პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არავის, არასდროს გრძნობებით არ უპოვია ღმერთი" - რას ქადაგებს დეკანოზი ჯაჭვლიანის ინიცირებული კანონპროექტის შესახებ
"არავის, არასდროს გრძნობებით არ უპოვია ღმერთი" - რას ქადაგებს დეკანოზი ჯაჭვლიანის ინიცირებული კანონპროექტის შესახებ

რე­ლი­გი­უ­რი გრძნო­ბე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფის­თვის სახ­დე­ლის და­წე­სე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბის სა­კი­თხზე მსჯე­ლო­ბა არ წყდე­ბა. დე­პუ­ტატ სოსო ჯაჭვლი­ა­ნის მიერ ინი­ცი­რე­ბულ კა­ნონპ­რო­ექტს, არამ­ხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა­დას­ხვა ფე­ნის, არა­მედ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის მხრი­და­ნაც მოჰ­ყვა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და დე­კა­ნოზ თა­მაზ ლო­მი­ძის ქა­და­გე­ბა, რო­მე­ლიც მი­უნ­ხე­ნის წმ. ვახ­ტანგ გორ­გას­ლის სახ. ეკ­ლე­სი­ა­ში მოღ­ვა­წე­ობს, პა­რა­ლე­ლუ­რად ხელ­მძღვა­ნე­ლობს ქა­ლა­ქე­ბის - შტუტ­გარ­ტის, ფრან­კფურ­ტის და ნი­ურნ­ბერ­გის ქარ­თულ სამ­რევ­ლო­ებს. დე­კა­ნო­ზი კა­ნონპ­რო­ექტს აბ­სურ­დუ­ლად მი­იჩ­ნევს, რა­საც ასე გან­მარ­ტავს მრევ­ლთან სა­უბ­რის დროს:

იხი­ლეთ ქა­და­გე­ბის ვი­დეო

"ეს კა­ნო­ნი თა­ვის თავ­ში აბ­სურ­დია. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, რე­ლი­გი­უ­რი გრძნო­ბე­ბის­თვის და­ა­ჯა­რი­მო ადა­მი­ა­ნი. ვინ იცის, რა არის რე­ლი­გი­უ­რი გრძნო­ბე­ბი? თან უამ­რა­ვი რე­ლი­გია არ­სე­ბობს... ან რო­მელ­მა მო­სა­მარ­თლემ უნდა გა­არ­ჩი­ოს ეს საქ­მე, რო­მელ მო­სა­მარ­თლეს აქვს ეს კომ­პე­ტენ­ცია, რომ ამა­ზე გა­მო­ი­ტა­ნოს გა­ნა­ჩე­ნი... სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც აბ­სურ­დია და რე­ლი­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სი­თაც. ეს ჩვენც და სხვა რე­ლი­გი­ებ­საც უსა­ზღვროდ და­ა­ზა­რა­ლებს, რად­გან რაც სა­ხელ­მწი­ფოს ძა­ლით ხდე­ბა აკ­რძა­ლუ­ლი, უფრო დიდი აგ­რე­სი­ით იჩენს თავს. შეგ­ნე­ბა და მო­რა­ლი უნდა ამაღ­ლდეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, რომ ერ­თმა­ნე­თის გრძნო­ბებს არ მი­ვა­ყე­ნოთ შე­უ­რა­ცხყო­ფა. არამ­ხო­ლოდ რე­ლი­გი­ურს, სხვა ნე­ბის­მი­ერ გრძნო­ბას: მე თუ ვხე­დავ, რომ შენ­თვის ის გრძნო­ბა ძვირ­ფა­სია, რა­ტომ უნდა მი­ვა­ყე­ნო შე­უ­რა­ცხყო­ფა? ის რომ ჩვენ სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თმა­ნე­თის რე­ლი­გი­ურ გრძნო­ბებს შე­უ­რა­ცხვყოფთ, იმა­ზე კი არ მე­ტყვე­ლებს რომ კა­ნო­ნი გვაკ­ლია, არა­მედ იმა­ზე, რომ კულ­ტუ­რა გვაკ­ლია, ეთი­კუ­რი აღ­ზრდა არ გვაქვს.

სარ­წმუ­ნო­ე­ბა გრძნო­ბებ­ზე კი არა, გო­ნე­ბა­ზეა დამ­ყა­რე­ბუ­ლია, ამი­ტომ რე­ლი­გი­უ­რი გრძნო­ბე­ბი თა­ვის თავ­ში აბ­სურ­დია, რად­გან სარ­წმუ­ნო­ე­ბას­თან და რე­ლი­გი­ას­თან, ამას კავ­ში­რი არ აქვს. ღვთის შე­მეც­ნე­ბა ჩემი გრძნო­ბე­ბით კი არ ხდე­ბა, ხდე­ბა გო­ნე­ბით, სუ­ლით, შეგ­ნე­ბით... ვნე­ბა­თა­ღელ­ვა ამ სა­კი­თხზე გვა­ნა­ხებს, რომ ჩვე­ნი რე­ლი­გია უმე­ტეს­წი­ლად დამ­ყა­რე­ბუ­ლია გრძნო­ბებ­ზე. მა­გა­ლი­თად, ორი ადა­მი­ა­ნი ამ­ბობს აღ­სა­რე­ბას. ვისი აღ­სა­რე­ბა უფრო გულ­წრფე­ლია ღვთის წი­ნა­შე: ვინც ტი­რის, თუ ვინც არ ტი­რის? ამით ვერ გა­ზო­მავ აღ­სა­რე­ბას! ცრემ­ლე­ბით და გრძნო­ბე­ბით აღ­სა­რე­ბას ვერ გა­ზო­მავ, არა­მედ იმით, გო­ნე­ბით რამ­დე­ნად აქვს ადა­მი­ანს გა­აზ­რე­ბუ­ლი რა ჩა­ი­დი­ნა. არა­ვის, არას­დროს, არც ერთ რე­ლი­გი­ა­ში გრძნო­ბე­ბით არ უპო­ვია ღმერ­თი. ღმერ­თი შე­იძ­ლე­ბა შე­ი­მეც­ნო სუ­ლით, რო­მე­ლიც სხვა არა­ფე­რია, თუ არა აზრი და გო­ნე­ბა. ამი­ტომ, რე­ლი­გი­ებს არ გვჭირ­დე­ბა ვი­ღა­ცის დევ­ნა და და­ჯა­რი­მე­ბა რე­ლი­გი­უ­რი გრძნო­ბე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფის­თვის.

არც სა­პატ­რი­არ­ქოს, არც სხვა რე­ლი­გი­ურ ჯგუ­ფებს არ მო­უ­თხო­ვი­ათ ეს. ერთი ჯგუ­ფია ასე გან­წყო­ბი­ლი და ითხოვს კა­ნო­ნის მი­ღე­ბას, მაგ­რამ მე მჯე­რა, საღი აზრი გა­და­წო­ნის, ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო არ მი­ი­ღებს ამ კა­ნონს და ამით არ აზა­რა­ლე­ბენ ისევ და ისევ რე­ლი­გი­ას და მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნებს სა­ქარ­თვე­ლო­ში", - აღ­ნიშ­ნა ვრცელ ქა­და­გე­ბა­ში დე­კა­ნოზ­მა თა­მაზ ლო­მი­ძემ.

იხი­ლეთ ასე­ვე:  სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბა "მორ­წმუ­ნე­თა გრძნო­ბე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე" კა­ნონპ­რო­ექ­ტის შე­სა­ხებ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

"არავის, არასდროს გრძნობებით არ უპოვია ღმერთი" - რას ქადაგებს დეკანოზი ჯაჭვლიანის ინიცირებული კანონპროექტის შესახებ

"არავის, არასდროს გრძნობებით არ უპოვია ღმერთი" - რას ქადაგებს დეკანოზი ჯაჭვლიანის ინიცირებული კანონპროექტის შესახებ

რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის სახდელის დაწესების შესახებ კანონპროექტის მიღების საკითხზე მსჯელობა არ წყდება. დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, არამხოლოდ საზოგადოების სხვადასხვა ფენის, არამედ სასულიერო პირების მხრიდანაც მოჰყვა გამოხმაურება. სოციალურ ქსელში გავრცელდა დეკანოზ თამაზ ლომიძის ქადაგება, რომელიც მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახ. ეკლესიაში მოღვაწეობს, პარალელურად ხელმძღვანელობს ქალაქების - შტუტგარტის, ფრანკფურტის და ნიურნბერგის ქართულ სამრევლოებს. დეკანოზი კანონპროექტს აბსურდულად მიიჩნევს, რასაც ასე განმარტავს მრევლთან საუბრის დროს:

იხილეთ ქადაგების ვიდეო

"ეს კანონი თავის თავში აბსურდია. როგორ შეიძლება, რელიგიური გრძნობებისთვის დააჯარიმო ადამიანი. ვინ იცის, რა არის რელიგიური გრძნობები? თან უამრავი რელიგია არსებობს... ან რომელმა მოსამართლემ უნდა გაარჩიოს ეს საქმე, რომელ მოსამართლეს აქვს ეს კომპეტენცია, რომ ამაზე გამოიტანოს განაჩენი... სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისითაც აბსურდია და რელიგიური თვალსაზრისითაც. ეს ჩვენც და სხვა რელიგიებსაც უსაზღვროდ დააზარალებს, რადგან რაც სახელმწიფოს ძალით ხდება აკრძალული, უფრო დიდი აგრესიით იჩენს თავს. შეგნება და მორალი უნდა ამაღლდეს საზოგადოებაში, რომ ერთმანეთის გრძნობებს არ მივაყენოთ შეურაცხყოფა. არამხოლოდ რელიგიურს, სხვა ნებისმიერ გრძნობას: მე თუ ვხედავ, რომ შენთვის ის გრძნობა ძვირფასია, რატომ უნდა მივაყენო შეურაცხყოფა? ის რომ ჩვენ საქართველოში ერთმანეთის რელიგიურ გრძნობებს შეურაცხვყოფთ, იმაზე კი არ მეტყველებს რომ კანონი გვაკლია, არამედ იმაზე, რომ კულტურა გვაკლია, ეთიკური აღზრდა არ გვაქვს.

სარწმუნოება გრძნობებზე კი არა, გონებაზეა დამყარებულია, ამიტომ რელიგიური გრძნობები თავის თავში აბსურდია, რადგან სარწმუნოებასთან და რელიგიასთან, ამას კავშირი არ აქვს. ღვთის შემეცნება ჩემი გრძნობებით კი არ ხდება, ხდება გონებით, სულით, შეგნებით... ვნებათაღელვა ამ საკითხზე გვანახებს, რომ ჩვენი რელიგია უმეტესწილად დამყარებულია გრძნობებზე. მაგალითად, ორი ადამიანი ამბობს აღსარებას. ვისი აღსარება უფრო გულწრფელია ღვთის წინაშე: ვინც ტირის, თუ ვინც არ ტირის? ამით ვერ გაზომავ აღსარებას! ცრემლებით და გრძნობებით აღსარებას ვერ გაზომავ, არამედ იმით, გონებით რამდენად აქვს ადამიანს გააზრებული რა ჩაიდინა. არავის, არასდროს, არც ერთ რელიგიაში გრძნობებით არ უპოვია ღმერთი. ღმერთი შეიძლება შეიმეცნო სულით, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა აზრი და გონება. ამიტომ, რელიგიებს არ გვჭირდება ვიღაცის დევნა და დაჯარიმება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის.

არც საპატრიარქოს, არც სხვა რელიგიურ ჯგუფებს არ მოუთხოვიათ ეს. ერთი ჯგუფია ასე განწყობილი და ითხოვს კანონის მიღებას, მაგრამ მე მჯერა, საღი აზრი გადაწონის, ჩვენი სახელმწიფო არ მიიღებს ამ კანონს და ამით არ აზარალებენ ისევ და ისევ რელიგიას და მორწმუნე ადამიანებს საქართველოში", - აღნიშნა ვრცელ ქადაგებაში დეკანოზმა თამაზ ლომიძემ.

იხილეთ ასევე:  საპატრიარქოს განცხადება "მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფაზე" კანონპროექტის შესახებ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია