათ­გან მაქვს უფ­ლე­ბა, რომ ეს სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­ვას­რუ­ლო. ერ­თა­დერ­თი რაც არა მაქვს, ეს არის კერ­ძო მე­სა­კუთ­რის­გან ნე­ბარ­თვა, რო­მე­ლიც არ არის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, მისი კომ­პა­ნია და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია ოფ­შო­რულ ზო­ნა­ში, პა­ნა­მა­ში და მე­პატ­რო­ნეს ვერ ვპო­უ­ლობთ. ლი­ან­და­გი­დან ზღვის სა­ნა­პი­რომ­დე ტე­რი­ტო­რია ეკუთ­ვნის ამ პირს", - აღ­ნიშ­ნა ზუ­რაბ კიკ­ნა­ძემ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ხე­ე­ბი გა­ი­ყი­და, რო­გორც მოძ­რა­ვი ნივ­თე­ბი: "ბა­ტონ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა შე­ა­ჩე­რა სა­მუ­შა­ო­ე­ბი. გვი­თხრა, გა­არ­კვი­ეთ ყვე­ლა­ფე­რი და და­ა­ლა­გეთ სი­ტუ­ა­ცია. რო­გორც კი მოგ­ვარ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი შემ­დეგ გა­აგ­რძე­ლეთ სა­მუ­შა­ო­ე­ბიო", - აღ­ნიშ­ნა ზუ­რაბ კიკ­ნა­ძემ.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ცი­ხის­ძირ­ში ხე­ე­ბის გა­დარ­გვის სა­მუ­შა­ო­ე­ბის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად იყო მი­სუ­ლი. ად­გილ­ზე მყოფ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რებ­სა და ყო­ფილ პრე­მი­ერს შო­რის მცი­რე შე­ლა­პა­რა­კე­ბაც მოხ­და. ხე­ე­ბის გა­და­ტა­ნა ცი­ხის­ძი­რი­დან შეკ­ვე­თილ­ში იგეგ­მე­ბა, რა­საც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბი აპ­რო­ტეს­ტე­ბენ და ითხო­ვენ სა­მუ­შა­ო­ე­ბის წარ­მო­ე­ბის შე­სა­ბა­მის დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: "ეს ხე ნა­ყი­დი მაქვს უკვე" - ცი­ხის­ძირ­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­სა და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოხ­და

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

ციხისძირში სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის დირექტორი: "ივანიშვილმა სამუშაოები შეაჩერა"

 ციხისძირში სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის დირექტორი: "ივანიშვილმა სამუშაოები შეაჩერა"

"თუ ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, პასუხსაც ვაგებ, - ამის შესახებ სამუშაოების შემსრულებელი კომპანია "ზიმოს" დირექტორმა ზურაბ კიკნაძემ ციხისძირში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სტუმრობის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ზურაბ კიკნაძემ ჟურნალისტებს განუმარტა, ყველანაირი ნებართვა სამუშაოების წარმოებისთვის აქვს და დოკუმენტაციას წარადგენს "სადაც საჭირო" იქნება. მისივე განმარტებით, მხოლოდ ერთი საბუთი არ აქვს მიწის კერძო მესაკუთრისგან, რომელიც საქართველოს მოქალაქე არ არის და მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

"აჭარის მთავრობისგან ხეების შეძენის დოკუმენტი მაქვს, რკინიგზის დეპარტამენტისგან მაქვს ნებართვა, რომ ამ ლიანდაგის იქეთ გადავიტან ხეებს. გზების დეპარტამენტი აკონტროლებს ზღვასთან მისვლის საკითხს და მათგან მაქვს უფლება, რომ ეს სამუშაოები შევასრულო. ერთადერთი რაც არა მაქვს, ეს არის კერძო მესაკუთრისგან ნებართვა, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, მისი კომპანია დარეგისტრირებულია ოფშორულ ზონაში, პანამაში და მეპატრონეს ვერ ვპოულობთ. ლიანდაგიდან ზღვის სანაპირომდე ტერიტორია ეკუთვნის ამ პირს", - აღნიშნა ზურაბ კიკნაძემ.

მისივე განმარტებით, ხეები გაიყიდა, როგორც მოძრავი ნივთები: "ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა შეაჩერა სამუშაოები. გვითხრა, გაარკვიეთ ყველაფერი და დაალაგეთ სიტუაცია. როგორც კი მოგვარდება ყველაფერი შემდეგ გააგრძელეთ სამუშაოებიო", - აღნიშნა ზურაბ კიკნაძემ.

ბიძინა ივანიშვილმა ციხისძირში ხეების გადარგვის სამუშაოების დასათვალიერებლად იყო მისული. ადგილზე მყოფ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და ყოფილ პრემიერს შორის მცირე შელაპარაკებაც მოხდა. ხეების გადატანა ციხისძირიდან შეკვეთილში იგეგმება, რასაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აპროტესტებენ და ითხოვენ სამუშაოების წარმოების შესაბამის დოკუმენტაციას.

ასევე დაგაინტერესებთ: "ეს ხე ნაყიდი მაქვს უკვე" - ციხისძირში ბიძინა ივანიშვილსა და აქციის მონაწილეებს შორის შელაპარაკება მოხდა

ჩინეთში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქე თბილისშია - მათ აეროპორტში სპეციალური შემოწმება გაიარეს

"სვანები გაოცებულნი არინ, ასეთი მკაცრი ზამთარი დიდი ხანია არ ყოფილაო" - ფოტორეპორტაჟი ულამაზესი სვანეთიდან, სადაც -20 გრადუსი ყინვაა

ჩინეთში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქე თბილისში დღეს დაბრუნდება - უახლესი მონაცემები ჩინეთიდან