პოლიტიკა
მეცნიერება

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მინდოდა საქართველოში რაიმე მომწონებოდა" - რას წერს აფხაზი ბლოგერი ზუგდიდში ვიზიტის შემდეგ
"არ მინდოდა საქართველოში რაიმე მომწონებოდა" - რას წერს აფხაზი ბლოგერი ზუგდიდში ვიზიტის შემდეგ

გა­მო­ცე­მა sputnik-abkhazia.ru-ზე ქვეყ­ნდე­ბა სა­ი­ტის მეს­ვე­ტე საიდ ბარ­გან­ჯი­ას ბლო­გი, სა­დაც ის ზუგ­დიდ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­სა­ხებ წერს. ბარ­გან­ჯია 25 წლი­საა, სწავ­ლობ­და ყუ­ბა­ნის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­დაც სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებს და­ე­უფ­ლა. ახლა კი იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობს:

"სამ­შა­ბათს დი­ლით მე და ჩემი კო­ლე­გა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი აფხა­ზე­თი­დან და­ვი­ძა­რით. ჯერ კი­დევ სა­ზღვარ­თან ვფიქ­რობ­დი, ბო­ლომ­დე ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებ სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ მივ­დი­ვარ-თქო. მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და ენ­გურ­ჰე­სი. სა­ზღვარ­თან რომ მი­ვე­დით, გულ­ში რა­ღა­ცამ გამ­კრა. იმის არ მე­ში­ნო­და, რომ ტყვედ ამიყ­ვან­დნენ, რად­გან ჩვენ არა­ვის ვჭირ­დე­ბო­დით, მაგ­რამ უც­ნა­უ­რი შეგ­რძნე­ბა და­მე­უფ­ლა. სა­ზღვარ­ზე რამ­დე­ნი­მე ფოტო გა­და­ვი­ღე და მე­გობ­რებს გა­ვუგ­ზავ­ნე. ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა მი­პა­სუ­ხა, გამ­ყიდ­ვე­ლოო. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, იხუმ­რა, მაგ­რამ მა­ინც უსი­ა­მოვ­ნო იყო.

მე 1991 წელს და­ვი­ბა­დე, 1992 წელს ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი ომი დას­რულ­და, რო­მელ­შიც 30 სექ­ტემ­ბერს აფხა­ზებ­მა გა­ი­მარ­ჯვეს. არც ჩემი ნა­თე­სა­ვე­ბი, არც მე­გობ­რე­ბი არა­სო­დეს ყო­ფი­ლან სა­ქარ­თვე­ლო­ში. არა­ნა­ი­რი კონ­ტაქ­ტი არ მქონ­და ქარ­თვე­ლებ­თან, გარ­და ერ­თი­სა, რო­მელ­თა­ნაც კრას­ნო­დარ­ში სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბელ­ში ვცხოვ­რობ­დი. მას­თა­ნაც დი­დად არ მქო­ნია ურ­თი­ერ­თო­ბა, ჩემ­ზე უფ­რო­სი იყო და ის ფაქ­ტი, რომ ჩვენს შო­რის ომი მოხ­და, დი­დად არ გან­გვა­წყობ­და ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­კენ.

ჩემ­თვის უცხოა სა­უბ­რე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ მსგავ­სი მენ­ტა­ლი­ტე­ტი, ტრა­დი­ცი­ე­ბი და თვი­სე­ბე­ბი გვაქვს, რომ ერ­თნა­ი­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი გაგ­ვაჩ­ნია, რომ მე­ზობ­ლე­ბი ნა­თე­სა­ვებ­ზე ახ­ლობ­ლე­ბად ით­ვლე­ბი­ან. მე­სა­ზღვრე­ებ­მა პას­პორ­ტე­ბი მო­აგ­რო­ვეს, გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს სა­ზღვარ­ზე და უკან დაგ­ვიბ­რუ­ნეს სა­ბუ­თე­ბი. არც ჩვენ, არც ჩვე­ნი ჩან­თე­ბი არ გა­უ­ჩხრი­კავთ. ძა­ლი­ან "მოშ­ვე­ბუ­ლე­ბი" იყ­ვნენ. ქარ­თულ მხა­რეს ჩვენ დე­ლე­გა­ცი­ას უკვე ელო­დე­ბო­და მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი. ნომ­რე­ბი აფხა­ზუ­რი იყო და გა­მა­ხა­რა ამან. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ მათ­ზე ჩვენს დრო­შას ვხე­დავ­დი.

ფან­ჯა­რას­თან ვი­ჯე­ქი. და­თოვ­ლი­ლი მთე­ბი, ლა­მა­ზი ხე­დე­ბი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, იპყრობ­დნენ ჩემს ყუ­რა­დღე­ბას, მაგ­რამ თით­ქოს ვა­ძა­ლებ­დი ჩემ თავს, რომ არ მომ­წო­ნე­ბო­და. არ მინ­დო­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში რა­ი­მე მომ­წო­ნე­ბო­და. ბუ­ნე­ბაც კი. არ მტო­ვებ­და ფიქ­რე­ბი ომზე. რის­თვის? რა­ტომ? ვის ჭირ­დე­ბო­და ეს? სამ­წუ­ხა­როდ, პა­სუ­ხე­ბი ამ კი­თხვებ­ზე ცნო­ბი­ლია, მაგ­რამ იმ მო­მენ­ტში ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად აღიქ­მე­ბო­და. იმა­ზე ვფიქ­რობ­დი, ნე­ტავ რო­გორ ვი­ცხოვ­რებ­დით რომ არა ომი-თქო. პირ­ვე­ლად 24 წლის მან­ძილ­ზე გა­მიჩ­ნდა ასე­თი ფიქ­რე­ბი.

ფან­ჯრებს მიღ­მა პა­ნო­რა­მა ძა­ლი­ან ჰგავ­და აფხა­ზეთს. ისე­თი­ვე სახ­ლე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბი ეზო­ებ­ში. შეგ­რძნე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ყა­ვი, მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი ენის გა­გე­ბი­სას მე­უფ­ლე­ბო­და. რო­დე­საც დავ­ბრუნ­დით, ყვე­ლა მე­კი­თხე­ბო­და, რო­გორ შეგ­ხვდნე­ნო. მოკ­ლედ ვპა­სუ­ხობ­დი, რომ კარ­გად.

მი­ვე­დით ენ­გურ­ჰეს­ზე, თა­ნამ­შრომ­ლე­ბი უკვე გვე­ლო­დე­ბოდ­ნენ. და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ იქა­უ­რო­ბა. ერთ-ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი მო­ვი­და ჩვენ­თან და გა­ტე­ხი­ლი აფხა­ზუ­რით დაგ­ვე­ლა­პარ­კა. სო­ხუმ­ში ვსწავ­ლობ­დიო, იქ ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავ­სო, მო­კი­თხვა გა­და­ე­ცით მათო. მისი სა­ხე­ლი არ მახ­სოვს, მაგ­რამ მო­კი­თხვას გად­მოგ­ცემთ. რო­დე­საც სა­მუ­შაო და­ვას­რუ­ლეთ, სახ­ლის­კენ გა­მო­ვე­შუ­რეთ. აი, დავ­წე­რე ეს სი­ტყვა და გულ­ში სით­ბო ჩა­მეღ­ვა­რა. დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა სა­კუ­თა­რი სახ­ლის ქონა. მაგ­რამ სახ­ლში არ გვიშ­ვებ­დნენ. და­ი­წყო მო­ლა­პა­რა­კე­ბა, სხვა­დას­ხვა არ­გუ­მენ­ტე­ბის მოყ­ვა­ნა, რომ სა­ვახ­შმოდ დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვით. ვა­ღი­ა­რებ, მშივ­რე­ბი ვი­ყა­ვით. კა­მათს აზრი არ ჰქონ­და. აი, ამ დროს და­ი­წყო "სინ­დი­სის ქეჯნა". ყვე­ლა უც­ნა­უ­რად უყუ­რებ­და ერ­თმა­ნეთს, ან მე მეჩ­ვე­ნე­ბო­და. ისე აღ­ვიქ­ვამ­დი, რომ ეს არას­წო­რი იყო, მაგ­რამ ვე­რა­ფერს გა­ვა­წყობ­დით.

ზუგ­დიდ­ში წა­ვე­დით. და იქ უკვე ვა­ღი­ა­რე, რომ ეს ნამ­დვი­ლი კრას­ნო­და­რი იყო. სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბი, კი­ნო­თე­ატ­რი, პარ­კი შად­რე­ვა­ნით და უკა­ნას­კნე­ლი დარ­ტყმა მო­მა­ყე­ნა "მაკ­დო­ნალდსმა". შე­ვე­დით რეს­ტო­რან­ში, სუფ­რა უკვე გაშ­ლი­ლი იყო. ყვე­ლა­ფე­რი აფხა­ზუ­რი. ყვე­ლი, ელარ­ჯი, შემ­წვა­რი ხორ­ცი... ხუთი ქარ­თვე­ლი გვახ­ლდა, "ენ­გურ­ჰე­სის" თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. ვერ ვდუნ­დე­ბო­დი, რომ დავ­მჯდა­რი­ყა­ვი და მე­ჭა­მა. არ მტო­ვებ­და ფიქ­რე­ბი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი არას­წო­რი იყო. ორი მიმ­ტა­ნი გვემ­სა­ხუ­რე­ბო­და. პი­რა­დად მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნე­გა­ტი­უ­რი ან პო­ზი­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ მიგ­რძვნია, რო­გორც ყვე­ლა სხვა რეს­ტო­რან­ში.

ვის­ხე­დით მა­გი­დას­თან, ნაც­ნო­ბი სა­უბ­რე­ბი მი­დი­ო­და, იგი­ვე ხუმ­რო­ბე­ბი და მუ­სი­კა - რუ­სუ­ლი პაპ­სა. ამ რეს­ტო­რან­ში ახალ­გაზ­რდე­ბი და­ბა­დე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავ­დნენ, ამას ალეგ­რო­ვას სიმ­ღე­რით "გი­ლო­ცავ და­ბა­დე­ბის დღეს" მივ­ხვდი.

გვი­ან ღა­მით დავ­ბრუნ­დით. არა­სო­დეს მე­გო­ნა, რომ გალ­ში მოხ­ვედ­რი­ლი თავს რო­გორც სახ­ლში, ისე ვიგ­რძნობ­დი. სო­ხუმ­ში ჩას­ვლი­სას ცა­რი­ელ ქუ­ჩებ­ში გა­ვი­სე­ირ­ნე და გო­ნე­ბა­ში მად­ლო­ბას ვუხ­დი­დი მათ, ვინც სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის ფა­სად მო­ი­პო­ვა აფხა­ზე­თის თა­ვი­სუფ­ლე­ბა და სახ­ლი შეგ­ვი­ნარ­ჩუ­ნა. ქედს ვიხ­რი თქვენს წი­ნა­შე და სა­ქარ­თვე­ლო­ში მოხ­ვედ­რა მე­ტად აღარ მინ­და", - წერს საიდ ბარ­გან­ჯია.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია sputnik-abkhazia.ru-ს მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

"არ მინდოდა საქართველოში რაიმე მომწონებოდა" - რას წერს აფხაზი ბლოგერი ზუგდიდში ვიზიტის შემდეგ

"არ მინდოდა საქართველოში რაიმე მომწონებოდა" - რას წერს აფხაზი ბლოგერი ზუგდიდში ვიზიტის შემდეგ

გამოცემა sputnik-abkhazia.ru-ზე ქვეყნდება საიტის მესვეტე საიდ ბარგანჯიას ბლოგი, სადაც ის ზუგდიდში მოგზაურობის შესახებ წერს. ბარგანჯია 25 წლისაა, სწავლობდა ყუბანის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც საერთაშორისო ურთიერთობებს დაეუფლა. ახლა კი იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობს:

"სამშაბათს დილით მე და ჩემი კოლეგა ჟურნალისტები აფხაზეთიდან დავიძარით. ჯერ კიდევ საზღვართან ვფიქრობდი, ბოლომდე ვერ ვაცნობიერებ საქართველოში რომ მივდივარ-თქო. მაინტერესებდა, როგორ გამოიყურებოდა ენგურჰესი. საზღვართან რომ მივედით, გულში რაღაცამ გამკრა. იმის არ მეშინოდა, რომ ტყვედ ამიყვანდნენ, რადგან ჩვენ არავის ვჭირდებოდით, მაგრამ უცნაური შეგრძნება დამეუფლა. საზღვარზე რამდენიმე ფოტო გადავიღე და მეგობრებს გავუგზავნე. ერთ-ერთმა მათგანმა მიპასუხა, გამყიდველოო. რასაკვირველია, იხუმრა, მაგრამ მაინც უსიამოვნო იყო.

მე 1991 წელს დავიბადე, 1992 წელს ქართულ-აფხაზური ომი დასრულდა, რომელშიც 30 სექტემბერს აფხაზებმა გაიმარჯვეს. არც ჩემი ნათესავები, არც მეგობრები არასოდეს ყოფილან საქართველოში. არანაირი კონტაქტი არ მქონდა ქართველებთან, გარდა ერთისა, რომელთანაც კრასნოდარში საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი. მასთანაც დიდად არ მქონია ურთიერთობა, ჩემზე უფროსი იყო და ის ფაქტი, რომ ჩვენს შორის ომი მოხდა, დიდად არ განგვაწყობდა ერთმანეთთან ურთიერთობისკენ.

ჩემთვის უცხოა საუბრები იმის შესახებ, რომ მსგავსი მენტალიტეტი, ტრადიციები და თვისებები გვაქვს, რომ ერთნაირი შეხედულებები გაგვაჩნია, რომ მეზობლები ნათესავებზე ახლობლებად ითვლებიან. მესაზღვრეებმა პასპორტები მოაგროვეს, გადაგვიყვანეს საზღვარზე და უკან დაგვიბრუნეს საბუთები. არც ჩვენ, არც ჩვენი ჩანთები არ გაუჩხრიკავთ. ძალიან "მოშვებულები" იყვნენ. ქართულ მხარეს ჩვენ დელეგაციას უკვე ელოდებოდა მიკროავტობუსი. ნომრები აფხაზური იყო და გამახარა ამან. ალბათ იმიტომ, რომ მათზე ჩვენს დროშას ვხედავდი.

ფანჯარასთან ვიჯექი. დათოვლილი მთები, ლამაზი ხედები, რასაკვირველია, იპყრობდნენ ჩემს ყურადღებას, მაგრამ თითქოს ვაძალებდი ჩემ თავს, რომ არ მომწონებოდა. არ მინდოდა, რომ საქართველოში რაიმე მომწონებოდა. ბუნებაც კი. არ მტოვებდა ფიქრები ომზე. რისთვის? რატომ? ვის ჭირდებოდა ეს? სამწუხაროდ, პასუხები ამ კითხვებზე ცნობილია, მაგრამ იმ მომენტში ყველაფერი სხვანაირად აღიქმებოდა. იმაზე ვფიქრობდი, ნეტავ როგორ ვიცხოვრებდით რომ არა ომი-თქო. პირველად 24 წლის მანძილზე გამიჩნდა ასეთი ფიქრები.

ფანჯრებს მიღმა პანორამა ძალიან ჰგავდა აფხაზეთს. ისეთივე სახლები, ადამიანები ეზოებში. შეგრძნება, რომ საქართველოში ვიყავი, მხოლოდ ქართული ენის გაგებისას მეუფლებოდა. როდესაც დავბრუნდით, ყველა მეკითხებოდა, როგორ შეგხვდნენო. მოკლედ ვპასუხობდი, რომ კარგად.

მივედით ენგურჰესზე, თანამშრომლები უკვე გველოდებოდნენ. დავათვალიერეთ იქაურობა. ერთ-ერთი თანამშრომელი მოვიდა ჩვენთან და გატეხილი აფხაზურით დაგველაპარკა. სოხუმში ვსწავლობდიო, იქ ბევრი მეგობარი მყავსო, მოკითხვა გადაეცით მათო. მისი სახელი არ მახსოვს, მაგრამ მოკითხვას გადმოგცემთ. როდესაც სამუშაო დავასრულეთ, სახლისკენ გამოვეშურეთ. აი, დავწერე ეს სიტყვა და გულში სითბო ჩამეღვარა. დიდი ბედნიერებაა საკუთარი სახლის ქონა. მაგრამ სახლში არ გვიშვებდნენ. დაიწყო მოლაპარაკება, სხვადასხვა არგუმენტების მოყვანა, რომ სავახშმოდ დავრჩენილიყავით. ვაღიარებ, მშივრები ვიყავით. კამათს აზრი არ ჰქონდა. აი, ამ დროს დაიწყო "სინდისის ქეჯნა". ყველა უცნაურად უყურებდა ერთმანეთს, ან მე მეჩვენებოდა. ისე აღვიქვამდი, რომ ეს არასწორი იყო, მაგრამ ვერაფერს გავაწყობდით.

ზუგდიდში წავედით. და იქ უკვე ვაღიარე, რომ ეს ნამდვილი კრასნოდარი იყო. სუპერმარკეტები, კინოთეატრი, პარკი შადრევანით და უკანასკნელი დარტყმა მომაყენა "მაკდონალდსმა". შევედით რესტორანში, სუფრა უკვე გაშლილი იყო. ყველაფერი აფხაზური. ყველი, ელარჯი, შემწვარი ხორცი... ხუთი ქართველი გვახლდა, "ენგურჰესის" თანამშრომლები. ვერ ვდუნდებოდი, რომ დავმჯდარიყავი და მეჭამა. არ მტოვებდა ფიქრები, რომ ეს ყველაფერი არასწორი იყო. ორი მიმტანი გვემსახურებოდა. პირადად მე განსაკუთრებული ნეგატიური ან პოზიტიური დამოკიდებულება არ მიგრძვნია, როგორც ყველა სხვა რესტორანში.

ვისხედით მაგიდასთან, ნაცნობი საუბრები მიდიოდა, იგივე ხუმრობები და მუსიკა - რუსული პაპსა. ამ რესტორანში ახალგაზრდები დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, ამას ალეგროვას სიმღერით "გილოცავ დაბადების დღეს" მივხვდი.

გვიან ღამით დავბრუნდით. არასოდეს მეგონა, რომ გალში მოხვედრილი თავს როგორც სახლში, ისე ვიგრძნობდი. სოხუმში ჩასვლისას ცარიელ ქუჩებში გავისეირნე და გონებაში მადლობას ვუხდიდი მათ, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად მოიპოვა აფხაზეთის თავისუფლება და სახლი შეგვინარჩუნა. ქედს ვიხრი თქვენს წინაშე და საქართველოში მოხვედრა მეტად აღარ მინდა", - წერს საიდ ბარგანჯია.

მომზადებულია sputnik-abkhazia.ru-ს მიხედვით

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია "თავისუფალი სტუდია"