იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა დაასრულეს თბილისში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა დაასრულეს. თეთრი ფერის "მერსედესის" მარკის ავტომობილი ადგილიდან გადაყვანილია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ამ დრომდე არ აკონკრეტებენ, ვის ეკუთვნის აღნიშნული ავტომანქანა ან რატომ ჩატარდა საგამოძიებო ღონისძიებები.
იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიცია დილიდან იყო მობილიზებული. ადგილზე თეთრი ფერის "მერსედესის" მარკის ავტომობილი იყო გაჩერებული, საიდანაც ექსპერტ-კრიმინალისტებმა ანაბეჭდები აიღეს და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. მანქანის მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნებოდა ასევე სისხლის კვალი.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული