პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მხოლოდ გაყინული ცრემლებიღა დავინახე მის სახეზე..." - რა ვითარებაში დაიღუპა 28 წლის სნოუბორდისტი ბაკურიანში
"მხოლოდ გაყინული ცრემლებიღა დავინახე მის სახეზე..." - რა ვითარებაში დაიღუპა 28 წლის სნოუბორდისტი ბაკურიანში

5 იან­ვარს ბა­კუ­რი­ან­ში 28 წლის ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნი და­ი­ღუ­პა. სნო­უ­ბორ­დის­ტი ნუგ­ზარ დი­ა­კო­ნაშ­ვი­ლი მთი­დან წა­მო­სულ მცი­რე ზვავ­ში მოჰ­ყვა და ად­გილ­ზე­ვე და­ი­ღუ­პა. სპორ­ტსმე­ნი 2015 წელს სა­ქარ­თვე­ლოს სნო­უ­ბორდ-კრო­სის ჩემ­პი­ო­ნი გახ­და და 2018 წლის ოლიმ­პი­ა­დის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლო უნდა წა­რედ­გი­ნა. ჟურ­ნალ "თბი­ლი­სე­ლებ­თან" მე­გობ­რე­ბი და მაშ­ვე­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც პირ­ვე­ლად ნა­ხეს და­ღუ­პუ­ლი სნო­უ­ბორ­დის­ტი, ნუგ­ზარ დი­ა­კო­ნაშ­ვი­ლის ბოლო წუ­თებს იხ­სე­ნე­ბენ...

მი­ხე­ილ თა­სოშ­ვი­ლი (სნო­უ­ბორ­დის­ტი): "ნუგო რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბარ­თან ერ­თად სრი­ა­ლებ­და. ისეთ მთა­ზე ავი­და, სა­დაც სა­ბა­გი­რო არ მი­დის. ფე­ხით იყ­ვნენ ასუ­ლე­ბი და იქი­დან ქვე­მოთ სნო­უ­ბორ­დით უნდა დაშ­ვე­ბუ­ლიყ­ვნენ, ანუ ექ­სტრე­მა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი იყო. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ქა­რი­სა და ცუდი ამინ­დის თან­ხლე­ბით ხდე­ბო­და. ნუგ­ზარს სნო­უ­ბორ­დი გა­უ­ვარ­და და იმ მხა­რეს და­უს­რი­ალ­და, სა­ი­თაც თვი­თონ უნდა დას­რი­ა­ლე­ბუ­ლიყ­ვნენ. მან მე­გობ­რე­ბი ჩა­სას­ვლე­ლად სხვა მხრი­დან გა­უშ­ვა, თვი­თონ კი სნო­უ­ბორ­დის ამო­სა­ტა­ნად ხევ­ში ჩა­ვი­და, რო­მე­ლიც თან­და­თან ვიწ­როვ­დე­ბო­და. ერთ მხა­რეს დიდი რა­ო­დე­ნო­ბო­ით თოვ­ლი იყო მოგ­რო­ვე­ბუ­ლი, მე­ო­რე მხა­რეს კი თოვ­ლი თით­ქმის არ იყო, რად­გან ქარ­მა ის ცალ მხა­რეს მი­ახ­ვე­ტა. როცა სნო­უ­ბორ­დი აიღო და მობ­რუნ­და, ზუს­ტად მა­შინ, ხე­ვის მე­ო­რე მხრი­დან, სა­დაც თოვ­ლი იყო დაგ­რო­ვე­ბუ­ლი, ქა­რის ზე­მოქ­მე­დე­ბით ზვა­ვი წა­მო­ვი­და და ნუგ­ზა­რი უკა­ნა მხრი­დან მთლი­ა­ნად და­ფა­რა, თუმ­ცა ეს მის­მა მე­გობ­რებ­მა ვე­ღარ გა­ი­გეს, რად­გან ამა­სო­ბა­ში ისი­ნი ჩა­მო­ვიდ­ნენ და მას ელოდ­ნენ. რომ არ გა­მოჩ­ნდა, იფიქ­რეს, ნუგ­ზა­რი უკვე წა­ვი­და და ალ­ბათ, ქვე­მო­თა­აო, როცა ნა­ხეს, უკვე გვი­ან იყო".

ლაჩა ხა­ჩი­ძე (მაშ­ვე­ლი): "ზარი შე­მო­ვი­და, ნუგო ზვავ­ში მოყ­ვაო და იმ­წუ­თას მთე­ლი სა­მაშ­ვე­ლო გა­ვე­დით, მაგ­რამ უკვე გვი­ან იყო, რად­გან მისი პოვ­ნა სამი სა­ა­თის შემ­დეგ მო­ხერ­ხდა. ზვავ­ში მო­ყო­ლილ­მა ადა­მი­ან­მა მაქ­სი­მუმ 15 წუთი შე­იძ­ლე­ბა იცო­ცხლოს. უკვე გარ­დაც­ვლი­ლი­ყო, მხო­ლოდ გა­ყი­ნუ­ლი ცრემ­ლე­ბი­ღა და­ვი­ნა­ხე მის სა­ხე­ზე"...

ქეთი მო­დე­ბა­ძე

ჟურ­ნა­ლი "თბი­ლი­სე­ლე­ბი"

VIDEO| და­ღუ­პუ­ლი სნო­უ­ბორ­დის­ტის ბოლო წუ­თე­ბი - ბა­კუ­რი­ან­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის დე­ტა­ლე­ბი

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: "რაც გიყ­ვარ­და იმან დაგ­ღუ­პა..." - ვინ იყო 28 წლის ქარ­თვე­ლი სნო­უ­ბორ­დის­ტი, რო­მე­ლიც ბა­კუ­რი­ან­ში ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"მხოლოდ გაყინული ცრემლებიღა დავინახე მის სახეზე..." - რა ვითარებაში დაიღუპა 28 წლის სნოუბორდისტი ბაკურიანში

"მხოლოდ გაყინული ცრემლებიღა დავინახე მის სახეზე..." - რა ვითარებაში დაიღუპა 28 წლის სნოუბორდისტი ბაკურიანში

5 იანვარს ბაკურიანში 28 წლის ქართველი სპორტსმენი დაიღუპა. სნოუბორდისტი ნუგზარ დიაკონაშვილი მთიდან წამოსულ მცირე ზვავში მოჰყვა და ადგილზევე დაიღუპა. სპორტსმენი 2015 წელს საქართველოს სნოუბორდ-კროსის ჩემპიონი გახდა და 2018 წლის ოლიმპიადისთვის ემზადებოდა, სადაც საქართველო უნდა წარედგინა. ჟურნალ "თბილისელებთან" მეგობრები და მაშველები, რომლებმაც პირველად ნახეს დაღუპული სნოუბორდისტი, ნუგზარ დიაკონაშვილის ბოლო წუთებს იხსენებენ...

მიხეილ თასოშვილი (სნოუბორდისტი): "ნუგო რამდენიმე მეგობართან ერთად სრიალებდა. ისეთ მთაზე ავიდა, სადაც საბაგირო არ მიდის. ფეხით იყვნენ ასულები და იქიდან ქვემოთ სნოუბორდით უნდა დაშვებულიყვნენ, ანუ ექსტრემალური პირობები იყო. ეს ყველაფერი ძალიან ძლიერი ქარისა და ცუდი ამინდის თანხლებით ხდებოდა. ნუგზარს სნოუბორდი გაუვარდა და იმ მხარეს დაუსრიალდა, საითაც თვითონ უნდა დასრიალებულიყვნენ. მან მეგობრები ჩასასვლელად სხვა მხრიდან გაუშვა, თვითონ კი სნოუბორდის ამოსატანად ხევში ჩავიდა, რომელიც თანდათან ვიწროვდებოდა. ერთ მხარეს დიდი რაოდენობოით თოვლი იყო მოგროვებული, მეორე მხარეს კი თოვლი თითქმის არ იყო, რადგან ქარმა ის ცალ მხარეს მიახვეტა. როცა სნოუბორდი აიღო და მობრუნდა, ზუსტად მაშინ, ხევის მეორე მხრიდან, სადაც თოვლი იყო დაგროვებული, ქარის ზემოქმედებით ზვავი წამოვიდა და ნუგზარი უკანა მხრიდან მთლიანად დაფარა, თუმცა ეს მისმა მეგობრებმა ვეღარ გაიგეს, რადგან ამასობაში ისინი ჩამოვიდნენ და მას ელოდნენ. რომ არ გამოჩნდა, იფიქრეს, ნუგზარი უკვე წავიდა და ალბათ, ქვემოთააო, როცა ნახეს, უკვე გვიან იყო".

ლაჩა ხაჩიძე (მაშველი): "ზარი შემოვიდა, ნუგო ზვავში მოყვაო და იმწუთას მთელი სამაშველო გავედით, მაგრამ უკვე გვიან იყო, რადგან მისი პოვნა სამი საათის შემდეგ მოხერხდა. ზვავში მოყოლილმა ადამიანმა მაქსიმუმ 15 წუთი შეიძლება იცოცხლოს. უკვე გარდაცვლილიყო, მხოლოდ გაყინული ცრემლებიღა დავინახე მის სახეზე"...

ქეთი მოდებაძე

ჟურნალი "თბილისელები"

VIDEO| დაღუპული სნოუბორდისტის ბოლო წუთები - ბაკურიანში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

ასევე წაიკითხეთ: "რაც გიყვარდა იმან დაგღუპა..." - ვინ იყო 28 წლის ქართველი სნოუბორდისტი, რომელიც ბაკურიანში ტრაგიკულად დაიღუპა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია