პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აღმოსავლეთ საქართველოში გაზის უზარმაზარი მარაგი აღმოაჩინეს
აღმოსავლეთ საქართველოში გაზის უზარმაზარი მარაგი აღმოაჩინეს

ევ­რო­პი­სა და აშშ-სთვის სა­ქარ­თვე­ლო, გა­ზის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი წყა­რო­ე­ბის მო­ძი­ე­ბის კუ­თხით, ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი ქვე­ყა­ნა უნდა გახ­დეს. ამის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რია ატ­ლან­ტი­კუ­რი საბ­ჭოს­თვის მომ­ზა­დე­ბულ ან­გა­რიშ­ში "და­სავ­ლე­თის ენერ­გე­ტი­კუ­ლი სტრა­ტე­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბა შავ ზღვის რე­გი­ო­ნის­თვის და მის გა­რეთ".

ან­გა­რი­შის ავ­ტო­რის არი­ელ კო­ე­ნის მო­საზ­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს აქვს პო­ტენ­ცი­ა­ლი, რუ­სულ ენერ­გო­რე­სურ­სებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მი­ნი­მუმ­დე და­იყ­ვა­ნოს.

"ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნას, რო­მე­ლიც და­მო­კი­დე­ბუ­ლია რუ­სულ გაზ­ზე ან წარ­მო­ად­გენს მთა­ვარ სატ­რან­ზი­ტო კო­რი­დორს რუ­სუ­ლი და კას­პი­უ­რი გა­ზის­თვის, სი­ნამ­დვი­ლე­ში ენერ­გო­რე­სურ­სე­ბის დიდი მა­რა­გი აქვს. ამ თვალ­საზ­რი­სით, ამ ქვეყ­ნებს შე­უძ­ლი­ათ გახ­დნენ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, ან თით­ქმის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი. მა­გა­ლი­თად, სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პის­თვის ნახ­შირ­წყალ­ბა­დის პო­ტენ­ცი­უ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წყა­რო გახ­და", - აღ­ნიშ­ნავს აშშ-ის ენერ­გე­ტი­კის, ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბი­სა და გე­ო­პო­ლი­ტი­კის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი არი­ელ კო­ე­ნი.

რო­გორც ან­გა­რიშ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, 2015 წლის 8 ოქ­ტომ­ბერს კომ­პა­ნია "Frontera Resources"-მა და­ა­ა­ნონ­სა, რომ აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ზის უზარ­მა­ზა­რი მა­რა­გი აღ­მო­ა­ჩი­ნა. კომ­პა­ნი­ის შე­ფა­სე­ბით, "სამ­ხრეთ კა­ხე­თის გა­ზის კომ­პლექსში" ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის მა­რა­გი 3,8 ტრი­ლი­ონ კუ­ბურ მეტრს აღ­წევს.

"თუ აღ­მო­ჩე­ნი­ლი გა­ზის მა­რა­გის მო­ცუ­ლო­ბას და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი წყა­რო­ე­ბი და­ა­დას­ტუ­რე­ბენ, ხოლო გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბი წარ­მა­ტე­ბით მოგ­ვარ­დე­ბა, ეს ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო, რო­მე­ლიც და­ბა­ლი შე­მო­სავ­ლის ქვე­ყა­ნაა, შეძ­ლებს გა­ზის იმ­პორ­ტი­ო­რის ნაც­ვლად, ექ­სპორ­ტი­ო­რი ქვე­ყა­ნა გახ­დეს.

"სამ­ხრეთ კა­ხე­თის გა­ზის კომ­პლექ­სი" შეძ­ლებს გა­ზის მი­წო­დე­ბას თურ­ქეთ­ში, რუ­მი­ნეთ­ში, უკ­რა­ი­ნა­სა და ევ­რო­პულ ბაზ­რებ­ზე. სა­ქარ­თვე­ლოს შე­უძ­ლია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს გა­ზის ექ­სპორ­ტი შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე მდე­ბა­რე თხე­ვა­დი გა­ზის მცი­რე ტერ­მი­ან­ლით, ან თურ­ქეთ­ში გაყ­ვა­ნი­ლი მთა­ვა­რი სა­ექ­სპორ­ტო გაზ­სა­დე­ნი­თა და ასე­ვე ტა­ნა­პით", - წერს არი­ელ კო­ე­ნი.

გაგ­რძე­ლე­ბა

Huge natural gas reserves discovered in eastern Georgia

აღმოსავლეთ საქართველოში გაზის უზარმაზარი მარაგი აღმოაჩინეს

აღმოსავლეთ საქართველოში გაზის უზარმაზარი მარაგი აღმოაჩინეს

ევროპისა და აშშ-სთვის საქართველო, გაზის ალტერნატიული წყაროების მოძიების კუთხით, ერთ-ერთი პრიორიტეტული ქვეყანა უნდა გახდეს. ამის შესახებ საუბარია ატლანტიკური საბჭოსთვის მომზადებულ ანგარიშში "დასავლეთის ენერგეტიკული სტრატეგიის განვითარება შავ ზღვის რეგიონისთვის და მის გარეთ".

ანგარიშის ავტორის არიელ კოენის მოსაზრებით, საქართველოს აქვს პოტენციალი, რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება მინიმუმდე დაიყვანოს.

"ზოგიერთ ქვეყანას, რომელიც დამოკიდებულია რუსულ გაზზე ან წარმოადგენს მთავარ სატრანზიტო კორიდორს რუსული და კასპიური გაზისთვის, სინამდვილეში ენერგორესურსების დიდი მარაგი აქვს. ამ თვალსაზრისით, ამ ქვეყნებს შეუძლიათ გახდნენ დამოუკიდებელი, ან თითქმის დამოუკიდებელი. მაგალითად, საქართველო ევროპისთვის ნახშირწყალბადის პოტენციურად მნიშვნელოვანი წყარო გახდა", - აღნიშნავს აშშ-ის ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსებისა და გეოპოლიტიკის ცენტრის ხელმძღვანელი არიელ კოენი.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2015 წლის 8 ოქტომბერს კომპანია "Frontera Resources"-მა დააანონსა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში გაზის უზარმაზარი მარაგი აღმოაჩინა. კომპანიის შეფასებით, "სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსში" ბუნებრივი აირის მარაგი 3,8 ტრილიონ კუბურ მეტრს აღწევს.

"თუ აღმოჩენილი გაზის მარაგის მოცულობას დამოუკიდებელი წყაროები დაადასტურებენ, ხოლო გეოპოლიტიკური გამოწვევები წარმატებით მოგვარდება, ეს ნიშნავს, რომ საქართველო, რომელიც დაბალი შემოსავლის ქვეყანაა, შეძლებს გაზის იმპორტიორის ნაცვლად, ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს.

"სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსი" შეძლებს გაზის მიწოდებას თურქეთში, რუმინეთში, უკრაინასა და ევროპულ ბაზრებზე. საქართველოს შეუძლია განახორციელოს გაზის ექსპორტი შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე თხევადი გაზის მცირე ტერმიანლით, ან თურქეთში გაყვანილი მთავარი საექსპორტო გაზსადენითა და ასევე ტანაპით", - წერს არიელ კოენი.

გაგრძელება

Huge natural gas reserves discovered in eastern Georgia

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია