პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის და სად დაფიქსირდა "ზიკა" ვირუსის გადამტანი კოღო საქართველოში
როდის და სად დაფიქსირდა "ზიკა" ვირუსის გადამტანი კოღო საქართველოში

სა­ქარ­თვე­ლო­ში "ზიკა" ვირუ­სის გა­დამ­ტა­ნი კოღო Aedes aegypti და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია PALITRANEWS-სთან სა­უ­ბარ­ში და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის სა­მეც­ნი­ე­რო საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნელ­მა პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ და­ა­დას­ტუ­რა. თუმ­ცა, მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის რის­კი ძა­ლი­ან და­ბა­ლია.

იხი­ლეთ ვი­დეო| პა­ა­ტა იმ­ნა­ძე ადას­ტუ­რებს, რომ "ზი­კას" ვირუ­სის გა­დამ­დე­ბი კოღო სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია

"ჩვენ მუდ­მი­ვად ვა­წარ­მო­ებთ მო­ნი­ტო­რინგს გა­დამ­ტა­ნებ­ზე. Aedes aegypti სა­ხე­ო­ბის კოღო, რო­მე­ლიც ით­ვლე­ბა გა­დამ­ტა­ნად, შარ­შან­წინ აღ­მოჩ­ნდა პირ­ვე­ლად ბა­თუ­მის შე­მო­გა­რენ­ში, ერთ-ერთ სა­ბუ­რა­ვე­ბის სა­წყობ­ში. შარ­შან ზუგ­დი­დის შე­მო­გა­რენ­ში იყო, ასე­ვე სა­ბუ­რა­ვე­ბის სა­წყობ­ში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ არ­ცერთ ამ ქა­ლაქ­ში არ არის ეს კოღო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, მხო­ლოდ მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, მაგ­რამ ვა­დას­ტუ­რებთ, რომ ეს კოღო უკვე არის სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. სხვა­თა შო­რის, ეს მოხ­და 60 წლის შემ­დეგ პირ­ვე­ლად. ბო­ლოს სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ სა­ხე­ო­ბის კოღო სწო­რედ 60 წლის წინ ნა­ხეს".

მი­სი­ვე თქმით, გა­ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნის დად­გო­მის­თა­ნა­ვე კო­ღო­ებ­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა აქ­ტი­ურ­დე­ბა, რაც მთე­ლი თბი­ლი სე­ზო­ნის მან­ძილ­ზე გრძელ­დე­ბა, იმის­თვის რომ ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­დეთ, სად და რო­მელ რე­გი­ონ­ში ბი­ნად­რობს გა­დამ­ტა­ნი. "სწო­რედ იმი­ტომ რომ ვი­ცო­დით, ამ სა­ხე­ო­ბის კოღო და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში, გა­სულ წელს მთელ სა­კუ­რორ­ტო ზო­ნა­ში ჯან­დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრომ ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ა­ტა­რეს ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი" - აღ­ნიშ­ნა იმ­ნა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა პრე­ვენ­ცი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს, პა­ა­ტა იმ­ნა­ზე აცხა­დებს, რომ პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, "უნდა მო­ვე­რი­დოთ ბრა­ზი­ლი­ა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბას, თუ ძა­ლი­ან აუ­ცი­ლე­ბე­ლი საქ­მე არ გვაქვს და თუ წა­ვალთ, უნდა წა­ვის­ვათ წა­მა­ლი, რომ კოღო არ მოგ­ვე­კა­როს. ასე­ვე უნდა მო­ვე­რი­დოთ კო­ღოს გა­სამ­რავ­ლე­ბე­ლი ად­გი­ლე­ბის შექ­მნას, მა­გა­ლი­თად რო­გო­რიც არის წყლით სავ­სე ჭურ­ჭე­ლი ეზო­ში და ა.შ".

ინ­ფორ­მა­ცია იმის თა­ო­ბა­ზე, რომ "ზიკა" ვირუ­სის გა­დამ­ტა­ნი კოღო სა­ქარ­თვე­ლო­შია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, და­ა­ვა­დე­ბა­თა პრე­ვენ­ცი­ი­სა და კონ­ტრო­ლის ევ­რო­პუ­ლი ცენ­ტრის (European Centre for Disease Prevention and Control website) ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

კო­ღოს გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი გავ­რცე­ლე­ბის რუ­კა­ზე ნაჩ­ვე­ნე­ბია, რომ აღ­ნიშ­ნულ მწერს სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ი­დან აქვს წარ­მო­მავ­ლო­ბა. იგი ყვე­ლა­ზე მე­ტად შავი ზღვის პი­რას და კუნ­ძულ მა­დე­ი­რა­ზე ფიქ­სირ­დე­ბა. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თა­ნახ­მად, ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც "ზი­კას" გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი კო­ღოა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ვირუ­სის რის­კის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბი­ან. ამ ეტაპ­ზე და­ა­ვა­დე­ბა თავს არ იჩენს, რად­გა­ნაც ზამ­თრის სე­ზონ­ზე კო­ღო­ე­ბი აქ­ტი­უ­რე­ბი არ არი­ან. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ევ­რო­პუ­ლი რე­გი­ო­ნის დი­რექ­ტო­რის გან­ცხა­დე­ბით, დროა ევ­რო­პულ­მა ქვეყ­ნებ­მა და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის რის­კის შემ­ცი­რე­ბა­ზე და­ი­წყონ მუ­შა­ო­ბა.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: "ზიკა" - სიმპტო­მე­ბი, მკურ­ნა­ლო­ბა და ფაქ­ტე­ბი, რო­მე­ლიც ახალ სა­შიშ ვირუს­ზე უნდა იცო­დეთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

როდის და სად დაფიქსირდა "ზიკა" ვირუსის გადამტანი კოღო საქართველოში

როდის და სად დაფიქსირდა "ზიკა" ვირუსის გადამტანი კოღო საქართველოში

საქართველოში "ზიკა" ვირუსის გადამტანი კოღო Aedes aegypti დაფიქსირებულია. გავრცელებული ინფორმაცია  PALITRANEWS-სთან  საუბარში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ დაადასტურა. თუმცა, მისივე თქმით, საქართველოში ვირუსის გავრცელების რისკი ძალიან დაბალია.

იხილეთ ვიდეო| პაატა იმნაძე ადასტურებს, რომ "ზიკას" ვირუსის გადამდები კოღო საქართველოში დაფიქსირებულია

"ჩვენ მუდმივად ვაწარმოებთ მონიტორინგს გადამტანებზე. Aedes aegypti სახეობის კოღო, რომელიც ითვლება გადამტანად, შარშანწინ აღმოჩნდა პირველად ბათუმის შემოგარენში, ერთ-ერთ საბურავების საწყობში. შარშან ზუგდიდის შემოგარენში იყო, ასევე საბურავების საწყობში. აღსანიშნავია, რომ არცერთ ამ ქალაქში არ არის ეს კოღო გავრცელებული, მხოლოდ მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი, მაგრამ ვადასტურებთ, რომ ეს კოღო უკვე არის საქართველოში დაფიქსირებული. სხვათა შორის, ეს მოხდა 60 წლის შემდეგ პირველად. ბოლოს საქართველოში ამ სახეობის კოღო სწორედ 60 წლის წინ ნახეს".

მისივე თქმით, გაზაფხულის სეზონის დადგომისთანავე კოღოებზე ზედამხედველობა აქტიურდება, რაც მთელი თბილი სეზონის მანძილზე გრძელდება, იმისთვის რომ ზუსტი ინფორმაცია ჰქონდეთ, სად და რომელ რეგიონში ბინადრობს გადამტანი. "სწორედ იმიტომ რომ ვიცოდით, ამ სახეობის კოღო დაფიქსირებული იყო საქართველოში, გასულ წელს მთელ საკურორტო ზონაში ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ერთობლივად ჩაატარეს ფართომასშტაბიანი სადეზინფექციო სამუშაოები" - აღნიშნა იმნაძემ.

რაც შეეხება პრევენციულ ღონისძიებებს, პაატა იმნაზე აცხადებს, რომ პრევენციის მიზნით, "უნდა მოვერიდოთ ბრაზილიაში მოგზაურობას, თუ ძალიან აუცილებელი საქმე არ გვაქვს და თუ წავალთ, უნდა წავისვათ წამალი, რომ კოღო არ მოგვეკაროს. ასევე უნდა მოვერიდოთ კოღოს გასამრავლებელი ადგილების შექმნას, მაგალითად როგორიც არის წყლით სავსე ჭურჭელი ეზოში და ა.შ".

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ "ზიკა" ვირუსის გადამტანი კოღო საქართველოშია გავრცელებული, დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის (European Centre for Disease Prevention and Control website) ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

კოღოს გეოგრაფიული გავრცელების რუკაზე ნაჩვენებია, რომ აღნიშნულ მწერს სწორედ საქართველოს ტერიტორიიდან აქვს წარმომავლობა. იგი ყველაზე მეტად შავი ზღვის პირას და კუნძულ მადეირაზე ფიქსირდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ევროპული ქვეყნები, სადაც "ზიკას" გამავრცელებელი კოღოა წარმოდგენილი, ვირუსის რისკის ქვეშ იმყოფებიან. ამ ეტაპზე დაავადება თავს არ იჩენს, რადგანაც ზამთრის სეზონზე კოღოები აქტიურები არ არიან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული რეგიონის დირექტორის განცხადებით, დროა ევროპულმა ქვეყნებმა დაავადების გავრცელების რისკის შემცირებაზე დაიწყონ მუშაობა.

ასევე დაგაინტერესებთ: "ზიკა" - სიმპტომები, მკურნალობა და ფაქტები, რომელიც ახალ საშიშ ვირუსზე უნდა იცოდეთ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია