სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მომხმარებელთა რა უფლების დამრღვევად სცნეს "მაგთიკომი" - ინფორმაცია, რომელიც ყველა აბონენტმა უნდა იცოდეს
მომხმარებელთა რა უფლების დამრღვევად სცნეს "მაგთიკომი" - ინფორმაცია, რომელიც ყველა აბონენტმა უნდა იცოდეს

2016 წლის 1-ელი იან­ვრი­დან კომ­პა­ნია "მაგ­თი­კო­მი" აბო­ნენ­ტე­ბის­თვის, მათი გაფრ­თხი­ლე­ბის გა­რე­შე, ინ­ტერ­ნე­ტის სა­ფა­სუ­რის და­რი­ცხვას ვე­ღარ შეძ­ლებს. ამას კომ­პა­ნი­ას სა­ქარ­თვე­ლოს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ავალ­დე­ბუ­ლებს.

"შპს "მაგ­თი­კო­მს" და­ე­ვა­ლოს 2016 წლის პირ­ვე­ლი იან­ვრის­თვის ეფექ­ტი­ა­ნი სის­ტე­მის და­ნერგვა, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს მომ­ხმა­რე­ბელ­თა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბით წი­ნას­წარ გაფრ­თხი­ლე­ბას მათ მიერ შე­ძე­ნი­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის მო­ცუ­ლო­ბის ამო­წურ­ვი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტა­რი­ფით მი­წო­დე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის შე­სა­ხებ, მი­უ­ხე­და­ვად მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი შემ­დგო­მი თუ წი­ნას­წა­რი გა­დახ­დის პი­რო­ბი­სა", - ნათ­ქვა­მია კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, შე­ძე­ნი­ლი ინ­ტერ­ნეტ-პა­კე­ტის ამო­წურ­ვის შემ­დეგ აბო­ნენ­ტე­ბის­თვის მომ­სა­ხუ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა აქამ­დე ავ­ტო­მა­ტუ­რად და თან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტა­რი­ფით ხდე­ბო­და, რის შე­სა­ხე­ბაც თა­ვად მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ინ­ფორ­მი­რე­ბულ­ნი არ იყ­ვნენ. კერ­ძოდ, თუკი ული­მი­ტო ინ­ტერ­ნეტ-პა­კე­ტის შე­ძე­ნი­სას 1 მე­გა­ბა­ი­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 0,005 ლარს შე­ად­გენ­და, მისი ამო­წურ­ვის შემ­დეგ აბო­ნენ­ტებს იგი­ვე მო­ცუ­ლო­ბის ინ­ტერ­ნე­ტი 70-ჯერ მა­ღა­ლი ტა­რი­ფით - 0,35 ლა­რად მი­ე­წო­დე­ბო­და. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ბა­მი­სად, ასე­უ­ლო­ბით მო­ქა­ლა­ქეს ათა­სო­ბით ლა­რის ოდე­ნო­ბის და­ვა­ლი­ა­ნე­ბა და­უგ­როვ­და. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მხო­ლოდ 2015 წლის 5 თვე­ში - აპ­რი­ლი­დან სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით ინ­ტერ­ნეტ-და­ვა­ლი­ა­ნე­ბა 48 ათას­ზე მეტ აბო­ნენტს და­ე­რი­ცხა, მისი სა­ერ­თო მო­ცუ­ლო­ბა კი - 438,849 ლარს შე­ად­გენს. ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, არი­ან აბო­ნენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც და­ვა­ლი­ა­ნე­ბის სა­ხით და­რი­ცხუ­ლი აქვთ 4 ათა­სი­დან 7 ათას ლა­რამ­დე ოდე­ნო­ბის თან­ხა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "მაგ­თი­კო­მის" საქ­მე­ზე სა­ქარ­თვე­ლოს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნულ­მა კო­მი­სი­ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შპს "კვი­რის პა­ლიტ­რის" სა­ჩივ­რის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ი­ღო, რომ­ლის დი­რექ­ტო­რი და­ვით გი­გუ­აშ­ვი­ლიც ერთ-ერ­თია იმ აბო­ნენ­ტებს შო­რის, რომ­ლებ­საც ინ­ტერ­ნეტ-მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე და­ვა­ლი­ა­ნე­ბა და­ე­რი­ცხათ, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეროვ­ნულ­მა კო­მი­სი­ამ "მაგ­თი­კო­მი" "ელექტრო­ნუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სფე­რო­ში მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­წო­დე­ბის წე­სი­სა და მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის შე­სა­ხებ" რეგ­ლა­მენ­ტის დამ­რღვე­ვად ცნო და მას შე­ძე­ნი­ლი ინ­ტერ­ნეტ-პა­კე­ტის ლი­მი­ტის ამო­წურ­ვი­სა და მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის მისი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტა­რი­ფით მი­წო­დე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის შე­სა­ხებ, აბო­ნენ­ტე­ბის წი­ნას­წარ ინ­ფორ­მი­რე­ბა და­ა­ვა­ლა, "კვი­რის პა­ლიტ­რის" სა­ჩი­ვა­რი არ დაკ­მა­ყო­ფილ­და. "გა­უ­წე­ველ მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე სა­ფა­სუ­რის და­რი­ცხვის ფაქ­ტის და­უ­დას­ტუ­რებ­ლო­ბის" მი­ზე­ზით სა­ქარ­თვე­ლოს კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა ეროვ­ნულ­მა კო­მი­სი­ამ და­ვით გი­გუ­აშ­ვილს "მაგ­თი­კო­მის" მიერ და­რი­ცხუ­ლი სა­და­ვო და­ვა­ლი­ა­ნე­ბის - 1813 ლა­რის ჩა­მო­წე­რა­ზე უარი უთხრა.

იხი­ლეთ ვი­დეო

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

მომხმარებელთა რა უფლების დამრღვევად სცნეს "მაგთიკომი" - ინფორმაცია, რომელიც ყველა აბონენტმა უნდა იცოდეს

მომხმარებელთა რა უფლების დამრღვევად სცნეს "მაგთიკომი" - ინფორმაცია, რომელიც ყველა აბონენტმა უნდა იცოდეს

2016 წლის 1-ელი იანვრიდან კომპანია "მაგთიკომი" აბონენტებისთვის, მათი გაფრთხილების გარეშე, ინტერნეტის საფასურის დარიცხვას ვეღარ შეძლებს. ამას კომპანიას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება ავალდებულებს.

"შპს "მაგთიკომს" დაევალოს 2016 წლის პირველი იანვრისთვის ეფექტიანი სისტემის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებელთა ინდივიდუალური შეტყობინებით წინასწარ გაფრთხილებას მათ მიერ შეძენილი მომსახურების მოცულობის ამოწურვისა და მომსახურების განსხვავებული ტარიფით მიწოდების გაგრძელების შესახებ, მიუხედავად მომხმარებლებისთვის შეთავაზებული შემდგომი თუ წინასწარი გადახდის პირობისა", - ნათქვამია კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებაში.

როგორც აღმოჩნდა, შეძენილი ინტერნეტ-პაკეტის ამოწურვის შემდეგ აბონენტებისთვის მომსახურების გაგრძელება აქამდე ავტომატურად და თან განსხვავებული ტარიფით ხდებოდა, რის შესახებაც თავად მომხმარებლები ინფორმირებულნი არ იყვნენ. კერძოდ, თუკი ულიმიტო ინტერნეტ-პაკეტის შეძენისას 1 მეგაბაიტის ღირებულება 0,005 ლარს შეადგენდა, მისი ამოწურვის შემდეგ აბონენტებს იგივე მოცულობის ინტერნეტი 70-ჯერ მაღალი ტარიფით - 0,35 ლარად მიეწოდებოდა. აღნიშნულის შესაბამისად, ასეულობით მოქალაქეს ათასობით ლარის ოდენობის დავალიანება დაუგროვდა. უფრო კონკრეტულად, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, მხოლოდ 2015 წლის 5 თვეში - აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით ინტერნეტ-დავალიანება 48 ათასზე მეტ აბონენტს დაერიცხა, მისი საერთო მოცულობა კი - 438,849 ლარს შეადგენს. ინფორმაციისთვის, არიან აბონენტები, რომლებსაც დავალიანების სახით დარიცხული აქვთ 4 ათასიდან 7 ათას ლარამდე ოდენობის თანხა.

აღსანიშნავია, რომ "მაგთიკომის" საქმეზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გადაწყვეტილება შპს "კვირის პალიტრის" საჩივრის საფუძველზე მიიღო, რომლის დირექტორი დავით გიგუაშვილიც ერთ-ერთია იმ აბონენტებს შორის, რომლებსაც ინტერნეტ-მომსახურებაზე დავალიანება დაერიცხათ, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულმა კომისიამ "მაგთიკომი" "ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" რეგლამენტის დამრღვევად ცნო და მას შეძენილი ინტერნეტ-პაკეტის ლიმიტის ამოწურვისა და მომხმარებლებისთვის მისი განსხვავებული ტარიფით მიწოდების გაგრძელების შესახებ, აბონენტების წინასწარ ინფორმირება დაავალა, "კვირის პალიტრის" საჩივარი არ დაკმაყოფილდა. "გაუწეველ მომსახურებაზე საფასურის დარიცხვის ფაქტის დაუდასტურებლობის" მიზეზით საქართველოს კომუნიკაციის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დავით გიგუაშვილს "მაგთიკომის" მიერ დარიცხული სადავო დავალიანების - 1813 ლარის ჩამოწერაზე უარი უთხრა.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია