მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უბედური შემთხვევები საქართველოს სათხილამურო კურორტებზე, რომელიც მძიმე ტრავმებით ან ფატალურად დასრულდა
უბედური შემთხვევები საქართველოს სათხილამურო კურორტებზე, რომელიც მძიმე ტრავმებით ან ფატალურად დასრულდა

ბოლო რამ­დე­ნი­მე დღე­ში სა­ქარ­თვე­ლოს სამ­თო კუ­რორ­ტებ­ზე ორი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის გან­მარ­ტე­ბით, სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სა­ზე ხში­რად სრი­ა­ლე­ბენ ნას­ვა­მი მო­თხი­ლა­მუ­რე­ე­ბი და მოყ­ვა­რუ­ლე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად ტრავ­მე­ბის და ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გე­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი სწო­რედ ეს არის. სამ­თო სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტებ­ზე მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი წინა წლებ­შიც და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

VIDEO| რა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი ამოქ­მედ­დე­ბა 12 წლის გო­გო­ნას ტრა­გი­კუ­ლად გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სებ­ზე

რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ, ბა­კუ­რი­ან­ში 28 წლის სნო­უ­ბორ­დის­ტი ნუგ­ზარ დი­ა­კო­ნაშ­ვი­ლიდა­ი­ღუ­პა. სპორ­ტსმე­ნი სრი­ა­ლის დროს ზვავ­ში მოყ­ვა. უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა კოხ­ტა­გო­რა­სა და დიდ­ველს შო­რის მოხ­და. მაშ­ვე­ლებ­მა რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი ძებ­ნის შე­დე­გად სნო­უ­ბორ­დის­ტი გარ­დაც­ვლი­ლი იპოვ­ნეს. ნუგ­ზარ დი­ა­კო­ნაშ­ვი­ლი სნო­უ­ბორ­დის ფე­დე­რა­ცი­ის ბა­კუ­რი­ა­ნის ჯგუფს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. ის 2015 წლის სა­ქარ­თვე­ლოს სნო­უ­ბორდ-კრო­სის ჩემ­პი­ო­ნი იყო. დი­ა­კო­ნაშ­ვი­ლი 2018 წლის კო­რე­ის ზამ­თრის ოლიმ­პი­ა­დის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მოხ­და გუ­და­ურ­ში, რო­მელ­საც 12 წლის სა­ლო­მე ტა­ტიშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. მას სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სა­ზე 19 წლის ახალ­გაზ­რდა შე­ე­ჯა­ხა, 12 წლის სა­ლო­მემ შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად თავი და­არ­ტყა და გარ­და­იც­ვა­ლა. ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი კი შო­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში კლი­ნი­კა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. სა­ლო­მე ტა­ტიშ­ვი­ლი მე­ექ­ვსე სა­ავ­ტო­რო სკო­ლის გა­მორ­ჩე­უ­ლი მოს­წავ­ლე იყო, ის ექიმ და­ვით ტა­ტიშ­ვი­ლის ძმის­შვი­ლია.

სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო სპორ­ტში ვატო ფი­ფი­ას სა­ხე­ლო­ბის ტურ­ნი­რი ერთ-ერთი პრეს­ტი­ჟუ­ლი შე­ჯიბ­რია. ვატო ფი­ფი­ას სი­ცო­ცხლე წლე­ბის წინ ბა­კუ­რი­ა­ნის სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სა­ზე დას­რულ­და. 14 წლის მო­ზარ­დი, რო­მე­ლიც გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყო სა­თხი­ლა­მუ­რო სპორ­ტით, შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა. ვატო მსა­ხი­ო­ბის და ექიმ გოგა ფი­ფი­ას ვაჟი გახ­ლდათ. გოგა ფი­ფია მო­ნა­წი­ლე­ობ­და რო­გორც "მზი­უ­რის" შე­სა­ხებ გა­და­ღე­ბულ ფილმში, ასე­ვე ფილ­მებ­ში "როცა აყ­ვავ­და ნუში" და "მშვი­დო­ბი­ა­ნი დღე­ე­ბი".

სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტებ­ზე ხში­რია მძი­მე ტრავ­მე­ბის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვე­ბიც. წლე­ბის წინ, გუ­და­ურ­ში სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სა­ზე და­შავ­და ნინო მი­ქე­ლა­ძე, მან შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად მძი­მე ტრავ­მე­ბი მი­ი­ღო, რის გა­მოც ერთი წელი კო­მა­ში იყო, თუმ­ცა გა­დარ­ჩა. ნინო მი­ქე­ლა­ძე ახლა, ფო­კის დე­და­თა მო­ნას­ტერ­ში მსა­ხუ­რობს და ის იღუ­მე­ნია.

და­ახ­ლო­ე­ბით 5 წლის წინ, სიკ­ვდილს სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურ­ჩა ანას­ტა­სია თო­ფუ­რი­ძე. ეკა კა­ხი­ა­ნის ქა­ლიშ­ვილს ბა­კუ­რი­ან­ში ბუ­რა­ნი და­ე­ჯა­ხა და მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო. ოჯახ­მა ანას­ტა­სია დრო­უ­ლად მო­ა­თავ­სა კლი­ნი­კა­ში და ხან­გრძლი­ვი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ მისი სრულ­ფა­სო­ვა­ნი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა მო­ხერ­ხდა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

იხი­ლეთ ასე­ვე: რა გზე­ბი არ­სე­ბობს სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტებ­ზე უსაფრ­თხო­ე­ბის პრობ­ლე­მის გა­და­საჭ­რე­ლად - რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ექ­სპერ­ტის­გან

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

უბედური შემთხვევები საქართველოს სათხილამურო კურორტებზე, რომელიც მძიმე ტრავმებით ან ფატალურად დასრულდა

უბედური შემთხვევები საქართველოს სათხილამურო კურორტებზე, რომელიც მძიმე ტრავმებით ან ფატალურად დასრულდა

ბოლო რამდენიმე დღეში საქართველოს სამთო კურორტებზე ორი ადამიანი გარდაიცვალა. სპეციალისტების განმარტებით, სათხილამურო ტრასაზე ხშირად სრიალებენ ნასვამი მოთხილამურეები და მოყვარულები, შესაბამისად ტრავმების და ფატალური შედეგების გამომწვევი მიზეზი სწორედ ეს არის. სამთო სათხილამურო კურორტებზე მსგავსი შემთხვევები წინა წლებშიც დაფიქსირებულა.

VIDEO| რა რეგულაციები ამოქმედდება 12 წლის გოგონას ტრაგიკულად გარდაცვალების შემდეგ სათხილამურო ტრასებზე

რამდენიმე კვირის წინ, ბაკურიანში 28 წლის სნოუბორდისტი ნუგზარ დიაკონაშვილი დაიღუპა. სპორტსმენი სრიალის დროს ზვავში მოყვა. უბედური შემთხვევა კოხტაგორასა და დიდველს შორის მოხდა. მაშველებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შედეგად სნოუბორდისტი გარდაცვლილი იპოვნეს. ნუგზარ დიაკონაშვილი სნოუბორდის ფედერაციის ბაკურიანის ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ის 2015 წლის საქართველოს სნოუბორდ-კროსის ჩემპიონი იყო. დიაკონაშვილი 2018 წლის კორეის ზამთრის ოლიმპიადისთვის ემზადებოდა.

რამდენიმე დღის წინ, უბედური შემთხვევა მოხდა გუდაურში, რომელსაც 12 წლის სალომე ტატიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. მას სათხილამურო ტრასაზე 19 წლის ახალგაზრდა შეეჯახა, 12 წლის სალომემ შეჯახების შედეგად თავი დაარტყა და გარდაიცვალა. ახალგაზრდა მამაკაცი კი შოკურ მდგომარეობაში კლინიკაშია მოთავსებული. სალომე ტატიშვილი მეექვსე საავტორო სკოლის გამორჩეული მოსწავლე იყო, ის ექიმ დავით ტატიშვილის ძმისშვილია.

სამთო-სათხილამურო სპორტში ვატო ფიფიას სახელობის ტურნირი ერთ-ერთი პრესტიჟული შეჯიბრია. ვატო ფიფიას სიცოცხლე წლების წინ ბაკურიანის სათხილამურო ტრასაზე დასრულდა. 14 წლის მოზარდი, რომელიც გატაცებული იყო სათხილამურო სპორტით, შეჯახების შედეგად დაიღუპა. ვატო მსახიობის და ექიმ გოგა ფიფიას ვაჟი გახლდათ. გოგა ფიფია მონაწილეობდა როგორც "მზიურის" შესახებ გადაღებულ ფილმში, ასევე ფილმებში "როცა აყვავდა ნუში" და "მშვიდობიანი დღეები".

სათხილამურო კურორტებზე ხშირია მძიმე ტრავმების მიღების შემთხვევებიც. წლების წინ, გუდაურში სათხილამურო ტრასაზე დაშავდა ნინო მიქელაძე, მან შეჯახების შედეგად მძიმე ტრავმები მიიღო, რის გამოც ერთი წელი კომაში იყო, თუმცა გადარჩა. ნინო მიქელაძე ახლა, ფოკის დედათა მონასტერში მსახურობს და ის იღუმენია.

დაახლოებით 5 წლის წინ, სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა ანასტასია თოფურიძე. ეკა კახიანის ქალიშვილს ბაკურიანში ბურანი დაეჯახა და მძიმე დაზიანებები მიიღო. ოჯახმა ანასტასია დროულად მოათავსა კლინიკაში და ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ მისი სრულფასოვანი გამოჯანმრთელება მოხერხდა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

იხილეთ ასევე: რა გზები არსებობს სათხილამურო კურორტებზე უსაფრთხოების პრობლემის გადასაჭრელად - რეკომენდაციები ექსპერტისგან

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია