საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შესაძლოა ხატი საერთოდ გამქრალიყო" - რა საფრთხის გამო წააბრძანეს საქართველოდან სასწაულმოქმედი "დედოფალი"
"შესაძლოა ხატი საერთოდ გამქრალიყო" - რა საფრთხის გამო წააბრძანეს საქართველოდან სასწაულმოქმედი "დედოფალი"

ივე­რი­ის ღვთის­მშობ­ლის სას­წა­ულ­მოქ­მე­დი ხატი "დე­დო­ფა­ლი ", რო­მელ­საც პატ­რი­არ­ქმა "სი­ხა­რუ­ლის მომ­ნი­ჭე­ბე­ლი" უწო­და, შე­საძ­ლოა, დიდი სა­ეკ­ლე­სიო სკან­და­ლის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­დეს. ხა­ტის მცვე­ლე­ბი გი­ორ­გი ჭო­ლო­კა­ვა და ზუ­რაბ ში­ოშ­ვი­ლი არი­ან. "დე­დო­ფა­ლი" 2014 წელს თა­ვად მცვე­ლე­ბის მი­ე­რაა შექ­მნი­ლი და მათ სა­კუთ­რე­ბას წარ­მო­ად­გენს. ღვთის­მშობ­ლის სას­წა­ულ­მოქ­მედ­მა ხატ­მა ყვე­ლა წმინ­და ად­გი­ლი მო­ი­ლო­ცა, რის შემ­დე­გაც პატ­რი­არ­ქის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით მცვე­ლე­ბის მიერ, სა­მე­ბის ტა­ძარ­ში იქნა გა­მობ­რძა­ნე­ბუ­ლი. ეს არის ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის ხატი, რო­მე­ლიც აბ­სო­ლუ­ტუ­რი ანა­ლო­გია ათო­ნის მთა­ზე, ივე­რო­ნის მო­ნას­ტერ­ში და­ვა­ნე­ბუ­ლი დედა ხა­ტის - ივე­რი­ის ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლი­სა, რო­მელ­საც პორ­ტა­ი­ტი­სა (კა­რიბ­ჭი­სა) ეწო­დე­ბა. ხატს ბევ­რი სას­წა­უ­ლი უკავ­შირ­დე­ბა, მისი მო­ლოც­ვის შე­დე­გად არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი გა­ნი­კურ­ნა მძი­მე სე­ნის­გან. მრევ­ლის მტკი­ცე­ბით, "დე­დოფ­ლის" ას­ლებს ხე­ლე­ბიც უთ­ბე­ბა.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი, ხა­ტის მცვე­ლებ­მა სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლეს. მათ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რეს, რომ ხა­ტის უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით "დე­დო­ფა­ლი" სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­აბ­რძა­ნეს. რა საფრ­თხე ემუქ­რე­ბო­და სას­წა­ულ­მოქ­მედ ხატს, ამის შე­სა­ხებ ზუ­რაბ ში­ოშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რა.

- თემა ძა­ლი­ან მძი­მეა, ეს დიდ რყე­ვებს გა­მო­იწ­ვევს. ჩვე­ნი სურ­ვი­ლი ამ ეტაპ­ზე არის შევ­ხვდეთ უწ­მინ­დესს, რაც აქამ­დე არ მო­ხერ­ხდა. თუ შევ­ხვდე­ბით და გა­და­წყდე­ბა ხა­ტის დაბ­რუ­ნე­ბის სა­კი­თხი ისე, რო­გორც ეს უნდა ხდე­ბო­დეს, მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვარ­დე­ბა. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ღია წე­რილს გა­ვავ­რცე­ლებთ მისი უწ­მინ­დე­სო­ბის სა­ხელ­ზე. ჯერ­ჯე­რო­ბით კი დე­ტა­ლებ­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებ.

იხი­ლეთ ვი­დეო: "იე­რუ­სა­ლიმ­ში "დე­დოფ­ლის" გა­მო­ჩე­ნა სა­ოც­რე­ბა იყო" - რა მოხ­და ხა­ტით წმინ­და მი­წის მო­ლოც­ვი­სას

- სა­ეკ­ლე­სიო პი­რე­ბის­გან ემუქ­რე­ბო­და საფრ­თხე ხა­ტის უსაფრ­თხო­ე­ბას?

- ამ ეტაპ­ზე ამას არც და­ვა­დას­ტუ­რებ და არც უარ­ვყოფ. სი­მარ­თლის და­მალ­ვას არ ვა­პი­რებთ, უწ­მინ­დესს ვე­ლო­დე­ბით ჯერ. მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე პრე­ცე­დენ­ტი, რო­დე­საც საკ­ვირ­ველ­მოქ­მე­დი ხატი მცვე­ლებ­თა­ნაა დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი და თა­ვად ისი­ნი და­აბ­რძა­ნე­ბენ ხატს, რო­გორც სა­კუ­თარ ქვეყ­ნებ­ში, ისე უცხო­ეთ­შიც. ეს მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის­თვის სი­ახ­ლე არ არის. სა­ქარ­თვე­ლო­შიც იყო ჩა­მობ­რძა­ნე­ბუ­ლი ასე­თი ხატი "ჰა­ვა­ის ღვთის­მშო­ბე­ლი" და ასე­ვე რუ­სე­თი­დან სე­რა­ფიმ სა­რო­ვე­ლის ხა­ტის ასლი "მო­ა­ლერ­სე" . ანა­ლო­გი­უ­რი სი­ტუ­ა­ცი­აა ჩვენს შემ­თხვე­ვა­შიც. რო­გორც ჩანს, ეს ფაქ­ტი მწვა­ვე აღ­მოჩ­ნდა გარ­კვე­უ­ლი წრის­თვის და ვერ ვხვდე­ბი, რა­ტომ. ბევ­რი მო­ი­ლო­ცავს "დე­დო­ფალს". უპ­რე­ცე­დენ­ტო ფაქ­ტი მოხ­და, მო­გეხ­სე­ნე­ბათ იე­რუ­სა­ლი­მის ჯვრის მო­ნას­ტე­რი და­კარ­გუ­ლია ქარ­თვე­ლე­ბის­თვის, იქ არა­ფე­რი აღარ არ­სე­ბობს ქარ­თუ­ლი. არის ჯვრის მო­ნას­ტე­რის იღუ­მე­ნის ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც ის ამ­ბობს, რომ "დე­დოფ­ლის" წყა­ლო­ბით, მი­ღე­ბულ იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, და­ი­წე­როს ამ ხა­ტის ასლი, რო­მე­ლიც დაბ­რძან­დე­ბა იე­რუ­სა­ლი­მის ჯვრის მო­ნას­ტერ­ში, სა­დაც იქ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი კუ­თხე. შე­საძ­ლოა ესეც იყოს ბოლო პე­რი­ოდ­ში "დე­დოფ­ლის" გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ბრძო­ლე­ბის მი­ზე­ზი და თუ "დე­დოფ­ლის" ას­ლის იქ დაბ­რძა­ნე­ბაც ჩა­იშ­ლე­ბა, ეს იქ­ნე­ბა მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი მხა­რის მი­ზე­ზით!

- ცნო­ბი­ლია, რომ ხატი დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი იყო სა­მე­ბის ტა­ძარ­ში, აღავ­ლენ­დნენ პა­რაკ­ლისს... რა შე­იც­ვა­ლა ამის შემ­დეგ?

- თით­ქმის ერთი წლის მან­ძილ­ზე, დიდ დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე და მარ­ხვა­ში ხატი გა­მობ­რძა­ნე­ბუ­ლი იყო სა­მე­ბა­ში. მაგ­რამ იე­რუ­სა­ლი­მი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, არ მოგ­ვე­ცა არ­ცერთ ტა­ძარ­ში მისი გა­მობ­რძა­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. გვინ­დო­და პატ­რი­არ­ქთან გა­სა­უბ­რე­ბა, მაგ­რამ სა­მე­ბის ტა­ძარ­შიც არ მო­ხერ­ხდა მას­თან შეხ­ვედ­რა. სა­პატ­რი­არ­ქო­ში კი გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, პატ­რი­არ­ქი ყვე­ლას ვერ შეხ­ვდე­ბაო. შე­სა­ბა­მი­სად, რად­გან გაჩ­ნდა საფრ­თხე­ე­ბი, ლო­გი­კუ­რია რომ გა­დავ­წყვი­ტეთ ხა­ტის დაც­ვა.

- უფრო კონ­კრე­ტუ­ლად რა საფრ­თხე გაჩ­ნდა?

- შე­საძ­ლოა ხატი სა­ერ­თოდ გამ­ქრა­ლი­ყო. ამი­ტო­მაც წა­ვაბ­რძა­ნეთ "დე­დო­ფა­ლი" ქვეყ­ნი­დან.

- პატ­რი­არ­ქის ერთ-ერ­თმა სტი­ქა­რო­სან­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ თქვენ გქონ­დათ ხა­ტის სა­მე­ბა­ში დაბ­რძა­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, თქვენს მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უჩ­ვე­უ­ლო იყო. თუ გა­ე­ცა­ნით მის მო­საზ­რე­ბას?

- ეს ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­აა. თუ ვინ­მე ამ­ბობს, რომ ხა­ტის სა­მე­ბა­ში დაბ­რძა­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა და ხალ­ხს მისი მო­ლოც­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­და, ტყუ­ი­ლია. სა­ერ­თოდ ვფიქ­რობ, რომ რო­დე­საც ასე­თი სი­ტუ­ა­ცია იქ­მნე­ბა, მეტი პა­ტი­ვი უნდა ვცეთ პატ­რი­არ­ქს და ვი­საც ეს არ ეკი­თხე­ბა, გან­ცხა­დე­ბე­ბი არ უნდა აკე­თონ. რო­დე­საც ხატი გა­მობ­რძან­დე­ბა, დიდი მსა­ხუ­რე­ბა სჭირ­დე­ბა. ხა­ტის გა­მობ­რძა­ნე­ბა­ზე 2-3 დღის წი­ნაც იყო სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ ეს არ მო­ხერ­ხდა.

- რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში წა­აბ­რძა­ნეთ "დე­დო­ფა­ლი"?

- ვერ და­ვა­კონ­კრე­ტებთ ქვე­ყა­ნას. რად­გან ბევ­რს მი­უწ­ვდე­ბა ხელი და ხა­ტის უსაფრ­თხო­ე­ბის გამო თავს შე­ვი­კა­ვებ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­წო­დე­ბის­გან.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

"შესაძლოა ხატი საერთოდ გამქრალიყო" - რა საფრთხის გამო წააბრძანეს საქართველოდან სასწაულმოქმედი "დედოფალი"

"შესაძლოა ხატი საერთოდ გამქრალიყო" - რა საფრთხის გამო წააბრძანეს საქართველოდან სასწაულმოქმედი "დედოფალი"

ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი "დედოფალი ", რომელსაც პატრიარქმა "სიხარულის მომნიჭებელი" უწოდა, შესაძლოა, დიდი საეკლესიო სკანდალის საფუძველი გახდეს. ხატის მცველები გიორგი ჭოლოკავა და ზურაბ შიოშვილი არიან. "დედოფალი" 2014 წელს თავად მცველების მიერაა შექმნილი და მათ საკუთრებას წარმოადგენს. ღვთისმშობლის სასწაულმოქმედმა ხატმა ყველა წმინდა ადგილი მოილოცა, რის შემდეგაც პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მცველების მიერ, სამების ტაძარში იქნა გამობრძანებული. ეს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც აბსოლუტური ანალოგია ათონის მთაზე, ივერონის მონასტერში დავანებული დედა ხატის - ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, რომელსაც პორტაიტისა (კარიბჭისა) ეწოდება. ხატს ბევრი სასწაული უკავშირდება, მისი მოლოცვის შედეგად არაერთი ადამიანი განიკურნა მძიმე სენისგან. მრევლის მტკიცებით, "დედოფლის" ასლებს ხელებიც უთბება.

რამდენიმე დღის წინ კი, ხატის მცველებმა სკანდალური განცხადება გაავრცელეს. მათ სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ ხატის უსაფრთხოების მიზნით "დედოფალი" საქართველოდან წააბრძანეს. რა საფრთხე ემუქრებოდა სასწაულმოქმედ ხატს, ამის შესახებ ზურაბ შიოშვილი გვესაუბრა.

- თემა ძალიან მძიმეა, ეს დიდ რყევებს გამოიწვევს. ჩვენი სურვილი ამ ეტაპზე არის შევხვდეთ უწმინდესს, რაც აქამდე არ მოხერხდა. თუ შევხვდებით და გადაწყდება ხატის დაბრუნების საკითხი ისე, როგორც ეს უნდა ხდებოდეს, მაშინ ყველაფერი მოგვარდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ღია წერილს გავავრცელებთ მისი უწმინდესობის სახელზე. ჯერჯერობით კი დეტალებზე ვერ ვისაუბრებ.

იხილეთ ვიდეო: "იერუსალიმში "დედოფლის" გამოჩენა საოცრება იყო" - რა მოხდა ხატით წმინდა მიწის მოლოცვისას

- საეკლესიო პირებისგან ემუქრებოდა საფრთხე ხატის უსაფრთხოებას?

- ამ ეტაპზე ამას არც დავადასტურებ და არც უარვყოფ. სიმართლის დამალვას არ ვაპირებთ, უწმინდესს ველოდებით ჯერ. მსოფლიოში არსებობს რამდენიმე პრეცედენტი, როდესაც საკვირველმოქმედი ხატი მცველებთანაა დაბრძანებული და თავად ისინი დააბრძანებენ ხატს, როგორც საკუთარ ქვეყნებში, ისე უცხოეთშიც. ეს მართლმადიდებლობისთვის სიახლე არ არის. საქართველოშიც იყო ჩამობრძანებული ასეთი ხატი "ჰავაის ღვთისმშობელი" და ასევე რუსეთიდან სერაფიმ საროველის ხატის ასლი "მოალერსე" . ანალოგიური სიტუაციაა ჩვენს შემთხვევაშიც. როგორც ჩანს, ეს ფაქტი მწვავე აღმოჩნდა გარკვეული წრისთვის და ვერ ვხვდები, რატომ. ბევრი მოილოცავს "დედოფალს". უპრეცედენტო ფაქტი მოხდა, მოგეხსენებათ იერუსალიმის ჯვრის მონასტერი დაკარგულია ქართველებისთვის, იქ არაფერი აღარ არსებობს ქართული. არის ჯვრის მონასტერის იღუმენის ჩანაწერი, სადაც ის ამბობს, რომ "დედოფლის" წყალობით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, დაიწეროს ამ ხატის ასლი, რომელიც დაბრძანდება იერუსალიმის ჯვრის მონასტერში, სადაც იქნება ქართული კუთხე. შესაძლოა ესეც იყოს ბოლო პერიოდში "დედოფლის" გარშემო განვითარებული ბრძოლების მიზეზი და თუ "დედოფლის" ასლის იქ დაბრძანებაც ჩაიშლება, ეს იქნება მხოლოდ ქართული მხარის მიზეზით!

- ცნობილია, რომ ხატი დაბრძანებული იყო სამების ტაძარში, აღავლენდნენ პარაკლისს... რა შეიცვალა ამის შემდეგ?

- თითქმის ერთი წლის მანძილზე, დიდ დღესასწაულებზე და მარხვაში ხატი გამობრძანებული იყო სამებაში. მაგრამ იერუსალიმიდან დაბრუნების შემდეგ, არ მოგვეცა არცერთ ტაძარში მისი გამობრძანების საშუალება. გვინდოდა პატრიარქთან გასაუბრება, მაგრამ სამების ტაძარშიც არ მოხერხდა მასთან შეხვედრა. საპატრიარქოში კი გვეუბნებოდნენ, პატრიარქი ყველას ვერ შეხვდებაო. შესაბამისად, რადგან გაჩნდა საფრთხეები, ლოგიკურია რომ გადავწყვიტეთ ხატის დაცვა.

- უფრო კონკრეტულად რა საფრთხე გაჩნდა?

- შესაძლოა ხატი საერთოდ გამქრალიყო. ამიტომაც წავაბრძანეთ "დედოფალი" ქვეყნიდან.

- პატრიარქის ერთ-ერთმა სტიქაროსანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თქვენ გქონდათ ხატის სამებაში დაბრძანების საშუალება, შესაბამისად, თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უჩვეულო იყო. თუ გაეცანით მის მოსაზრებას?

- ეს ცრუ ინფორმაციაა. თუ ვინმე ამბობს, რომ ხატის სამებაში დაბრძანების საშუალება და ხალხს მისი მოლოცვის შესაძლებლობა ჰქონდა, ტყუილია. საერთოდ ვფიქრობ, რომ როდესაც ასეთი სიტუაცია იქმნება, მეტი პატივი უნდა ვცეთ პატრიარქს და ვისაც ეს არ ეკითხება, განცხადებები არ უნდა აკეთონ. როდესაც ხატი გამობრძანდება, დიდი მსახურება სჭირდება. ხატის გამობრძანებაზე 2-3 დღის წინაც იყო საუბარი, მაგრამ ეს არ მოხერხდა.

- რომელ ქვეყანაში წააბრძანეთ "დედოფალი"?

- ვერ დავაკონკრეტებთ ქვეყანას. რადგან ბევრს მიუწვდება ხელი და ხატის უსაფრთხოების გამო თავს შევიკავებ ამ ინფორმაციის მოწოდებისგან.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია