საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 20 და 50 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები მიმოქცევაში დღეიდან გამოვიდა. როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაში წელს მოგვიანებით გამოვა.
როგორ გამოიყურება განახლებული ბანკნოტები და რა დამცავი ნიშნებით შეიძლება მისი განსხვავება ყალბი ბანკნოტისგან:
20-ლარიანის დამცავი ნიშნები (ბანკნოტის ზომა: 66 მმ x 132 მმ ძირითადი ფერი: მეწამული)
წყლისნიშანი
გამჭოლ შუქზე გახედვისას ჩანს პორტრეტის, ნომინალის აღმნიშვნელი ციფრისა და ლარის სიმბოლოს გამოსახულებები.
ვერტიკალური დამცავი ძაფი
დამცავი ძაფი წარწერით "20 ლარი", წყვეტილი სახით ხილულია ბანკნოტის უკანა მხარეს. გამჭოლ შუქზე გახედვისას ერთიანდება და სხვადასხვა კუთხით დახრისას იცვლის ფერს მეწამულიდან ოქროსფერში.
რელიეფური ნაბეჭდი
ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულ გრაფიკულ დეტალებზე: პორტრეტი, შენობა, ფაეტონი, კიდის ორნამენტები და შესრულებული წარწერები (გარდა ხელმომწერი პირის დასახელების, ხელმოწერისა და გამოშვების წლისა) დატანილი საღებავის ფენა რელიეფურია და შეიგრძნობა შეხებით.
ნიშანი სუსტი მხედველობის ადამიანებისათვის
ბანკნოტის წინა მხარეს, მარცხენა და მარჯვენა კიდეზე დატანილი 3 ჰორიზონტალური ხაზი რელიეფურია, შეიგრძნობა შეხებისას და იძლევა ბანკნოტის ნომინალის აღქმის შესაძლებლობას.
ჰოლოგრამა
ვერცხლისფერ ჰოლოგრამაზე დატანილი გამოსახულებები (პორტრეტი, ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი, ლარის სიმბოლო, ფაეტონი, რუქა, მიკროსტრიქონები) სხვადასხვა კუთხით დახრისას იცვლის ფერს და გააჩნია ცვალებადი ეფექტი.
დამცავი ბოჭკოები
ქაღალდში სხვადასხვა სიღრმეზე ჩატანებულია წითელი ფერის ბოჭკოები.
ფარული გამოსახულება
დახრილი კუთხით გახედვისას ბანკნოტზე გამოისახება ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი.
თანმხვედრი გამოსახულება
ბანკნოტის წინა და უკანა მხარეს წარმოდგენილი ნომინალის აღმნიშვნელი ციფრის დანაწევრებული დეტალები ერთიანდება გამჭოლ შუქზე გახედვისას.
ოპტიკურად ცვალებადი საღებავი
სხვადასხვა კუთხით დახრისას გამოსახულება იცვლის ფერს მეწამულიდან მწვანეში.
ირისისებური ზოლი
ბანკნოტის ზედაპირზე დატანილია გამჭვირვალე საღებავით შესრულებული გრძივი დეკორი ნომინალის აღმნიშვნელი ციფრით.
50-ლარიანის დამცავი ნიშნები (ბანკნოტის ზომა: 68x137 მმ ძირითადი ფერი: მწვანე)
ნიშანი სუსტი მხედველობის ადამიანებისათვის
ბანკნოტის წინა მხარეს, მარცხენა და მარჯვენა კიდეზე დატანილი 4 ჰორიზონტალური ხაზი რელიეფურია, შეიგრძნობა შეხებისას და იძლევა ბანკნოტის ნომინალის აღქმის შესაძლებლობას.
წყლისნიშანი
გამჭოლ შუქზე გახედვისას ჩანს პორტრეტის, ნომინალის აღმნიშვნელი ციფრისა და ლარის სიმბოლოს გამოსახულებები.
თანმხვედრი გამოსახულება
ბანკნოტის წინა და უკანა მხარეს წარმოდგენილი ნომინალის აღმნიშვნელი ციფრის დანაწევრებული დეტალები ერთიანდება გამჭოლ შუქზე გახედვისას.
ოპტიკურად ცვალებადი მაგნიტური საღებავი
სხვადასხვა კუთხით დახრისას გამოსახულება იცვლის ფერს ოქროსფერიდან მწვანეში და აქვს მოძრავი ზოლის ეფექტი.
რელიეფური ნაბეჭდი
ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულ გრაფიკულ დეტალებზე: პორტრეტი, სამონასტრო კომპლექსი, კიდის ორნამენტები და შესრულებული წარწერები (გარდა ხელმომწერი პირის დასახელების, ხელმოწერისა და გამოშვების წლისა) დატანილი საღებავის ფენა რელიეფურია და შეიგრძნობა შეხებით.
ფარული გამოსახულება
დახრილი კუთხით გახედვისას ბანკნოტზე გამოისახება ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი.
ჰოლოგრამა
ორფეროვან ჰოლოგრამაზე დატანილი გამოსახულებები (პორტრეტი, ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი, ლარის სიმბოლო, გრიფონი, რუქა, მიკროსტრიქონები) სხვადასხვა კუთხით დახრისას იცვლის ფერს და გააჩნია ცვალებადი ეფექტი.
ირისისებური ზოლი
ბანკნოტის ზედაპირზე დატანილია ორფეროვანი, გამჭვირვალე საღებავით შესრულებული გრძივი დეკორი ნომინალის აღმნიშვნელი ციფრით.
დამცავი ბოჭკოები
ქაღალდში სხვადასხვა სიღრმეზე ჩატანებულია წითელი ფერის ბოჭკოები.
ვერტიკალური დამცავი ძაფი
დამცავი ძაფი წარწერით "50 ლარი", წყვეტილი სახით ხილულია ბანკნოტის უკანა მხარეს. გამჭოლ შუქზე გახედვისას ერთიანდება და სხვადასხვა კუთხით დახრისას იცვლის ფერს მწვანედან მეწამულში.
100-ლარიანის დამცავი ნიშნები (ბანკნოტის ზომა: 70 x 142 მმ ძირითადი ფერი: იისფერი)
ნიშანი სუსტი მხედველობის ადამიანებისათვის
ბანკნოტის წინა მხარეს, მარცხენა და მარჯვენა კიდეზე დატანილი 5 ჰორიზონტალური ხაზი რელიეფურია, შეიგრძნობა შეხებისას და იძლევა ბანკნოტის ნომინალის აღქმის შესაძლებლობას.
წყლისნიშანი
გამჭოლ შუქზე გახედვისას ჩანს პორტრეტის, ნომინალის აღმნიშვნელი ციფრისა და ლარის სიმბოლოს გამოსახულებები.
ფარული გამოსახულება
დახრილი კუთხით გახედვისას ბანკნოტზე გამოისახება ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი.
თანმხვედრი გამოსახულება
ბანკნოტის წინა და უკანა მხარეს წარმოდგენილი ნომინალის აღმნიშვნელი ციფრის დანაწევრებული დეტალები ერთიანდება გამჭოლ შუქზე გახედვისას.
ოპტიკურად ცვალებადი მაგნიტური საღებავი
სხვადასხვა კუთხით დახრისას გამოსახულება იცვლის ფერს მეწამულიდან მწვანეში და აქვს მოძრავი ზოლის ეფექტი.
რელიეფური ნაბეჭდი
ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულ გრაფიკულ დეტალებზე: პორტრეტი, ილუსტრაცია ვეფხისტყაოსნიდან, კიდის ორნამენტები და შესრულებული წარწერები (გარდა ხელმომწერი პირის დასახელების, ხელმოწერისა და გამოშვების წლისა), დატანილი საღებავის ფენა რელიეფურია და შეიგრძნობა შეხებით.
ჰოლოგრამა
ორფეროვან ჰოლოგრამაზე დატანილი გამოსახულებები (პორტრეტი, ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი, ლარის სიმბოლო, ყვავილები, რუქა, მიკროსტრიქონები) სხვადასხვა კუთხით დახრისას იცვლის ფერს და გააჩნია ცვალებადი ეფექტი.
ირისისებური ზოლი
ბანკნოტის ზედაპირზე დატანილია ორფეროვანი, გამჭვირვალე საღებავით შესრულებული გრძივი დეკორი ნომინალის აღმნიშვნელი ციფრით.
ვერტიკალური დამცავი ძაფი
დამცავი ძაფი წარწერით "100 ლარი", წყვეტილი სახით ხილულია ბანკნოტის უკანა მხარეს. გამჭოლ შუქზე გახედვისას ერთიანდება და სხვადასხვა კუთხით დახრისას იცვლის ფერს ლურჯიდან წითელში.
დამცავი ბოჭკოები
ქაღალდში სხვადასხვა სიღრმეზე ჩატანებულია წითელი ფერის ბოჭკოები.
(სტატია მომზადებულია საქართველოს ეროვნული ბანკის საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით)