სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საჯარო რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძის "მაესტროს" დირექტორად დარეგისტრირების საკითხი შეაჩერა
საჯარო რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძის "მაესტროს" დირექტორად დარეგისტრირების საკითხი შეაჩერა

სა­ჯა­რო რე­ესტრის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძის "მა­ესტროს" დი­რექ­ტო­რად და­რე­გის­ტრი­რე­ბის სა­კი­თხი შე­ა­ჩე­რა. ამის შე­სა­ხებ სა­ჯა­რო რე­ესტრის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი:

"2016 წლის 9 თე­ბერ­ვალს 15 სა­ათ­სა და 32 წუთ­ზე, სა­ჯა­რო რე­ესტრის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს ჩა­ბარ­და ეთერ გა­და­ბა­ძის გან­ცხა­დე­ბა, რომ­ლი­თაც მო­ქა­ლა­ქემ მო­ი­თხო­ვა, რომ მის მიერ 5 თე­ბერ­ვალს სა­სა­მარ­თლო­ში შე­ტა­ნი­ლი და­ვი­სა და სარ­ჩე­ლის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მო­თხოვ­ნის თა­ო­ბა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე, შპს "სტუ­დია მა­ესტროს" დი­რექ­ტო­რის ცვლი­ლე­ბა არ გან­ხორ­ცი­ელ­დეს და ასე­თი ცვლი­ლე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბის წარ­მოდ­გე­ნის შემ­თხვე­ვა­ში სა­რე­გის­ტრა­ციო წარ­მო­ე­ბა შე­ჩერ­დეს. გან­ცხა­დე­ბას თან ახ­ლდა სარ­ჩე­ლის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე 5 თე­ბერ­ვალს სა­სა­მარ­თლოს­თვის მი­მარ­თვი­სა და ჩა­ბა­რე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი. კერ­ძოდ, სარ­ჩე­ლის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ხით, ე. გა­და­ბა­ძის მიერ სა­სა­მარ­თლო­ში მო­თხოვ­ნი­ლია, რომ და­ვის გა­და­წყვე­ტამ­დე აიკ­რძა­ლოს შპს "სტუ­დია მა­ესტროს" 2016 წლის 4 თე­ბერ­ვლის პარტნი­ორ­თა რიგ­გა­რე­შე კრე­ბის ოქ­მის რე­გის­ტრა­ცია დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან ე. გა­და­ბა­ძის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და დი­რექ­ტო­რად ლ.გა­ჩე­ჩი­ლა­ძის და­ნიშ­ვნის ნა­წილ­ში.

ეთერ გა­და­ბა­ძის გან­ცხა­დე­ბა შე­ფა­სე­ბულ იქნა სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის №4 ბრძა­ნე­ბის მე-14 მუხ­ლის მე-194 პუნ­ქტის მო­თხოვ­ნე­ბის მი­ხედ­ვით და მი­ღე­ბულ იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა 30 კა­ლენ­და­რუ­ლი დღის ვა­დით წარ­მო­ე­ბის შე­ჩე­რე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლის გან­მავ­ლო­ბა­შიც სა­ჯა­რო რე­ესტრის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს უნდა წა­რედ­გი­ნოს სა­სა­მარ­თლოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სარ­ჩე­ლის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით. მხო­ლოდ ამის შემ­დეგ იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი ე. გა­და­ბა­ძის მიერ მო­თხოვ­ნი­ლი აკ­რძალ­ვის რე­გის­ტრა­ცი­ის ან რე­გის­ტრა­ცი­ა­ზე უა­რის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, რო­გორც ამას ით­ვა­ლის­წი­ნებს კა­ნო­ნი.

ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძის მიერ, 2016 წლის 9 თე­ბერ­ვალს, 17 სა­ათ­სა და 59 წუთ­ზე სა­ჯა­რო რე­ესტრის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში წარ­მოდ­გე­ნილ იქნა გან­ცხა­დე­ბა შპს "სტუ­დია მა­ესტროს" დი­რექ­ტო­რის ეთერ გა­და­ბა­ძის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და დი­რექ­ტო­რად ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძის და­ნიშ­ვნის შე­სა­ხებ. გან­ცხა­დე­ბას თან ახ­ლდა კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი, მათ შო­რის 2016 წლის 4 თე­ბერ­ვლის პარტნი­ორ­თა რიგ­გა­რე­შე კრე­ბის ოქმი. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ჯა­რო რე­ესტრის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში ლ. გა­ჩე­ჩი­ლა­ძის მიერ წარ­დგე­ნილ იქნა მო­თხოვ­ნა, რომ­ლის ში­ნა­არ­სიც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ე. გა­და­ბა­ძის გან­ცხა­დე­ბის მო­თხოვ­ნას.

"სა­ჯა­რო რე­ესტრის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მე-19 მუხ­ლის მე-5 პუნ­ქტის თა­ნახ­მად თუ მო­თხოვ­ნი­ლია სა­ჯა­რო-სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ზღუდ­ვის რე­გის­ტრა­ცია, ხოლო მისი რე­გის­ტრა­ცი­ის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე ასე­ვე მო­თხოვ­ნი­ლია რე­გის­ტრა­ცია, რო­მე­ლიც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ჯა­რო-სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ზღუდ­ვის ში­ნა­არსს, ჯერ მი­ი­ღე­ბა სა­ჯა­რო-სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ზღუდ­ვის რე­გის­ტრა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ხოლო შემ­დეგ - გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­რე­გის­ტრა­ცი­ოდ წარ­მოდ­გე­ნი­ლი სხვა უფ­ლე­ბის შე­სა­ხებ.

კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­მე­წარ­მეო რე­ესტრში ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძის დი­რექ­ტო­რად და­რე­გის­ტრი­რე­ბის თა­ო­ბა­ზე მი­ღე­ბულ იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა წარ­მო­ე­ბის შე­ჩე­რე­ბის შე­სა­ხებ, ე. გა­და­ბა­ძის ზე­მოხ­სე­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

საჯარო რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძის "მაესტროს" დირექტორად დარეგისტრირების საკითხი შეაჩერა

საჯარო რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძის "მაესტროს" დირექტორად დარეგისტრირების საკითხი შეაჩერა

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ლევან გაჩეჩილაძის "მაესტროს" დირექტორად დარეგისტრირების საკითხი შეაჩერა. ამის შესახებ საჯარო რეესტრის განცხადებაშია აღნიშნული:

"2016 წლის 9 თებერვალს 15 საათსა და 32 წუთზე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ჩაბარდა ეთერ გადაბაძის განცხადება, რომლითაც მოქალაქემ მოითხოვა, რომ მის მიერ 5 თებერვალს სასამართლოში შეტანილი დავისა და სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, შპს "სტუდია მაესტროს" დირექტორის ცვლილება არ განხორციელდეს და ასეთი ცვლილების შესახებ განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდეს. განცხადებას თან ახლდა სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების თაობაზე 5 თებერვალს სასამართლოსთვის მიმართვისა და ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი. კერძოდ, სარჩელის უზრუნველყოფის სახით, ე. გადაბაძის მიერ სასამართლოში მოთხოვნილია, რომ დავის გადაწყვეტამდე აიკრძალოს შპს "სტუდია მაესტროს" 2016 წლის 4 თებერვლის პარტნიორთა რიგგარეშე კრების ოქმის რეგისტრაცია დირექტორის თანამდებობიდან ე. გადაბაძის გათავისუფლებისა და დირექტორად ლ.გაჩეჩილაძის დანიშვნის ნაწილში.

ეთერ გადაბაძის განცხადება შეფასებულ იქნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის №4 ბრძანების მე-14 მუხლის მე-194 პუნქტის მოთხოვნების მიხედვით და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 30 კალენდარული დღის ვადით წარმოების შეჩერების შესახებ, რომლის განმავლობაშიც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა წარედგინოს სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება სარჩელის უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ე. გადაბაძის მიერ მოთხოვნილი აკრძალვის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, როგორც ამას ითვალისწინებს კანონი.

ლევან გაჩეჩილაძის მიერ, 2016 წლის 9 თებერვალს, 17 საათსა და 59 წუთზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა განცხადება შპს "სტუდია მაესტროს" დირექტორის ეთერ გადაბაძის გათავისუფლებისა და დირექტორად ლევან გაჩეჩილაძის დანიშვნის შესახებ. განცხადებას თან ახლდა კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები, მათ შორის 2016 წლის 4 თებერვლის პარტნიორთა რიგგარეშე კრების ოქმი. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ლ. გაჩეჩილაძის მიერ წარდგენილ იქნა მოთხოვნა, რომლის შინაარსიც ეწინააღმდეგება ე. გადაბაძის განცხადების მოთხოვნას.

"საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად თუ მოთხოვნილია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია, ხოლო მისი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ასევე მოთხოვნილია რეგისტრაცია, რომელიც ეწინააღმდეგება აღნიშნული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შინაარსს, ჯერ მიიღება საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციასთან დაკავშირებული შესაბამისი გადაწყვეტილება, ხოლო შემდეგ - გადაწყვეტილება სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი სხვა უფლების შესახებ.

კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, სამეწარმეო რეესტრში ლევან გაჩეჩილაძის დირექტორად დარეგისტრირების თაობაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება წარმოების შეჩერების შესახებ, ე. გადაბაძის ზემოხსენებულ განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე", - ნათქვამია განცხადებაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია