სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ითხოვს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი, "პროფილი" ეთერში არ გავიდეს
რატომ ითხოვს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი, "პროფილი" ეთერში არ გავიდეს

პარ­ლა­მენ­ტის ჯან­დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე სპე­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რომ­ლი­თაც "პრო­ფი­ლის" ანონსს ეხ­მა­უ­რე­ბა და თხოვ­ნით მი­მარ­თავს "რუს­თა­ვი 2"-ს, არ გა­უშ­ვან ეთერ­ში გა­და­ცე­მა, რო­მე­ლიც ბავ­შვთა სუ­ი­ცი­დის ფაქ­ტებს შე­ე­ხე­ბა.

VIDEO| იხი­ლეთ კად­რე­ბი გა­და­ცე­მი­დან, რომ­ლის აკ­რძალ­ვა­საც მო­ი­თხო­ვენ

"მე არა­ერ­თხელ გა­მი­კე­თე­ბია გან­ცხა­დე­ბა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბით სუ­ი­ცი­დის ფაქ­ტე­ბის გა­შუ­ქე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. რამ­დე­ნი­მე თვის წინ კო­მი­ტეტ­თან შევ­ქმე­ნით სა­მეც­ნი­ე­რო-სა­კონ­სულ­ტა­ციო საბ­ჭო კონ­კრე­ტუ­ლად ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, სა­დაც შე­დი­ან ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბიც. დღეს მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით სუ­ი­ცი­დის ფაქ­ტე­ბის გა­შუ­ქე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ ყო­ველ­გვარ ზღვარს გა­და­ა­ჭარ­ბა. აქ ორი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე ვდგა­ვართ: პირ­ვე­ლი, სუ­ი­ცი­დის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რია ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და მე­ო­რე, თა­ვად ამ შემ­თხვე­ვე­ბის მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გა­შუ­ქე­ბის სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბა. ეს არის ადა­მი­ა­ნის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც სა­ინ­ფორ­მა­ციო პრო­პა­გან­დის შე­დე­გად შე­საძ­ლოა და­საშ­ვე­ბი და მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი გახ­დეს სხვის­თვი­საც. ასე­ვე, ეს გან­სა­კუთ­რე­ბით დამ­თრგუნ­ვე­ლია მსმე­ნე­ლის­თვის. რა თქმა უნდა, ამ პრობ­ლე­მას მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ვერ მო­აგ­ვა­რე­ბენ, ამა­ზე სა­ხელ­მწი­ფომ უნდა იზ­რუ­ნოს ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით, მაგ­რამ, მე­დია რო­გორც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის შემ­ქნე­ლი ყვე­ლა­ზე მძლავ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა, ხელს უწყობს ადა­მი­ა­ნის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში ამ ფაქ­ტის დაშ­ვე­ბა­დო­ბას.

ეს არ არის კრი­მი­ნა­ლი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბის გამო ხდე­ბო­დეს ქვე­ყა­ნა­ში და ამა­ში ბრა­ლი დავ­დოთ ვინ­მეს. ეს არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფსი­ქი­კუ­რი შემ­თხვე­ვა, რომ­ლის­გა­ნაც არა­ვინ არ არის და­ზღვე­უ­ლი, არც ერთი ქვე­ყა­ნა. ჩვენ ეს სიმ­შვი­დის უფ­ლე­ბას არ გვაძ­ლევს და სწო­რედ ამი­ტომ ვცდი­ლობთ, ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ტარ­დეს შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბა, მათ შო­რის, მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით სუ­ი­ცი­დის ფაქ­ტე­ბის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი პრო­პა­გან­დის შე­ზღუდ­ვა. სწო­რედ ამ თხოვ­ნით მივ­მარ­თეთ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს რამ­დენ­ჯერ­მე, მაგ­რამ უშე­დე­გოდ. უფრო მე­ტიც, დღეს მომ­ზა­დე­ბუ­ლია გა­და­ცე­მა ბავ­შვთა სუ­ი­ცი­დის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ყო­ველ­გვარ ზღვარს სცილ­დე­ბა.

მივ­მარ­თავ "რუს­თა­ვი 2"-ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას, და­იც­ვან ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბი და ნუ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ ამ თე­მას სა­კუ­თა­რი პი­ა­რის­თვის. ნე­ბის­მი­ე­რი პი­როვ­ნე­ბა, ჟურ­ნა­ლის­ტია ეს თუ პო­ლი­ტი­კო­სი, სა­ხელ­მწი­ფოს და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ინ­ტე­რე­სებს უნდა ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს. ჩვენ მი­ვის­წრა­ფით ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის­კენ და უმ­თავ­რე­სი სწო­რედ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა უნდა იყოს, მი­თუ­მე­ტეს, რო­დე­საც საქ­მე ბავ­შვებს ეხე­ბა", - აცხა­დებს დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე.

იხი­ლეთ ასე­ვე: გთხოვთ, ნუ უწყობთ ხელს სკან­და­ლის შექ­მნას! - "პრო­ფი­ლი" დი­მიტ­რი ხუნ­და­ძეს პა­სუ­ხობს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

რატომ ითხოვს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი, "პროფილი" ეთერში არ გავიდეს

რატომ ითხოვს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი, "პროფილი" ეთერში არ გავიდეს

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლითაც "პროფილის" ანონსს ეხმაურება და თხოვნით მიმართავს "რუსთავი 2"-ს, არ გაუშვან ეთერში გადაცემა, რომელიც ბავშვთა სუიციდის ფაქტებს შეეხება.

VIDEO| იხილეთ კადრები გადაცემიდან, რომლის აკრძალვასაც მოითხოვენ

"მე არაერთხელ გამიკეთებია განცხადება მედიასაშუალებით სუიციდის ფაქტების გაშუქებასთან დაკავშირებით. რამდენიმე თვის წინ კომიტეტთან შევქმენით სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით, სადაც შედიან ცნობილი ჟურნალისტებიც. დღეს მედიასაშუალებებით სუიციდის ფაქტების გაშუქების რაოდენობამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. აქ ორი პრობლემის წინაშე ვდგავართ: პირველი, სუიციდის შემთხვევები, რომელიც სამწუხაროდ, ხშირია ჩვენს ქვეყანაში და მეორე, თავად ამ შემთხვევების მედია საშუალებებით გაშუქების საგანგაშო მდგომარეობა. ეს არის ადამიანის განსაკუთრებული ფსიქიკური მდგომარეობა, რომელიც საინფორმაციო პროპაგანდის შედეგად შესაძლოა დასაშვები და მაპროვოცირებელი გახდეს სხვისთვისაც. ასევე, ეს განსაკუთრებით დამთრგუნველია მსმენელისთვის. რა თქმა უნდა, ამ პრობლემას მედიასაშუალებები ვერ მოაგვარებენ, ამაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ყველა მიმართულებით, მაგრამ, მედია როგორც საზოგადოებრივი აზრის შემქნელი ყველაზე მძლავრი საშუალება, ხელს უწყობს ადამიანის ცნობიერებაში ამ ფაქტის დაშვებადობას.

ეს არ არის კრიმინალი, რომელიც შეიძლება შესაბამისი უწყებების არაკომპეტენტურობის გამო ხდებოდეს ქვეყანაში და ამაში ბრალი დავდოთ ვინმეს. ეს არის განსაკუთრებული ფსიქიკური შემთხვევა, რომლისგანაც არავინ არ არის დაზღვეული, არც ერთი ქვეყანა. ჩვენ ეს სიმშვიდის უფლებას არ გვაძლევს და სწორედ ამიტომ ვცდილობთ, ყველა მიმართულებით გატარდეს შესაბამისი ღონისძიება, მათ შორის, მედია საშუალებებით სუიციდის ფაქტების ფართომასშტაბიანი პროპაგანდის შეზღუდვა. სწორედ ამ თხოვნით მივმართეთ მედიასაშუალებებს რამდენჯერმე, მაგრამ უშედეგოდ. უფრო მეტიც, დღეს მომზადებულია გადაცემა ბავშვთა სუიციდის შესახებ, რომელიც ყოველგვარ ზღვარს სცილდება.

მივმართავ "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობას, დაიცვან ბავშვთა უფლებები და ნუ გამოიყენებენ ამ თემას საკუთარი პიარისთვის. ნებისმიერი პიროვნება, ჟურნალისტია ეს თუ პოლიტიკოსი, სახელმწიფოს და მოქალაქეების ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. ჩვენ მივისწრაფით ევროპული ღირებულებებისკენ და უმთავრესი სწორედ ადამიანის უფლებების დაცვა უნდა იყოს, მითუმეტეს, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება", - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

იხილეთ ასევე: გთხოვთ, ნუ უწყობთ ხელს სკანდალის შექმნას! - "პროფილი" დიმიტრი ხუნდაძეს პასუხობს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია