სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასწრაფო სამედიცინო დახმარება მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის
სასწრაფო სამედიცინო დახმარება მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რი სა­გან­გე­ბო მუ­შა­ო­ბის რე­ჟიმ­ზე გა­და­დის, - აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დღეს შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრმა და­ვით სერ­გე­ენ­კომ სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მარ­თულ თათ­ბირ­ზე მი­ი­ღო.

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის თათ­ბირს უწყე­ბის სხვა­დას­ხვა სამ­სა­ხუ­რე­ბი­სა და დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბის, ასე­ვე სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

და­ვით სერ­გე­ენ­კო შეხ­ვედ­რა­ზე ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­ვი­და და სამ­სა­ხუ­რე­ბის ხელ­მძღვა­ნელ პი­რებს მო­უ­წო­და, თა­ვი­ან­თი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი გახ­ში­რე­ბუ­ლი გა­მო­ძა­ხე­ბე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნონ.

"გა­ვაძ­ლი­ე­რებთ თბი­ლი­სის სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხურს. მი­ვა­მაგ­რებთ და­მა­ტე­ბით მან­ქა­ნებს. იგი­ვე ეხე­ბა რა­ი­ო­ნულ სას­წრა­ფოს. სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მოხ­მა­რე­ბის მან­ქა­ნე­ბი უნდა გა­და­მი­სა­მართდეს, მეც მზად ვარ, რი­თიც დავ­დი­ვარ, ჩემი მან­ქა­ნა გა­და­ვა­მი­სა­მარ­თო ამ საქ­მე­ზე, რომ ოჯა­ხის ექი­მებ­მა და­ი­წყონ სი­ა­რუ­ლი მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის დროს გა­მო­ძა­ხე­ბებ­ზე და არ გა­უშ­ვან ასეთ გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე აკივ­ლე­ბუ­ლი სას­წრა­ფო­ე­ბი, რო­დე­საც ამ დროს კაცი კვდე­ბა სა­დღაც. ცხე­ლე­ბის გა­მო­ძა­ხე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც არის არა რისკ-ჯგუ­ფის პა­ცი­ენ­ტე­ში, ამა­ზე სას­წრა­ფო ბრი­გა­და არ უნდა გა­ვი­დეს. არა­მედ უნდა გა­ვი­დეს მსუ­ბუ­ქი პა­ტა­რა მან­ქა­ნა, რო­მელ­შიც იქ­ნე­ბა ოჯა­ხის ექი­მი. თბი­ლი­სის სას­წრა­ფოს მი­მართ მაქვს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და ბრძა­ნე­ბა, ასე­ვე რა­ი­ო­ნუ­ლი სას­წრა­ფოს მი­მართ, მე­ნე­ჯე­რე­ბი ცოტა ხნით ჩა­მო­ვიდ­ნენ თა­ვი­ან­თი მან­ქა­ნე­ბი­დან. მათ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით ან ტაქ­სით ია­რონ, ყვე­ლას აქვთ საკ­მა­რი­სი ხელ­ფა­სი ამის­თვის და ეს მან­ქა­ნე­ბი გა­მო­ი­ყე­ნეთ ამ კა­ტე­გო­რი­ის გა­მო­ძა­ხე­ბებ­ზე. ასეთ შემ­თხვე­ვებ­ზე გა­ვი­დეს სწო­რედ ეს მან­ქა­ნე­ბი", - გა­ნა­ცხა­და სერ­გე­ენ­კომ.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

სასწრაფო სამედიცინო დახმარება მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

სასწრაფო სამედიცინო დახმარება მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადადის, - აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სამინისტროში გამართულ თათბირზე მიიღო.

ჯანდაცვის მინისტრის თათბირს უწყების სხვადასხვა სამსახურებისა და დეპარტამენტების, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

დავით სერგეენკო შეხვედრაზე ინიციატივით გამოვიდა და სამსახურების ხელმძღვანელ პირებს მოუწოდა, თავიანთი სამსახურებრივი ავტომობილები გახშირებული გამოძახებებისთვის გამოიყენონ.

"გავაძლიერებთ თბილისის სასწრაფო დახმარების სამსახურს. მივამაგრებთ დამატებით მანქანებს. იგივე ეხება რაიონულ სასწრაფოს. სამსახურებრივი მოხმარების მანქანები უნდა გადამისამართდეს, მეც მზად ვარ, რითიც დავდივარ, ჩემი მანქანა გადავამისამართო ამ საქმეზე, რომ ოჯახის ექიმებმა დაიწყონ სიარული მაღალი ტემპერატურის დროს გამოძახებებზე და არ გაუშვან ასეთ გამოძახებაზე აკივლებული სასწრაფოები, როდესაც ამ დროს კაცი კვდება სადღაც. ცხელების გამოძახებები, რომლებიც არის არა რისკ-ჯგუფის პაციენტეში, ამაზე სასწრაფო ბრიგადა არ უნდა გავიდეს. არამედ უნდა გავიდეს მსუბუქი პატარა მანქანა, რომელშიც იქნება ოჯახის ექიმი. თბილისის სასწრაფოს მიმართ მაქვს რეკომენდაციები და ბრძანება, ასევე რაიონული სასწრაფოს მიმართ, მენეჯერები ცოტა ხნით ჩამოვიდნენ თავიანთი მანქანებიდან. მათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით იარონ, ყველას აქვთ საკმარისი ხელფასი ამისთვის და ეს მანქანები გამოიყენეთ ამ კატეგორიის გამოძახებებზე. ასეთ შემთხვევებზე გავიდეს სწორედ ეს მანქანები", - განაცხადა სერგეენკომ.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია