პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არიან თუ არა ბაგრატიონები ქრისტეს ნათესავები - რა წერია ქართულ და უცხოურ წყაროებში სამეფო გვარის წარმომავლობაზე
არიან თუ არა ბაგრატიონები ქრისტეს ნათესავები - რა წერია ქართულ და უცხოურ წყაროებში სამეფო გვარის წარმომავლობაზე

"ბაგ­რა­ტი­ონ­თა გვა­რის ის­ტო­რია ორ­გა­ნუ­ლად არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვან წარ­სულ­თან. ბაგ­რა­ტი­ონ­თა საგ­ვა­რე­უ­ლო ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი ქარ­თუ­ლი დი­ნას­ტი­უ­რი გვა­რია, რო­მე­ლიც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე წი­ნამ­ძღო­ლობ­და ქარ­თველ ერს. ამ საგ­ვა­რე­უ­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ბევ­რი ბრწყინ­ვა­ლე და მო­წა­მებ­რი­ვი ფურ­ცე­ლი", - ამ­ბობს "ბაგ­რა­ტო­ვან­თა სახ­ლის" ის­ტო­რი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, მკვლე­ვა­რი - სოსო ბი­ჭი­კაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც სა­მე­ფო დი­ნას­ტი­ის წარ­სუ­ლი­დან ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო რამ მოგ­ვიყ­ვა, რა­საც რამ­დე­ნი­მე ნა­წი­ლად შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

ახლა იმ ეპი­ზოდს შე­ვე­ხე­ბით, სა­დაც გარ­კვე­უ­ლი კვლე­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­უ­ბა­რია ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბი­სა და ქრის­ტეს ნა­თე­სა­ურ ძი­რებ­ზე.

ბაგ­რა­ტი­ონ­თა სა­მე­ფო დი­ნას­ტია - ევ­რო­პის ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი სა­მე­ფო გვა­რია და მას სა­მარ­თლი­ა­ნად უკა­ვია სა­პა­ტიო ად­გი­ლი მსოფ­ლი­ოს ცნო­ბილ ქრის­ტი­ა­ნულ დი­ნას­ტი­ა­თა შო­რის. VII-XV სს.-ის ქარ­თულ და უცხო­ურ ის­ტო­რი­ულ წყა­რო­ებ­ში ეს სა­მე­ფო საგ­ვა­რე­უ­ლო იხ­სე­ნი­ე­ბა შემ­დე­გი ფორ­მით - "ბაგ­რა­ტუ­ნი­ა­ნი", "ბაგ­რა­ტო­ნი­ა­ნი", "ბაგ­რა­ტო­ვა­ნი", "პანკრა­ტო­ვა­ნი", ხოლო XVI-XIX სს.-ში - "ბაგ­რა­ტი­ო­ნი".

ლე­გენ­დის მი­ხედ­ვით, "ქარ­თვე­ლი მე­ფე­ნი მარ­ჯვე­ნა მხარ­ზე არ­წი­ვის ნიშ­ნით იბა­დე­ბოდ­ნენ". ამ გა­მორ­ჩე­უ­ლო­ბის ერთ-ერთი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა ბაგ­რა­ტი­ონ­თა სა­მე­ფო გვა­რის ღვთი­უ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის თე­ო­რია.

ბაგ­რა­ტი­ონ­თა ის­ტო­რი­კოს­თან, სუმ­ბატ და­ვი­თის ძეს­თან და­ცუ­ლი თე­ო­რი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო გვა­რი - ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბი თა­ვი­ანთ თავს ბიბ­ლი­უ­რი მე­ფე­ე­ბის იესე-და­ვით-სო­ლო­მო­ნის შთა­მო­მავ­ლე­ბად მი­იჩ­ნევ­დნენ და ამი­ტო­მაც იწო­დე­ბოდ­ნენ "იე­სი­ან-და­ვი­თი­ან-სო­ლო­მო­ნი­ა­ნე­ბად". ამ­დე­ნად, ისი­ნი მა­რი­ამ ღვთის­მშობ­ლის პირ­და­პი­რი შთა­მო­მავ­ლე­ბი, ანუ იესო ქრის­ტეს ნა­თე­სა­ვე­ბი გა­მო­დი­ან.

ქარ­თლის მეფე ვახ­ტანგ VI ბაგ­რა­ტი­ონ­თა "ნა­თე­სა­ო­ბის წიგნ­ში" ქარ­თველ ერს გა­ნი­ხი­ლავს რო­გორც ბიბ­ლი­უ­რი ნოეს შვი­ლის ია­ფე­ტის, ხოლო ბაგ­რა­ტი­ო­ნებს - ნოეს უფ­რო­სი შვი­ლის სე­მის შთა­მო­მავ­ლებს; ნა­თე­სა­ო­ბა აქ წარ­მოდ­გე­ნი­ლია "და­ბა­დე­ბის" ძი­რი­თა­დი გე­ნე­ა­ლო­გი­უ­რი ხა­ზის სა­ხით: ნოე-სემი-აბ­რა­ა­მი-ია­კო­ბი-იესე-და­ვით მეფე-სო­ლო­მო­ნი; ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბი ამ მა­მამ­თა­ვარ­თა და მე­ფე­თა პირ­და­პირ მემ­კვიდ­რე­ე­ბად არი­ან გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ის­ტო­რი­კოს­თან და­ვით IV აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი ბიბ­ლი­უ­რი მე­ფის და­ვი­თის 78-ე შთა­მო­მავ­ლად არის მიჩ­ნე­უ­ლი: "...ბნელ­სა უკუნ­სა შინა იწყო აღ­მო­ცის­კრე­ბად მზე­მან ყო­ველ­თა მე­ფო­ბა­თა­მან, დიდ­მან სა­ხე­ლი­თა და უდი­დეს­მან საქ­მი­თა, სა­ხელ­მოდ­გმა­მან, და­ვით, ღმერ­თი­სა მა­მი­სა­მან, და თვით სა­მე­ოც­და­მე­ათ­ვრა­მე­ტე­მან შვილ­მან ამის და­ვი­თის­მან, და­ვით".

ქარ­თულ მწერ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლი ცნო­ბა ბაგ­რა­ტი­ონ­თა და­ვით წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი­დან ანუ მათი ღვთი­უ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის შე­სა­ხებ და­ცუ­ლია გი­ორ­გი მერ­ჩუ­ლეს­თან "გრი­გოლ ხანძთე­ლის ცხოვ­რე­ბა­ში"; გრი­გოლ ხანძთე­ლი ასე მი­მარ­თავს აშოტ კუ­რა­პა­ლატს: "და­ვით წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი­სა და უფ­ლი­სა მიერ ცხე­ბუ­ლი­სა შვი­ლად წო­დე­ბუ­ლო ხელ­მწი­ფეო, მე­ფო­ბა და სათ­ნო­ე­ბა­ნი­ცა მის­ნი და­გიმ­კვიდ­რენ ქრის­ტე­მან ღმერ­თმან" და ამით აკა­ნო­ნებს აშოტ I კუ­რა­პა­ლა­ტის უფ­ლე­ბას ტაო-კლარ­ჯეთ­ზე.

ამას ადას­ტუ­რებს აშოტ I კუ­რა­პა­ლა­ტის ბა­რე­ლი­ე­ფუ­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც თავ­და­პირ­ვე­ლად ოპი­ზის მო­ნას­ტრის მთა­ვა­რი ეკ­ლე­სი­ის სამ­ხრეთ ფა­სად­ზე იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი. ამ ბა­რე­ლი­ეფ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლია აშოტ I ბაგ­რა­ტი­ო­ნი ოპი­ზის ეკ­ლე­სი­ის მო­დე­ლით ხელ­ში, რო­მელ­საც ლო­ცავს იესო ქრის­ტე, ხოლო მის გვერ­დით ვედ­რე­ბის პო­ზა­ში დგას მეფე-მეფ­სალ­მუ­ნე და­ვით წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი, ბაგ­რა­ტი­ონ­თა ბიბ­ლი­უ­რი წი­ნა­პა­რი.

თქმუ­ლე­ბა ქარ­თველ მე­ფე­თა და­ვით წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის­გან წარ­მო­მავ­ლო­ბის შე­სა­ხებ მიზ­ნად ისა­ხავ­და ქარ­თველ­თა სა­მე­ფოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და თვითმყო­ფო­ბის იდე­ის გან­მტკი­ცე­ბა­საც.

ამით ხაზ­გას­მუ­ლია პირ­და­პი­რი ნა­თე­სა­ო­ბა და ქარ­თველ­თა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მის­და­მი, რაც სა­ქარ­თვე­ლოს "ღვთის­მშობ­ლის წილ­ხვედ­რო­ბა­ში" გა­მო­ი­ხა­ტა.

ქარ­თუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბით, "წა­რავ­ლი­ნა ელი­ოზ მცხე­თე­ლი და ლონ­გი­ნოზ კარ­სნე­ლი, და მუნ და­ხუ­დეს ჯუ­არ­ცმა­სა უფ­ლი­სა"; მას შემ­დეგ, რაც იესო ქრის­ტე "დამ­სჭუ­ა­ლეს" "კუ­არ­თი იგი უფ­ლი­სა წი­ლით ხუდა მცხე­თელ­თა: წა­მო­ი­ღო ელი­ოზ და მო­ი­ღო მცხე­თას" "მე­ო­რე იე­რუ­სა­ლი­მად" წო­დე­ბულ ქა­ლაქ­ში. ქრის­ტი­ა­ნო­ბის უდი­დე­სი სიწ­მი­დის - უფ­ლის კვარ­თის ფლო­ბას, ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით უს­ვამ­დნენ ხაზს. სა­ქარ­თვე­ლო და სა­მე­ფო სახ­ლი პატ­რო­ნია ქრის­ტი­ა­ნო­ბის ერთ-ერთ უპირ­ვე­ლე­სი სიწ­მინ­დი­სა და ყვე­ლა ქრის­ტი­ა­ნი ერი­სა თუ ქვეყ­ნის­თვის სა­ოც­ნე­ბო რე­ლიქ­ვი­ი­სა - ქრის­ტეს კვარ­თი­სა, ამი­ტომ მისი ფლო­ბა და ბაგ­რა­ტი­ონ­თა ღვთი­უ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის თე­ო­რია აი­სა­ხა ტი­ტუ­ლა­ტუ­რა­ში, სახ­ვით ხე­ლოვ­ნე­ბა­ში (ხა­ტე­ბი, ფრეს­კე­ბი), ყო­ფა­ში (ნუ­მე­რა­ცია და­ვით წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი­სა­გან, და­ვი­თის ვარ­სკვლა­ვი), ნუ­მიზ­მა­ტი­კა­ში, ჰე­რალ­დი­კა­ში, ვექ­სი­ლო­ლო­გი­ა­ში და სფრა­გის­ტი­კა­ში. თვალ­ში­სა­ცე­მია, რომ კვართს ყო­ველ­თვის გა­მორ­ჩე­ულ ად­გილ­ზე ათავ­სე­ბენ. მა­ცხოვ­რის კვარ­თის ფლო­ბა და ღვთი­უ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბა გამ­ჟღავ­ნე­ბუ­ლია სა­მე­ფო გერ­ბის წარ­წე­რა­ში: "სა­მე­ფო კვარ­თი­ან და­ვი­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო". სა­მე­ფო გერბზე კვარ­თის გარ­და გა­მო­სა­ხუ­ლი იყო სფე­რო, კვერ­თხი და ხმა­ლი, ქნა­რი, შურ­დუ­ლი. გერბზე ქნა­რი და შურ­დუ­ლი (რომ­ლი­თაც ბაგ­რა­ტი­ონ­თა ბიბ­ლი­ურ­მა წი­ნა­პარ­მა და­ვით­მა მოკ­ლა გო­ლი­ა­თი) ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბის და­ვით წი­ნას­წარ­მე­ტყველ­თან ნა­თე­სა­ო­ბა­ზე მე­ტყვე­ლებ­და ანუ სა­მე­ფო გვა­რის ღვთი­უ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის გა­მომ­ხატ­ველ ელე­მენ­ტებს წარ­მო­ად­გენ­და.

შევ­ჩერ­დეთ სა­ქარ­თვე­ლოს მე­ფე­თა ტი­ტუ­ლა­ტუ­რა­ზე: სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბი­სა და "ყო­ვე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" წარ­მოქ­მნის პა­რა­ლე­ლუ­რად ჩა­მო­ყა­ლიბ­და ფორ­მუ­ლა: "მეფე აფხაზ­თა, ქარ­თველ­თა, რან­თა, კახ­თა, სო­მეხ­თა, შარ­ვან­შა და შა­ჰან­შა" ("აფხაზ­თა" ნიშ­ნავს და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს, "ქარ­თველ­თა" - ტაო-კლარ­ჯეთს და ქარ­თლს, "რან­თა" - ჰე­რეთს, "კახ­თა" - კა­ხეთს, "სო­მეხ­თა" - ლორე-ტა­შირს, "შირ­ვან­შა" - შირ­ვანს, "შა­ჰან­შა" - ანი­სის სა­მე­ფოს). იგი შე­სა­ნიშ­ნა­ვად ასა­ხავ­და ქვეყ­ნის თან­და­თა­ნო­ბი­თი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის პრო­ცესს და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს სა­ზღვრე­ბის ზრდას. სა­ქარ­თვე­ლოს მე­ფე­თა ტი­ტუ­ლა­ტუ­რა­ში ჩნდე­ბა ზედ­წო­დე­ბა "მე­სი­ის მახ­ვი­ლი".

ქარ­თულ ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბი­დან ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბა ბიბ­ლი­უ­რი მეფე და­ვი­თის­გან აღ­ნიშ­ნუ­ლია: ჯუ­ან­შე­რის "ცხოვ­რე­ბა ვახ­ტანგ გორ­გას­ლი­სა"-ში, "მა­ტი­ა­ნე ქარ­თლი­სა"-ში, "ცხოვ­რე­ბა მე­ფეთ-მე­ფი­სა და­ვი­თი­სა"-ში, ვა­ხუშ­ტის "ცხოვ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სა"-ში და და­ვით ბაგ­რა­ტი­ო­ნის "სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში".

ქარ­თულ წყა­რო­ებ­თან ერ­თად ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბა და­ვით წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის­გან აღი­ნიშ­ნე­ბა სხვა­დას­ხვა უცხო­ურ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში: 1. ბი­ზან­ტი­ურ (კონ­სტან­ტი­ნე პორ­ფი­რო­გე­ნე­ტი), 2. სომ­ხურ (1335 წლის ხელ­ნა­წე­რის მი­ნა­წერ­ში), 3. იტა­ლი­ურ (ქრის­ტრფო­რე კას­ტე­ლი), 4. რუ­სულ (ტო­ლო­ჩა­ნო­ვი და იევ­ლე­ვი), 5) თურ­ქულ (ალი ჩე­ლე­ბი, იბ­რა­ჰიმ ფე­ჩე­ვი, ივ­ლია ჩე­ლე­ბი) და 6. ფრან­გულ (ჟან შარ­დე­ნი).

ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რა­ტორ კონ­სტან­ტი­ნე VII პორ­ფი­რო­გე­ნე­ტის (913-959) თხზუ­ლე­ბა­ში "იმ­პე­რი­ის მარ­თვის შე­სა­ხებ" (De Administrando Imperio) აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბის იე­რუ­სა­ლი­მი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მო­სახ­ლე­ბა მისი მმარ­თვე­ლო­ბის 400 ან 500 წლის წინ და­წყე­ბუ­ლა. კონ­სტან­ტი­ნე პორ­ფი­რო­გე­ნე­ტი­დან, ქარ­თულ და უცხო­ურ ის­ტო­რი­ულ წყა­რო­ებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია ბაგ­რა­ტი­ონ­თა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამ წმინ­და ქა­ლაქთან. სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბი ბაგ­რა­ტი­ონ­თა დი­ნას­ტი­ი­დან, იე­რუ­სა­ლიმ­ში დიდ შე­მო­წი­რუ­ლო­ბას აგ­ზავ­ნიდ­ნენ. სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობ­და სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დი - "სა­ე­რუ­სა­ლი­მო".

ზო­გი­ერ­თი ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო მათ ქარ­თველ მე­ფე­თა პირ­ველ დი­ნას­ტი­ას­თან, ფარ­ნა­ვა­ზი­ა­ნებ­თა­ნაც ანა­თე­სა­ვებს.

ახ­ლად მიკ­ვლე­უ­ლი მა­სა­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­მე­ლიც სი­ნას მთის წმინ­და ეკა­ტე­რი­ნეს მო­ნას­ტრის ქარ­თულ ხელ­ნა­წერ­ში N/შინ-50-ში აღ­მოჩ­ნდა, ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბი ქარ­თლში VII ს-ის და­სა­წყის­ში ჩნდე­ბი­ან და ენა­თე­სა­ვე­ბი­ან ქარ­თლის ერისმთავ­რებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თინა
2

კვლევით ცენტრის მტკიცებით ბაგრატიონები პალესტინიდან გამოქცეულები არიან 7 ძმა 4 დარჩა საქართველოში 3 წავიდა სასომხეთში ისინი თავს სოლომონის შვილებათ ასაღებდნენ რაც ძალიან საეჭვოა

>
0

ფაქტი ერთია რომ ამ დინასტიამ 1000 წელი იმეფა ღირსეულად, ბევრი თავდადებული მამაულიშვილიმისცა ქვეყანას და საქართველო ღირსია რომ ყავდეს უძველესი სამეფო ოჯახი და იწოდებოდეს საქართველოს სამეფოდ, როგორც ევროპის ბევრი ქვეყანა რომლებზედაც ბევრად ძველიც ვართ და ტავდადებულიც ქრისტიანობისათვის ბრძოლაში. მაგრამ ჩვენში ეს კეთილშობილი იდეა ისე დაამახინჯეს რომ ხალხს ქილიკის საგნად აქვს გადაქცეული, არადა სულ ტყუილად.......... ბევრ ქერს შეშურდებოდა ესეთი სამეფო დინასტია, ბევრი იგონებს კიდეც და ცვენ კი რეალურს არ გავუფრთხილდით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

არიან თუ არა ბაგრატიონები ქრისტეს ნათესავები - რა წერია ქართულ და უცხოურ წყაროებში სამეფო გვარის წარმომავლობაზე

არიან თუ არა ბაგრატიონები ქრისტეს ნათესავები - რა წერია ქართულ და უცხოურ წყაროებში სამეფო გვარის წარმომავლობაზე

"ბაგრატიონთა გვარის ისტორია ორგანულად არის დაკავშირებული ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან წარსულთან. ბაგრატიონთა საგვარეულო ერთ-ერთი უძველესი ქართული დინასტიური გვარია, რომელიც საუკუნეების მანძილზე წინამძღოლობდა ქართველ ერს. ამ საგვარეულოსთან დაკავშირებულია საქართველოს ისტორიის ბევრი ბრწყინვალე და მოწამებრივი ფურცელი", - ამბობს "ბაგრატოვანთა სახლის" ისტორიული განყოფილების ხელმძღვანელი, მკვლევარი - სოსო ბიჭიკაშვილი, რომელმაც სამეფო დინასტიის წარსულიდან ბევრი საინტერესო რამ მოგვიყვა, რასაც რამდენიმე ნაწილად შემოგთავაზებთ.

ახლა იმ ეპიზოდს შევეხებით, სადაც გარკვეული კვლევების საფუძველზე, საუბარია ბაგრატიონებისა და ქრისტეს ნათესაურ ძირებზე.

ბაგრატიონთა სამეფო დინასტია - ევროპის ერთ-ერთი უძველესი სამეფო გვარია და მას სამართლიანად უკავია საპატიო ადგილი მსოფლიოს ცნობილ ქრისტიანულ დინასტიათა შორის. VII-XV სს.-ის ქართულ და უცხოურ ისტორიულ წყაროებში ეს სამეფო საგვარეულო იხსენიება შემდეგი ფორმით - "ბაგრატუნიანი", "ბაგრატონიანი", "ბაგრატოვანი", "პანკრატოვანი", ხოლო XVI-XIX სს.-ში - "ბაგრატიონი".

ლეგენდის მიხედვით, "ქართველი მეფენი მარჯვენა მხარზე არწივის ნიშნით იბადებოდნენ". ამ გამორჩეულობის ერთ-ერთი გამოხატულებაა ბაგრატიონთა სამეფო გვარის ღვთიური წარმომავლობის თეორია.

ბაგრატიონთა ისტორიკოსთან, სუმბატ დავითის ძესთან დაცული თეორიით, საქართველოს სამეფო გვარი - ბაგრატიონები თავიანთ თავს ბიბლიური მეფეების იესე-დავით-სოლომონის შთამომავლებად მიიჩნევდნენ და ამიტომაც იწოდებოდნენ "იესიან-დავითიან-სოლომონიანებად". ამდენად, ისინი მარიამ ღვთისმშობლის პირდაპირი შთამომავლები, ანუ იესო ქრისტეს ნათესავები გამოდიან.

ქართლის მეფე ვახტანგ VI ბაგრატიონთა "ნათესაობის წიგნში" ქართველ ერს განიხილავს როგორც ბიბლიური ნოეს შვილის იაფეტის, ხოლო ბაგრატიონებს - ნოეს უფროსი შვილის სემის შთამომავლებს; ნათესაობა აქ წარმოდგენილია "დაბადების" ძირითადი გენეალოგიური ხაზის სახით: ნოე-სემი-აბრაამი-იაკობი-იესე-დავით მეფე-სოლომონი; ბაგრატიონები ამ მამამთავართა და მეფეთა პირდაპირ მემკვიდრეებად არიან გამოცხადებული. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსთან დავით IV აღმაშენებელი ბიბლიური მეფის დავითის 78-ე შთამომავლად არის მიჩნეული: "...ბნელსა უკუნსა შინა იწყო აღმოცისკრებად მზემან ყოველთა მეფობათამან, დიდმან სახელითა და უდიდესმან საქმითა, სახელმოდგმამან, დავით, ღმერთისა მამისამან, და თვით სამეოცდამეათვრამეტემან შვილმან ამის დავითისმან, დავით".

ქართულ მწერლობაში პირველი ცნობა ბაგრატიონთა დავით წინასწარმეტყველიდან ანუ მათი ღვთიური წარმომავლობის შესახებ დაცულია გიორგი მერჩულესთან "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში"; გრიგოლ ხანძთელი ასე მიმართავს აშოტ კურაპალატს: "დავით წინასწარმეტყველისა და უფლისა მიერ ცხებულისა შვილად წოდებულო ხელმწიფეო, მეფობა და სათნოებანიცა მისნი დაგიმკვიდრენ ქრისტემან ღმერთმან" და ამით აკანონებს აშოტ I კურაპალატის უფლებას ტაო-კლარჯეთზე.

ამას ადასტურებს აშოტ I კურაპალატის ბარელიეფური გამოსახულება, რომელიც თავდაპირველად ოპიზის მონასტრის მთავარი ეკლესიის სამხრეთ ფასადზე იყო მოთავსებული. ამ ბარელიეფზე გამოსახულია აშოტ I ბაგრატიონი ოპიზის ეკლესიის მოდელით ხელში, რომელსაც ლოცავს იესო ქრისტე, ხოლო მის გვერდით ვედრების პოზაში დგას მეფე-მეფსალმუნე დავით წინასწარმეტყველი, ბაგრატიონთა ბიბლიური წინაპარი.

თქმულება ქართველ მეფეთა დავით წინასწარმეტყველისგან წარმომავლობის შესახებ მიზნად ისახავდა ქართველთა სამეფოს დამოუკიდებლობისა და თვითმყოფობის იდეის განმტკიცებასაც.

ამით ხაზგასმულია პირდაპირი ნათესაობა და ქართველთა განსაკუთრებული დამოკიდებულება მისდამი, რაც საქართველოს "ღვთისმშობლის წილხვედრობაში" გამოიხატა.

ქართული ისტორიული წყაროებით, "წარავლინა ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი, და მუნ დახუდეს ჯუარცმასა უფლისა"; მას შემდეგ, რაც იესო ქრისტე "დამსჭუალეს" "კუართი იგი უფლისა წილით ხუდა მცხეთელთა: წამოიღო ელიოზ და მოიღო მცხეთას" "მეორე იერუსალიმად" წოდებულ ქალაქში. ქრისტიანობის უდიდესი სიწმიდის - უფლის კვართის ფლობას, ბაგრატიონები განსაკუთრებით უსვამდნენ ხაზს. საქართველო და სამეფო სახლი პატრონია ქრისტიანობის ერთ-ერთ უპირველესი სიწმინდისა და ყველა ქრისტიანი ერისა თუ ქვეყნისთვის საოცნებო რელიქვიისა - ქრისტეს კვართისა, ამიტომ მისი ფლობა და ბაგრატიონთა ღვთიური წარმომავლობის თეორია აისახა ტიტულატურაში, სახვით ხელოვნებაში (ხატები, ფრესკები), ყოფაში (ნუმერაცია დავით წინასწარმეტყველისაგან, დავითის ვარსკვლავი), ნუმიზმატიკაში, ჰერალდიკაში, ვექსილოლოგიაში და სფრაგისტიკაში. თვალშისაცემია, რომ კვართს ყოველთვის გამორჩეულ ადგილზე ათავსებენ. მაცხოვრის კვართის ფლობა და ღვთიური წარმომავლობა გამჟღავნებულია სამეფო გერბის წარწერაში: "სამეფო კვართიან დავითიანი საქართველო". სამეფო გერბზე კვართის გარდა გამოსახული იყო სფერო, კვერთხი და ხმალი, ქნარი, შურდული. გერბზე ქნარი და შურდული (რომლითაც ბაგრატიონთა ბიბლიურმა წინაპარმა დავითმა მოკლა გოლიათი) ბაგრატიონების დავით წინასწარმეტყველთან ნათესაობაზე მეტყველებდა ანუ სამეფო გვარის ღვთიური წარმომავლობის გამომხატველ ელემენტებს წარმოადგენდა.

შევჩერდეთ საქართველოს მეფეთა ტიტულატურაზე: საქართველოს გაერთიანებისა და "ყოველი საქართველოს" წარმოქმნის პარალელურად ჩამოყალიბდა ფორმულა: "მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა, შარვანშა და შაჰანშა" ("აფხაზთა" ნიშნავს დასავლეთ საქართველოს, "ქართველთა" - ტაო-კლარჯეთს და ქართლს, "რანთა" - ჰერეთს, "კახთა" - კახეთს, "სომეხთა" - ლორე-ტაშირს, "შირვანშა" - შირვანს, "შაჰანშა" - ანისის სამეფოს). იგი შესანიშნავად ასახავდა ქვეყნის თანდათანობითი გაერთიანების პროცესს და საქართველოს სახელმწიფოს საზღვრების ზრდას. საქართველოს მეფეთა ტიტულატურაში ჩნდება ზედწოდება "მესიის მახვილი".

ქართულ ისტორიული წყაროებიდან ბაგრატიონების წარმომავლობა ბიბლიური მეფე დავითისგან აღნიშნულია: ჯუანშერის "ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა"-ში, "მატიანე ქართლისა"-ში, "ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისა"-ში, ვახუშტის "ცხოვრება საქართველოსა"-ში და დავით ბაგრატიონის "საქართველოს ისტორიაში".

ქართულ წყაროებთან ერთად ბაგრატიონების წარმომავლობა დავით წინასწარმეტყველისგან აღინიშნება სხვადასხვა უცხოურ ლიტერატურაში: 1. ბიზანტიურ (კონსტანტინე პორფიროგენეტი), 2. სომხურ (1335 წლის ხელნაწერის მინაწერში), 3. იტალიურ (ქრისტრფორე კასტელი), 4. რუსულ (ტოლოჩანოვი და იევლევი), 5) თურქულ (ალი ჩელები, იბრაჰიმ ფეჩევი, ივლია ჩელები) და 6. ფრანგულ (ჟან შარდენი).

ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე VII პორფიროგენეტის (913-959) თხზულებაში "იმპერიის მართვის შესახებ" (De Administrando Imperio) აღნიშნულია, რომ ბაგრატიონების იერუსალიმიდან საქართველოში გადმოსახლება მისი მმართველობის 400 ან 500 წლის წინ დაწყებულა. კონსტანტინე პორფიროგენეტიდან, ქართულ და უცხოურ ისტორიულ წყაროებში აღნიშნულია ბაგრატიონთა განსაკუთრებული დამოკიდებულება ამ წმინდა ქალაქთან. საუკუნეების მანძილზე ქართველი მეფეები ბაგრატიონთა დინასტიიდან, იერუსალიმში დიდ შემოწირულობას აგზავნიდნენ. საქართველოში არსებობდა სპეციალური გადასახადი - "საერუსალიმო".

ზოგიერთი ისტორიული წყარო მათ ქართველ მეფეთა პირველ დინასტიასთან, ფარნავაზიანებთანაც ანათესავებს.

ახლად მიკვლეული მასალიდან გამომდინარე, რომელიც სინას მთის წმინდა ეკატერინეს მონასტრის ქართულ ხელნაწერში N/შინ-50-ში აღმოჩნდა, ბაგრატიონები ქართლში VII ს-ის დასაწყისში ჩნდებიან და ენათესავებიან ქართლის ერისმთავრებს.